ლელო რა ბედენაა?

   სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) პირველი რაუნდის შვიდ მატჩში მეოთხე ლელო ვერავინ დადო, ოთხი თამაში კი ულოგიკოდაც დასრულდა - წააგო იმ გუნდმა, ვინც მეტი ლელო გაიტანა.

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

ჩემპიონი, ავსტრალიის "რედსი" შუა აპრილამდე მსოფლიოზე დაშავებული ქვეიდ ქუპერის გარეშე იბურთავებს. დირიჟორი შეცვალა მაიქ ჰარისმა და კარში უშეცდომოდ ურტყა. "ვორათაზი" დასკვნითი ათი წუთის წინ აფრიკელი ჰავბექის, სარელ პრეტორიუსის ლელოთი დაწინაურდა, მაგრამ კვანძი დრამატულად გაიხსნა ბოლო წუთზე:

თავის ნახევარზე გამომწყვდეულმა რედსმა კონტაქტში ბურთი დაკარგა, მეტოქემ კი კიდეზე გადაგდების ნაცვლად ფეხით ზურგში გადაუკიდა. სტუმრებმა გარისკეს და ფრთამდე რომ ჩაათამაშეს ოვალი, დომ შიპერლი სამ მბოჭავს გაუსხლტა, გზად ორიც მოაღორა და გამარჯვების ლელო გაიტანა.

არეკნზე ფეხი დაუცდა

სტუმრად, ოქლენდში მოიგო შარშან ფინალშიღა ხელ-მოცარულმა, 7-გზის ჩემპიონმა "ქრუსეიდერზმაც. "ბლუზმა" საწყის ათ წუთში ორჯერ დაალელოვა ქენთებრელები: ჯერ იზრაელ დეგს მოგერიებაზე დაუფარეს, მერე კი რენე რეინჯერის რეიდი დევიდ რაიკუნამ დაასრულა. უმალ დენ ქართერის დუბლიორმა, თაილერ ბლაინდალმაც გაათარხნა რობი ფრუენი, მეორე ტაიმში კი ჯარიმებიღა გავიდა.

ბლუზი ერთით აგებდა, დერეფნიდან მეთოდურად რომ წავიდა დიაგონალზე და არეკნი გულდაგულ შეამზადა, მაგრამ "ჰარიქერზიდან" დათხოვნილ პირი ვიპუს ფეხი დაუცდა და დეგიც მიუხდა. კივურ დარბშივე "ჩიფსი" ბოლო მეოთხედამდე კოხტად უგებდა "ჰაილენდერზს, მაგრამ მერე უცებ გაუშვა ორი ლელო: მეორედ არონ ქრუდენს დაუფარეს, ვაიქათოელებმა კი ორჯერ ჯარიმა აღარ დაარტყეს კარში და მათ სამი კაციც დაემტვრათ - მასანგა, აფეაკი და ლენარდი.

რეკორდი მოიხსნა

აფრიკის ფალავნის, "სთორმერზის" კაპიტანმა, სხალკ ბერგერმა პირველ მეოთხედშივე იტკინა მუხლი და თვე-ნახევარი იუქმებს. 14 ქულით ჩამორჩენილმა სტუმარმა, "ჰარიქენზმა" ანგარიში გაქვითა და მერე იაპმა რეფმა, მორის იონკერმა ლელოც არ ჩაუთვალა. მსაჯმა კივთა სამივე (!) ბურჯსაც უჩვენა ყვითელი ბარათი პასზე წინ ჩაკვრის, დერეფანში ამხტარის ჩამოგდებისა და მოლის ჩაქცევისთვის, ჩია ჯო პიტერსენმა კი 8 გოლით 21 ქულა მოკრიფა.

"შარქსმა" ზღვის კიდიდან ზეგანზე ააკითხა "ბულზს. თუმც მსაჯობდა ჯონათან კაპლანი, პირველი ტაიმი მაინც კურიოზულად, 0:0 დასრულდა, მეორეში კი მორნეი სტეინმა ხუთი ჯარიმა და ერთიც არეკნი შეაგდო. უარესი მოხდა იოჰანესბერგში: "ლაიონზის" მულატმა ქიქერმა ელტონ იანჩისმა 9 ჯარიმის გატანით ზე რაგბის რეკორდი მოხსნა, უღიმღამო ოზურ შინა-ომში კი ექვსი "ვოლაბის" მყოლ "ფორსს" მაინც მოუგო ექვსი ახალბედის გამყვანმა "ბრამბიზმა"

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

 

ზე რაგბი

I რაუნდი ($ პრემია)

<<   ბლუზ$ 18:19 ქრუსეიდერზ

2ლ: ლაური რაიკუნა; გ 2ჯ: ჰობს - ლ: ფრუენ; გ 4ჯ: ბლაინდალ

რეფ პოლოქ (ზელ) 7:0(6) 7:3(9) 12:3(10) 12:6(14) 12:13(20) 12:16(31) / 15:16(42) 18:16(57) 18:19(65)

<<   ბრამბიზ 19:17 ფორს$

2ლ: მოგ ქოულმენ; 3ჯ: ნ.ვაით - 4ჯ: სთენარდ

რეფ ბ.ლორენს (ზელ) 0:3(1) 3:3(3) 6:3(6) 6:6(9) 9:6(12) 9:9(30) 9:12(35) / 14:12(44) 19:12(50) 19:17(55)

