თამაშ-თამაშ აჯობეს

   სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) მეათე რაუნდში ლიდერმა "ჩიფსმა" ბურთაობით აჯობა "ჰარიქენზს; "ჰაილენდერზმა" სასწაული თამაში შემოუბრუნა "ჩიტაზს, 7-გზის ჩემპიონმა "ქრუსეიდერზმა" კი რობი ფრუენის წყალობით გააბითურა "ვორათაზი"

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

"ჩიფსმა" ზედიზედ მერვე თამაში მოიგო. გუნდი ისევ ყოჩაღად გეზა არონ ქრუდენმა. ვაიქათოელთა პირველი ლელო ფრთიდან ფრონტის შუაში წამოხეტებულმა ლელია მასანგამ დადო, ბოლო ორი კი ბურჯებმა ახლოდან შეიტანეს, ოღონდაც კოხტა ფაზების შემდეგ.

"ჰარიქენზის" ზურგმა (ფულ-ბექმა) ანდრე თეილორმა დიდებული სოლო განახორციელა. "სთორმერმა" ბრაიან ჰაბანამ "ფორსს" წვიმაში ჩაუჭრა პასი და ნახევარი მოედანი გადაირბინა, მაგრამ ლელოში რომ შესრიალდა, ოვალი უკან დარჩა და ჩამორჩენილმა რეფმა ვერ შენიშნა.

კონცხელებმა სეზონის ერთადერთ, ოთხ-მატჩა ტურნეზე 13 ქულა მოკრიფეს და აფრიკის ჯილებად დარჩნენ. ასეთსავე ვოიაჟში მონაწილეობა რომ არ ხიბლავდა ბებერ "ლაიონს, ბუჩ ჯეიმზს, რაქში ჭურვივით შეიჭრა და ოთხ-მატჩავე დისკვალიფიკაცია მიიღო, სტუმარმა "ბრამბიზმა" კი ზეგნის მოშლილი გუნდი გააპამპულავა.

სანამ ეძალებოდნენ

მეზობლად, ბლუმფონტეინში, წინა რაუნდში ნაუქმარი "ჩიტაზი" სანამ ეძალებოდა "ჰაილენდერზს, უსიტყვოდაც (30:9) უგებდა. მესამე ლელოს დადებისას მხარი იტკინა 20-წლამდელი "ბოკეს" მგეზავმა იოჰან ჰუსენმა და მწყობრიდან ოთხი თვით (!) გამოვიდა.

ჩამორჩენილმა კივებმა ღერძი შეცვალეს და გაილაღეს. ბურებმა ისევ შეკრეს თამაში, მაგრამ ბოლოსწინა წუთზე (33:33) 16-ფაზიანი შტურმით, კარის წინ, 15 მეტრზე მოპოვებული ჯარიმა სიას ებერზონმა გააფუჭა, პასუხად კი ქრის ნოუქსმა 47 მეტრიდან ძალუმად დაკრა. 

შარშანდელი ჩემპიონი "რედსი" ეახლა გავერანებულ "ბლუზს" და უმალ 12 ქულით გაუსწრო. ქვინზლენდმა მესამე ლელო მეორე ტაიმის დასაწყისშივე დადო და ბოლომდე 8 წუთით ადრეც მოლით 15 მეტრიც იარა, მაგრამ პრემიის აღებას ისევ ნაღდი 4 ქულა ამჯობინა და ჯარიმა კარში დაარტყა.

კომენტატორებმა იხუმრეს

ფანობა ააფორიაქა "ვოლაბთა" ჰავბექმა ვილ გენიამ, ვისაც რედსი საგაისოდ 400 ათასს რომ ვერ შეპირდა, პაპუასი ვარსკვლავი ვითომც "ფორსში" გადავიდა. პერთელებმა ჭორი უმალ უარყვეს, ორშაბათს კი გაირკვა, რომ გენია ბრისბენში დარჩება, ხოლო დენი სიპრიანი "რებელზიდან" ახლავე, შუა სეზონში დაბრუნდება შინ, ინგლისში. 

