ნულები უწერიათ

   სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) მეშვიდე, სააღდგომო რაუნდში ლიდერმა, აფრიკის "სთორმერზმა" ზღვისრეთული ტურნეს სტარტზე დაცვით რომ მოაშთო მდევარი, ზელანდიის "ჰაილენდერზი, კივეთში ისევ დაწინაურდა კოხტად მობურთალი "ჩიფსი"

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

"სთორმერზი" ერთადერთია, ვისაც წაგებისა და პრემიის გრაფებში ნულები უწერია. სხვათა ტრავმების გამო "ჰაილენდერზის" მგეზავად ქცეულმა ქრის ნოუქსმა შესვენებამდე ორი გასატანი ჯარიმა გააფუჭა, მეორე ტაიმში კი გვარიანად ჩამორჩენილი მასპინძლები კარში აღარც ურტყამდნენ.

სტუმრებმა ორივე ლელო ბეკებით დადეს. პირველზე ჰოსეა გიარის ლაფსუსით ისარგებდა ჟან დეფილიერსმა და მისგან ფეხით მიკრულს ხიო აპლონი დაეწაფა, მეორეზე კი ჯო პიტერსენმა საკუთარი მეოთხედიდან რისკიანად შეუტია და დაცვა გაარღვია; მერე სხვებმაც რიგიანად ითამაშეს და ფულბექს რომ დაუბრუნეს ბურთი, ეს ფრთაზე კიდევ გაიჭრა, გადაიკიდა და თავადვე აიღო!

ბლომად მბოჭავი

ბოლოსწინა წუთზე კივი ტამატი ელისონი კიდის ხაზს დამიწებამდე ბუცის წვერით შეეხო, აფრიკაში მიმავალ "ჩიფსს" კი ვერაფერი დააკლო დასავლეთი ავსტრალიის "ფორსმა"

ვაიქათოელთა პირველ ლელოზე არონ ქრუდენმა ახლოდან დაგეზა ლელია მასანგა, მეორეზე კი, 10 ნომრისვე რეიდის შემდეგ, სონი-ბილ ვილიამსმა ალამთან მიიზიდა ბლომად მბოჭავი და ბურთი ზემოდან, ცალი ხელით გადაუგდო თიმ ნანაი-ვილიამსს.

რაუნდის თვალი ბოლო, მეშვიდე რკენა იყო. "ქრუსეიდერზმა"
10 ნომრად ათამაშა მოკეთებული დენ ქართერი. ამან არეკნიც კი შეაგდო, მაგრამ კრიტიკულ მომენტში ჯარიმა კარს ააცილა და ბოლოს ბლოკირებაც დააბრალა ზანგმა თანა-მსაჯმა, პრო ლეხუტემ, რის გამოც სტუმართა გატანილი ლელო აღარ ჩაითვალა.

ვერ-ნაპოვნი სამხილი

"ბულზი" წინ მესამე მეოთხედში, ფლენქერ სი-ჯეი სტანდერის მიძალებისა და წვეროსანი ბურჯის, დინ ხრეილინხის სოლოთი გავიდა. კარში ზუსტად ურტყა მორნეი სტეინმა, ბოლომდე ათი წუთით ადრე კი მის შეგორებულს რომ აცდა იზრაელ დეგი, ვეინანდ ულიფიემ დაუმიწა და ანგარიში 32:16 გახდა.

ქენთებრელები მაინც არ გატყდნენ. ქართერმა შექცეული ოფლოუდი მიართვა ზექ გილდფორდს, სირენის წინ კი სხვაობა ორ ქულამდეც დავიდა. ქრუსეიდერზმა მერე კიდევ ორ-წუთ-ნახევარი ათამაშა ბურთი, მაგრამ მეტოქის ნახევარზე ვერაფრით გადავიდა, ნამატჩევს კი ტრიბუნალმა ვიდეოზე ვერ იპოვა სამხილი.

