თამამად და უცებ

   სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) მე-14 რაუნდში "ჩიფსმა" ბოლოსკენ რომ დააშამათა "ბულზი, ხოლო ლიდერი "სთორმერზი" "შარქსმა" გაასაღა, ცხრილს კენწეროში კვლავ ვაიქათოს გუნდი მოექცა.

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

"ჩიფსმა" სამი ლელო დადო, "ბულზმა" ერთი, მაგრამ ბურები მორნეი სტეინის წყალობით დასკვნით ათ წუთამდე ჯერაც წინ იყვნენ. აქ კივებმა თავიანთი მეოთხედიდან თამამად შეუტიეს, ასელი ტიკოიროტუმას კიდეზე გადადენის შემდეგ კი მასპინძლებმა ბურთი უცებ მოაწოდეს, სონი-ბილ ვილიამსმა ხაზი გაჭრა, დამხვდურები მიიზიდა და წამოსწრებული სემ ქეინი კარში შეაბრძანა.

ჩიფსმა პირველი ლელო იმად გაიტანა, რომ აკონა ნდუნხანემ გადაკიდებული ვერ აიღო და ენდრიუ ჰორელმა ბურთი ფეხით გაიგორა. მეორე ლელოზე არონ ქრუდენმა ტიკოიროტუმას შეუბრუნა ოვალი, სტუმართაგან კი, პირველი ტაიმის ბოლო ეპიზოდში, ბიორნ ბასონი კუთხეში გაუსხლტა ლელია მასანგას.

სანუგეშო ქულაღა

ჩიფსის გადასწრება შეეძლო "სთორმერზს, მაგრამ საწყის 45 წუთში სტუმრად 19 ქულით ჩამორჩა "შარქსს. ნატალელებმა სამი ლელო გაიტანეს: შარლ მაკლაუდმა ახლოდან უცებ გაათამაშა ჯარიმა და ფრანგი ფრედი მიშალაკი მიზანს ნახტომში ეწია; კაპიტანმა ქიგან დენიელმა შერკინებიდან შეუტია და მერე რაქიდანაც აიტაცა ოვალი, შესვენების შემდეგ კი მარსელ კუციამ გაათარხნა ლუაზი მვოვო.

ფრთხილი სთორმერზი ამის შემდეგღა გააქტიურდა: ხიო აპლონმა მიშალაკს ჩაუჭრა პასი; მანვე ჟან დეფილიერსის ოფლოუდიდანაც გაქუსლა, მაგრამ კონცხი ერთ, სანუგეშო ქულასღა დასჯერდა. ამდენივე ერგო ავსტრალიის ჯილა "ბრამბიზს, ვის ნორჩ მგეზავს, ზექ ჰოლმსს მაინცდამაინც ბოლო წუთზე, 37 მეტრიდან მოეცარა ფეხი.

მისდია და დაახტა

ოზებმა ერთურთი მოაშთვეს: ხაზი ერთადერთხელ გაჭრა შარშანდელმა ჩემპიონმა "რედსმა" - ლუქ მორაჰენმა თამაშის დასაწყისში გადაკიდებული გამოაქცუნა, ბევრში გაიარა, თავადაც ფეხით დაკრა, ოვალს მისდია და ლელოში დაახტა.

80-ვე წუთი ითამაშა მოკეთებულმა ქვეიდ ქუპერმა და ნაკრებშიც ნაღდად 10 ნომრად დააყენებენ, რადგან "რებელზის" წევრთაგან ჯეიმზ ოქონორს დასერილი ღვიძლი აწუხებს, ქერთლი ბილს კი სასწრაფოდ გაუკეთეს მხრის ოპერაცია.

ბურთს ვერ ეღირსა

"ვოლაბები" შოტლანდიასა და უელსთან (სამჯერ!) რედსელ კაპიტანს, ჯეიმზ ჰორვილსაც მოისაკლისებენ. "ოლ ბლექსმა" გარემარბად იხმო "ჰაილენდერი" ჰოსეა გიარი, ვინც მაჩანჩალა "ბლუზთან" მარჯვედ მიყვა კურტ ბეიქერსა და ბენ სმითს და დუბლი შეასრულა.

