ჯამში ათითღა

   სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) მეოთხე რაუნდში ისევ ცოტათი რომ იმარჯვა ზელანდიის "ჰაილენდერზმა, ლიდერობა ჩამოართვა ჩემპიონს, ავსტრალიის "რედსს, ვინც აფრიკაში "შარქსთან" დამარცხდა და გაიცხრილა.

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

ზე-თანამედროვე რაგბში დაცვა აშკარად რომ სძალავს შეტევას, ლელო ისე ცოტა იდება, რომ პრემია წაგებულ გუნდსღა ერგება. სამაგიეროდ, იმატა ტრავმიანობამ და დისკვალიფიკაცებმა. აგერ, "რედმა" დიგბი იოანემ ბეჭებზე დადო "შარქი" მარსელ კუცია, ტრიბუნალმა კი შუბურად ბოჭვა დააბრალა და ხუთი კვირით განკვეთა.

რედსი სტუმრად 17:0 იგებდა, მაგრამ ნატალელებმა წვიმაში მაინც შემოუბრუნეს თამაში. ქვინზლენდს რომ დაემტვრა ორივე 10 ნომერი, კარში ბოლოს ჰავ-ბექი, ვილ გენია ურტყამდა, გადამწყვეტი ლელო კი იაპთა ფულ-ბექმა, რიან ფილიუნმა გაიტანა და გუნდიც იმედ-მიცემული გაემგზავრა ინდოეთის ოკეანის გადაღმა, ტურნეზე.

წაღი გაძვრა

"ჰაილენდერზი" ამქარში ერთადერთია, ვინც სტარტზე ოთხჯერვე იმარჯვა, ოღონდაც ჯამში ოდენ ათი (!) ქულით. ოთაგოელები შორეთში ნამყოფ "ჰარიქენზს" გასვლაზე თავიდან 13:0 უგებდნენ, მაგრამ პირველი ტაიმი მაინც წააგეს. მეორე ნახევარში სტუმრებმა ორი სალელოე შანსი გაფლანგეს, დასასრულ კი შეცვლაზე შესულმა ქრის ნოუქსმა რაქში გადახიდების გამო დანიშნული ჯარიმა შეაგდო.

მოწინავე სამეულში აფრიკას ისევ წარადგენს "სთორმერზი, ვინც ულაპარაკოდ უგებდა მოტურნევე "ბლუზს. ამას სეზონის ბოლომდე გამოაკლდნენ ჯერომ კაინო და ისაია ტოიავა. მუხლი იტკინა ქევენ მეალამუმაც, ქეიპთაუნელთა მეორე ლელოს გატანისას კი მბოჭავმა ჟან დეფილიერსს წაღიც გააძრო, მაგრამ ლტოლვილი ვერ ალაგმა.

გამოსაცდელად აყვანილმა

რაუნდში სულ ექვსი მატჩი იყო, სამი გუნდი კი უქმობდა და მუქთი
4 ქულა შეირგო. 7-გზის ჩემპიონს, ქრაისთჩერჩის "ქრუსეიდერზს" შაბათს მარქაფაში ეჯდება მოკეთებული დენ ქართერი და თამაშიც ახალ, 18-ათასა სტადიონზე მოეწყობა.

სამიდან ორი რკენა კინაღამ ფრედ დასრულდა. მთლად ჯეელმა "ბრამბიზმა" "ჩიფსს" ზედახორაში რომ დაუდო ლელო, ამან რვა ფაზა აკინძა და არონ ქრუდენმა წითელ ზოლში განდაგან დაგეზა ჯექსონ ვილისონი.

მოტურნევე "ჩიტაზმა" სირენის შემდეგ გაარღვია "რებელზის" დაცვა და ორი ოფლოუდიც გაახერხა, "ფორსმა" კი სტუმრად, ერთი ქულით რომ ძლია "ვორათაზი, მატჩის გმირი გამოსაცდელად, ოთხი მატჩით აყვანილი 15 ნომერი, დევიდ ჰარვი იყო.

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

 

ზე რაგბი

IV რაუნდი ($ პრემია)

<<   ჩიფს 29:22 ბრამბიზ$

2ლ: ტაუმალოლო ვილისონ; 2გ 5ჯ: ქრუდენ -
ლ: ს.ქართერ; გ 5ჯ: ლეალიფანო

რეფ სმით (ავს) მაუნთ მანგანუი
0:3(4) 3:3(10) 6:3(14) 6:6(21) 9:6(27) 9:9(26) /
9:12(45) 12:12(49) 15:12(55) 15:15(64) 22:15(69) 22:22(78) 29:22(80)

<<   სთორმერზ 27:17 ბლუზ

2ლ: ჰაბანა დეფილიერს; გ 5ჯ: ჯ.პიტერსენ -
2ლ: სთენლი ფაუმუინა; 2გ: ენსქოუმ; ჯ: მანრო

რეფ ჯექსონ (ზელ)
3:0(7) 6:0(12) 11:0(15) 11:3(28) 14:3(31) 17:3(40+2) /
24:3(53) 24:10(58) 24:17(65) 27:17(73)

