მეტი მოგების გამო

   სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) მე-13 რაუნდში "ჰაილენდერზმა" რომ დაამარცხა ლიდერი "ბულზი, წინ გაიჭრა აფრიკისვე "სთორმერზი, ვისაც ჯერაც ვერ აუღია მეოთხე ლელოსთვის დაწესებული პრემია.

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

"ბულზის" ქიქერმა მორნეი სტეინმა მეასე ზე-კეპი მიითვალა. საწყისი საათი ულელოოდ გაილია. ბურებს ბოჭვის არეში წესის ზედიზედ დარღვევისთვის ბურჯი რომ გაუსინბინეს, კივებმა დამუღამებული მოტივით შეუტიეს 5-მეტრა შერკინებიდან და მეორე ფაზაში მიზანს ეწია ჯარედ ჰოეატა. სტუმრებმა ბოლოს ძალური სოლოებით შეიტანეს საპასუხო ლელო, მაგრამ ერთ, სანუგეშო ქულასღა დასჯერდნენ.

შინ მორაგბე "სთორმერზმა" "ვორათაზი" შესვენებამდე ორჯერ დაალელოვა: ხიო აპლონმა გაჭრა ხაზი და მერე ბურთი იქეთა ფრთამდე ჩათამაშდა, და კვაჭმა ტიან ლიბენბერხმაც ალამთან დაყვინა - მაგრამ კონცხელებმა მეორე ტაიმში ერთი ჯარიმაღა შეაგდეს და ძლივს გაიმარჯვეს. და მაინც, რაკი "ჩიფსი" უქმობდა, სთორმერზმა მეტი მოგების წყალობით დაიბრუნა პირველი ადგილი.

გაიბრწყინა და აურია

ავსტრალიაში ვითარება იძაბება: "ბრამბიზმა" სტუმრად თამაში შემოუბრუნა "ჰარიქენზს, "რედსს" კი დაუბრუნდა შვიდი თვის უბურთავებელი ქვეიდ ქუპერი. კანბერას ორივე 10 ნომერი რომ დაემტვრა, ბექთა გურუს, 37 წლის სთივენ ლარქემს დაუპირა მოედანზე გაყვანა, მაგრამ ამან შორს დაიჭირა და ჯეელ ზექ ჰოლმსს მიენდო.

ბიჭმა გაამართლა და ბოლოს პრემიის მომტანი ლელოც დადო, ძლეულ კივთაგან კი რაქის გვერდით გაძრომითა და ეშხიანი სლალომით დუბლი შეასრულა 19 წლის ჰავბექმა, თი-ჯეი პერენარამ. ქვეიდმა ფრთხილად დაიწყო და რომ გათამამდა, ბარემ სამჯერ გაიბრწყინა, მაგრამ თანდათან აურია და შესვენებაზე შეცვალეს.

ბოლოს ფრთიდან შეაგდო

ქუპერის მეწყვილე ვილ გენია ფორმაში ჩადგა და გრძელი სოლოთი კიდევ გაიტანა ლელო. "ქრუსეიდერზმა" დენ ქართერი თორმეტის ნაცვლად 10 ნომრად დაიყენა და 9-ჯერ დალახვრა ძველი მეტოქე, ხოლო აწ გავერანებული "ბლუზი"

"შარქსის" ფრანგმა მგეზავმა, ფრედი მიშალაკმა რიან ფილიუნის აბრაგანს ბოლომდე რომ მისდია, ბურთს ხელი წაუტყაპუნა, დაიჭირა და დადო. დურბანელებმა "ჩიტაზი" სულ პირველი ქიქოფის მიღებითაც დაალელოვეს -  2.25 წუთში 12 ფაზა აკინძეს, პრემია კი ბოლოსღა აიღეს, როცა ლუაზი მვოვომ დაფინტა.

რაუნდი დაამშვენა კვირის ოზურმა დარბმა: ამქარში შარშან მიღებულმა "რებელზმა" შესვენებამდე ოთხი ლელო დაუდო "ფორსს, მაგრამ ერთი ქულით იმითღა გაიმარჯვა, რომ 10 ნომრად დიდებულად მოთამაშე ქერთლი ბილმა მარცხენა ფრთიდან ბოლოს ჯარიმა შეაგდო.

