13 თვის თავზე

   სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) მეხუთე რაუნდში ლიდერი, ზელანდიის "ჰაილენდერზი" რომ ძლია ავსტრალიის "ბრამბიზმა, კივეთში მოუქმე "ჩიფსი" დაწინაურდა, კრებსით ცხრილში კი - დასის ერთადერთი დაუმარცხებელი წევრი, აფრიკის "სთორმერზი".

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

"სთორმერზმა" მაჩანჩალა "ლაიონზს" სტუმრად 18:0 გაუსწრო. ბრაიან ჰაბანამ აფრიკელთაგან პირველმა დადო 50-ე ლელო. ხელი მერე ჰაუტენხელებმაც გამოიღეს და საათის თავზე ჩამორჩენა ორამდე დაიყვანეს, მაგრამ ჯო პიტერსენმა ორი ჯარიმაც შეუგდოთ.

ქეიპთაუნის გუნდი დამდეგ რაუნდში, შაბათს, ჩვენებურად ღამის ცხრაზე მასპინძლობს "ბულზს, ვინც ტრავმებით გაცხრილულ ჩემპიონს, ავსტრალიის "რედსს" პრემიის მომტანი ლელო დასკვნითი მეოთხედის წინ გაუტანა, მერე კი მონაგარიც გაიორმაგა.

გუნდები უკვე მოითელნენ. ბურთაობა გახურდა და ლელოებიც ბლომად იდება. რაუნდის შვიდ მატჩში ყვითლით არავინ გაუძევებიათ, "რედსის" გავერანება კი წლეულს ოდენ მეორე შემთხვევაა - აქამდე მატჩები უწინდელზე მცირე სხვაობით სრულდებოდა.

გვარიანი მეტობა

რაგბი 13 თვის შემდეგ დაბრუნდა მიწის-ძვრით იავარ-ქმნილ ქრაისთჩერჩში: კეთილ მოეწყო "ლიგ პარკი" და ტევადობაც 17 500მდე გაეზარდა. მასპინძელმა, 7-გზის ჩემპიონმა "ქრუსეიდერზმა" აფრიკის "ჩიტაზი" სულ ბოლოსღა გატეხა - ზედიზედ ორჯერ ვერ დაამიწა ლელოში შეტანილი, მაგრამ მესამე ცდით ფრთაზე გვარიანი მეტობა შექმნა.

ქენთებრელებს დაუბრუნდათ დენ ქართერი, ვინც თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაება და პირველივე პასით დაგეზა რობი ფრუენი. "ჰაილენდერზს" სეზონის ბოლომდე გამოაკლდა დათარსული ქოლინ სლეიდი, ვისაც ამჯერად კოჭი მოტყდა, "რედსმა" კი 10 ნომრად იხმო თიმ ლეინის ვაჟი, სემი, ვინც ქეიპთაუნში, აკადემიაში დაოსტატდა.

სასწაული სოლო

"ბრამბიზს" პირველი ხაზი ჰყავს გამოცდილი, ჯეელთაგან კი გამოირჩევა ნალიგარი ჯო თომანი, ვინც შველივით დაქრის. სიდნეის "ვორათაზი" ერთი პირობა 11 ქულითაც აგებდა "შარქსთან, მაგრამ მერე სამი ლელოც დადო და პრემია აიღო, ოზ მაჩანჩალათა დარბში კი ლელოს გატანის დროს კანჭი დაეჭიმა ინგლისელ დენი სიპრიანს.

ამქარში შარშან მიღებულმა "რებელზმა" მარქ ჯერარდის მიერ
38 მეტრიდან გატანილი ჯარიმითღა მოიგო, რაუნდის მშვენებად კი იქცა პირველი მატჩი, რომელიც ოქლენდის "იდენ პარქზე" მოეწყო.

იქაური "ბლუზი" დაღუპა ფულბექმა ლოქი მანრომ, ვინც ორჯერ გაატარა მიმხვდური, ბურთი 22-დან ვერ მოიგერია და ვეღარც გაგორებული აიღო, მატჩის გმირი კი იყო "ჰარიქენზის" ჯეელი მგეზავი ბოდენ ბარეთი - ამან სირენის შემდეგ სასწაული სოლო მოაწყო, კონრად სმითი ახეირა და გარდასახვაც გაიტანა.

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

 

ზე რაგბი

V რაუნდი ($ პრემია)

<<   ბლუზ$ 25:26 ჰარიქენზ$

ლ: ნონუ; გ 6ჯ: მანრო -
4ლ: ა.თეილორ ჯეინ კ.სმით (3 4) 3გ: ბარეთ

რეფ ვოლშ (ავს) 3:0(8) 10:0(16) 10:7(18) 13:7(23) 13:12(33) 16:12(37) 16:19(40+) / 19:19(46) 22:19(54) 25:19(58) 25:26(80+პ)

<<   რებელზ 30:29 ფორს$$

3ლ: მიჩელ იოჰანსონ სიპრიანი; 3გ: სიპრიანი; 3ჯ: ჰაქსლი 2, ჯერარდ - 4ლ: პოქოქ ვ.სთენლი მაფი ქამინს; 3გ ჯ: ჰარვი

რეფ იონკერ (აფრ) 7:0(9) 14:0(16) 21:0(23) 21:7(28) 24:7(30) 24:12(33) / 24:19(45) 24:22(49) 27:22(56) 27:29(64პ) 30:29(74)

