ჩააჩოჩა თვით ქართერი

   სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) მერვე რაუნდში ჯეელმა "ქრუსეიდერმა" თომ თეილორმა 31 ქულა რომ გაუტანა ლიდერ "სთორმერზს, დაწინაურდა "ჩიფსი, ვინც "ჩიტაზი" სონი-ბილის ლელოთი დააშამათა.

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

"სთორმერზი" დასში ერთადერთი იყო, ვისაც არ წაეგო, მაგრამ პირველსავე მეოთხედში დაუშავდა ორივე მეორე-ხაზელი. თეილორის მამამ, ვორიქმა 25  წლის წინ პირველი მსოფლიო თასი მოიგო, ვაჟმა კი
12 ნომრად ჩააჩოჩა თვით დენ ქართერი და ლელოთი და ცხრა გოლით კლუბის რეკორდიც გააუმჯობესა.

ბურთს მეტწილად კივები ფლობდნენ. მათ ერთადერთი ლელო გაიტანეს სხარტი პასაობით, რომლის ბოლოსაც კვაჭმა ქორი ფლინმა ფრთიდან შიგნით დაუბრუნა თეილორს. ჟოან დე-იონხმა ქართერის უხეირო გადაცემა შეირგო და ფეხით გაგორებული ოვალისკენ სპრინტი მოიგო, მეორე ტაიმში კი ჰავბექმა დევალტ დიუფენახემ მოსწრებულად გადაუკიდა ბრაიან ჰაბანას.

ამით ანგარიში 22:21 გახდა. მალე იაპებს გაუსინბინეს მესამე მხტომელიც - რეინარტ ესლტატი და მის არყოფნაში თომმა კიდევ სამი გოლი გაიტანა, სირენის შემდეგ კი პიტერ გრანთმა შორიდან ჯარიმა შეაგდო და სტუმრებმა სანუგეშო ქულა რომ აიღეს, აფრიკული ხუთეულის ჯილობა შეინარჩუნეს.

ცალი ხელით, შებოჭილიც

სთორმერზს გაუტოლდა "ბულზი, მაგრამ ნაკლები მოგებით მაინც ჩამორჩება. ბურულ დარბში "ლაიონმა" ტიან მეიერმა თავიდანვე დაუფარა მორნეი სტეინს და დაალელოვა. ბობოლა ქიქერმა მერეც ცუდად ურტყა - რვიდან სამიღა გაიტანა, მაგრამ გუნდს მაგით არა დაშავებია რა, რადგან სტეინისვე ქროს-ქიქიდან ფლენქერმა სი-ჯეი სტანდერმა მეორე ტაიმის დასაწყისშივე გააფორმა პრემია.

"ჩიფსმა" აფრიკული გასტროლი ნარინჯში დაიწყო და ხუთი ლელო დადო. პირველზე დიდებულად გამოაქცუნა გადაკიდებული ახალმა ფულ-ბექმა, ენდრიუ ჰორელმა. რაქიდან ატაცებით წყვილი მიითვალა ტონგელმა ბურჯმა არიზონა "სონა" ტაუმალოლომ, 25:25-ზე კი, როცა სათამაშო ცხრა წუთიღა რჩებოდა, სონი-ბილ ვილიამსმა ტანერაუ ლატიმერთან წაიპასავა და ცალი ხელით, შებოჭილიც ეწია მიზანს.

ჩახლართული წესი

გამაჩანჩალებული "ბლუზის" სამოელი გურუ, პეთ ლემი მორასისტო ფანობამ სოციალურ ქსელებში შეაჩვენა, მულღაზანზრელობის გამო დამრიგებლად ვერ ვარგაო, გუნდმა კი მეტადაც აურია და "შარქსს" 0:15 ჩამორჩა. სტუმრებმა - ქიგან დენიელმა და ქრეგ ბერდენმა - საწყისი ორი ლელო პასის ჩაჭრით გამოაცხვეს. მერე ოქლენდიც გაბრაზდა და ზედიზედ აიღო 20 ქულა, მაგრამ კაპიტან დენიელისვე წყალობით, შარქსმა ციმციმ მოიპოვა პრემია და მერე თავიც დაიცვა.

ბოლო ლელოზე რეფი "წინ თამაშის" ჩახლართულმა წესმა დააბნია - პასის მიმღებს ბურთი ხელზე აუთამაშდა და ვიდრე მას საბოლოოდ დაიმორჩილებდა, ოვალი სხვასაც შეეხო. ავსტრალიის ჯილამ, აფრიკელი ჯეიქ ვაითის ხელ-ქვეით მზარდმა "ბრამბიზმა" იოლად გაანადგურა "რებელზი" და პეთ მაკქეიბმაც ჯეიმზ ოქონორი ახლოდან გააბითურა, შინ 14 ქულით ჩამორჩენილმა "ფორსმა" კი თუმც გაუსწრო "ვორათაზს, ბოლოს ბერიქ ბარნსმა მაინც შეაგდო ორი ჯარიმა.