რებელზი სამჯერ დაალელოვა ნორჩმა "ჰარიქენმა" ჯულიან სავეამ, ბლუმფონტეინში კი პაროდია გაიმართა: "ჩიტაზმა" და "ვორათაზმა" დაცვის უვარგისობით საწყის საათში ცხრა ლელო დადეს, მერე კი მთლად წახდნენ.

ბოლოს სიდნეელმა ბერიქ ბარნსმა 47 მეტრიდან კარს ვერ უწია ჯარიმა, ოზი ფორვარდები კი ძალური სოლოებით რომ გაერთვნენ, რეფმა  დააჯარიმათ. ჰოდა, ქიქერი ეგრეც ვერ ეღირსა ბურთს, რათა გამარჯვების არეკნი დაერტყა.

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

 

ზე რაგბი

XIV რაუნდი ($ პრემია)

წინა რაუნდები >>    0   1   2   3   4   5   6   7   8   9  10  11  12  13

<<   ჩიფს 28:22 ბულზ$

3ლ: ჰორელ ტიკოიროტუმა ქეინ; 2გ 3ჯ: ქრუდენ -
ლ: ბასონ; გ 4ჯ ა: მ.სტეინ

რეფ მ.ლორენს (აფრ)
0:3(7) 3:3(15) 3:6(23) 8:6(24) 8:9(35) 8:16(40+) /
11:16(47) 11:19(50) 14:19(53) 21:19(60) 21:22(62) 28:22(70)

<<   ჰარიქენზ$ 66:24 რებელზ

9ლ: თეილორ (1 8) ლეიუა (2 6) სავეა (3 4 7) ლემ ქ.ითონ; 9გ ჯ: ბარეთ - 3ლ: ვუნა (1 2) ფრაიერ; 3გ: ბილ 2, ქინგი; ჯ: ბილ

რეფ ჯ.ვაით (ზელ)
0:7(8) 3:7(11) 3:10(15) 10:10(18) 17:10(25) 24:10(29) 31:10(31პ) 31:17(33) 38:17(38) / 45:17(44) 52:17(54) 59:17(57) 66:17(70) 66:24(80+2)

<<   ბლუზ$ 20:27 ჰაილენდერზ$

2ლ: მაილაუ ვუდქოქ; 2გ: ენსქომ მანრო; 2ჯ: ენსქომ -
4ლ: ელისონ გიარ (2 3) თომსონ; 2გ ჯ: ნოუქს სბ ბერლი

რეფ ჯექსონ (ზელ)
3:0(9) 3:3(20) 3:8(27) 6:8(33) 6:15(36) /
6:20(41) 6:27(61პ) სბ(63ჰ) 13:27(69) 20:27(79)

<<   ბრამბიზ$ 12:13 რედს

4: ზ.ჰოლმს - ლ: მორაჰენ; გ 2ჯ: ჰარის

რეფ ვოლშ (ავს)
0:7(4) 3:7(28) 6:7(36) 6:10(40) / 9:10(47) 9:13(51) 12:13(55)

<<   ფორს 17:11 ლაიონზ$

2ლ: პოქოქ ნალანგა; 2გ ჯ: სიმორ -
ლ: ქილიან; 2ჯ: იანკის ქომბრინქ სბ მინი

რეფ ვილიამსონ (ზელ)
0:5(4) 0:8(12) 3:8(23) / 10:8(58) სბ(69ლ) 17:8(72) 17:11(80+3)

<<   ჩიტაზ$ 35:34 ვორათაზ$$

5ლ: ფანსეილ ლერუ (2 5) ად.სტრაუს ნელ; 5გ: რ.სმიტ 4, ს.ებერზონ - 4ლ: დენის ს.ტიმანი (2 4) ჰორნ; 4გ 2ჯ: მაკქიბინ

რეფ იუბერ (აფრ)
0:7(5) 0:14(7) 7:14(16) 14:14(20) 14:17(22) 21:17(27) 21:24(35) 21:31(38პ) / 21:34(48) 28:34(55პ) 35:34(58) ბოლო(80+2)

<<   შარქს 25:20 სთორმერზ$

3ლ: მიშალაკ დენიელ მვოვო; 2გ 2ჯ: ლემბი -
2ლ: აპლონ; 2გ 2ჯ: გრანთ

რეფ პეიპერ (აფრ)
0:3(10) 3:3(13) 3:6(16) 10:6(18) 13:6(27) 20:6(38) /
25:6(44) 25:13(53) 25:20(73)