რაუნდი დაამშვენა კვირის, დღის მატჩმა. "ვორთაზი" წინ სამჯერ გავიდა - ადამ ეშლი-ქუპერის გარღვევითა და ვაიქლიფ პალუს ღონით,
მაგრამ "ქრუსეიდერზიც" უმალ გაეპასუხა და თამაშ-თამაშ აჯობა.

კივთაგან ორი ლელო პირადად გაიტანა ვირგლა ფრუენმა, ვინც ჯონა ლომუს ყაიდაზე აბითურებს მბოჭავებს, წელს პირველად მოთამაშე რიჩი მაკქოუ კი ბოჭვაზე რომ დაჯარიმდა, ოზმა კომენტატორებმა იხუმრეს, მაგას ალბათ ისევ ჰგონია, რომ ოფსაიდის ხაზი სხვებისთვის დაწესებულზე რამდენიმე მეტრით წინ გადისო.  

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

 

ზე რაგბი

X რაუნდი ($ პრემია)

წინა რაუნდები   >>    0   1   2   3   4   5   6   7   8   9

<<    ბლუზ 11:23 რედს

ლ: ლ.ბრეიდ; 2ჯ: ენსქოუმ -
3ლ: იოანე მორაჰენ შიპერლი; გ 2ჯ: ჰარის

რეფ იუბერ (აფრ)
0:5(2) 0:12(8) 5:12(25) 8:12(32) 8:15(36) /
8:20(44) 11:20(57) 11:23(75)

<<    ლაიონზ 20:34 ბრამბიზ$

2ლ: ტაუტე ქლ.უსტჰეიზენ; 2გ 2ჯ: იანკის სბ ბჩ.ჯეიმზ -
6ლ: მერფი სპეით (2 6) ე.სმით თომანი ელიგზანდერ; 2გ: მოგ ლეალიფანო

რეფ ბრაუნ (ზელ)
3:0(6) 3:5(11) 6:5(16) 6:10(26) 6:17(35) /
6:22(45პ) 6:29(48) 6:34(57) 13:34(65) 20:34(79)

<<    ჩიფს 33:14 ჰარიქენზ

3ლ: მასანგა ტაუმალოლო თ.სმით; 3გ 4ჯ: ქრუდენ -
ლ: ა.თეილორ; 3ჯ: ბარეთ

რეფ ჯ.ვაით (ზელ)
3:0(6) 6:0(16) 6:3(19) 9:3(25) 12:3(28)
12:8(35) /
19:8(46) 19:11(49) 19:14(57) 26:14(67) 33:14(78)

<<    ფორს 3:17 სთორმერზ

ჯ: ჰარვი -
2ლ: ჰაბანა გრანთ; 2გ ჯ: გრანთ

რეფ პეიპერ (აფრ)
3:0(17) 3:7(22) / 3:10(44) 3:17(50)

<<    ჩიტაზ$ 33:36 ჰაილენდერზ

3ლ: კნ.უსტჰეიზენ ფერეირა ხუსენ; 3გ: ხუსენ 2, ს.ებერზონ;
4ჯ: ხუსენ 3, ს.ებერზონ -
3ლ: ნოუქს ქოუან (2 3) 3გ: ნოუქს;
5ჯ: დელენი 3, ნოუქს 2 სბ ჰორ ჰესქელ

რეფ იონკერ (აფრ)
3:0(4) 3:3(10) 10:3(13) 10:6(18) 13:6(23) სბ(26ჰ) 16:6(28) სბ(33ჰ) 23:6(38) 23:9(40+) / 30:9(50) 30:16(58) 30:21(64) 30:30(66) 33:30(70) 33:33(72) 33:36(80)

<<    ვორათაზ$ 33:37 ქრუსეიდერზ$

3ლ: პაკალანი პალუ ს.პრეტორიუს; 3გ: მაკქიბინ 2, ბარნს;
4ჯ: მაკქიბინ -
4ლ: ფრუენ (1 4) გილდფორდ ა.ვაითლოქ;
4გ 3ჯ: თ.თეილორ

