ბურჯის კვალად მარბიელიც

   ზედიზედ მესამე წელია, ბორჯღალოსანი გვეყოლება საფრანგეთის ტოპ 14-ის ფინალში: "ტულონის" ბურჯად ნაღდად იდგება დავით ქუბრიაშვილი, ვინც შარშან პირველი ქართველი "ბარბაროსი" შეიქნა, წელს კი მის კვალს "მონპელიეს" მარბიელი, მამუკა გორგოძეც გაყვა.

"ბარბაროსებმა" სამ-მატჩა ტურნე კარდიფში დაასრულეს. ვარსკვლავთა კრებული შვიდ დღეში ერაგბა ინგლისის, ირლანდიისა და უელსის ნაკრებებს, რომელთაც მთლად პირველები ვერ ეთქმოდა.

"სამყურები" უმოედნო კლუბს გლოსთერში რომ დაუხვდნენ, თამაში ტელევიზიით არ გადმოიცა და ნაქებმა სქრამ.კომ-მა აქამდე ოქმიც ვერ შეადგინა, უელსმა კი შოუ ტესტად გამოაცხადა, რისი წყალობითაც შეცვლაზე შესული ფლენქერი, მარტინ ვილიამსი შეიქნა მესამე "ურჩხული, ვინც ასი (!) კეპი მოიხვეჭა.

შარშან "ბარბაროსებმა" ქართველთაგან თუ ბურჯი იხმეს, წელს მესამე ხაზელი მიიწვიეს, რაც მეტად გვახარებს. მამუკამ გვასახელა ორივე მატჩში - გლოსთერსა და კარდიფშიც. "გულივერამ" ლამის იყო, ლელოც დადო, მაგრამ ჰლოიდ ვილიამსმა დამიწებისას გააგდებინა ოვალი.

უელსის ჰავბექმა წინა ეპიზოდში იგივე დამართა სქოთ ჯონი ბითს, მაგრამ შემდეგ შერკინებიდან თავად გამოუგორდა ბურთი და ვიზავმა, რიჩი რისმა დაუმიწა. გორგოძე 57-ე წუთზე შეცვალა ფიჯელმა აკაპუსი ნქერამ, უელსის შუამარბმა ჯეიმზ ჰუქმა კი ბოლოსკენ გეზის ცვლით დააბნია სამოელი საილოსი ტანგითაკიმბაუ და ფრანგი სედრიკ ემონსი.

მატჩის ულამაზესი ლელო 19 წლის უელსელმა გარემარბმა, ჰარი რობინსონმა დადო, მისმა 35 წლის წინა-მორბედმა, შეინ ვილიამსმა კი კარიერა ბარბაროსად, სამშობლოს წინააღმდეგ ბურთაობით დაასრულა. ვარსკვლავებმა სამიდან ორი თამაში წააგეს, გლოსთერში კი, ბოლომდე სამი წუთით ადრე, ადათზე ხელი აიღეს და ჯარიმა კარში დაკრეს.

 

ზაფხულის ტურნე

<<   ირლანდია 28:29 ბარბაროსები

4ლ: ერლს, გილროი 2, ზებო; 4გ: ოგარა -
4ლ: ბოლშოუ ფანსეილ საქი თინდოლ; 3გ ჯ: კონტეპომი

რეფ გარსეზ (სფრ) 29/05 @ გლოსთერი, ქინგსჰოლმ * Iტ 14:19

<<   უელსი 30:21 ბარბაროსები

3ლ: ჰ.რობინსონ ჰუქ ბრუ; 3გ 3ჯ: ჰუქ სბ გილ -
3ლ: დონალდ (1 3) რ.რის; 3გ: დონალდ

რეფ როლან (ირლ) 2/06 @ კარდიფი, მილენიუმ (57 ათასი)
3:0(5) 10:0(12) 13:0(26) 13:7(29) სბ(35უ) 13:14(38) /
16:14(52) 16:21(61) 23:21(73) 30:21(80)

ევროპულად ბერწი

2010 წელს საფრანგეთის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა "კლერმონის" ბურჯი დავით ზირაქაშვილი. შარშან ფინალშიღა დამარცხდნენ გორგოძე და ბურჯი გიორგი ჟღენტი, ამჯერად კი "დუდუ" ქუბრიაშვილის "ტულონმა" საჩემპიონო რკენას "ზირაქას" გუნდის ჯობნით უწია.

ბორჯღალოსნებმა პირნათლად გასწიეს ჭაპანი: დუდუმ თავიდან ბოლომდე იჭიდავა, ზირაქა კი 67-ე წუთზეღა შეცვალეს. სხვაფრივ, ნახევარ-ფინალები ევროპულად ბერწი გამოვიდა: 160 წუთში ლელო ერთიც არ გასულა, სამაგიეროდ კი მადლიერმა პუბლიკამ 22 გოლი -
20 ჯარიმა და ორიც არეკნი იხილა.

