სამჯერ მოგებული თრილერი

   სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) მე-15 რაუნდში ლიდერმა "ჩიფსმა" ლელო-მრავალი თრილერი რომ მოუგო მაჩანჩალა "ბლუზს, ხოლო "სთორმერზმა" ჭიდილშიღა აჯობა "ბულზს, ზელანდიის ჯილამ აფრიკისას ოთხი ქულით გაუსწრო.

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

"ჩიფსს" თამაშის სამჯერ მოგება დაჭირდა, რაღაი "ბლუზი" არა ტყდებოდა და ბევრით ჩამორჩენილი ანგარიშს მაინც ათანაბრებდა. საქმეს ეგეთი პირიც უჩანდა, რომ მეტოქენი პრემიიან, 3-ქულიან ფრეს დაჯერდებოდნენ, მაგრამ ჩიფსის ფიჯელმა გარემარბმა, ასაელი ტიკოიროტუმამ მატჩში მეოთხედაც (!) გაიტანა ლელო.

გამარჯვებულები დიდებულად გეზა არონ ქრუდენმა. პირველ ლელოზე ტიკოს მან შეუცურა ფეხით. ცალ-ხელა ოფლოუდები აკეთა სონი-ბილ ვილიამსმა, პრემიის მომტანი ბურთაობა კი ლიდერმა საკუთარი წითელი ზოლიდან გააჩაღა.

საათის თავზე მოლში ჩხუბი ატყდა და ჩიფსი კაც-ნაკლული დარჩა. ჰოდა, რენე რეინჯერმა ეშხიანი სოლო განახორციელა და 60-მეტრა სლალომით ბარემ ხუთი მეტოქე გააბითურა.

ვირტუოზული გაგორებებით

ნაპირისა და ზეგნის ჯახში "სთორმერზმა" მეორედაც ძლია "ბულზი. პიერ სპისმა ზედახორაში მეტოქე ბურჯის ფეხზე დაამიწა ბურთი, მაგრამ ტელი-რეფმა მაინც ჩაუთვალა. ბოლო მეოთხედის დადგომისას კონცხს მორკინალი გაუსინბინეს, მაგრამ სტუმრებმა ჯერ ჯარიმა შეაგდეს, მერე კი, თერნოვერიდან, ზანგმა სია კოლისმა ფრთაზე გაინავარდა და შიგნით უპასა ბულ-ყოფილ ბრაიან ჰაბანას.

ბურებს გადაუსწრო 7-გზის ჩემპიონმა "ქრუსეიდერზმა, ვინც ფორმაში დროულად შევიდა. ზელანდიის სამხრეთი კუნძულის შინა-ომის ბედი ინგლისელი "ჰაილენდერის, ჯეიმზ ჰესქელის სინბინმა გადაწყვიტა - ერთი პირობა წინაც მყოფი ოთაგო უცებ აირია და სამი ლელო გაუშვა.

მათგან ორი, ზექ გილდფორდის გატანილი, დენ ქართერმა გამოაცხო ვირტუოზული გაგორებებით, პრემიის მომტანზე კი რობი ფრუენმა ქიქოფი გამოაქცუნა, უპასა ენდი ელისს და ამან რაიან ქროთი გააჭენა.

სამი კვირით წყდება

ქრუსეიდერზმა სულ 7 ლელო დადო, მთელს ამქარში უმეტესი,
53 ლელოს გამტანმა "ჰარიქენზმა" კი სტუმრად, სიდნეიში - ოთხი. აშლილი "ვორათაზი" ზედიზედ მეექვსედ დამარცხდა, რაც ამ ბობოლა კლუბის ანტი-რეკორდია, ექვსეულში შეჭრას კი ველინგთონი უნდა უმადლოდეს უვარგის "ლაიონზს, ვინც "შარქსი" უქულოდ დატოვა.

ლაიონზმა პირველი ტაიმი 21 ქულით მოიგო და პრემიაც დაიბევა. თამაშის განახლებისთანავე შარქსმა უცებ დადო ორი. მერე მსაჯს ნატალელთა ფრანგი მგეზავის, ფრედი მიშალაკის უბურთოდ გაკავება გამორჩა, ბოლოს კი ლუი ლუდიკს აღარც ტელი-რეფმა დაუმტკიცა ზედახორაში დამიწებული.

