ახლოდან შეტანილებით

   სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) მე-12 რაუნდში "ბულზმა" ბოლოსღა რომ გატეხა "ვორათაზი, ლიდერობა ჩამოართვა "ჩიფსს, ვინც შარშანდელმა ჩემპიონმა, "რედსმა" წალეკა, 7-გზის ჯილა "ქრუსეიდერზი" კი გუნდად ქცეულმა "რებელზმა" დაამუხრუჭა.

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

"ბულზმა" პარასკევს ზღვისრეთულ ტურნეზე მეორედაც იმარჯვა, თუმცკი მატჩის მეტი წილი ჩამორჩებოდა "ვორათაზს. ამისმა მგეზავმა ბერიქ ბარნსმა მოკლე პასით რობ ჰორნი დაგეზა, გრძელი - ატიელი პაკალანს მიაწვდინა და კარშიც ზუსტად ურტყა, მაგრამ როგორც ხშირად მომხდარა, ნებიერ სიდნეელებს ბოლომდე ვერ ეყოთ ჯიგარი.

ბულზმა სამივე ლელო ახლოდან შეიტანა. პირველზე ჰავბექი ფრანსუა ჰოუხარდი რაქიდან ეწია მიზანს; მეორეზე უცებ გათამაშებულ ჯარიმას მორნეი სტეინმა ბრმა პასი მოაყოლა, ბოლოზე კი ბურჯმა ვერნერ კრიერმა ზედახორაში დააგვირგვინა ძალურ სოლოთა წყება.

კანადელიც აიმატეს

ბულზი ამ მოგებით გალიდერდა. შაბათს მისი გადასწრება შეეძლო "სთორმერზს, კვირას კი "ჩიფსს, მაგრამ ორივეს მოეცარა ხელი. მესამე ხაზის ტრავმებით გაწამებულმა ქეიპთაუნის გუნდმა კანადელი (!)
ჯებ სინქლერი აიმატა, მაგრამ ახლა მულატი ნიზამ ქარი დაემტვრა,
0:16 ჩამორჩენილმა "ჩიტაზმა" კი მეორე ტაიმში ხელი გამოიღო და ღობესთან დაშხოშიანი მუშტი-კრივიც გაუმართა მასპინძლებს.

სთორმერზმა ძლივსღა, უპრემიოდ მოიგო და აფრიკაში მეორე, ხოლო კრებსით ცხრილში მეოთხე ადგილზე დარჩა, მობურთალი ჩიფსი კი მეორე ტაიმში წაახდინა ფორმაში შესულმა "რედსმა. კივებმა პირველი ნახევრის ბოლო ათ წუთში აიშვეს - არონ ქრუდენის, სონი-ბილ ვილიამსისა და ლელია მასანგას ანსამბლმა 22:8 გაუსწრო ქვინზლენდს, მაგრამ რიჩარდ კაჰუი ისე დაშავდა, რომ წელს ვეღარ ითამაშებს.

ნომერი ვერ შენიშნეს

ოზებმა სირენის შემდეგ გარისკეს და ბენ ლუქასი ახლოდან ეწია მიზანს, შესვენების შემდეგ კი რედსმა ქიქოფიც იხელთა და "აიღე და მიეძალეთი" ერთ წუთში გაიარა ლელომდე დარჩენილი 40 მეტრი.

ხუთ წუთში, 22:22-ზე, ვილ გენიამ მოაწყო 60-მეტრიანი სლალომი და სპრინტი, ბოლო მეოთხედში კი ლუქ მორაჰენმა სონი-ბილი შუბურად რომ დასცა, მსაჯებმა დამრღვევის ნომერი ვითომც ვერ შენიშნეს. ჰოდა, ზურგმა (ფულ-ბექი) ბოჭვებით სამჯერ გადაარჩინა რედსი ლელოს!

ბობოლა "ქრუსეიდერზმა" ლიდერები - ქიარან რიდი და იზრაელ დეგი მარქაფაში დაისვა, ესაო და "რებელზს" უმაგათოდაც მოვუგებო, მელბურნის მზარდმა გუნდმა კი ისე მოინდომა, რომ ტურნირის განვრცობის კრიტიკოსები ვეღარ მიაძახებენ, ზე-რაგბში რა გესაქმებაო.

ბურჯს პასი ჩაუჭრა

ვიქტორიელთა გარემარბის, მარქ ჯერარდის ორი რეიდი ჰავბექმა ნიქ ფიბსმა დაასრულა ლელოებით, კრიტიკულ მომენტში კი ბებერმა "ვოლაბმა, სთერლინგ მორთლოქმა პასი ჩაუჭრა ქენთებრელ ბურჯ (!) ოუენ ფრენქსს და ლიგელ ქუპერ ვუნასთან წაიბურთავა.

