სამაგიერო გადაუხადეს

   სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) მე-11 რაუნდში აფრიკულ ხუთეულში "ბულზი" დაწინაურდა, 7-გზის ჩემპიონმა "ქრუსეიდერზმა" კი, შარშანდელ ფინალში წაგებისთვის, "რედსს" გადაუხადა  სამაგიერო.

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

"ბულზმა" 4-მატჩა ტურნე მელბურნში გახსნა და პირველ ტაიმშივე ოთხი ლელო გაუშვა, მაგრამ მაგდენი თავადაც დადო და ჯამში ორი ჯარიმითღა აჯობა "რებელზს. ამას დაუბრუნდა ღვაწლ-მოსილი კაპიტანი სთერლინგ მორთლოქი, 10 ნომრად კი, შინ მიბრუნებული ინგლისელის, დენი სიპრიანის ნაცვლად, შავტუხა ქერთლი ბილი იდგა.

ბულზმა პირველი ლელო ფრთამდე ჩათამაშებით, მეოთხე მოლით, მეხუთე კი გადაკიდებით გაიტანა. მისი მაჩანჩალა მეზობელი "ლაიონზიც" ზღვისრეთში მოგზაურობს და გულიანადაც ბურთაობს, მაგრამ 12 წლის შემდეგ პროვინციულ პუკეკოეში (ქაუნთიზ მანუკაუ) მიბრუნებულმა "ჩიფსმა" უსიტყვოდ გააბითურა და წინა დღით დაკარგული ლიდერობაც დაიბრუნა.

კიდეზე გაუძვრათ

ვაიქათოელთა მგეზავმა არონ ქრუდენმა თითო ლელოსა და სალელოე პასს 6 გოლით 14 ქულა დაურთო. პრემიის მომტანი, მეოთხე ლელო ჰავბექმა ბრენდონ ლენარდმა გასრიალებით შეიტანა, ჩიფსმა კი უკვე მეცხრე მატჩი მოიგო (თანაც ზედიზედ) და წინა 16 სეზონის საუკეთესო შედეგი გაიმეორა.

ოზური დარბი ტრადიციულად უღიმღამო გამოვიდა. შესვენების მაუწყებელი სირენის დროს ულელოო ფრე იყო, ფიჯელი "ბრამბი" ჰენრი სპეითი კიდეზე რომ გაუძვრა ვოლაბ "ვორათებს" - ბერიქ ბარნსსა და ადამ ეშლი-ქუპერს.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჰავბექ ნიქ ვაითის პასით ენდრიუ სმითი მიზანს ახლოდან ეწია, სულ ბოლოს კი გაირკვა, რომ "ბრამბიზის" მგეზავს, ქრისჩან ლეალიფანოს კოჭი მოსტეხოდა, რის გამოც ნახევარი წელი გაუცდება.

მღლეტელს შარი მოსდო

შარშანდელი ფინალის რე-მატჩი ბრაის ლორენსმავე იმარჯვა და თამაშის მეტი წილი ბოჭვის არეში თვისტომი "ქრუსეიდერზი" აჯარიმა, მაგრამ კრიტიკულ მომენტში, როცა "რედსი" ჯერაც წინ იყო, რეფმა შარი მოსდო ოზთა მღლეტელ ლაიემ გილს, რაქის შექმნისას ხელით რად ითამაშეო; არადა, მოქმედი წესებით ეს ნებადართულია.

ამ ჯარიმით თომ თეილორმა საბოლოოდ დააწინაურა მასპინძლები, მერე კი რობ დევისი კონტრ-შეტევაზე ბურთის შეყოვნებისთვის დაისაჯა. კივებმა ოზები ისევ დაჯაბნეს შერკინებაში. სტუმრებმა ენდი ელისს დაუფარეს და მატჩის ერთადერთი ლელო 54-ე წამზე შეიტანეს.

53-ე წუთზე კოხტა გარღვევა მოაწყო შუამარბმა (!) დენ ქართერმა და ზექ გილდფორდი ალამთანღა გადადენეს კიდეზე, სტუმრები კი ბოლოჯერ მაშინ დაწინაურდნენ, უბურთო ვილ გენიას მხრით რომ დაეჯახა ბურჯი ვაიეთ ქროქეთი და სინბინში წაბრძანდა.

