დაბევებას გადაყვნენ

   სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) ორი რაუნდის შემდეგ წყვილი მოგება მოუგროვდა ერთბაშად ოთხ გუნდს, მათში კი აფრიკის "ბულზი" პრემიით ლიდერობს.

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

"ბულზმა" სტუმრად ექვსჯერ დაალელოვა "ჩიტაზი. სადაც სამართალი იყო, პირველ დამიწებაზე რეფს იქეთ უნდა დაეჯარიმებინა ზოზინა ბურჯი დინ ხრეილინხი, მაგრამ მიწიდან ატაცება სხვაგვარად განსაჯა. პრეტორიელებმა ბონუსი პირველი ტაიმის ბოლო შეტევაში გაიფორმეს; მორნეი სტეინმა 1000 ქულიანი მიჯნა დაძლია, შუბური ბოჭვისთვის კი წითელი ბარათი მიიღო ფრანსუა ჰოუხარდმა.

შარშანდელი ჩემპიონი, ავსტრალიის "რედსი" "ფორსთან" მოგების დაბევებას გადაყვა - მაიქ ჰარისმა ცხრა გოლით 25 ქულა მოკრიფა. თამაში კოკისპირულ წვიმაში დაიწყო. ვილ გენიამ მოკლე ფრთაზე მიუშვა ბენ ტაპუაი, რადიკე სამომ კი პასი ჩაჭრა. ჰარისს წელს დარტყმა ჯერ არ გასცუდებია, მაგრამ გენიამ ჯონ ილზის რეკორდის მოხსნა მაინც არ დაანება და ბოლო ჯარიმა გაათამაშა.

მესამე ზეიმზეღა

რაუნდის მშვენება ზელანდიის სამხრეთი კუნძულის შინა-ომი იყო. "ჰაილენდერზი" პირველად თამაშობდა მსოფლიო თასისთვის აშენებულ შემინულ სათბურში, "ფორსაით ბარში. 7-გზის ჩემპიონმა, "ქრუსეიდერზმა" დასწავლილი მოტივით დერეფნიდან, ბექებით სახტად დატოვა მასპინძლები, მაგრამ ამათ შესვენებამდე ორი ლელო დადეს.

მეორე ტაიმში ქრაისთჩერჩელები წინაც გაიჭრნენ, მაგრამ დანიდინის გუნდმა ერთი კარგი ჩაათამაშა და ტამატი ელისონმა ჰოსეა გიარი უდროულესი პასით ახეირა. თაილერ ბლაინდელმა შორიდან ააცილა ჯარიმა. მასვე გაუცუდდა არეკნიც, სტადიონის ტაბლოს საათმა კი სამი წუთით რომ გაუსწრო ტელევიზიისას და მსაჯისას, მასპინძლებმა მესამე ზეიმზეღა შეირგეს გამარჯვება.

კივეთშივე, წვიმაში, "ჩიფსმა" პირველ ტაიმშივე ოთხჯერ დაალელოვა "ბლუზი. ორი ლელო ფულბექ რობი რობინსონის გრძელ რეიდებს მოყვა, არონ ქრუდენმა კი კარში უშეცდომოდ ურტყა.

ქეიპთაუნში მიბრუნებულმა

მელბურნის "რებელზმა, ვინც ოდენ ორი წლისაა, კვლავაც ვერაფერი დააკლო "ვორათაზს. ამისმა ჯანიანმა ცენტრმა, თომ ქართერმა პირველ ლელოზე ინგლისელ დენი სიპრიანსა და "ვოლაბ" ჯეიმზ ოქონორს შორის გაიარა, ოდესელი დედის მყოლი ადამ ბერნსი კი მეტოქის თვალის თით-ყოფაში ამხილეს და 10 კვირით განკვეთეს.

აფრიკის "შარქსს" ლელო ჯერ არ გაუშვია, მაგრამ გასვლაზე ორჯერვე წააგო თავის კბილა ბობოლასთან. "სთორმერმა" ჯო პიტერსენმა ოთხი ჯარიმა რომ ააცილა, პათრიქ ლემბის მეოთხე გოლით თამაში ფრედ სრულდებოდა, მაგრამ აქ კიდიდან ივარგა იაპონიიდან ქეიპთაუნში მიბრუნებულმა პიტერ გრანტმა.

ბოლო წლების მაჩანჩალა "ლაიონზმა" მორიგი თრილერი დადგა. ბურებს პირველივე ტაიმში დაუშავდათ ორი ბურჯი, რის გამოც შერკინებაში მიწოლა აიკრძალა. ბურთის ფეხით გაგორებით "ჰარიქენზმა" საათის თავზე ციმციმ დადო ორი ლელო, ბოლოს კი
18 ფაზაც აკინძა და ჯარიმას რომ გამორჩა, ბოდენ ბარეთმა ზუსტად დაკრა.

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

 

ზე რაგბი

II რაუნდი ($ პრემია)

<<   ჩიფს$ 29:14 ბლუზ

4ლ: ტაუმალოლო ტიკოიროტუმა ქერ-ბარლოუ ნანაი-ვილიამს;
3გ ჯ: ქრუდენ -
ლ: შ.სთაუერს; 3ჯ: ჰობს

რეფ ბრაუნ (ზელ) 7:0(6) 10:0(8) 10:3(15) 10:6(22) 17:6(25) 24:6(32) 29:6(34პ) / 29:9(55) 29:14(78)

<<   რებელზ 19:35 ვორათაზ$

ლ: საჯ; გ 4ჯ: ოქონორ - 4ლ: თ.ქართერ (1 2) კეპუ ფოლი;
3გ: ჰალანგაჰუ; 3ჯ: ფოლი, ჰალანგაჰუ 2 სბ პოლოტა-ნაუ