ყველაზე უმუღამო ამჯერადაც ავსტრალიური დარბი გამოვიდა. "ბრამბიზი" ხუთით უსწრებდა "რებელზს, ჯეიმზ ჰილგენდორფმა ხაზი რომ გაუჭრა და სრიალით უწია მიზანს, მაგრამ "ვიდეომ" სხვაგვარად განაჩინა. შერკინებაში მიღებული ჯარიმის გადამკიდე მელბურნმა სანუგეშო ქულაც ვეღარ მიიღო, სამხრეთის სამ ბუმბერაზთან სამი ბრიტანული ნაკრების ჩასვლის გამო კი ზე-რაგბი სამი კვირით წყდება.

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

 

ზე რაგბი

XV რაუნდი ($ პრემია)

წინა რაუნდები >>   0  1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14

<<  ქრუსეიდერზ$ 51:18 ჰაილენდერზ

7ლ: ჯ.ვაითლოქ გილდფორდ (2 3) ქროთი მაკქოუ ქროქეთ თოდ;
5გ 2ჯ: ქართერ სბ ვაითლოქ -
2ლ: ელისონ გიარ; გ 2ჯ: ნოუქს
სბ ჰესქელ

რეფ ვოლშ (ავს)
7:0(4) 10:0(8) 10:3(12) 10:6(17სბ) 10:13(21) 13:13(28სბ) 18:13(29) 25:13(36) 32:13(38პ) / 37:13(46) 44:13(58) 44:18(60) 51:18(72)

<<  რებელზ 19:27 ბრამბიზ

ლ: ვუნა; გ 4ჯ: ჰაქსლი სბ ოუენ -
2ლ: ე.სმით ქოულმენ; გ: ჰოლმს; 5ჯ: მოგ 2, ჰოლმს 3

რეფ ბრაუნ (ზელ)
0:3(2)
0:6(6) 0:9(15) 3:9(19) სბ(24რ) 3:14(26) 6:14(31) 9:14(36) 12:14(40+2) / 12:17(44) 12:24(54) 19:24(56) 19:27(72)

<<  ბლუზ$$ 34:41 ჩიფს$

4ლ: ფ.საილი მანრო ვულფ რეინჯერ; 4გ 2ჯ: მანრო სბ ლუატუა -
5ლ: ტიკოიროტუმა (1 3 4 5) სბ.ვილიამს; 5გ 2ჯ: ქრუდენ სბ ნემანი ფითსჯერალდ

რეფ პოლოქ (ზელ) @ ნორს ჰარბორ
0:3(4) 7:3(14) 7:10(17) 7:13(27) 10:13(29) 10:20(32) სბ(34ბ) სბ(35ჩ) 13:20(37) 20:20(40+) / 20:27(47) 20:34(57პ) სბ(59ჩ) 27:34(63) 34:34(67პ) 34:41(72) ბოლო(80+2)

<<  ვორათაზ 12:33 ჰარიქენზ$

4ჯ: ბარნს - 4ლ: სავეა მატუ კ.სმით ქ.ითონ; 2გ 3ჯ: ბარეთ

რეფ ბ.ლორენს (ზელ)
0:3(8) 3:3(11) 3:6(18) 6:6(24) 9:6(31) 9:13(34) /
12:13(44) 12:16(55) 12:21(63) 12:28(71) 12:33(80პ)

<<  ლაიონზ$ 38:28 შარქს

4ლ: ჰეტინხ მინი მაპოუ დ.ფანრენსბერგ; 3გ 4ჯ: ინკის სბ მაპოუ -
3ლ: მვოვო ჯპ.პიტერსენ ო.ნდუნხანე; 2გ 3ჯ: ლემბი სბ საიკს

რეფ ვილიამსონ (ზელ)
0:3(2) 7:3(5) 14:3(9) 17:3(19) 17:6(21) 24:6(26) 27:6(31სბ) სბ(34ლ) 27:11(35) 32:11(39პ) / 32:18(44) 32:25(46) 35:25(49) 35:28(51) 38:28(57)

<<  ბულზ$ 14:19 სთორმერზ

ლ: სპის; 3ჯ: მ.სტეინ - ლ: ჰაბანა; გ 4ჯ: გრანთ სბ მალჰერბე

რეფ კაპლან (აფრ)
0:3(10) 3:3(15) 3:6(22) 8:6(30) 11:6(33) 11:9(37) /
14:9(44) სბ(60ს) 14:12(66) 14:19(73)