რეფ კაპლან (აფრ)
7:0(13) 7:7(18) 10:7(31) 10:14(35) 13:14(40+) / 13:17(42) 20:17(47) 20:24(50) 23:24(51) 23:27(53) 23:34(55პ) 26:34(67) 26:37(69) 33:37(75)

<<   უქმობდნენ

ბულზ შარქს რებელზ

პლეი-ოფში გადის ექვსი მოწინავე:
სამივე ქვეყნის ჯილა (ზედა სამეულში ერგებათ ადგილი)
და სამიც სხვებში უკეთესი

ად გუნდი (ქალაქი) ქვეყ (წინაზე)

მ-წ$უ

სხვ

გატ:გაშ

პრ

1

ჩიფ

(ჰემილთონ)

ზელ

(1)

39

8-1$1

+79

24/09

241:162

3

2

სთო

(ქეიპთაუნ)

აფრ

(2)

37

8-1$1

+66

16/09

210:144

1

3

ბრმ

(კანბერა)

ავს

(3)

31

5-4$1

+36

27/17

242:206

7

4

ბულ

(პრეტორია)

აფრ

(4)

37

6-2$2

+99

28/16

270:171

5

5

ჰლნ

(დანიდინ)

ზელ

(5)

34

7-2$1

+25

22/15

228:203

2

6

ქრს

(ქრაისთჩერჩ)

ზელ

(6)

33

6-3$1

+47

22/19

253:206

5

7

შრქ

(დურბან)

აფრ

(9)

27

4-5$1

-16

21/21

202:218

7

8

ვრთ

(სიდნეი)

ავს

(7)

26

4-5$1

+7

22/21

226:219

6

9

რედ

(ბრისბენ)

ავს

(10)

25

5-4$1

-51

17/24

176:227

1

10

ჰრქ

(ველინგთონ)

ზელ

(8)

25

4-5$1

-17

29/25

253:270

5

11

ჩტზ

(ბლუმფონტეინ)

აფრ

(11)

22

3-6$1

-14

22/26

260:274

6

12

რბლ

(მელბურნ)

ავს

(13)

18

2-6$2

-87

12/29

154:241

2

13

ფორ

(პერთ)

ავს

(12)

17

2-7$1

-45

17/24

184:229

5

14

ლნზ

(იოჰანესბერგ)

აფრ

(14)

14

1-7$2

-76

12/25

150:226

2

15

ბლუ

(ოქლენდ)

ზელ

(15)

12

1-8$1

-53

15/26

187:240

4

ქულათა (მ-წ*ფ$უ) ნიხრი: მოგება და უქმობა 4, ფრე 2, წაგება 0
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა -
თითო პრემია ($)

ტოლობისას: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი

>>   ქულა

145 იოჰან ჰუსენ (ჩტზ; 128 მორნეი სტეინ (ბულ; 126 არონ ქრუდენ (ჩიფ; 111 ბოდენ ბარეთ (ჰრქ; 96 ქრისჩან ლეალიფანო (ბრმ)

>>   ლელო

7 ანდრე თეილორ (ჰრქ, სონა ტაუმალოლო (ჩიფ; 6 ბიორნ ბასონ (ბულ, რობი ფრუენ (ქრს; 5 დომ შიპერლი (რედ)

<<   XI რაუნდი (საქ დროით)

პარ 4/05

ჰრქ(ზელ

11.35

ბლუ)ზელ

რბლ(ავს

13.40

ბულ)აფრ

კვი 6/05

ქრს(ზელ

08.00

რედ)ავს

შაბ 5/05

ჩიფ(ზელ

11.35

ლნზ)აფრ

ბრმ(ავს

13.40

ვრთ)ავს

შრქ(აფრ

19.05

ჰლნ)ზელ

ჩტზ(აფრ

21.10

ფორ)ავს

უქმ:  სთო_აფრ 

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

www.000webhost.com