არადა, ჩილიბოი რალეპელემ და ფლიპ ფანდერმერვემ რეფს შესჩივლეს, მეტოქემ თვალში თითო გვატაკაო, რისთვისაც უფალმა პეიპერმა სტუმრებს ორჯერ უჩვენა ნოვაცია - თეთრი ბარათი.

კვრით მოიშორეს

შარშანდელმა ჩემპიონმა, ქვინზლენდის "რედსმა" სამ-წაგებიანი ნავსი შინ გატეხა. ბითუმად რომ დაშავდნენ მგეზავები, 10 ნომრად "ბორჯღალოსანთა" ყოფილი გურუს, თიმ ლეინის ვაჟი, სემი დადგა. ახალბედამ ორი იოლი ჯარიმა ააცილა და "ბრამბიზის" ლელოზეც ხელის კვრით მოიშორეს, მაგრამ სქოთ ჰიგინბოთამის მეორე ლელოში დაიდო წილი.

არა-სტაბილურმა "ჰარიქენზმა" ექვსჯერ დაალელოვა აფრიკის "შარქსი" და გამარჯვებულთაგან ერთადერთმა აიღო პრემია. ზეგნელი კატისებრნი, "ლაიონზ" (ლომები) და "ჩიტაზ" (ავაზები) სეზონში მეორედაც შეიბნენ და მეორედვე მასპინძელმა იმარჯვა, მაჩანჩალათა ბუღრაობაში კი მელბურნის "რებელზმა" ბოლო მეოთხედშიღა, ჯეიმზ ოქონორის შნოთი დააშამათა ოქლენდის "ბლუზი"

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

 

ზე რაგბი

VII რაუნდი ($ პრემია)

<<   რებელზ 34:23 ბლუზ

3ლ: ბილ ოქონორ დელვ; 2გ 5ჯ: ოქონორ -
2ლ: ვულფ ლაური; 2გ 3ჯ: ენსქოუმ

რეფ ბ.ლორენს (აფრ)
3:0(2) 3:3(7) 8:3(11) 11:3(19) 11:6(25) 11:9(34) / 11:16(43) 14:16(57) 17:16(61) 24:16(66) 27:16(73) 27:23(78) 34:23(80+)

<<   ჰარიქენზ$ 42:18 შარქს

6ლ: ა.თეილორ ლემ სავეა სმით ბეითმენ სრაშ; 3გ 2ჯ: ბარეთ -
2ლ: ჯპ.პიტერსენ ბერდენ; გ 2ჯ: მიშალაკ

რეფ ჯექსონ (ზელ) @ ნიუ პლიმუთ
7:0(14) 7:3(17) 14:3(20) 17:3(34) 20:3(38) 25:3(40) /
25:6(43) 25:13(45) 30:13(49პ) 35:13(55) 35:18(66) 42:18(80+)

<<   რედს 20:13 ბრამბიზ$

2ლ: ჰიგინბოთამ; 2გ 2ჯ: ლეინ სბ გილ -
ლ: თომანი; გ 2ჯ: ლეალიფანო

რეფ ვოლშ (ავს)
7:0(26) 14:0(30) /
17:0(51) 17:3(56) 17:6(62სბ) 17:13(69) 20:13(80)

<<   ფორს 12:20 ჩიფს

4ჯ: ჰარვი -
2ლ: მასანგა ნანაი-ვილიამს; 2გ 2ჯ: ქრუდენ

რეფ ჯ.ვაით (ზელ)
3:0(9) 3:7(16) 6:7(22) /
6:14(49) 9:14(51) 9:17(53) 12:17(57) 12:20(69)

<<   ჰაილენდერზ 6:21 სთორმერზ

2ჯ: ნოუქს -
2ლ: აპლონ ჯ.პიტერსენ; გ: გრანთ; 3ჯ: პიტერსენ, გრანთ 2
სბ
ლიბენბერხ

რეფ პოლოქ (ზელ)
0:3(6) 0:8(13) 3:8(16) 3:15(33) 6:15(39) /
6:18(53) სბ(66ს) 6:21(73)

