კვლავაც შეგვაქცევენ

   პარასკევ დილიდან ოვალური ბურთის აქაური ტრფიალნი სთრიმებსა და თორენთებს მიეძალებიან, რათა შეძლების და გვარად სრულად დაიგემოვნონ სამი სამხრეთელი გოლიათის ხუთ-ხუთი პროფ-გუნდის უგემრიელესი მარათონი, რომელსაც სახელად ზე რაგბი ჰქვია.

<<   2012 წლის ქართული განრიგი

დამდეგი სეზონი მეჩვიდმეტეა. ჩემპიონი ამქარს აქამდე სულ ხუთი ჰყოლია. მეორე წელია, რაც დასში პარტნიორთა წილი გათანაბრდა და 15 გუნდი სადაურობის მიხედვით კონფერენციებად დაიყო. ფორმულა სამხრეთულმა რაგბმა ყინულის ჰოკეის ნჰლ-დან გადაიღო და ტელე-კონტრაქტით მას 2016 წლამდე უნდა მისდიოს.

წელი მსოფლიო თასის შემდეგია, მაგრამ ირბ გატრუნულა და წესებს აღარ ეხება. ერთადერთი სიახლე ისაა, რომ ზე რაგბში გამოიცდება თეთრი ბარათი: როცა რეფი შეჭოჭმანდება, ურჯუკ დამრღვევს თუ რა ფერი ბარათი უჩვენოს, მას ოდენ დააჯარიმებს და თეთრს ამოუღებს, შუა კვირაში კი დამნაშავეს ტრიბუნალზე უხმობენ.

დონე არ დაეცემა

ნათასევს ბევრნი საშოვარზე - ევროპასა და იაპონიაში წავიდნენ, მაგრამ სამხრეთში რესურსი ულევია და შოუს დონე არ დაეცემა. გადაჯგუფება გუნდებს შორისაც რომ მოხდა, სხვის ხარჯზე ზოგი გაძლიერდა, მაგრამ რომ მოატანს ივლისი და პლეი-ოფი, მასში ალბათ ისევ ძველ ნაცნობებს ვიხილავთ.

ავსტრალიის ჯილები კვლავაც ჩემპიონი "რედსი" და "ვორათაზი" იქნებიან, აფრიკისა - "სთორმერზი" და "შარქსი, ხოლო ზელანდიისა - "ქრუსეიდერზი" და "ბლუზი"

დენ ქართერი (ქრს) მალე მოკეთდება, რიჩი მაკქოუ (ქრს) და ქვეიდ ქუპერი (რედ) მის კვალად ჩადგებიან მწყობრში, მანამდე კი შეგვაქცევენ "რებელზში" გადასულები, ჯეიმზ ოქონორი (ფორ) და ქერთლი ბილი (ვრთ, და ფრანგი ფრედი მიშალაკიც (შრქ)

გარდა ამისა, "ვორათაზს" დაემატნენ როქი ელსომი და ადამ ეშლი-ქუპერი; "ბლუზში" "ჰარიქენზიდან" მივიდნენ მა ნონუ და პირი ვიპუ, "ჩიფსს" კი თუმც აღარა ჰყავს სიტივენი სივივატუ, ხაზში თვით სონი-ბილ ვილიამსი უყენია.

<<   2012 წლის ქართული განრიგი

 

ზე რაგბის 16 სეზონი

2011 კლუბი ქართულად ქალაქი

<<   აფრიკა

3 სთორმერზ შტურმ-რაზმი ქეიპთაუნ

.

1

3

.

6 შარქს ზვიგენები დურბან

.

3

3

1

7 ბულზ ხარები პრეტორია

3

.

3

.

11 ჩიტაზ ავაზები ბლუმფონტეინ

.

.

.

.

14 ლაიონზ ლომები იოჰანესბერგ

.

.

2

.

<<   ავსტრალია

1 რედს წითლები ბრისბენ

1

.

3

.

5 ვორათაზ (ყვავილია) სიდნეი

.

2

3

1

12 ფორს ძალა პერთ

.

.

.

.

13 ბრამბიზ ველის რაშები კანბერა

2

3

1

.

15 რებელზ მეამბოხეები მელბურნ

.

.

.

.

<<   ზელანდია

2 ქრუსეიდერზ ჯვაროსნები ქრაისთჩერჩ

7

3

3

.

4 ბლუზ ლურჯები ოქლენდ

3

1

2

.

8 ჰაილენდერზ მთიელები დანიდინ

.

1

3

.

9 ჰარიქენზ გრიგალები ველინგთონ

.

1

5

.

10 ჩიფს ბელადები ჰემილთონ

.

1

1

.

ჩ ჩემპიონი / წააგო:
ფ ფინალი, ნ ნახევარ-ფინალი, მ მეოთხედ-ფინალი