18-პასიანი ექსპრომტი

   შვიდკაცის მსოფლიო სერიის მეხუთე ეტაპის ფინალში სამოამ ლას ვეგასში დრამატულად ძლია ზელანდია, ჰონკონგის ტურნირის დასი კი ორად გაიმიჯნა, რათა ხიზნებმა საგაისოდ სამი გასაბობოლებელი გამოავლინონ.

წელს 12 გრანდი უკლებლივ ყველა, ცხრავე ტურნირზე ჩაუქობს. ახალი ნიხრით, ქულებიც ყველა, 16-ვე ადგილისთვის გაიცემა. ირბ-მა ეგეც ბრძანა, ჰონკონგი უნიკუმია და კვლავაც ერთადერთ 24-გუნდა ეტაპად დარჩებაო, მაგრამ ამიერიდან მასზე ქულა იმდენივე და იმავე წესით დარიგდება, როგორც სხვაგან.

რიგით ეტაპზე ხიზნებისთვის ოთხი ადგილია გადანახული. ზელანდიიდან შტატებში ბობოლათა დუჟინს დაემგზავრნენ იაპონია და კანადა, ტონგა და ქუქეთი კი შეცვალეს ურუგვაიმ და ბრაზილიამ, სადაც 2016 წელს, რიოს ოლიმპიადაზე, რაგბი პროგრამაში შვიდკაცის ფორმით უნდა აღდგეს.

ამერიკული რეკორდი

ლას ვეგასი ჰონკონგსა და დუბაის ეჯიბრება. ბრიტ ჩინელთა დარად, პროგრამა ნევადაშიც სამ დღედაა გაწელილი: პარასკევს ორი პულური რაუნდია, შაბათს - მესამეს პლუს მეოთხედ-ფინალი, კვირას კი ნახევარ-ფინალი და ჯილდოთა გათამაშება.

შვიდკაცა სემ ბოიდის სტადიონზე მოეწყო. სამ დღეში გაიყიდა 64 107 ბილეთი. პიკი (30 112) აღინუსხა შაბათს, რაც ჩრდილო ამერიკული სარაგბო რეკორდი ყოფილა. მასპინძელმა "არწივებმა" თავი ვერაფრით გამოიჩინეს - ხუთიდან ოთხი თამაში წააგეს და XI ადგილი გაიყვეს, მაგრამ ორგანიზატორები მაინც კმაყოფილი დარჩნენ.

მასპინძელი რეგიონიდან

სამოას პულში წაეგო წინა ორი ეტაპის გამარჯვებულ ზელანდიასთან და კაპიტანი უალე მაიც დაშავებოდა, მაგრამ ფინალში სულ წინ იყო. კივებმა ბოლო წუთზე გაათანაბრეს ანგარიში, "მანუმ" კი სირენის შემდეგ 18-პასიანი ექსპრომტი გამოაცხო და ჯანიანმა ალაფოტი ფაოსილივამ ფრთაზე დაიფრინა ორი მბოჭავი.

სამოა ასე შეიქნა მეოთხე გუნდი, ვინც მიმდინარე სერიაში ეტაპი მოიგო, ძლეულმა ზელანდიამ კი მეტად, კიდევ ორი ქულით, ჩამოიტოვა უახლოესი მდევარი ფიჯი. რაც შეეხება ჰონკონგს, იქ
24 მონაწილე ორ დუჟინად გაიყოფა: ბობოლები თასს გაითამაშებენ, სამი უკეთესი ხიზანი კი მათ საგაისოდ უფლებრივად გაუტოლდება.

ჰოდა, ეს 15 გუნდი ყოველ ეტაპზე ითამაშებს, ხოლო მეთექვსმეტეს, "ჯოქერს" ირბ მასპინძელი რეგიონიდან მიიწვევს.

 

ირბ-ის შვიდკაცის XIII სეზონი

V ეტაპი. 10-12/02 ლას ვეგას (აშშ)

<<   პულები (# ხიზანი)

(ა) ზელანდია 3-0, სამოა 2-1 / ავსტრალია 1-2, იაპონია# 0-3
(ბ) ფიჯი 3-0, არგენტინა 2-1 / კანადა# 1-2, შტატები 0-3
(გ) აფრიკა 3-0, უელსი 2-1 / საფრანგეთი 1-2, ურუგვაი# 0-3
(დ) კენია ინგლისი 2-0*1 / შოტლანდია 1-2, ბრაზილია# 0-3

<<   შოუ რაუნდი

(ა) ზელანდია 12:5 სამოა
(ბ) არგენტინა 14:12 შტატები
(გ) აფრიკა 33:5 საფრანგეთი
(დ) კენია 7:7 ინგლისი

<<   მეოთხედ-ფინალი

ზელანდია (ა1) 12:7 ინგლისი (დ2)
აფრიკა (გ1) 24:5 არგენტინა (ბ2)
კენია (დ1) 14:19 სამოა (ა2)
ფიჯი (ბ1) 12:5 უელსი (გ2)

<<   ნახევარ-ფინალი

ზელანდია 20:7 აფრიკა
სამოა 14:12 ფიჯი

<<   ფინალი

ფარი (XIII) საფრანგეთი 22:7 შოტლანდია
ფიალა (IX) კანადა 19:17 ავსტრალია
სინი (V) კენია 21:5 არგენტინა
ბრინჯაო (III) ფიჯი 21:15 აფრიკა
თასი (I)
სამოა 26:19 ზელანდია

სამოა: 1 ალაფოტი ფაოსილივა, 2 აფა აიონო, 3 ფატოინა აუტანგავაია, 5 პოლ პერეს, 9 რეუპენა ლევასა, 10 ალატასი ტუპოუ, 11 ტაულანგი აფამასანგა * 4 ფალემინგა სელესელე, 6 უალე მაი^კაპ, 8 თომ იოსეფო, 12 რობერთ ლილომაიავა * მწ) სთივენ ბეთემ

<<   ქულა

92 ზელანდია (2თ: პორტ ელიზაბეთ, ველინგთონ; 87 ფიჯი (თ: გოულდ ქოუსთ; 76 აფრიკა; 74 ინგლისი (თ: დუბაი; 69 სამოა (თ: ლას ვეგას; 52 ავსტრალია, საფრანგეთი; 51 უელსი; 45 არგენტინა;
30 კანადა; 28 შოტლანდია; 26 კენია; 23 შტატები; 17 ტონგა;
8 იაპონია; 6 პორტუგალია; 4 ზიმბაბვე; 3 პაპუასეთი; 2 ქუქეთი;
1 არაბეთი, ბრაზილია, მაროკო, ნიუე, ურუგვაი

<<   გასამართია

23-25/03 ჰონკონგ (ჩინ, 31/03-1/04 ტოკიო (იაპ)
5-6/05 გლაზგო (შტლ, 12-13/05 თვიქნემ (ინგ)

<<   თასის მფლობელი

1999-2012 (105 ეტაპი: 43 ზელანდია - 17 ფიჯი; 14 აფრიკა, ინგლისი - 9 სამოა, 5 ავსტრალია, 2 არგენტინა, 1 საფრანგეთი

www.000webhost.com