დიადი გურუს მეათე ტიტული

   შვიდკაცის მსოფლიო სერია მეცამეტე სეზონში მეათედაც რომ მოიგო ზელანდიამ, კივთა უცვლელი და ღვაწლ-მოსილი გურუ, გორდონ თიჩენსი ირბ-მა "დიდების დარბაზში" შეიყვანა.

ზელანდია ბოლო ეტაპის წინ იმდენით უსწრებდა ფიჯს, რომ პირველობისთვის სინის ფინალში გასვლაც ყოფნიდა. კივებმა "გეგმა გადაჭარბებით შეასრულეს" - თასის მეოთხედ-ფინალში ნულზე მოსრეს აფრიკა, მერე კი, ტიტულ-დაბევებულები, ფიჯმა ისინი იქეთ გააბურთავა და ფინალში სამოასაც აჯობა.

ეტაპს ინგლისური რაგბის ტაძარმა, თვიქნემმა უმასპინძლა. შაბათს სეირზე 60 050 ქომაგი მივიდა, რითაც შარშან იქვე დამყარებული, მსოფლიოს საშვიდკაცო რეკორდი (54 357) გაუმჯობესდა. ბრიტები დღის ბოლო მატჩში სამოამ ძლია და ისე გამოვიდა, რომ ოთხივე პული ზღვისრეთის გუნდებმა მოიგეს.

ლონდონის დასი იგივე იყო, რაც წინა უქმეებზე, გლაზგოში. სენსაცია გამოაცხო ესპანეთმა, ვინც "მსოფლიოს ჩემპიონი" უელსი გააგორა და თასზე პირველად გავიდა. "ლომები, კანადა და პორტუგალია "გაისად" ბობოლა დუჟინს ემატებიან და სერიის ყველა ეტაპზე იჩაუქებენ, სეზონი კი 10 ტურნირამდე გაიწელება და ოქტომბერში დაიწყება.

მოსკოვის საგზური ხუთია

გაისადვე შვიდკაცის მეექვსე და ვინძლო ბოლო "მსოფლიო თასიცაა, რადგან ვიდრე "სახალისო რაგბს" ოლიმპიადაში შეიტანდნენ, ირბ-მა ივალდებულა, მაგ შეჯიბრს მოვშლი, რათა ოლიმპიურ ოქროს ფასი დაედოსო. საბჭო ამ საკითხზე მას აქეთ დუმს, რუსეთისათვის
2013 წლის თასის გამართვის დაკისრების სამ წლისთავზე კი ეგღა გამოაცხადა, რომ კაცთა 24 და ქალთა 16 გუნდის ტურნირი მოსკოვში, ლუჟნიკში, 28-30 ივნისს გაიმართება.

24 მონაწილიდან რვა (უელ არგ სამ კენ ზელ აფრ ინგ ფიჯ) დუბაიში, 2009 წლის თასზე მეოთხედ-ფინალში გავიდა, მეცხრე კი მასპინძელია. არა-ფორმალურ წყაროთა თანახმად, ევროპის 12-გუნდა შესარჩევი ელგარვეში (პორტუგალია) 21-22 ივლისსაა. მოსკოვის საგზურს ხუთი უკეთესი მიიღებს, მანამდე კი "ქართულ შვიდკაცას" სამ ეტაპამდე
(
2-3/06 ლიონი, 30/06-1/07 მოსკოვი, 7-8/07 ოდენსე) შეკვეცილი, "ევროპის გრან-პრი" ელის.

 

ირბ-ის შვიდკაცის XIII სეზონი

ბოლო, IX ეტაპი. 12-13/05 თვიქნემ (ინგ)

<<   პულები (# ხიზანი)

(ა) ზელანდია 3-0, არგენტინა 2-1 / რუსეთი# 1-2, კენია 0-3
(ბ) სამოა 3-0, ინგლისი 2-1 / საფრანგეთი 1-2, შტატები 0-3
(გ) ფიჯი 3-0, ესპანეთი
# 2-1 / უელსი 1-2, ზიმბაბვე# 0-3
(დ) ავსტრალია 3-0, აფრიკა 2-1 / შოტლანდია 1-2, პორტუგალია
# 0-3

<<   მოულოდნელობანი

(ა) კენია 19:21 რუსეთი
(გ) უელსი 7:22 ესპანეთი

<<   შოუ რაუნდი

(ა) ზელანდია 15:10 არგენტინა
(ბ) სამოა 14:7 ინგლისი
(გ) ფიჯი 43:7 უელსი
(დ) ავსტრალია 19:17 აფრიკა