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

 

ზე რაგბი

XIII რაუნდი ($ პრემია)

წინა რაუნდები   >>    0   1   2   3   4   5   6   7   8   9  10  11  12

<<    ჰარიქენზ$ 25:37 ბრამბიზ$

4ლ: პერენარა (1 3) ვიტო ტომანგა-ალენ; გ ჯ: ა.თეილორ -
4ლ: აელუა ს.ქართერ ჰუპერ ზ.ჰოლმს; 4გ 3ჯ: ჰოლმს

რეფ მ.ლორენს (აფრ)
0:3(6) 0:10(9) 5:10(16) 5:13(21) 8:13(23) 15:13(30) /
20:13(43) 20:16(48) 25:16(52) 25:23(55) 25:30(64) 25:37(70პ)

<<    ჰაილენდერზ 16:11 ბულზ$

ლ: ჰოეატა; გ 3ჯ: დელენი -
ლ: ვაპენერ; 2ჯ: მ.სტეინ სბ ხრეილინხ

რეფ ი.სმით (ავს)
0:3(14) 3:3(27) 3:6(38) / 6:6(48) სბ(56ბ) 13:6(65) 16:6(70) 16:11(74)

<<    ქრუსეიდერზ$ 59:12 ბლუზ

9ლ: თოდ ა.ვაითლოქ მაკქოუ რომანო ფლინ (5 7) ელის გილდფორდ თ.მარშალ; 7გ: ქართერ 6, ბლაინდელ - 2ლ: მანრო: გ: ენსქომ

რეფ ბ.ლორენს (ზელ)
7:0(8) 12:0(13) 19:0(24) 24:0(36პ) 31:0(40+) /
38:0(44) 45:0(51) 45:5(60) 52:5(68)
59:5(77) 59:12(80+3)

<<    რედს$ 34:20 ლაიონზ

4ლ: გილ ს.ფაინგა ფეაუაი-საუტია გენია; 4გ 2ჯ: ჰარის -
2ლ: ბესუიდენჰუტ კრილ; 2გ 2ჯ: იანკის სბ ფრ.ფანდერმერვე

რეფ ბრაუნ (ზელ)
0:3(10) 0:6(17) 7:6(21) 10:6(25) 13:6(30) /
სბ(43ლ) 20:6(45) 27:6(50) 34:6(56პ) 34:13(60) 34:20(78)

<<    ჩიტაზ 20:34 შარქს$

ლ: ად.სტრაუს; 5ჯ: რ.სმიტ 3, ს.ებერზონ 2 - 4ლ: ჯპ.პიტერსენ მიშალაკ მვოვო ბოსმან; 4გ 2ჯ: მიშალაკ სბ ბ.დიუპლესი

რეფ კაპლან (აფრ)
0:7(4) 3:7(16) 6:7(29) 11:7(32) 11:14(36) 14:14(38) 14:21(40+3) /
14:24(46) 17:24(55სბ) 20:24(61) 20:27(67) 20:34(74პ)

<<    სთორმერზ 19:13 ვორათაზ$

2ლ: ჯ.პიტერსენ ლიბენბერხ; 3ჯ: პიტერსენ, გრანთ 2 -
ლ: ჰორნ; გ 2ჯ: მაკქიბინ

რეფ იუბერ (აფრ)
0:3(10) 5:3(17) 8:3(23) 13:3(33) 16:3(40+2) / 16:10(44) 16:13(47) 19:13(50)

<<    ფორს$ 31:32 რებელზ$

3ლ: ნალანგა მაკქალმან მაფი; 2გ: ჰარვი სიმორ; 4ჯ: ჰარვი შიან, სიმორ 2 სბ ჰოჯსონ - 4ლ: ნევილ (1 3) დელვ ვუნა; 3გ 2ჯ: ბილ

