სხვა ცხრითაც

   შვიდკაცის მსოფლიო სერიის მეექვსე, გამორჩეული, ჰონკონგის ეტაპი ფიჯის გამარჯვებით დასრულდა, ბობოლა დუჟინს კი საგაისოდ კანადა, ესპანეთი და პორტუგალია დაემატნენ.

24 გუნდი მარტო ჰონკონგში ჩაუქობს. მულღაზანზარს მანდ ვერ მოეგო 2009 წლის აქეთ, ამჯერად კი ფინალში ლელოებით 5/4 აჯობა ზელანდიას და სერიის კიბეზე ორ ქულამდე წამოეწია.

კივები თასის ფინალში ექვსი ეტაპიდან ხუთზე გავიდნენ, რის გამოც ქულა სხვებზე მეტი აქვთ. ფიჯი ჩემპიონი იყო ნოემბერში, სულ პირველ, ავსტრალიის ეტაპზეც, მაგრამ იმოტოლა რესურსი გააჩნია, რომ მას აქეთ 12 კაციდან ცხრა შეცვალა.

ბოლო წლებში ასე იყო, რომ 12 გუნდი სერიის ყველა ეტაპზე ასპარეზობდა. გაისიდან ასე პრივილეგირებული უკვე 15 იქნება. სამი ასამატებლის გამოსავლენად ცალკე იბრძოდა ქვემო დუჟინი. ჰოდა, ტონგა და იაპონია მიზანს ვერ ეწივნენ, სამიდან ორი საგზური კი "ერთა თასელ" იბერიელებს ერგოთ.

 

ირბ-ის შვიდკაცის XIII სეზონი

VI ეტაპი. 23-25/03 ჰონკონგ (ჩინ)

##  ბობოლა დუჟინი

<<   პულები

(ა) სამოა 3-0, ინგლისი 2-1, არგენტინა 1-2 / კენია 0-3
(ბ) ზელანდია 3-0, აფრიკა 2-1, უელსი 1-2 / შტატები 0-3
(გ) ფიჯი 3-0, ავსტრალია 2-1 / შოტლანდია 1-2, საფრანგეთი 0-3

<<   შოუ რაუნდი

(ა) სამოა 14:12 ინგლისი
(ბ) ზელანდია 19:10 აფრიკა
(გ) ფიჯი 22:5 ავსტრალია

<<   მეოთხედ-ფინალი

ფიჯი (გ1) 26:7 არგენტინა (ა3)
ინგლისი (ა2) 19:14 ავსტრალია (გ2)
აფრიკა (ბ2) 27:14 სამოა (ა1)
ზელანდია (ბ1) 31:7 უელსი (ბ3)

<<   ნახევარ-ფინალი

ფიჯი 14:7 ინგლისი
ზელანდია 19:12 აფრიკა

<<   ფინალი

ფიალა (IX) კენია 14:12 შტატები
სინი (V) სამოა 12:10 არგენტინა
ბრინჯაო (III) აფრიკა 28:0 ინგლისი
თასი (I) ფიჯი 35:28 ზელანდია

ფიჯი: 2 სეტეფანო თაკაუ^კაპ, 3 ვაისეა ნაიათალევუ, 5 ჯიმილაი ნაიკანდავა, 6 ნიკოლა მატავალუ, 7 ისიკელი ტუივაინუნუ-ვურუნა, 10 მეტუისელა ტალემბულა, 11 ჯოელი ლუტუმაილანგი * 1 ნემანი ნანგუსა, 4 ლევანი მბოტია, 8 ილაი ტინაი, 9 ჯოჯი მბალევიანი- რანქამატე, 12 ავენისი ვასუინუმბუ

##  შესარჩევი დუჟინი

<<   პულები

(დ) ჰონკონგი 3-0, ტონგა 2-1 / ჩინეთი 1-2, ურუგვაი 0-3
(ე) კანადა, ესპანეთი, ზიმბაბვე 2-1 / ფილიპინები 0-3
(ვ) პორტუგალია 3-0, რუსეთი 2-1, იაპონია 1-2 / გაიანა 0-3

<<   მეოთხედ-ფინალი

იაპონია (ვ3) 10:5 ჰონკონგი (დ1)
ესპანეთი (ე2) 19:7 ტონგა (დ2)
კანადა (ე1) 24:7 რუსეთი (ვ2)
პორტუგალია (ვ1) 21:17 ზიმბაბვე (ე3)

<<   ნახევარ-ფინალი

ესპანეთი 17:12 იაპონია
კანადა 14:12 პორტუგალია

<<   ფინალი

ბოლო საგზური (XV) პორტუგალია 33:19 იაპონია
ფარი (XIII) კანადა 22:5 ესპანეთი

>>   ქულა

111  ზელანდია (2თ: პორტ ელიზაბეთ, ველინგთონ)
109  ფიჯი (2თ: გოულდ ქოუსთ, ჰონკონგ)
  93  აფრიკა;
  89  ინგლისი (თ: დუბაი)
  82  სამოა (თ: ლას ვეგას)

62 ავსტრალია; 61 უელსი; 57 არგენტინა, საფრანგეთი; 34 კენია;
33 კანადა, შოტლანდია; 30 შტატები; 17 ტონგა; 9 იაპონია;
7 პორტუგალია; 4 ზიმბაბვე; 3 პაპუასეთი; 2 ესპანეთი, ქუქეთი;
1 არაბეთი, ბრაზილია, მაროკო, ნიუე, ურუგვაი

<<   გასამართია

31/03-1/04 ტოკიო (იაპ; 5-6/05 გლაზგო (შტლ, 12-13/05 თვიქნემ (ინგ)

<<   თასის მფლობელი

1999-2012 (106 ეტაპი: 43 ზელანდია - 18 ფიჯი; 14 აფრიკა, ინგლისი - 9 სამოა; 5 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი

www.000webhost.com