ტრიბუნაზე დარტყმის ნაცვლად

   სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) მეცხრე რაუნდში ლიდერმა "ჩიფსმა" წკიპზე ძლია უფანტაზიო "შარქსი; "ბულზმა" "ბრამბიზთან" პრემია რომ ვერ აიღო, "სთორმერზს" ვეღარ გადაუსწრო, 7-გზის ჩემპიონი "ქრუსეიდერზი" კი პლეი-ოფში გამსვლელ ექვსეულში შეიჭრა.

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

"ჩიფსმა" უცხოურ ტურნეზე სამივე მატჩი მოიგო. "შარქსს" ბურთი მეტად ეპყრა, მაგრამ ლელო ეგრეც ვერ დადო. კივი არონ ქრუდენი განდაგან რომ წავიდა, წინ მისიანი დაუდგა და მბოჭავი დაუბლოკა, მაგრამ კივმავე რეფმა არაფერი უთხრა, სირენის შემდეგ კი, როცა სტუმრებმა მოლი ააგორეს და ბურთი ტრიბუნაზე უნდა დაერტყათ, ჰავბექმა ოგიუსტინ პულუმ მოკლე ფრთაზე მოაღორა მბოჭავები.

"სთორმერზმა" ოთხ-თამაშა ვოიაჟის ბოლოს-წინა გაჩერებაზე შარშანდელი ჩემპიონი, "რედსი" დააშამათა. სტუმრებს აკლდათ კაპიტანი ჟან დეფილიერსი, მაგრამ მათ პირველ ტაიმშივე ბეკებით ორი ლელო დადეს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მეორე, რომელიც ვილ გენიას უხეირო გადაკიდებულს მოყვა, ოვალი ფრთიდან ფრთამდე ჩათამაშდა და ბოლოს მწყობრი შუაში გასერა პიტერ გრანთმა.

უპრემიოდ დაშვრნენ

რედსს თავიდანვე დაემტვრა მორიგი 10 ნომერი - თიმ ლეინის ვაჟი სემი, ვისაც მუხლის ჯვარედინი იოგები დაუწყდა. ქვინზლენდი ერთ, სანუგეშო ქულას მაინც იღებდა, რობ სიმონდსი კისერში წვდომისთვის რომ დაჯარიმდა და გრანთმა ზუსტად დაკრა. ოზთაგან ამ რაუნდში უქმობდა "ფორსი, მაგრამ გურუმ, რიჩარდ გრემმა რომ ბრძანა, გაისიდან რედსში ვბრუნდებიო, კლუბმა უმალ მოხსნა.

დარტყმის იშტაზე იყო "ბულზის" მგეზავი მორნეი სტეინი და ცხრა გოლით 26 ქულა მოკრიფა. ბურებმაც ულაპარაკოდ ძლიეს "ბრამბიზი, ვისაც "ბოკეს" ყოფილი გურუ, ჯეიქ ვაითი წურთნით, მაგრამ ნორჩმა ოზებმაც ბოლომდე რომ იბრძოლეს და ხუთი (!) ლელო გაიტანეს, ერთბაშად ორი საცხრილო ქულა აიღეს და მოწინავე სამეულში დარჩნენ, რაკი ბულზისა არ იყოს, "ვორათაზიც" უპრემიოდ დაშვრა. 

დენის მეასე

ბულზმა მაშინ გატეხა მეტოქე, სტეინს ბურთი წინ რომ დაუვარდა და ორივე გუნდი გაჩერდა, იაპმა კიდის მსაჯმა კი რეფს დაუძახა, ათამაშეო და სი-ჯეი სტანდერმა გაიჯეჯილა. ვორათაზმა თავად აიღო ქიქოფი, "რებელზს" ბურთზე ხელი არ შეავლებინა და 26-ე წამზევე, კართან დაალელოვა, მაგრამ როგორც ჩვევია, თანდათან აურია, ბოლო შეტევაში კი შებოჭილმა თომ ქართერმა ლელოსთან დააგდო ბურთი.