დამცველის სასარგებლოდ

"ბლუზი" მეცხრედაც დამარცხდა და კვლავ ბოლოა. ტელი-რეფმა "ჰარიქენზს" ორჯერ ვერ ჩაუთვალა ლელო, მაგრამ მასპინძლებმა ორჯერვე უმალ ივარგეს. კონრად სმითმა ანგარიში დაგდებული აბრაგანის ატაცებით გახსნა, მესამე ლელოზე კი სხარტად უპასა ჯულიან სავეას.

მეოთხე ლელო თი-ჯეი პერენარამ 5-მეტრა შერკინებიდან გაიტანა, მეორე კი თერნოვერს მოყვა - ქორი ჯეინმა გაიჯეჯილა და წამოსწრებულ ანდრე თეილორს მიაწოდა.

"შარქსს" წვიმაში 28-ვე ქულა ათმა ნომერმა, პათრიქ ლემბიმ შესძინა - რვა ცდით რვა გოლი შეაგდო და ქიგან დენიელის გაგორებულიც იხელთა, რაღაი "ჰაილენდერი" ჰოსეა გიარი ბურთს აცდა. კივებმა ოვალით სამჯერ მეტი ინავარდეს და იაპებმაც სამჯერვე მეტი ბოჭეს, მაგრამ სხვაობა 12 ქულა გამოვიდა ... დამცველის სასარგებლოდ.

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

 

ზე რაგბი

XI რაუნდი ($ პრემია)

წინა რაუნდები   >>    0   1   2   3   4   5   6   7   8   9   10

<<    ჰარიქენზ$ 35:19 ბლუზ

5ლ: სმით თეილორ სავეა პერენარა ჯ.ითონ; 2გ 2ჯ: ბარეთ -
ლ: ბ.სთენლი; გ: მანრო; 4ჯ: ვიპუ

რეფ პეიპერ (აფრ)
0:3(6) 5:3(11) 5:6(17) 8:6(21) 8:9(24) 8:12(31) 13:12(35) 16:12(39) /
21:12(59) 28:12(68) 28:19(75) 35:19(80+)

<<    რებელზ$$ 35:41 ბულზ$

5: ბლეიქ ვუნა (2 5) ფიპს დელვ; 5გ: ბილ სბ ლ.ჯოუნზ -
5ლ: ა.ნდუნხანე ბასონ მ.სტეინ სტანდერ ენხელბრეხტ; 5გ 2ჯ: სტეინ სბ ფლ.ფანდერმერვე

რეფ ლის (ავს)
0:7(7) 7:7(12) 14:7(16) 14:14(20) სბ(21ბ) 14:17(26სბ) 14:24(29) 21:24(36) 21:31(39პ) 28:31(40+4პ) / 28:38(62) 35:38(65) 35:41(73)

<<    ჩიფს$ 34:21 ლაიონზ

4: ქრუდენ ქლარქ მასანგა ლენარდ; 4გ 2ჯ: ქრუდენ -
3ლ: ხრობელარ (1 3) ჯ.სტრაუს; 3გ: იანკის

რეფ სმით (ავს) @ პუკეკოე
3:0(5) 6:0(15) 13:0(20) 20:0(28) 20:7(35) /
27:7(50) 27:14(55) 34:14(57) 34:21(69)

<<    ბრამბიზ 23:6 ვორათაზ

2ლ: სპეით სმით; 2გ 3ჯ: ლეალიფანო სბ მოუენ - 2ჯ: მაკქიბინ

რეფ პოლოქ (ზელ)
3:0(11) 3:3(17) 6:3(27) 6:6(38) 13:6(40+3) / 20:6(45) 23:6(72) სბ(74)

<<    შარქს 28:16 ჰაილენდერზ

გ 7ჯ: ლემბი სბ ბოტეს - ლ: ბეიქერ; გ 3ჯ: დელენი

რეფ ვოლშ (ავს)
3:0(3) 3:3(7) 6:3(11) 9:3(17) 12:3(19) 12:6(27) 12:9(33სბ) 15:9(40) /
15:16(51) 18:16(57) 21:16(61) 28:16(63)

<<    ჩიტაზ 17:13 ფორს$

ლ: ად.სტრაუს; 4ჯ: ს.ებერზონ 3, დებრეინ (3) -
ლ: ვ.სთენლი; გ 2ჯ: ჰარვი

რეფ ბერი (აფრ)
0:3(9) 3:3(13) 6:3(19) 6:6(34) 9:6(38) / 9:13(47) 14:13(54) 17:13(60)