<<   ბულზ 18:13 შარქს$

5ჯ ა: მ.სტეინ - ლ: ბოტეს; გ 2ჯ: ლემბი

რეფ კაპლან (აფრ) 0:0 / 3:0(43) 3:3(46) 6:3(50) 9:3(54) 12:3(56) 15:3(58) 15:6(61) 18:6(68ა) 18:13(72)

<<   ჩიფს$ 19:23 ჰაილენდერზ

ლ: მასანგა; გ 4ჯ: ქრუდენ - 2ლ: ა.სმით ბერლი; 2გ 3ჯ: ნოუქს

რეფ ჯ.ვაით (ზელ) 0:3(2) 3:3(5) 3:6(12) 10:6(15) 10:9(27) 13:9(33) 16:9(37) / 19:9(50) 19:16(62) 19:23(67)

<<   ვორათაზ$ 21:25 რედს

2ლ: პალუ ს.პრეტორიუს; გ 3ჯ: ჰალანგაჰუ - ლ: შიპერლი;
გ 6ჯ: ჰარის

რეფ პეიპერ (აფრ) 3:0(3) 3:3(7) 3:6(22) 3:9(33) 8:9(38) 8:12(40+) / 11:12(42) 11:15(47) 14:15(61) 21:15(68) 21:18(73) 21:25(80+)

<<   სთორმერზ 39:26 ჰარიქენზ

3ლ: აპლონ კოლისი საჯ; 3გ 5ჯ: ჯ.პიტერსენ; ა: ფანანსვეხენ -
2ლ: ბეითმენ ბარეთ; 2გ 4ჯ: ბარეთ სბ მორან მეი ალენ

რეფ იონკერ (აფრ) 7:0(6) 7:3(8) 10:3(16) 13:3(19) 13:6(24) 20:6(29სბ) 20:9(34) სბ(36ჰ) 23:9(38ა) 23:16(40+) / 23:23(48) 26:23(57) 29:23(60) 29:26(62) 32:26(67) 39:26(73სბ)

<<   ლაიონზ 27:25 ჩიტაზ$

9ჯ: ე.იანჩის - ლ: ვპ.ნელ; გ 5ჯ ა: ხუსენ სბ ან.სტრაუს ხუსენ

რეფ მ.ლორენს (აფრ) 3:0(5) 3:7(10) 6:7(12სბ) 6:10(15) 9:10(17) 9:13(28) 12:13(31) 12:16(36ა) 12:19(39) / 12:22(42) 15:22(47) 18:22(48) 18:25(50) 21:25(55სბ) 24:25(65) 27:25(74)

<<   უქმობდა რებელზ

პლეი-ოფში გადის ექვსი მოწინავე:
სამივე ქვეყნის ჯილა (ზედა სამეულში ერგებათ ადგილი)
და სამიც სხვებში უკეთესი

ად

გუნდი (ქალაქი) ქვეყ (შარშან)

სხვ მ-წ*ფ$უ გატ:გაშ პრ
1 სთო (ქეიპთაუნ) აფრ (3)

4

+13

1-0

39:26 3/2 0
2 ჰლნ (დანიდინ) ზელ (8)

4

+4

1-0

23:19 2/1 0
3 რედ (ბრისბენ) ავს (1)

4

+4

1-0

25:21 1/2 0
4 ბულ (პრეტორია) აფრ (7)

4

+5

1-0

18:13 0/1 0
5 ბრმ (კანბერა) ავს (13)

4

+2

1-0

19:17 2/1 0
6 ლნზ (იოჰანესბერგ) აფრ (14)

4

+2

1-0

27:25 0/1 0
7 ქრს (ქრაისთჩერჩ) ზელ (2)

4

+1

1-0

19:18 1/2 0
8 რბლ (მელბურნ) ავს (15)

4

=0

0-0$1

0:0 0/0 0
9 ბლუ (ოქლენდ) ზელ (4)

1

-1

0-1

18:19 2/1 1
10 ჩტზ (ბლუმფონტეინ) აფრ (11)

1

-2

0-1

25:27 1/0 1
11 ფორ (პერთ) ავს (12)

1

-2

0-1

17:19 1/2 1
12 ვრთ (სიდნეი) ავს (5)

1

-4

0-1

21:25 2/1 1
13 ჩიფ (ჰემილთონ) ზელ (10)

1

-4

0-1

19:23 1/2 1
14 შრქ (დურბან) აფრ (6)

1

-5

0-1

13:18 1/0 1
15 ჰრქ (ველინგთონ) ზელ (9)

0

-13

0-1

26:39 2/3 0

ქულათა ნიხრი: მოგება და უქმობა 4, ფრე 2, წაგება 0
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა -
თითო პრემია ($)

ქულათა ტოლობისას: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა,
მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი

<<   II რაუნდი (საქ დროით)

პარ 2/03

ჩიფ(ზელ 10.35 ბლუ)ზელ
რბლ(ავს 12.40 ვრთ)ავს
ლნზ(აფრ 21.10 ჰრქ)ზელ

შაბ 3/03

ჰლნ(ზელ 10.35 ქრს)ზელ
რედ(ავს 12.40 ფორ)ავს
ჩტზ(აფრ 19.05 ბულ)აფრ
სთო(აფრ 21.10 შრქ)აფრ

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

www.000webhost.com