ქრუსეიდერზი მეორე ტაიმში უქულოდ (!) დაშვრა. კივურ დარბში "ჰაილენდერზმა" თავიდან ორჯერ დაალელოვა "ჰარიქენზი, მაგრამ 50-ე წუთის მიდამოში მასპინძლებს თემიდა შემოსწრა: ჯერ ტელი-რეფმა ალამთან გატანილი ლელო არ ჩაუთვალათ, მერე კი სტუმართა მიერ კიდეზე დაბიჯება გამორჩა თანა-მსაჯს და ლელო იქეთ დაიდო.

ჰაილენდერზი მაინც იგებდა, ჯულიან სავეამ ხელის კვრით რომ მოიშორა მბოჭავი და ლელოსკენ გაქანებულმა შემხვდურიც მოაღორა. სხვაფრივ, "შარქსმა" მწარედ მოსრა "ფორსი" და მოწინავე ექვსეულში შეიჭრა, მაჩანჩალათა ცოდვილობაში კი "ბლუზმა" იოლად აჯობა "ლაიონზს" და ბოლო ადგილი მასვე გადაულოცა.

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

 

ზე რაგბი

XII რაუნდი ($ პრემია)

წინა რაუნდები   >>    0   1   2   3   4   5   6   7   8   9  10  11

<<    ბლუზ 25:3 ლაიონზ

3ლ: ჰობს მეთიუსონ ლ.ბრეიდ; 2გ 2ჯ: ენსქოუმ -
ჯ: იანკის სბ ფანრენსბერგ

რეფ გარდნერ (ავს)
0
:3(6) 7:3(18) 10:3(26) / 13:3(46) სბ(49ლ) 18:3(56) 25:3(80+)

<<    ვორათაზ$ 24:27 ბულზ

2ლ: ჰორნ პაკალანი; გ: ბარნს; 4ჯ: ბარნს 3, მაკქიბინ სბ მამ -
3ლ: ჰოუხარდ ა.ნდუნხანე ვ.კრიერ; 3გ 2ჯ: მ.სტეინ

რეფ პოლოქ (ზელ)
0:3(10) 3:3(13) 10:3(17) სბ(23ვ) 10:10(26) 13:10(33) /
16:10(49) 16:17(59) 21:17(64) 21:20(67) 24:20(72) 24:27(78)

<<    ჰაილენდერზ$ 20:26 ჰარიქენზ

2: ნოუქს თომსონ; 2გ: ნოუქს; 2ჯ: ნოუქს დელენი -
2ლ: ლევავე სავეა; 2გ 4ჯ: ბარეთ

რეფ ჯექსონ (ზელ)
0:3(5) 7:3(15) 14:3(22) 14:6(26) 14:9(33) /
17:9(50) 17:16(52) 17:19(65) 20:19(71) 20:26(76)

<<    რებელზ 28:19 ქრუსეიდერზ

3ლ: ფიპს (1 2) მორთლოქ; 2გ 3ჯ: ბილ -
ლ: ს.ვაითლოქ; გ 4ჯ: თეილორ

რეფ პეიპერ (აფრ)
7:0(13) 7:3(16) 7:6(20) 10:6(25) 10:13(31) 10:16(34) 10:19(40+) /
13:19(47) 16:19(55) 23:19(67) 28:19(69)

<<    შარქს$ 53:11 ფორს

7ლ: საიქს იორდან ლუდიკ მვოვო (4 5) ბერდენ ბოტეს; 6გ: ლემბი 2, მიშალაკ 4; 2ჯ: ლემბი სბ ბერდენ - ლ: ვორა; 2ჯ: ჰარვი სბ მაკქაფრი

რეფ მ.ლორენს (აფრ)
0:3(6) 3:3(13) 10:3(17) 10:6(30) 17:6(33) 20:6(40) /
27:6(42) 32:6(45პ) 39:6(51) სბ(60ფ) 46:6(69) 53:6(74) სბ(79შ) 53:11(80)

<<    სთორმერზ 16:14 ჩიტაზ$

ლ: ეცებეთ; გ 3ჯ: გრანთ სბ ელსტატ -
2ლ: დანილერ ვ.ლერუ; 2გ: რ.სმიტ

რეფ ვოლშ (ავს)
3:0(10) 6:0(13) 9:0(17) 16:0(24) / 16:7(49) სბ(55ს) 16:14(67)