<<    ქრუსეიდერზ 15:11 რედს$

5: თეილორ სბ ქროქეთ - ლ: ჰენსონ; 2ჯ: ჰარის

რეფ ბ.ლორენს (ზელ)
0:5(1) 3:5(9) 6:5(23) / 6:8(44) 9:8(47) 9:11(64სბ) 12:11(74) 15:11(76)

<<   უქმობდა სთორმერზ

პლეი-ოფში გადის ექვსი მოწინავე:
სამივე ქვეყნის ჯილა (ზედა სამეულში ერგებათ ადგილი)
და სამიც სხვებში უკეთესი

ად გუნდი (ქალაქი) ქვეყ (წინაზე)

მ-წ$უ

სხვ

გატ:გაშ

პრ

1

ჩიფ

(ჰემილთონ)

ზელ

(1)

44

9-1$1

+92

28/12

275:183

4

2

ბულ

(პრეტორია)

აფრ

(4)

42

7-2$2

+105

33/21

311:206

6

3

ბრმ

(კანბერა)

ავს

(3)

35

6-4$1

+53

29/17

265:212

7

4

სთო

(ქეიპთაუნ)

აფრ

(2)

41

8-1$2

+66

16/09

210:144

1

5

ქრს

(ქრაისთჩერჩ)

ზელ

(6)

37

7-3$1

+51

22/20

268:217

5

6

ჰლნ

(დანიდინ)

ზელ

(5)

34

7-3$1

+13

23/16

244:231

2

7

შრქ

(დურბან)

აფრ

(7)

31

5-5$1

-4

22/22

230:234

7

8

ჰრქ

(ველინგთონ)

ზელ

(10)

30

5-5$1

-1

34/26

288:289

6

9

რედ

(ბრისბენ)

ავს

(9)

26

5-5$1

-55

18/24

187:242

2

10

ჩტზ

(ბლუმფონტეინ)

აფრ

(11)

26

4-6$1

-10

23/27

277:287

6

11

ვრთ

(სიდნეი)

ავს

(8)

26

4-6$1

-10

22/23

232:242

6

12

რბლ

(მელბურნ)

ავს

(12)

20

2-7$2

-93

17/34

189:282

4

13

ფორ

(პერთ)

ავს

(13)

18

2-8$1

-49

18/25

197:246

6

14

ლნზ

(იოჰანესბერგ)

აფრ

(14)

14

1-8$2

-89

15/29

171:260

2

15

ბლუ

(ოქლენდ)

ზელ

(15)

12

1-9$1

-69

16/31

206:275

4

ქულათა (მ-წ*ფ$უ) ნიხრი: მოგება და უქმობა 4, ფრე 2, წაგება 0
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა -
თითო პრემია ($)

ტოლობისას: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი

>>   ქულა (# დაშავდა)

149 მორნეი სტეინ (ბულ; 145 არონ ქრუდენ (ჩიფ, იოჰან ჰუსენ# (ჩტზ; 121 ბოდენ ბარეთ (ჰრქ; 109 თომ თეილორ (ქრს, ქრისჩან ლეალიფანო# (ბრმ; 108 პათრიქ ლემბი (შრქ)

>>   ლელო

8 ანდრე თეილორ (ჰრქ; 7 ბიორნ ბასონ (ბულ, სონა ტაუმალოლო (ჩიფ; 6 რობი ფრუენ (ქრს; 5 ლელია მასანგა (ჩიფ, თი-ჯეი პერენარა (ჰრქ, ჰენრი სპეით (ბრმ, დომ შიპერლი (რედ)

<<   XII რაუნდი (საქ დროით)

პარ 11/05

ბლუ(ზელ

11.35

ლნზ)აფრ

ვრთ(ავს

13.40

ბულ)აფრ

კვი 13/05

რედ(ავს

10.10

ჩიფ)ზელ

შაბ 12/05

ჰლნ(ზელ

11.35

ჰრქ)ზელ

რბლ(ავს

13.40

ქრს)ზელ

შრქ(აფრ

19.05

ფორ)ავს

სთო(აფრ

21.10

ჩტზ)აფრ

უქმ:  ბრმ_ავს

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

www.000webhost.com