თვიქნემში უინგლისელებოდ

   ევროპის ელიტარულ-კლუბური "ჰაინეკენის თასის" ფინალი ინგლისური რაგბის ტაძარ თვიქნემშია დანიშნული, შეჯიბრს კი ორი ირლანდიური და თითოც ფრანგული და შოტლანდიური კლუბიღა შემორჩა.

ედინბურგი პირველი სქოთური გუნდია, ვინც ნახევარ-ფინალს უწია. "ბორჯღალოსნებთან" ნამუშევარი მაიქლ ბრედლის შეგირდებმა მარიფილდში შეიწირეს თვით ევროპის ერთადერთი ოთხგზის ჩემპიონი, საფრანგეთის "ტულუზი"

დამყარდა მეოთხედ-ფინალზე დასწრების ბრიტანული რეკორდიც -
37 881 ქომაგი! სტუმართა ფიჯელმა ბექმა, ტიმოთი მატანავოუმ თავიდანვე ვერ აიღო გრეგ ლეიდლოუს აბრაგანი და მაიქ ბლერმა ძღვენი შეიშნო.

მერე სქოთებს ზედიზედ გაუსინბინეს ორი მორკინალი და მატანავოუმ სლალომს სპრინტი მოაყოლა, მაგრამ ეგ იყო და ეგ - სქოთებმა თავი გმირულად იცვეს, ლეიდლოუმ კი არეკნს სამი ჯარიმა დაურთო.

ზირაქა, ბოდი, სორნი

ირლანდიურ ომში ჩრდილოეთის ალსთერმა სტუმრად ძლია სამხრეთის მანსთერი, ნახევარ-ფინალს კი საზღვარ-გარეთვე, რესპუბლიკის დედაქალაქ დუბლინში გამართავს. ოთხი ბურის (ტერბლანშე პინარ / მიულერ ვანენბერგ) მყოლი ბელფასტის გუნდი ერთი ხანობა 19:0 დაწინაურდა, მერე კი მასპინძელთა შეტევების მოგერიება მოუხდა.

დანარჩენი ორი მატჩი ბარაქიანი სხვაობით დასრულდა. საფრანგეთის "კლერმონს" ინგლისის ჩემპიონ "სარასენსთან" ექვსი გოლით 17 ქულა მოუტანა ავსტრალიელმა ბროქ ჯეიმზმა, მოკეთებულმა დავით ზირაქაშვილმა კი 56 წუთი ი-მარჯვენა-ბურჯა.

"ჰაინეკენის" შარშანდელ მფლობელს, "ლენსთერს" დაუბრუნდა ბეჭ-ნაოპერაციები ბრაიან ოდრისქოლი და შეემატა უბერებული "ოლ ბლექი" ბრედ სორნი. დუბლინელებმა შერკინებით დაჯაბნეს და კოხტად გააბურთავეს კარდიფი, "ბოდმა" კი ლელოს მას შემდეგ გაიტანა, რაც ჯონათან სექსთონმა ბრმა პასით ღრეჩოში შეუშვა ლუქ ფითსჯერალდი.

 

XVII "ჰაინეკენის თასი"

პულური რაუნდები   >>    1   2   3   4   5   6

მეოთხედ-ფინალი

<<   ედინბურგ (შტლ) 19:14 ტულუზ (სფრ)

ლ: ბლერ; გ 3ჯ ა: ლეიდლოუ სბ ჯექობსენ რენი -
ლ: მატანავოუ; 3ჯ: ბოგზის სბ სერვა

რეფ ოუენს (უელ) 7/04 @ მარიფილდ
7:0(3) 7:3(5) 7:6(20) სბ(26ე) 7:9(29სბ) 7:14(31) 10:14(38ა) /
13:14(46სბ) 16:14(51) 19:14(80+)

<<   ლენსთერ (ირლ) 34:3 კარდიფ (უელ)

4ლ: ნათევა რ.ქარნი (2 4) ოდრისქოლ; 4გ 2ჯ: სექსთონ -
ჯ: ჰაფ-პენი სბ თ.ჯეიმზ

რეფ პირსონ (ინგ) 7/04 @ ავივა
0:3(2) 3:3(8) 10:3(13) 13:3(22) 20:3(31) 27:3(35) /
34:3(48) სბ(79კ)

<<   მანსთერ (ირლ) 16:22 ალსთერ (ირლ)

ლ: ზებო; გ 3ჯ: ოგარა -
ლ: გილროი; გ 4ჯ: პინარ; ა: ჰამპრიზ სბ ჰენრი

რეფ პუატ (სფრ) 8/04 @ ლიმრიქ
0:3(5) 0:6(11) 0:13(17) 0:16(20) 0:19(32ა) 7:19(35) სბ(37ა) 10:19(40+) /
13:19(49) 13:22(59) 16:22(61)

<<   სარასენს (ინგ) 3:22 კლერმონ (სფრ)

ჯ: ფარელ -
ლ: ბერნ; გ 4ჯ ა: ბრ.ჯეიმზ

რეფ როლან (ირლ) 8/04 @ ვოთფორდ
0:3(7) 0:6(10) 0:9(13) 3:9(15) /
3:16(45) 3:19(49ა) 3:22(55)

>>   ნახევარ-ფინალი

შაბ 28/04   ალსთერ (ირლ) - ედინბურგ (შტლ)   @  დუბლინი
კვი 29/04   კლერმონ (სფრ) - ლენსთერ (ირლ)   @  ბორდო

>>   ფინალი

შაბ 19/05   @  თვიქნემ  20.00 საქ

www.000webhost.com