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

 

ზე რაგბი

VIII რაუნდი ($ პრემია)

<<   ბლუზ$ 23:29 შარქს$

2ლ: ვუდქოქ ბ.სთენლი; 2გ 2ჯ ა: ენსქოუმ -
4ლ: საიქს ბერდენ დენიელ ვაითჰედ; 3გ ჯ: ლემბი

რეფ ვოლშ (ავს)
0:5(5) 0:8(15) 0:15(18) 3:15(21) 10:15(36) 13:15(40ა) /
20:15(44) 20:22(47) 20:29(50პ) 23:29(67)

<<   ფორს$ 18:23 ვორათაზ

2ლ: შიან მაფი; გ 2ჯ: ჰარვი სბ მაფუ -
2ლ: ქინგსთონ დენის; 2გ: მაკქიბინ; 3ჯ: მაკქიბინ, ბარნს 2 სბ ფოლი

რეფ ჯექსონ (ზელ)
0:3(15) 0:10(27) 3:10(31) სბ(38ფ) /
3:17(43) 8:17(51) სბ(57ვ) 15:17(60) 18:17(64) 18:20(65) 18:23(75)

<<   ქრუსეიდერზ 31:24 სთორმერზ$

გ 8ჯ: თეილორ სბ ქროქეთ -
2ლ: დეიონხ ჰაბანა; გ: ჯ.პიტერსენ; 4ჯ: გრანთ (1 4) პიტერსენ (2 3)
სბ
ელსტატ

რეფ პოლოქ (ზელ)
3:0(6) 3:3(11) 10:3(15) 10:10(23) 13:10(27) სბ(30ქ) 16:10(34) 16:13(40) 19:13(40+2) / 19:16(45) 22:16(52) 22:21(60) 25:21(67სბ) 28:21(71) 31:21(77) 31:24(80+4)

<<   ბრამბიზ$ 37:6 რებელზ

5ლ: მაკქეიბ ჰუპერ ფარდი (3 5) მოუენ; 3გ 2ჯ: ლეალიფანო -
2ჯ: სიპრიანი ოქონორ სბ დელვ

რეფ იუბერ (აფრ)
3:0(3) 6:0(11) 6:3(15) 13:3(19) 13:6(21) 18:6(25) 23:6(28) სბ(32რ) 30:6(38პ) / 37:6(68)

<<   ჩიტაზ$ 33:39 ჩიფს$

2ლ: ჯონსონ ხუსენ; გ: ხუსენ; 7ჯ: ს.ებერზონ 4, ხუსენ 3 -
5ლ: მასანგა ტაუმალოლო (2 3) სბ.ვილიამს კაჰუი; 4გ 2ჯ: ქრუდენ

რეფ კაპლან (აფრ)
3:0(6) 3:3(9) 3:10(21) 6:10(24) 9:10(40+) / 9:17(48) 12:17(50) 19:17(53) 22:17(56) 22:20(59) 25:20(62) 25:25(67) 25:32(72) 25:39(75) 30:39(79) 33:39(80+3)

<<   ლაიონზ 18:32 ბულზ$

2ლ: მეიერ სტრაუს; გ: იანკის; 2ჯ: ტაუტე იანკის -
5ლ: ა.ნდუნხანე ჰოუხარდ კერშნერ სტანდერ ჟ.კრიერ; 2გ ჯ: მ.სტეინ

რეფ ვილიამსონ (ზელ)
7:0(3) 10:0(15) 10:5(18) 10:8(26) 10:15(29) 10:20(40) /
10:25(41პ) 13:25(49) 13:32(53) 18:32(61)

<<   უქმობდნენ

ჰაილენდერზ ჰარიქენზ რედს

პლეი-ოფში გადის ექვსი მოწინავე:
სამივე ქვეყნის ჯილა (ზედა სამეულში ერგებათ ადგილი)
და სამიც სხვებში უკეთესი

ად გუნდი (ქალაქი) ქვეყ (წინაზე)

მ-წ$უ

სხვ

გატ:გაშ

პრ

1

ჩიფ

(ჰემილთონ)

ზელ

(2)

31

6-1$1

+54

19/08

190:136

3

2

სთო

(ქეიპთაუნ)

აფრ

(1)

29

6-1$1

+42

12/08

170:128

1

3

ბრმ

(კანბერა)

ავს

(3)

24

4-3$1

+24

16/13

174:150

4

4

ბულ

(პრეტორია)

აფრ

(4)

29

5-2$1

+97

26/11

234:137

5

5

ჰლნ

(დანიდინ)

ზელ

(5)

26

5-2$1

+19

17/10

162:143

2

6

ჰრქ

(ველინგთონ)

ზელ

(6)

25

4-3$1

+30

26/17

225:195

5

7

ქრს

(ქრაისთჩერჩ)

ზელ

(7)

23

4-3$1

+15

13/14

174:159

3

8

შრქ

(დურბან)

აფრ

(9)

22

4-4

-10

21/19

190:200

6

9

რედ

(ბრისბენ)

ავს

(8)

21

4-3$1

-53

13/21

140:193

1

10

ვრთ

(სიდნეი)

ავს

(10)

21

3-4$1

+2

16/14

163:161

5

11

ჩტზ

(ბლუმფონტეინ)

აფრ

(11)

17

3-5

-11

19/23

227:238

5

12

რბლ

(მელბურნ)

ავს

(12)

14

2-5$1

-78

09/26

133:211

2

13

ფორ

(პერთ)

ავს

(13)

13

2-6

-31

17/22

181:212

5

14

ბლუ

(ოქლენდ)

ზელ

(14)

11

1-6$1

-38

12/21

149:187

3

15

ლნზ

(იოჰანესბერგ)

აფრ

(15)

10

1-6$1

-62

10/19

130:192

2

ქულათა (მ-წ*ფ$უ) ნიხრი: მოგება და უქმობა 4, ფრე 2, წაგება 0
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა -
თითო პრემია ($)

ტოლობისას: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი

<<   IX რაუნდი (საქ დროით)

პარ 20/04

ჰლნ(ზელ

11.35

ბლუ)ზელ
რედ(ავს

13.40

სთო)აფრ

 

შაბ 21/04

ჰრქ(ზელ

11.35

ქრს)ზელ
ვრთ(ავს

13.40

რბლ)ავს
შრქ(აფრ

19.05

ჩიფ)ზელ
ბულ(აფრ

21.10

ბრმ)ავს

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

www.000webhost.com