<<   ვორათაზ$ 34:30 შარქს$

4ლ: მაკქიბინ ფოლი თ.ქართერ ქინგსთონ; 4გ: მაკქიბინ 3, ბარნს;
2ჯ: მაკქიბინ -
3ლ: მვოვო დენიელ ბ.დიუპლესი; 3გ 3ჯ: ლემბი

რეფ პოლოქ (ზელ) 0:7(4) 3:7(12) 3:10(17) 10:10(23) 10:17(26) 13:17(27) / 13:24(50) 20:24(54) 27:24(58) 27:27(65) 27:30(72) 34:30(77პ)

<<   ქრუსეიდერზ 28:21 ჩიტაზ$

3ლ: მეითლენდ ფრუენ დეგ; 2გ 3ჯ: თ.თეილორ -
2ლ:
ხუსენ რ.ებერზონ; გ 3ჯ: ხუსენ

რეფ ბრაუნ (ზელ) 3:0(7) 3:3(16) 6:3(31) 11:3(37) /
18:3(45) 18:8(46) 18:11(50) 21:11(52) 21:18(66) 21:21(68) 28:21(77)

<<   ბრამბიზ 33:26 ჰაილენდერზ$

3ლ: თომანი (1 2) ჰუპერ; 3გ 4ჯ: ლეალიფანო -
2ლ: ა.სმით თრიბი; 2გ: სლეიდ; 3გ: სლეიდ 2, ნოუქს; ა: სლეიდ

რეფ ლ.ფანდერმერვე (აფრ) 7:0(5) 7:3(9ა) 14:3(17) 17:3(21) 17:6(24) 17:13(36) 20:13(40+) / 20:16(45) 23:16(48) 23:23(49) 26:23(56) 26:26(58) 33:26(63)

<<   ბულზ$ 61:8 რედს

8ლ: კერშნერ ულიფიე ფლ.ფანდერმერვე ჟ.პოტხიტერ ფერმაკ სტანდერ ენხელბრეხტ ბასონ; 6გ: მ.სტეინ 5, ფუშე; 3ჯ: სტეინ -
ლ: შიპერლი; ჯ: ლანს

რეფ კაპლან (აფრ) 3:0(11) 3:3(22) 6:3(26) 9:3(29) 16:3(34) /
23:3(43) 30:3(56) 37:3(60პ) 37:8(61) 44:8(66) 51:8(74) 56:8(75) 61:8(77)

<<   ლაიონზ$ 19:24 სთორმერზ

ლ: ტ.მეიერ; გ 3ჯ: ჯეიმზ; ა: ან.კუცია -
2ლ: ლიბენბერხ ჰაბანა; გ 4ჯ: ჯ.პიტერსენ

რეფ ჯექსონ (ზელ) 0:7(3) 0:12(14) 0:15(21) 0:18(26) 7:18(31) /
10:18(44) 13:18(47) 16:18(57) 16:21(68) 16:24(79) 19:24(80+2ა)

<<   უქმობდა ჩიფს

პლეი-ოფში გადის ექვსი მოწინავე:
სამივე ქვეყნის მოწინავე (ზედა სამეულში ერგებათ ადგილი)
და სამიც სხვებში უკეთესი

ად გუნდი (ქალაქი) ქვეყ (წინაზე)

მ-წ*ფ$უ

სხვ

გატ:გაშ

პრ

1 სთო

(ქეიპთაუნ)

აფრ (2)

20

4-0$1

+31 7/5 105:74 0
2 ჩიფ

(ჰემილთონ)

ზელ (4)

18

3-1$1

+23 9/5 101:78 2
3 ბრმ

(კანბერა)

ავს (6)

17

3-1$1

+3 8/7 98:95 1

4 ბულ

(პრეტორია)

აფრ (5)

19

3-1$1

+84 17/5 153:69 3
5 ჰლნ

(დანიდინ)

ზელ (1)

17

4-1

+3 10/8 113:110 1
6 ჰრქ

(ველინგთონ)

ზელ (8)

15

3-2

+15 16/9 145:130 3

7 ქრს

(ქრაისთჩერჩ)

ზელ (9)

14

2-2$1

=0 7/9 90:90 2
8 რედ

(ბრისბენ)

ავს (3)

13

3-2

-34 8/15 101:135 1
9 ვრთ

(სიდნეი)

ავს (11)

13

2-3

+14 13/9 127:113 5
10 შრქ

(დურბან)

აფრ (7)

12

2-3

+5 11/9 114:109 4
11 ლნზ

(იოჰანესბერგ)

აფრ (10)

10

1-3$1

-17 6/10 94:111 2
12 რბლ

(მელბურნ)

ავს (13)

10

1-3$1

-27 6/12 81:108 2
13 ჩტზ

(ბლუმფონტეინ)

აფრ (12)

7

1-4

-35 9/13 121:156 3
14 ფორ

(პერთ)

ავს (15)

7

1-4

-44 10/15 106:150 3
15 ბლუ

(ოქლენდ)

ზელ (14)

6

1-4

-21 8/14 103:124 2

ქულათა ნიხრი: მოგება და უქმობა 4, ფრე 2, წაგება 0
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა -
თითო პრემია ($)

ტოლობისას: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი

<<   VI რაუნდი (საქ დროით)

პარ 30/03

ჰლნ(ზელ 10.35 რბლ)ავს

შაბ 31/03

ჰრქ(ზელ 08.30 ჩტზ)აფრ
ჩიფ(ზელ 10.35 ვრთ)ავს
ბრმ(ავს 12.40 შრქ)აფრ
ფორ(ავს 14.40 რედ)ავს
ლნზ(აფრ 19.05 ქრს)ზელ
სთო(აფრ 21.10 ბულ)აფრ

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

www.000webhost.com