რეფ ბ.ლორენს (ზელ) 3:0(4) 3:7(12) 6:7(17) 6:12(28) 6:15(31) 6:22(40) / 6:29(45პ) 9:29(59) 12:29(62) 12:32(65) 19:32(67სბ) 19:35(72)

<<   ლაიონზ$ 28:30 ჰარიქენზ

3ლ: ტაუტე ფ.ფანდერმერვე ჯეიმზ; 2გ: იანკის; 3ჯ: ტაუტე, იანკის 2
-
3ლ: თეილორ ქოულზ ჯეინ; 5ჯ: ბარეთ

რეფ ვოლშ (ავს) 0:3(6) 5:3(9) 5:6(14) 8:6(19) 8:9(31) 8:14(36) / 11:14(46) 11:17(53) 18:17(56) 18:22(59) 18:27(61) 21:27(67) 28:27(72) 28:30(79)

<<   ჰაილენდერზ 27:24 ქრუსეიდერზ$

3ლ: ჰორ ბერლი ჰ.გიარ; 3გ 2ჯ: სოპოანგა -
2ლ:
დეგ ელის; გ 4ჯ: ბლაინდელ

რეფ პეიპერ (აფრ) 3:0(3) 3:3(11) 3:10(15) 10:10(18) 13:10(30) 20:10(40) / 20:13(42) 20:18(48) 20:21(55) 20:24(66) 27:24(71)

<<   რედს 35:20 ფორს

2ლ: ტაპუაი სამო; 2გ 7ჯ: მ.ჰარის -
2ლ: პოქოქ სთენარდ; 2გ 2ჯ: სთენარდ

რეფ სმით (ავს) 3:0(10) 10:0(21) 10:3(25) 10:6(29) 13:6(33) 20:6(36) 23:6(40+) / 26:6(44) 26:13(51) 26:20(56) 29:20(59) 32:20(76) 35:20(80)

<<   ჩიტაზ 19:51 ბულზ$

ლ: ად.სტრაუს; გ 4ჯ: ჰუსენ - 6ლ: ხრეილინხ ვ.კრიერ ბასონ კერშნერ (4 6) ენხელბრეხტ; 6გ 3ჯ: მ.სტეინ წბ ფ.ჰოუხარდ; სბ ჟ.პოტხიტერ

რეფ იუბერ (აფრ) 3:0(3) 3:3(7) 3:10(11) 6:10(26) 6:17(29) 9:17(32) 9:24(36) 12:24(39) 12:31(40+პ) / 12:34(56) 12:37(58) წბ(63ბ) 19:37(67) 19:44(69) 19:51(72) სბ(78ბ)

<<   სთორმერზ 15:12 შარქს$

5ჯ: ჯ.პიტერსენ 3, გრანტ 2 - 4ჯ: ლემბი სბ სკიტე

რეფ მ.ლორენს (აფრ) 0:3(12) 3:3(15) 6:3(18) 6:6(21) 6:9(38) /
9:9(55) 12:9(61სბ) 12:12(75) 15:12(78)

<<   უქმობდა ბრამბიზ

პლეი-ოფში გადის ექვსი მოწინავე:
სამივე ქვეყნის ჯილა (ზედა სამეულში ერგებათ ადგილი)
და სამიც სხვებში უკეთესი

ად

გუნდი (ქალაქი) ქვეყ (წინაზე)

სხვ მ-წ*ფ$უ გატ:გაშ პრ
1 ბულ (პრეტორია) აფრ (4) 9 +37

2-0

69:32 6/2 1
2 რედ (ბრისბენ) ავს (3) 8 +19

2-0

60:41 3/4 0
3 ჰლნ (დანიდინ) ზელ (2) 8 +7

2-0

50:43 5/3 0
4 სთო (ქეიპთაუნ) აფრ (1) 8 +16

2-0

54:38 3/2 0
5 ბრმ (კანბერა) ავს (5) 8 +2

1-0$1

19:17 2/1 0
6 ვრთ (სიდნეი) ავს (12) 6 +12

1-1

56:44 6/2 2
7 ჩიფ (ჰემილთონ) ზელ (13) 6 +11

1-1

48:37 5/3 2
8 ლნზ (იოჰანესბერგ) აფრ (6) 5 =0

1-1

55:55 3/4 1
9 ქრს (ქრაისთჩერჩ) ზელ (7) 5 -2

1-1

43:45 3/5 1
10 ჰრქ (ველინგთონ) ზელ (15) 4 -11

1-1

56:67 5/6 0
11 რბლ (მელბურნ) ავს (8) 4 -16

0-1$1

19:35 1/4 0
12 შრქ (დურბან) აფრ (14) 2 -8

0-2

25:33 1/0 2
13 ბლუ (ოქლენდ) ზელ (9) 1 -16

0-2

32:48 3/5 1
14 ფორ (პერთ) ავს (11) 1 -17

0-2

37:54 3/4 1
15 ჩტზ (ბლუმფონტეინ) აფრ (10) 1 -34

0-2

44:78 2/6 1

ქულათა ნიხრი: მოგება და უქმობა 4, ფრე 2, წაგება 0
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა -
თითო პრემია ($)

ქულათა ტოლობისას: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა,
მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი

<<   III რაუნდი (საქ დროით)

პარ 9/03

ქრს(ზელ 10.35 ჩიფ)ზელ
ფორ(ავს 15.05 ჰრქ)ზელ

 

შაბ 10/03

ბრმ(ავს 08.35 ჩტზ)აფრ
ჰლნ(ზელ 10.35 ვრთ)ავს
რედ(ავს 12.40 რბლ)ავს
შრქ(აფრ 19.05 ლნზ)აფრ
ბულ(აფრ 21.10 ბლუ)ზელ

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

www.000webhost.com