<<   მეოთხედ-ფინალი

ზელანდია (ა1) 36:0 აფრიკა (დ2)
ფიჯი (გ1) 21:14 ინგლისი (ბ2)
არგენტინა (ა2) 12:7 ავსტრალია (დ1)
სამოა (ბ1) 22:7 ესპანეთი (გ2)

<<   ნახევარ-ფინალი

ფიჯი 31:7 ზელანდია
სამოა 21:19 არგენტინა

<<   ფინალი

ფარი (XIII) საფრანგეთი 19:12 შტატები
ფიალა (IX) უელსი 27:5 შოტლანდია
სინი (V) ავსტრალია 14:12 ინგლისი
ბრინჯაო (III) ზელანდია 40:0 არგენტინა
თასი (I) ფიჯი 38:15 სამოა

ფიჯი: 1 ჯიმილაი ნაიკანდავა, 2 სეტეფანო თაკაუ, 3 ვაისეა ნაიათალევუ, 4 მეტუსიელა ტალემბულა, 5 ისაკე კატონიმბაუ,
6 ჯოჯი მბალევიანი-რანქამატე, 7 ჯოელი ლუტუმაილანგი *
8 ილაი ტინაი, 9 ტიმოთი ვაკანდრანუ, 11 ისიკელი ტუივაინუნუ-ვურუნა, 12 ნიკო მბიუ-ვერეკაუტა

კიბე 2012

ჯამი

გლქ

დუბ

პეზ

ველ

ლას

ჰნკ

ტოკ

გლზ

ლონ

ზელანდია 167 19 10 22 22 19 19 17 22 17
ფიჯი 161 22 17 12 19 17 22 13 17 22
ინგლისი 135 10 22 15 17 10 15 15 19 12
სამოა 133 12 3 17 15 22 13 19 13 19
აფრიკა 125 17 12 19 13 15 17 12 10 10
ავსტრალია 112 15 13 10 7 7 10 22 15 13
არგენტინა 92 8 15 5 5 12 12 10 10 15
უელსი 91 13 10 13 5 10 10 10 12 8
საფრანგეთი 73 10 19 10 10 3 5 8 5 3
შოტლანდია 48 7 8 8 3 2 5 3 5 7
შტატები 41 5 7 5 1 5 7 7 2 2
კენია 40 1 2 2 8 13 8 2 3 1
კანადა 33 0 5 7 10 8 3 0 0 0
ესპანეთი 19 0 0 0 0 0 2 0 7 10
პორტუგალია 18 0 5 1 0 0 1 5 1 5
ტონგა 17 5 0 0 12 0 0 0 0 0
ზიმბაბვე 10 0 1 3 0 0 0 0 1 5
იაპონია 10 2 0 0 1 5 1 1 0 0
რუსეთი 10 0 0 0 0 0 0 1 8 1
ჰონკონგი 5 0 0 0 0 0 0 5 0 0
პაპუასეთი 3 3 0 0 0 0 0 0 0 0
ქუქეთი 2 0 0 0 2 0 0 0 0 0
არაბეთი 1 0 1 0 0 0 0 0 0 0
ბრაზილია 1 0 0 0 0 1 0 0 0 0
მაროკო 1 0 0 1 0 0 0 0 0 0
ნიუე 1 1 0 0 0 0 0 0 0 0
ურუგვაი 1 0 0 0 0 1 0 0 0 0

ეტაპები: გოულდ ქოუსთ (ავს, დუბაი (არბ, პორტ ელიზაბეთ (აფრ, ველინგთონ (ზელ, ლას ვეგას (აშშ, ჰონკონგ (ჩინ, ტოკიო (იაპ,
გლაზგო (შტლ, ლონდონ (ინგ)

<<   სერიის ჩემპიონი

ზელანდია 10   2000 2001 2002 2003 2004 2005 2007 2008 2011 2012
ფიჯი   1   2006
აფრიკა   1   2009
სამოა   1   2010

<<   თასის მფლობელი

1999-2012 (109 ეტაპი: 44 ზელანდია - 19 ფიჯი; 14 აფრიკა, ინგლისი - 9 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი

<<   წლის მოშვიდკაცე

2004 საიმონ ამორ (ინგ, 2005 ორენე აი (ზელ, 2006 უალე მაი (სამ, 2007 აფელეკე პელენისე (ზელ, 2008 დიჯეი ფორბს (ზელ,
2009 ოლი ფილიპს (ინგ, 2010 მიკაელე პესამინო (სამ,
2011 სესილ აფრიკა (აფრ,
2012 ტომასი თამა (ზელ)

 

www.000webhost.com