რეფმა სტუმრები გაამტყუნა

   სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) მეექვსე რაუნდში ლიდერმა, აფრიკის "სთორმერზმა" საარაკო ომი მოუგო თვისტომ "ბულზს, ზელანდიაში კი დაწინაურდა "ჰაილენდერზი, ვინაც გააბურთავა დასის უმრწემესი წევრი, ავსტრალიის "რებელზი"

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

"ბულზი" ჭყეტელა ვარდის-ფრად შეიმოსა და პირველ ტაიმში ბევრჯერაც დაჯარიმდა. მასპინძელმა ჯო პიტერსენმა სამი გოლი შეაგდო, ლელო კი ზანგ სია კოლისის მიძალების შემდეგ შეიტანა ტიან ლიბერბერხმა. შესვენების შემდეგ პრეტორიელები კაც-ნაკლულნი დარჩნენ, მაგრამ ფრანსუა ჰოუხარდმა და ზეინ კერშნერმა ფეხით ოსტატურად აგორეს ბურთი და ოვალს ლელოში ბიორნ ბასონი დაახტა.

სათამაშო ცოტაღა რჩებოდა და ფრე იყო, შერკინების წამოშლაში რეფმა სტუმრები რომ გაამტყუნა. პიტერ გრანთმა მატჩში პირველად დაკრა და გაიტანა. "სთორმერზი" 15 გუნდიდან ერთადერთია, ჯერ რომ არ წაუგია, მაგრამ ინდოეთის ოკეანეს გადააფრინდა, რათა ზღვისრეთში ოთხი ძნელი მატჩი გამართოს (ჰლნ ქრს რედ ფორ)

თავები გადაიხოტრეს

"რებელზს" მოუკეთდა ქერთლი ბილი და ინვერქარგილში 9 ქულითაც დაწინაურდა, მაგრამ "ჰაილენდერზმა" გაიღალა და შვილი უპასუხო ლელო გაუტანა. ჰეთ-თრიქი შეასრულა "ოლ ბლექმა" ადამ თომსონმა, ვინც პირველი ტაიმის მაუწყებელი სირენის შემდეგ გარისკა, ახლოს დანიშნული ჯარიმა გაათამაშებინა და კუთხეში მიზანს ეწია.

კივეთის აქამდელმა ლიდერმა, "ჩიფსმა" საქველმოქმედო ფონდის თხოვნით გოგრები გადაიხოტრა. თავი კვლავ გამოიჩინა ტონგელმა ბურჯმა სონა ტაუმალოლომ, ვინც ხუთ მატჩში მეოთხე ლელო შეიტანა. 7-გზის ჩემპიონმა "ქრუსეიდერზმა" აფრიკაში კლასით გააბითურა მიამიტი "ლაიონზი, ვის ზორბა მორკინალებსაც ლელოში შეტანილი ბურთი ორჯერ არ დაამიწებინა ჰავბექმა ენდი ელისმა.

ბითუმად დამარცხდნენ

ქენთებრელებმა ორი ლელო გაიტანეს: პირველზე ჯვრებით თავგზა აუბნიეს იაპთა მწყობრს, მეორეზე კი იზრაელ დეგმა დიაგონალზე ზუსტად შეუგორა შონ მეითლენდს. ამ ლელოს ტყუპის-ცალი დაიდო პერთში, სადაც ბენ სიმორის დარტყმული სამუ ვარას საკბილო შეიქნა, აფრიკაში გავერანებულმა "რედსმა" კი, ვინც შარშანდელი ჩემპიონია, ზედიზედ მესამედაც წააგო.

ავსტრალიის გუნდები უცხოელებთან ბითუმად დამარცხდნენ. მზარდ და გამოუცდელ "ბრამბიზს" ოთხიდან სამი ლელო თერნოვერიდან გაუტანა აფრიკის "შარქსმა, ვისაც ფრანგი ფრედ მიშალაკი გეზავდა, პრემია კი დურბანელებმა შტურმის მოგერიების შემდეგ, კადნიერი კონტრ-შეტევით აიღეს.

თითო ქულა პირველსავე ტაიმში დაიბევეს "ჰარიქენზმა" და "ჩიტაზმა. ველინგთონი ბარაქიანად, 32:11 დაწინაურდა, მაგრამ შესვენებაზე ანგარიში უკვე 32:32 იყო. ნარინჯელებმა მეორე ნახევარშიც გააგრძელეს თამამად ბურთაობა, კივებს კი რაღაც მოეშალათ და ბოლოს შვიდზე მეტითაც ჩამორჩნენ.

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

 

ზე რაგბი

VI რაუნდი ($ პრემია)

<<   ჰაილენდერზ$ 43:12 რებელზ

7ლ: ბ.სმით (1 6) თომსონ (2 3 7) პოკი მაკინთოშ; 4გ: ნოუქს სბ თიჩენს - 4ჯ: ოქონორ სბ იოჰანსონ

რეფ იონკერ (აფრ) @ ინვერქარგილ
0:3(9) 0:6(17) სბ(22რ) 0:9(29) 7:9(34) 7:12(39) 12:12(40+3) /
17:12(43) 24:12(47პ) 31:12(61) 38:12(65) 43:12(72) სბ(78ჰ)

<<   ჰარიქენზ$ 38:47 ჩიტაზ$

4ლ: ქოულზ ბარეთ თეილორ პერენარა; 3გ 4ჯ: ბარეთ -
6ლ:
ან.სტრაუს დანილერ ბენჯამინ უსტჰეიზენ (4 6) ვპ.ნელ;
4გ 3ჯ: ხუსენ