<<   უქმობდა ქრუსეიდერზ

პლეი-ოფში გადის ექვსი მოწინავე:
სამივე ქვეყნის ჯილა (ზედა სამეულში ერგებათ ადგილი)
და სამიც სხვებში უკეთესი

ად გუნდი (ქალაქი) ქვეყ (წინაზე)

მ-წ$უ

სხვ

გატ:გაშ

პრ

1

ჩიფ

(ჰემილთონ)

ზელ

(2)

53

10-2$2

+83

35/18

330:247

5

2

სთო

(ქეიპთაუნ)

აფრ

(1)

50

10-2$2

+69

21/15

265:196

2

3

ბრმ

(კანბერა)

ავს

(3)

45

  7-5$2

+64

33/22

314:250

9

4

ბულ

(პრეტორია)

აფრ

(4)

48

  8-4$2

+97

38/27

371:274

8

5

ქრს

(ქრაისთჩერჩ)

ზელ

(5)

46

  8-4$2

+89

32/25

346:257

6

6

შრქ

(დურბან)

აფრ

(6)

45

  8-5$1

+57

36/26

342:285

9

7

ჰლნ

(დანიდინ)

ზელ

(7)

44

  9-4$1

+19

30/21

307:288

4

8

რედ

(ბრისბენ)

ავს

(8)

40

  8-5$1

-25

28/30

276:301

4

9

ჰრქ

(ველინგთონ)

ზელ

(9)

40

  7-6$1

+35

49/35

405:370

8

10

ჩტზ

(ბლუმფონტეინ)

აფრ

(12)

32

  5-8$1

-25

31/36

346:371

8

11

ვრთ

(სიდნეი)

ავს

(11)

30

  4-9$1

-20

29/33

303:323

10

12

რბლ

(მელბურნ)

ავს

(10)

29

  4-8$2

-125

27/47

273:398

5

13

ფორ

(პერთ)

ავს

(13)

23

  3-10$1

-86

24/37

256:342

7

14

ბლუ

(ოქლენდ)

ზელ

(14)

17

  2-11$1

-101

23/44

263:364

5

15

ლნზ

(იოჰანესბერგ)

აფრ

(15)

15

  1-11$2

-131

18/38

205:336

3

ქულათა (მ-წ*ფ$უ) ნიხრი: მოგება და უქმობა 4, ფრე 2, წაგება 0
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა -
თითო პრემია ($)

ტოლობისას: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი

>>   ქულა (# დაშავდა)

184 მორნეი სტეინ (ბულ; 165 არონ ქრუდენ (ჩიფ; 158 ბოდენ ბარეთ (ჰრქ; 145 იოჰან ჰუსენ# (ჩტზ; 128 პათრიქ ლემბი (შრქ; 123 თომ თეილორ (ქრს; 111 მაიქ ჰარის (რედ; 109 ქრისჩან ლეალიფანო# (ბრმ; 102 გარეს ენსქომ (ბლუ)

>>   ლელო

10 ანდრე თეილორ (ჰრქ; 8 ბიორნ ბასონ (ბულ, სონა ტაუმალოლო (ჩიფ; 7 ლუაზი მვოვო (შრქ, თი-ჯეი პერენარა (ჰრქ; 6 ვილი ლერუ (ჩტზ, ჯულიან სავეა (ჰრქ, რობი ფრუენ (ქრს, დომ შიპერლი (რედ;
5 ხიო აპლონ (სთო, ქუპერ ვუნა (რბლ, ადამ თომსონ (ჰლნ, ლელია მასანგა (ჩიფ, ჰენრი სპეით (ბრმ)

<<   XV რაუნდი (საქ დროით)

პარ 1/06

ქრს(ზელ

11.35

ჰლნ)ზელ

რბლ(ავს

13.40

ბრმ)ავს

უქმ:
რედ_ავს, ჩტზ_აფრ, ფორ_ავს

შაბ 2/06

ბლუ(ზელ

11.35

ჩიფ)ზელ

ვრთ(ავს

13.40

ჰრქ)ზელ

ლნზ(აფრ

19.05

შრქ)აფრ

ბულ(აფრ

21.10

სთო)აფრ

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

www.000webhost.com