რეფ იონკერ (აფრ)
0:7(4) 3:7(16) 3:14(21) 8:14(24) 8:21(27) 15:21(30) 15:26(35პ) /
2
2:26(45) 25:26(59) 25:29(62) 28:29(65) სბ(70ფ) 31:29(73) 31:32(77)

<<   უქმობდა ჩიფს

პლეი-ოფში გადის ექვსი მოწინავე:
სამივე ქვეყნის ჯილა (ზედა სამეულში ერგებათ ადგილი)
და სამიც სხვებში უკეთესი

ად გუნდი (ქალაქი) ქვეყ (წინაზე)

მ-წ$უ

სხვ

გატ:გაშ

პრ

1

სთო

(ქეიპთაუნ)

აფრ

(4)

49

10-1$2

+74

19/12

245:171

1

2

ჩიფ

(ჰემილთონ)

ზელ

(2)

49

9-2$2

+77

32/17

302:225

5

3

ბრმ

(კანბერა)

ავს

(3)

44

7-4$2

+65

33/21

302:237

8

4

ბულ

(პრეტორია)

აფრ

(1)

47

8-3$2

+103

37/24

349:246

7

5

ქრს

(ქრაისთჩერჩ)

ზელ

(5)

42

8-4$1

+89

32/25

346:257

6

6

შრქ

(დურბან)

აფრ

(6)

41

7-5$1

+52

33/24

317:265

9

7

ჰლნ

(დანიდინ)

ზელ

(7)

39

8-4$1

+12

26/19

280:268

3

8

რედ

(ბრისბენ)

ავს

(9)

36

7-5$1

-26

27/30

263:289

4

9

ჰრქ

(ველინგთონ)

ზელ

(8)

35

6-6$1

-7

40/32

339:346

7

10

რბლ

(მელბურნ)

ავს

(12)

29

4-7$2

-83

24/38

249:332

5

11

ვრთ

(სიდნეი)

ავს

(11)

28

4-8$1

-19

25/28

269:288

8

12

ჩტზ

(ბლუმფონტეინ)

აფრ

(10)

27

4-8$1

-26

26/32

311:337

7

13

ფორ

(პერთ)

ავს

(13)

19

2-10$1

-92

22/36

239:331

7

14

ბლუ

(ოქლენდ)

ზელ

(14)

16

2-10$1

-94

21/40

243:337

4

15

ლნზ

(იოჰანესბერგ)

აფრ

(15)

14

1-10$2

-125

17/36

194:319

2

ქულათა (მ-წ*ფ$უ) ნიხრი: მოგება და უქმობა 4, ფრე 2, წაგება 0
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა -
თითო პრემია ($)

ტოლობისას: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი

>>   ქულა (# დაშავდა)

167 მორნეი სტეინ (ბულ; 152 არონ ქრუდენ (ჩიფ; 145 იოჰან ჰუსენ# (ჩტზ; 137 ბოდენ ბარეთ (ჰრქ; 123 თომ თეილორ (ქრს; 118 პათრიქ ლემბი (შრქ; 109 ქრისჩან ლეალიფანო# (ბრმ; 103 მაიქ ჰარის (რედ)

>>   ლელო

8 ანდრე თეილორ (ჰრქ, სონა ტაუმალოლო (ჩიფ; 7 ბიორნ ბასონ (ბულ, თი-ჯეი პერენარა (ჰრქ; 6 ლუაზი მვოვო (შრქ, რობი ფრუენ (ქრს, დომ შიპერლი (რედ; 5 ლელია მასანგა (ჩიფ, ჰენრი სპეით (ბრმ)

<<   XIV რაუნდი (საქ დროით)

პარ 25/05

ჩიფ(ზელ

11.35

ბულ)აფრ

 

უქმ:  ქრს_ზელ

შაბ 26/05

ჰრქ(ზელ

09.30

რბლ)ავს

ბლუ(ზელ

11.35

ჰლნ)ზელ

ბრმ(ავს

13.40

რედ)ავს

ფორ(ავს

15.40

ლნზ)აფრ

ჩტზ(აფრ

19.05

ვრთ)ავს

შრქ(აფრ

21.10

სთო)აფრ

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

www.000webhost.com