"ბოკე" თეთრს ჩაბარდა

   საღმა აზრმა სამხრეთ აფრიკაში ოთხი წლის დაგვიანებით მაინც გაიმარჯვა - პარასკევს "ბოკეს" გურუდ დაინიშნა 44 წლის თეთრი ჰეინეკე მეიერი, ვინც სახელი თავის დროზე "ბულზში" გაითქვა.
ოთხი წლის წინ, როცა აფრიკა მსოფლიოს ჩემპიონი იყო, გადადგა მიზანს წეული და ზანგური ხელისუფლებისგან შეწუხებული ჯეიქ ვაითი, ნაკრები კი, 118-წლოვან ისტორიაში პირველად, ჩაბარდა
51 წლის არა-თეთრ პიტერ დეფილიერსს, ვის ხელშიც "ბოკე" ჯერ აიბნა, მერე დალაგდა, ბოლოს კი მობერდა და იდეებისგან მთლად დაიწრიტა.

აფრიკა შარშანდელ მსოფლიო თასს მეოთხედ-ფინალში გამოეთიშა. ექსცენტრიკოსმა "დიფმა" უმალ ბრძანა, ჩემი ზეობა დასრულდაო, მერე კი ქოში უკუ ჰყარა და თავი პოსტზე დარჩენის კანდიდატადაც მოჰქონდა, მაგრამ ვეღარ მიართვეს გონს მოგებულმა მახვშებმა და ბოლო სიაში თურმე ორი თეთრიღა შეიყვანეს.

ყველაფერი მოგვარდა

პროცესს გამჭვირვალობა ერთობ აკლდა. მეიერის კონკურენტად აღიქმებოდა მხოლოდ ხერტ სმალი, ვინც ირლანდიას შერკინებას უწურთნის, კონტრაქტი გაისადღა ეწურება და ვისი ოჯახიც დუბლინში თავს ჩინებულად გრძნობს. სმალი კავშირს ჯამაგირზეც ვერ მოურიგდა, ამასობაში კი მეიერს არ ათარხნებდა მისივე "ბულზი"

ბოლოს ყველაფერი ისე მოგვარდა, როგორც ქურციკეთს ჭირდებოდა: კავშირის ახალმა მთავარმა მოხელემ, იური რუმ მედიას პარასკევს, ჩვენებურად დღის ოთხზე გამოუცხადა, რომ შემდეგი ოთხი წლით, ანუ 2015 წლის მსოფლიო თასის ბოლომდე, "ბოკეს" ჰეინეკე მეიერი უთავკაცებს, მის თანა-შემწეებზე საუბარი კი ჯერ ადრეა.

საყვარელ გუნდადო

ასე ჭამა პური სამართალმა ოთხი წლის შემდეგ, რადგან მეიერი 2008 წელსაც ფავორიტი იყო, მაგრამ უტოპიას - რასობრივ გარდაქმნას შეჭიდებულმა კავშირმა ერთი ხმის უპირატესობით მხარი დაუჭირა დეფილიერსს, ვინც მერე და მერე მოუფიქრებელი გამონათქვამებითა და თამაშის კიდევ უფრო უცნაური, პარაზიტული სტილის დანეგვითღა გამოიჩინა თავი.

ახლა, ეტყობა, რაგბში ზანგთა მიძალებას ლაგამი ამოედო. მეიერი იქადნება, "ბოკე" მთელი ქვეყნის საყვარელ გუნდად უნდა ვაქციოო. მან "ბლუ ბულზს" ოთხჯერ (2002 2003 2004 2006) ააღებინა "ქარრის თასი" და 2007 წელს "ბულზს" პირველად მოაგებინა ზე 14, მერე კი, მამათა უპირობის გამო, უმუშევრად დარჩა და ვიდრე მშობლიური პროვინცია დირექტორად შეიფარებდა, ოჯახური მიზეზით ვეღარც ინგლისის "ლესთერში" გაჩერდა.

 

პოსტ-აპარტჰეიდის ხანის "ბოკეს" მწურთნელები

გურუ

ზეობა

  მ-წ*

%

ჯონ ვილიამს

1992

5   1-4

20.0

ხერი სონეკუს

 

0  

 

იენ მაკინთოშ

1993-1994

12   4-6*2

33.3

ქიჩ ქრისთი

1994-1995

14 14-0

100.0

ანდრე მარკხრაფ

1996

13   8-5

61.5

კარელ დიუპლესი

1997

8   3-5

37.5

ნიკ მალით

1997-2000

38 27-11

71.1

ჰარი ფილიუნ

2000-2001

15   8-6*1

53.3

რუდი სტრაული

2002-2003

23 12-11

52.2

ჯეიქ ვაით

2004-2007

54 36-17*1

66.7

პიტერ დეფილიერს

2008-2011

48 30-18

62.5

ჰეინეკე მეიერ

2012-2015

   

 

www.000webhost.com