სხვა, დიადმა ქართერმა, "ქრუსეიდერმა" დენმა მეათე ზე-სეზონში მეასე (!) კეპი მიითვალა და ენდი ელისის მიყოლით, 30-ე ლელოც დადო, მაგრამ 10 ნომრად მაინც ჯეელ თომ თეილორს ამჯობინებს უფროსობა და კარშიც მას არტყმევინებს. ქენთებრელები დედაქალაქ ველინგთონს ეწვივნენ და პრემია პირველ ტაიმშივე გაიფორმეს.

ვერ მოიფიქრეს

მასპინძელი "ჰარიქენზი" აიკლო ზექ გილდფორდმა, ვინც თომის შექცეული პასით ხაზი გაჭრა და წამოსწრებული ქიარან რიდი ახეირა. მესამე ლელოზე რობი ფრუენმა მოხსნა უადგილო აბრაგანი და გზად დამხვდურები იფრინა, მერე კი მსაჯმა მასპინძლებს წინ პასი რომ გამოუჩხრიკა, სტუმრებს ერთ შეტევაში ორიც აპატია.

"ჰაილენდერზს" ორი მგეზავი რომ დაემტვრა, იაპონიიდან აიმატა მაიქ დელენი და ამანაც უმალ გაუმართლა. დანიდინის სათბურში თავიდან დაიდო თითო ლელო, მერე კი ქიქერთა შეჯიბრი გაჩაღდა. "ბლუზმა" ჰავბექად შეიყვანა პირი ვიპუმ და ამან ახლოდან დაგეზა რენე რეინჯერი, მაგრამ მალე ესეც აცდა ჰოსეა გიარის შეგორებულს და ძღვენი კურტ ბეიქერმა შეიშნო, ბოლოს კი სტუმრებმა სამი წუთი უტიეს და არეკნის დარტყმა ვერ მოიფიქრეს.

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

 

ზე რაგბი

IX რაუნდი ($ პრემია)

<<   ჰაილენდერზ 30:27 ბლუზ$

2ლ: თრიბი ბეიქერ; გ 6ჯ: დელენი -
2ლ: პარქს რეინჯერ; გ 5ჯ: ენსქოუმ

რეფ ბ.ლორენს (ზელ)
0:5(4) 7:5(14) 10:5(16) 13:5(24) 13:8(26) 13:11(29) 13:14(34) 16:14(37) /
16:17(44) 19:17(46) 19:20(48) 22:20(51) 22:27(54) 25:27(62) 30:27(71) ბოლო(80+3)

<<   რედს 13:23 სთორმერზ

ლ: ჰორვილ; გ: ჰარის; 2ჯ: ლუქას ჰარის -
2ლ: აპლონ გრანთ; 2გ 3ჯ: გრანთ

რეფ ვოლშ (ავს)
0:3(2) 0:10(9) 3:10(30) 3:17(38) /
3:20(53) 10:20(62) 13:20(78) 13:23(80)

<<   ჰარიქენზ 14:42 ქრუსეიდერზ$

2ლ: ა.თეილორ ვიტო; 2გ: ბარეთ -
5ლ: რიდ ქართერ ფრუენ დეგ (4 5) 4გ 3ჯ: თ.თეილორ

რეფ იუბერ (აფრ)
0:7(6) 0:10(22) 0:17(24) 0:20(29) 0:27(32) 0:32(36პ) 7:32(40+) /
14:32(49) 14:35(54) 14:42(64)

<<   ვორათაზ 30:21 რებელზ

3ლ: ფოლი პოლოტა-ნაუ ჰორნ; 3გ 3ჯ: მაკქიბინ სბ ჰორნ -
3ლ: ჯ.რობინსონ დევიდსონ ლ.მიჩელ; 3გ: ოქონორ ბილ ჰაქსლი

რეფ კაპლან (აფრ)
7:0(2) 10:0(10) 13:0(17) 13:7(23) 16:7(30) /
23:7(47) 30:7(58) სბ(60ვ) 30:14(64) 30:21(74)