<<   ჩიტაზ 26:5 ლაიონზ

2ლ: რ.ებერზონ; 2გ: ხუსენ; 4ჯ: ხუსენ 3, ს.ებერზონ -
ლ: ხრობლარ

რეფ მ.ლორენს (აფრ)
3:0(20) 10:0(23) 13:0(27) 16:0(30) 23:0(36) /
23:5(65) 26:5(69)

<<   ბულზ 32:30 ქრუსეიდერზ$

2ლ: ხრეილინხ ვ.ულიფიე; 2გ 6ჯ: მ.სტეინ -
3ლ: რიდ გილდფორდ თ.მარშალ; 3გ ა: ქართერ; 2ჯ: ქართერ თ.თეილორ

რეფ პეიპერ (აფრ)
0:7(9) 0:10(14) 3:10(18) 6:10(23) 6:13(25ა) 9:13(40+) / 12:13(43) 19:13(45) 19:16(48) 22:16(56) 25:16(61) 32:16(71) 32:23(73) 32:30(80) ბოლო(80+3)

<<   უქმობდა ვორათაზ

პლეი-ოფში გადის ექვსი მოწინავე:
სამივე ქვეყნის ჯილა (ზედა სამეულში ერგებათ ადგილი)
და სამიც სხვებში უკეთესი

ად გუნდი (ქალაქი) ქვეყ (წინაზე)

მ-წ*ფ$უ

სხვ

გატ:გაშ

პრ

1

სთო

(ქეიპთაუნ)

აფრ

(1)

28

6-0$1

+49

10/7

146:97

0

2

ჩიფ

(ჰემილთონ)

ზელ

(4)

26

5-1$1

+48

14/6

151:103

2

3

ბრმ

(კანბერა)

ავს

(3)

19

3-3$1

-7

11/13

137:144

3

4

ბულ

(პრეტორია)

აფრ

(5)

24

4-2$1

+83

21/9

202:119

4

5

ჰლნ

(დანიდინ)

ზელ

(2)

22

5-2

+19

17/10

162:143

2

6

ჰრქ

(ველინგთონ)

ზელ

(8)

21

4-3

+30

26/17

225:195

5

7

ქრს

(ქრაისთჩერჩ)

ზელ

(6)

19

3-3$1

+8

12/12

143:135

3

8

რედ

(ბრისბენ)

ავს

(9)

17

4-3

-53

13/21

140:193

1

9

შრქ

(დურბან)

აფრ

(7)

17

3-4

-16

17/17

161:177

5

10

ვრთ

(სიდნეი)

ავს

(10)

17

2-4$1

-3

14/12

140:143

5

11

ჩტზ

(ბლუმფონტეინ)

აფრ

(12)

16

3-4

-5

17/18

194:199

4

12

რბლ

(მელბურნ)

ავს

(15)

14

2-4$1

-47

9/21

127:174

2

13

ფორ

(პერთ)

ავს

(11)

12

2-5

-26

15/20

163:189

4

14

ბლუ

(ოქლენდ)

ზელ

(13)

10

1-5$1

-32

10/17

126:158

2

15

ლნზ

(იოჰანესბერგ)

აფრ

(14)

10

1-5$1

-48

8/14

112:160

2

ქულათა ნიხრი: მოგება და უქმობა 4, ფრე 2, წაგება 0
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა -
თითო პრემია ($)

ტოლობისას: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი

<<   VIII რაუნდი (საქ დროით)

პარ 13/04

ბლუ(ზელ 11.35 შრქ)აფრ
ფორ(ავს 15.10 ვრთ)ავს

 

შაბ 14/04

ქრს(ზელ 11.35 სთო)აფრ
ბრმ(ავს 13.40 რბლ)ავს
ჩტზ(აფრ 19.05 ჩიფ)ზელ
ლნზ(აფრ 21.10 ბულ)აფრ

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

www.000webhost.com