<<    რედს$ 42:27 ჩიფს$

5ლ: შიპერლი ლუქას ჰიგინბოთამ გენია ს.ფაინგა; 4გ 2ჯ ა: ჰარის -4ლ: სბ.ვილიამს მესამ ტაუმალოლო ტიკოიროტუმა; 2გ ჯ: ქრუდენ

რეფ იონკერ (აფრ)
5:0(4) 5:3(16) 8:3(20) 8:10(31) 8:17(34) 8:22(38) 15:22(40+3) /
22:22(43) 29:22(48პ) 36:22(52) 36:27(59პ) 39:27(64ა) 42:27(76)

<<   უქმობდა ბრამბიზ

პლეი-ოფში გადის ექვსი მოწინავე:
სამივე ქვეყნის ჯილა (ზედა სამეულში ერგებათ ადგილი)
და სამიც სხვებში უკეთესი

ად გუნდი (ქალაქი) ქვეყ (წინაზე)

მ-წ$უ

სხვ

გატ:გაშ

პრ

1

ბულ

(პრეტორია)

აფრ

(2)

46

8-2$2

+108

36/23

338:230

6

2

ჩიფ

(ჰემილთონ)

ზელ

(1)

45

9-2$1

+77

32/17

302:225

5

3

ბრმ

(კანბერა)

ავს

(3)

39

6-4$2

+53

29/17

265:212

7

4

სთო

(ქეიპთაუნ)

აფრ

(4)

45

9-1$2

+68

17/11

226:158

1

5

ქრს

(ქრაისთჩერჩ)

ზელ

(5)

37

7-4$1

+42

23/23

287:245

5

6

შრქ

(დურბან)

აფრ

(7)

36

6-5$1

+38

29/23

283:245

8

7

ჰლნ

(დანიდინ)

ზელ

(6)

35

7-4$1

+7

25/18

264:257

3

8

ჰრქ

(ველინგთონ)

ზელ

(8)

34

6-5$1

+5

36/28

314:309

6

9

რედ

(ბრისბენ)

ავს

(9)

31

6-5$1

-40

23/28

229:269

3

10

ჩტზ

(ბლუმფონტეინ)

აფრ

(10)

27

4-7$1

-12

25/28

291:303

7

11

ვრთ

(სიდნეი)

ავს

(11)

27

4-7$1

-13

24/26

256:269

7

12

რბლ

(მელბურნ)

ავს

(12)

24

3-7$2

-84

20/35

217:301

4

13

ფორ

(პერთ)

ავს

(13)

18

2-9$1

-91

19/32

208:299

6

14

ბლუ

(ოქლენდ)

ზელ

(15)

16

2-9$1

-47

19/31

231:278

4

15

ლნზ

(იოჰანესბერგ)

აფრ

(14)

14

1-9$2

-111

15/32

174:285

2

ქულათა (მ-წ*ფ$უ) ნიხრი: მოგება და უქმობა 4, ფრე 2, წაგება 0
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა -
თითო პრემია ($)

ტოლობისას: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი

>>   ქულა (# დაშავდა)

161 მორნეი სტეინ (ბულ; 152 არონ ქრუდენ (ჩიფ; 145 იოჰან ჰუსენ# (ჩტზ; 137 ბოდენ ბარეთ (ჰრქ; 123 თომ თეილორ (ქრს; 118 პათრიქ ლემბი (შრქ; 109 ქრისჩან ლეალიფანო# (ბრმ)

>>   ლელო

8 ანდრე თეილორ (ჰრქ, სონა ტაუმალოლო (ჩიფ; 7 ბიორნ ბასონ (ბულ; 6 რობი ფრუენ (ქრს, დომ შიპერლი (რედ; 5 ლელია მასანგა (ჩიფ, ლუაზი მვოვო (შრქ, თი-ჯეი პერენარა (ჰრქ, ჰენრი სპეით (ბრმ)

<<   XIII რაუნდი (საქ დროით)

პარ 18/05

ჰრქ(ზელ

11.35

ბრმ)ავს

კვი 20/05

ფორ(ავს

10.05

რბლ)ავს

უქმ:  ჩიფ_ზელ

შაბ 19/05

ჰლნ(ზელ

09.30

ბულ)აფრ

ქრს(ზელ

11.35

ბლუ)ზელ

რედ(ავს

13.40

ლნზ)აფრ

ჩტზ(აფრ

19.05

შრქ)აფრ

სთო(აფრ

21.10

ვრთ)ავს

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

www.000webhost.com