რეფ სმით (ავს)
7:0(3) 7:3(7) 10:3(8) 10:8(11) 17:8(16) 20:8(20) 20:11(28) 27:11(30) 32:11(31პ) 32:18(35) 32:25(38) 32:32(40+პ) /
32:35(47) 35:35(48) 35:40(57) 38:40(60) 38:47(70)

<<   ჩიფს 30:13 ვორათაზ

3ლ: რობინსონ ტაუმალოლო მესამ; 3გ 3ჯ: ქრუდენ -
ლ: ქინგსთონ; გ 2ჯ: მაკქიბინ

რეფ ფრეზერ (ზელ)
0:7(7) 7:7(11) 7:10(26) 10:10(31) 13:10(35) /
20:10(43) 20:13(49) 23:13(62) 30:13(68)

<<   ბრამბიზ$ 26:29 შარქს$

2ლ: მოგ ვაით; 2გ 4ჯ: ლეალიფანო -
4ლ: ფილიუნ (1 2) ალბერც მვოვო; 3გ ჯ: მიშალაკ

რეფ ბრაუნ (ზელ)
0:3(14) 3:3(16) 3:8(21) 6:8(26) 13:8(29) 13:15(35) 16:15(39) /
16:22(45) 19:22(59) 19:29(63პ) 26:29(80)

<<   ფორს$ 45:19 რედს

5ლ: სთენარდ შარპ სიმორ ვარა ჰოჯსონ; 4გ 4ჯ: ჰარვი -
3ლ: სლიპერ ჰამპრიზ შიპერლი; 2გ: მერფი

რეფ ვილიამსონ (ზელ)
3:0(3) 8:0(8) 11:0(17) 14:0(19) 21:0(33) 21:5(40+3) /
28:5(46) 28:12(51) 31:12(68) 38:12(70პ) 45:12(75) 45:19(80+)

<<   ლაიონზ 13:23 ქრუსეიდერზ

ლ: სილიე; გ 2ჯ: ჯეიმზ -
2ლ: გილდფორდ მეითლენდ; 2გ 3ჯ: თეილორ

რეფ კაპლან (აფრ)
3:0(19) 3:3(22) 6:3(25) 6:10(32) 13:10(38) /
13:17(44) 13:20(49) 13:23(64)

<<   სთორმერზ 20:17 ბულზ$

ლ: ლიბენბერხ; 5ჯ: ჯ.პიტერსენ 4, გრანთ -
2ლ:
ბასონ ვ.ულიფიე; 2გ ჯ: მ.სტეინ სბ ფლ.ფანდერმერვე

რეფ იუბერ (აფრ)
3:0(12) 6:0(27) 9:0(35) 14:0(40) /
სბ(42ბ) 14:7(47) 14:10(51) 17:10(62) 17:17(68) 20:17(77)

<<   უქმობდა ბლუზ

პლეი-ოფში გადის ექვსი მოწინავე:
სამივე ქვეყნის მოწინავე (ზედა სამეულში ერგებათ ადგილი)
და სამიც სხვებში უკეთესი

ად გუნდი (ქალაქი) ქვეყ (წინაზე)

მ-წ*ფ$უ

სხვ

გატ:გაშ

პრ

1

სთო

(ქეიპთაუნ)

აფრ

(1)

24

5-0$1

+34

8/7

125:91

0

2

ჰლნ

(დანიდინ)

ზელ

(5)

22

5-1

+34

17/8

156:122

2

3

ბრმ

(კანბერა)

ავს

(3)

18

3-2$1

=0

10/11

124:124

2

4

ჩიფ

(ჰემილთონ)

ზელ

(2)

22

4-1$1

+40

12/6

131:91

2

5

ბულ

(პრეტორია)

აფრ

(4)

20

3-2$1

+81

19/6

170:89

4

6

ქრს

(ქრაისთჩერჩ)

ზელ

(7)

18

3-2$1

+10

9/10

113:103

2

7

შრქ

(დურბან)

აფრ

(10)

17

3-3

+8

15/11

143:135

5

8

ჰრქ

(ველინგთონ)

ზელ

(6)

16

3-3

+6

20/15

183:177

4

9

რედ

(ბრისბენ)

ავს

(8)

13

3-3

-60

11/20

120:180

1

10

ვრთ

(სიდნეი)

ავს

(9)

13

2-4

-3

14/12

140:143

5

11

ფორ

(პერთ)

ავს

(14)

12

2-4

-18

15/18

151:169

4

12

ჩტზ

(ბლუმფონტეინ)

აფრ

(13)

12

2-4

-26

15/17

168:194

4

13

ბლუ

(ოქლენდ)

ზელ

(15)

10

1-4$1

-21

8/14

103:124

2

14

ლნზ

(იოჰანესბერგ)

აფრ

(11)

10

1-4$1

-27

7/12

107:134

2

15

რბლ

(მელბურნ)

ავს

(12)

10

1-4$1

-58

6/19

93:151

2

ქულათა ნიხრი: მოგება და უქმობა 4, ფრე 2, წაგება 0
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა -
თითო პრემია ($)

ტოლობისას: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი

<<   VII რაუნდი (საქ დროით)

ხუთ 5/04

რბლ(ავს 13.40 ბლუ)ზელ

პარ 6/04

ჰრქ(ზელ 11.35 შრქ)აფრ
რედ(ავს 13.40 ბრმ)ავს
  ფორ(ავს 15.40 ჩიფ)ზელ

შაბ 7/04

ჰლნ(ზელ 11.35 სთო)აფრ
 ჩტზ(აფრ 17.00 ლნზ)აფრ
ბულ(აფრ 19.05 ქრს)ზელ

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

www.000webhost.com