 

საფრანგეთის "ტოპ 14"

26 რაუნდი

სხვ

  მ-წ*ფ

გატ:გაშ

$

ტულუზ

87

+181

19-6*1

629:448

9

კლერმონ

87

+280

19-5*2

644:364

7

ტულონ

73

+188

14-7*5

581:393

7

კასტრ

69

+63

14-8*4

585:522

5

მონპელიე

67

+96

14-11*1

601:505

9

რასინგ (პარ)

64

+31

13-12*1

569:538

10

სტად (პარ)

58

-20

11-13*2

568:588

10

ბორდო

53

-126

12-14

493:619

5

ბიარიც

52

-94

10-14*2

424:518

8

აჟენ

52

-94

12-13*1

479:573

2

პერპინიან

49

-63

  9-15*2

515:578

9

ბეიონ

48

-140

  9-14*3

479:619

6

ბრივ

42

-80

  7-18*1

408:488

12

ლიონ

31

-222

  5-18*3

369:591

5

მესამედფინალი

კასტრ 31:15 მონპელიე
ტულონ 17:13 რასინგ

ნახევარფინალი

<<   ტულუზ 24:15 კასტრ

7ჯ: მაკალისთერ 6, ბოგზის; ა: ბოგზის სბ ფრიც მატანავოუ -
4ჯ: ბერნარ 3, ტოლე; ა: ბერნარ ^ რეფ გარსეზ

<<   კლერმონ 12:15 ტულონ

4ჯ: პარა - 5ჯ: ვილქინსონ ^ რეფ გოზერ

<<   ფინალი * ტულუზ - ტულონ

შაბ 9/06 @ სანდენი, სტად დენ ფრანს 20.00 საქ

ფორმაში ჯერაც ვერაა

ირბ-ული რეტრო, სამ-ტესტა სერიები შაბათს იწყება, მაგრამ ავსტრალიას დღემუდამ რომ ეცოტავება სარფი, შოტლანდიას დამატებით, სამშაბათსვე ერკინება. ოზებმა 15-ეულში ძირითადად "რედსის" და "ფორსის" ბიჭები ჩაწერეს, რაკი ეს კლუბები ვიქენდზე,
ზე 15-ში უქმობდნენ, შაბათს კი უელსს ნაღდ გუნდს გაუყვანენ.

"ვოლაბიზში" ექვსი ახალბედაა. ფორსის ზიმბაბველი მღლეტელი, დევიდ პოქოქი ავსტრალიის 79-ე კაპიტანი შეიქნება. რედსის
12 ნომერსა და ქიქერს, ზელანდიელ მაიქ ჰარისს "ჯუნიორ ოლ ბლექსშიც" უთამაშია, ქვეიდ ქუპერი კი უფროსობამ კლუბში მიაბრუნა, რაკი ნაოპერაციევი და შვიდი თვის ნაუქმარი ფორმაში ჯერაც ვერაა.

თამაში მუშურ ქალაქ ნიუქასლშია. შოტლანდიამ ავსტრალია ბოლო შეყრაზე, 2009 წლის ნოემბერში, მარიფილდზე 9:8 ძლია. "ექვს ერზე" ხუთივე მატჩის წამგებმა სქოთებმა 15-ეულში ექვსი კაცი შეცვალეს, რის გამოც ცხრა დამწყებს ჯერ მეათე კეპიც არ მიუთვლია.

 

ზაფხულის ტესტები

<<   ავსტრალია - შოტლანდია

ავს (! ახალბედა: მორაჰენ! თომანი! ე.ფაინგა ჰარის! იოანე
<10-9>
ბარნს გენია / სლიპერ მურ პამერ! ტიმანი შარპ; დენის! პოქოქ
^კაპ ჰიგინბოთამ * მრქ) ეშლი-ქუპერ მაკქეიბ ფიპს /
ს.ფაინგა ელიგზანდერ; სიმონს ჰუპერ!

შტლ: ჰოგ ანსბრო დელუკა სქოთ შ.ლამონთ <10-9> ლეიდლოუ ბლერ / გრანთ ფორდ^კაპ მარი; ქელოქ გრეი; სთროქოშ რენი ბარქლეი * მრქ) ბრაუნ ვიარ ქაზითერ / ლოუსონ ველშ; რაიდერ ვერნონ 

რეფ პეიპერ (აფრ) ^ სამ 5/06 @ ნიუქასლი 13.30 საქ

პირველი კვირა  [საქ დროით]

  5/06 სამოა

12.10

ტონგა

ნაგოია

  იაპონია

14.10

ფიჯი

ნაგოია

  9/06 ზელანდია

11.35

ირლანდია

ოქლენდი

  ავსტრალია

14.05

უელსი

ბრისბენი

  საქართველო

17.00

უკრაინა

თბილისი

  აფრიკა

19.00

ინგლისი

დურბანი

  კანადა

22.00

შტატები

ქინგსთონი

  არგენტინა

23.10

იტალია

სან ხუანი

10/06 ფიჯი

07.10

სამოა

ტოკიო

  იაპონია

09.10

ტონგა

ტოკიო

www.000webhost.com