<<   ჰარიქენზ$ 17:19 ჰაილენდერზ

ლ: ჯეინ; 4ჯ: ბარეთ -
გ: სლეიდ; 4ჯ: სლეიდ 3, ნოუქს

რეფ ბ.ლორენს (ზელ)
0:3(5) 0:10(16) 0:13(26) 3:13(29) 6:13(32) 11:13(37) 14:13(40+) /
14:16(50) 17:16(70) 17:19(76)

<<   ვორათაზ$ 20:21 ფორს

2ლ: ეშლი-კუპერ ქინგსთონ; 2გ 2ჯ: ჰალანგაჰუ სბ მამ -
2ლ: ჰარვი ვარა; გ 3ჯ: ჰარვი

რეფ ვაით (ზელ)
7:0(5) 7:3(10) სბ(17ვ) 7:10(18) 14:10(38) 14:13(40+2) /
14:16(53) 17:16(55) 20:16(62) 20:21(64)

<<   შარქს 27:22 რედს$

3ლ: მარე დენიელ ფილიუნ; 3გ 2ჯ: ლემბი -
3ლ: ჰენსონ ჰიგინბოთამ ფრიზბი; 2გ: ჰარის ლუქას; ჯ: ლუქას
სბ
იოანე

რეფ კაპლან (აფრ)
0:7(11) 0:14(26) 0:17(32) 7:17(35) 10:17(40+სბ) /
13:17(42) 20:17(55) 20:22(58) 27:22(61)

<<   რებელზ$ 26:33 ჩიტაზ

2ლ: ფრაიერ ოქონორ; 2გ 4ჯ: ოქონორ -
3ლ:
ვ.ლერუ (1 2) პ.ფანსეილ; 3გ 4ჯ: ხუსენ სბ ლერუ

რეფ ვილიამსონ (ზელ)
0:7(3) 7:7(9) 7:14(11) 7:17(17) 7:20(23) 10:20(30სბ) /
13:20(43) 20:20(50) 20:23(55) 23:23(62) 26:23(65) 26:26(66) 26:33(80+2)

<<   უქმობდნენ

ბულზ ქრუსეიდერზ ლაიონზ

პლეი-ოფში გადის ექვსი მოწინავე:
სამივე ქვეყნის მოწინავე (ზედა სამეულში ერგებათ ადგილი)
და სამიც სხვებში უკეთესი

ად გუნდი (ქალაქი) ქვეყ (წინაზე)

მ-წ*ფ$უ

სხვ

გატ:გაშ

პრ

1

ჰლნ

(დანიდინ)

ზელ

(2)

16

4-0

+10

8/5

87:77

0

2

სთო

(ქეიპთაუნ)

აფრ

(3)

16

3-0$1

+26

5/4

81:55

0

3

რედ

(ბრისბენ)

ავს

(1)

13

3-1

+19

7/7

93:74

1

4

ჩიფ

(ჰემილთონ)

ზელ

(6)

14

3-1

+23

9/5

101:78

2

5

ბულ

(პრეტორია)

აფრ

(5)

14

2-1$1

+31

9/4

92:61

2

6

ბრმ

(კანბერა)

ავს

(4)

13

2-1$1

-4

5/5

65:69

1

7

შრქ

(დურბან)

აფრ

(9)

11

2-2

+9

8/5

84:75

3

8

ჰრქ

(ველინგთონ)

ზელ

(7)

10

2-2

+14

12/8

119:105

2

9

ქრს

(ქრაისთჩერჩ)

ზელ

(10)

10

1-2$1

-7

4/7

62:69

2

10

ლნზ

(იოჰანესბერგ)

აფრ

(12)

9

1-2$1

-12

5/8

75:87

1

11

ვრთ

(სიდნეი)

ავს

(8)

8

1-3

+10

9/6

93:83

4

12

ჩტზ

(ბლუმფონტეინ)

აფრ

(14)

6

1-3

-28

7/10

100:128

2

13

რბლ

(მელბურნ)

ავს

(13)

6

0-3$1

-28

3/8

51:79

2

14

ბლუ

(ოქლენდ)

ზელ

(11)

5

1-3

-20

7/10

78:98

1

15

ფორ

(პერთ)

ავს

(15)

5

1-3

-43

6/12

77:120

1

ქულათა ნიხრი: მოგება და უქმობა 4, ფრე 2, წაგება 0
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა -
თითო პრემია ($)

ტოლობისას: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი

<<   V რაუნდი (საქ დროით)

პარ 23/03

ბლუ(ზელ 10.35 ჰრქ)ზელ
რბლ(ავს 12.40 ფორ)ავს

შაბ 24/03

ვრთ(ავს 08.35 შრქ)აფრ
ქრს(ზელ 10.35 ჩტზ)აფრ
ბრმ(ავს 12.40 ჰლნ)ზელ
ბულ(აფრ 19.05 რედ)ავს
ლნზ(აფრ 21.10 სთო)აფრ

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

www.000webhost.com