 <<   შარქს$ 12:18 ჩიფს

4ჯ: ლემბი -
2ლ: ქრუდენ პულუ; გ 2ჯ: ქრუდენ

რეფ ვილიამსონ (ზელ)
0:7(20) 0:10(31) 3:10(40) /
6:10(48) 9:10(53) 9:13(62) 12:13(67) 12:18(80+)

<<   ბულზ 36:34 ბრამბიზ$$

2ლ: ბასონ სტანდერ; გ 7ჯ ა: მ.სტეინ -
5ლ: სპეით მოგ სმით პრაიორ ჰეგართი; 3გ ჯ: ლეალიფანო

რეფ იონკერ (აფრ)
3:0(2) 6:0(7) 6:5(10) 6:10(13) 9:10(18) 16:10(25) 16:13(28) 19:13(34) /
22:13(43) 25:13(47) 30:13(58) 33:13(63) 33:20(70) 36:20(73) 36:27(78პ) 36:34(80+)

<<   უქმობდნენ

ჩიტაზ ფორს ლაიონზ

პლეი-ოფში გადის ექვსი მოწინავე:
სამივე ქვეყნის ჯილა (ზედა სამეულში ერგებათ ადგილი)
და სამიც სხვებში უკეთესი

ად გუნდი (ქალაქი) ქვეყ (წინაზე)

მ-წ$უ

სხვ

გატ:გაშ

პრ

1

ჩიფ

(ჰემილთონ)

ზელ

(1)

35

7-1$1

+60

21/08

208:148

3

2

სთო

(ქეიპთაუნ)

აფრ

(2)

33

7-1$1

+52

14/09

193:141

1

3

ბრმ

(კანბერა)

ავს

(3)

26

4-4$1

+22

21/15

208:186

6

4

ბულ

(პრეტორია)

აფრ

(4)

33

6-2$1

+99

28/16

270:171

5

5

ჰლნ

(დანიდინ)

ზელ

(5)

30

6-2$1

+22

19/12

192:170

2

6

ქრს

(ქრაისთჩერჩ)

ზელ

(7)

28

5-3$1

+43

18/16

216:173

4

7

ვრთ

(სიდნეი)

ავს

(10)

25

4-4$1

+11

19/17

193:182

5

8

ჰრქ

(ველინგთონ)

ზელ

(6)

25

4-4$1

+2

28/22

239:237

5

9

შრქ

(დურბან)

აფრ

(8)

23

4-5

-16

21/21

202:218

7

10

რედ

(ბრისბენ)

ავს

(9)

21

4-4$1

-63

14/23

153:216

1

11

ჩტზ

(ბლუმფონტეინ)

აფრ

(11)

21

3-5$1

-11

19/23

227:238

5

12

ფორ

(პერთ)

ავს

(13)

17

2-6$1

-31

17/22

181:212

5

13

რბლ

(მელბურნ)

ავს

(12)

14

2-6$1

-87

12/29

154:241

2

14

ლნზ

(იოჰანესბერგ)

აფრ

(15)

14

1-6$2

-62

10/19

130:192

2

15

ბლუ

(ოქლენდ)

ზელ

(14)

12

1-7$1

-41

14/23

176:217

4

ქულათა (მ-წ*ფ$უ) ნიხრი: მოგება და უქმობა 4, ფრე 2, წაგება 0
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა -
თითო პრემია ($)

ტოლობისას: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი

<<   X რაუნდი (საქ დროით)

პარ 27/04

ბლუ(ზელ

11.35

რედ)ავს

ლნზ(აფრ

21.10

ბრმ)ავს

კვი 29/04

ვრთ(ავს

10.10

ქრს)ზელ

შაბ 28/04

ჩიფ(ზელ

11.35

ჰრქ)ზელ

ფორ(ავს

13.40

სთო)აფრ

ჩტზ(აფრ

19.05

ჰლნ)ზელ

უქმ: ბულ შრქ რბლ

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

www.000webhost.com