<<   უქმობდნენ

რედს, ჩიტაზ, ფორს

პლეი-ოფში გადის ექვსი მოწინავე:
სამივე ქვეყნის ჯილა (ზედა სამეულში ერგებათ ადგილი)
და სამიც სხვებში უკეთესი

ად გუნდი (ქალაქი) ქვეყ (წინაზე)

მ-წ$უ

სხვ

გატ:გაშ

პრ

1

ჩიფ

(ჰემილთონ)

ზელ

(1)

58

11-2$2

+90

40/22

371:281

6

2

სთო

(ქეიპთაუნ)

აფრ

(2)

54

11-2$2

+74

22/16

284:210

2

3

ბრმ

(კანბერა)

ავს

(3)

49

  8-5$2

+72

35/23

341:269

9

4

ქრს

(ქრაისთჩერჩ)

ზელ

(5)

51

  9-4$2

+122

39/27

397:275

7

5

ბულ

(პრეტორია)

აფრ

(4)

49

  8-5$2

+92

39/28

385:293

9

6

ჰრქ

(ველინგთონ)

ზელ

(9)

45

  8-6$1

+56

53/35

438:382

9

7

შრქ

(დურბან)

აფრ

(6)

45

  8-6$1

+47

39/30

370:323

9

8

ჰლნ

(დანიდინ)

ზელ

(7)

44

  9-5$1

-14

32/28

325:339

4

9

რედ

(ბრისბენ)

ავს

(8)

44

  8-5$2

-25

28/30

276:301

4

10

ჩტზ

(ბლუმფონტეინ)

აფრ

(10)

36

  5-8$2

-25

31/36

346:371

8

11

ვრთ

(სიდნეი)

ავს

(11)

30

  4-10$1

-41

29/37

315:356

10

12

რბლ

(მელბურნ)

ავს

(12)

29

  4-9$2

-133

28/49

292:425

5

13

ფორ

(პერთ)

ავს

(13)

27

  3-10$2

-86

24/37

256:342

7

14

ლნზ

(იოჰანესბერგ)

აფრ

(15)

20

  2-11$2

-121

22/41

243:364

4

15

ბლუ

(ოქლენდ)

ზელ

(14)

19

  2-12$1

-108

27/49

297:405

7

ქულათა (მ-წ*ფ$უ) ნიხრი: მოგება და უქმობა 4, ფრე 2, წაგება 0
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა -
თითო პრემია ($)

ტოლობისას: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი

>>   ქულა (# დაშავდა)

193 მორნეი სტეინ (ბულ; 181 არონ ქრუდენ (ჩიფ; 171 ბოდენ ბარეთ (ჰრქ; 145 იოჰან ჰუსენ# (ჩტზ; 141 პათრიქ ლემბი (შრქ; 123 თომ თეილორ (ქრს; 111 მაიქ ჰარის (რედ; 109 ქრისჩან ლეალიფანო# (ბრმ; 102 გარეს ენსქომ# (ბლუ)

>>   ლელო

10 ანდრე თეილორ (ჰრქ; 8 ბიორნ ბასონ (ბულ, ლუაზი მვოვო (შრქ, სონა ტაუმალოლო (ჩიფ; 7 თი-ჯეი პერენარა (ჰრქ, ჯულიან სავეა (ჰრქ, ასაელი ტიკოიროტუმა (ჩიფ; 6 ზექ გილდფორდ (ქრს, ქუპერ ვუნა (რბლ, ვილი ლერუ (ჩტზ, რობი ფრუენ (ქრს, დომ შიპერლი (რედ; 5 ხიო აპლონ (სთო, ადამ თომსონ (ჰლნ, ლელია მასანგა (ჩიფ, კონრად სმით (ჰრქ, ჰენრი სპეით (ბრმ, ბრაიან ჰაბანა (სთო)

<<   ბრიტანელთა სტუმრობა (საქ დროით)

9/06

ზელანდია

11.35

ირლანდია

ოქლენდი

 

ავსტრალია

14.05

უელსი

ბრისბენი

 

აფრიკა

19.00

ინგლისი

დურბანი

16/06

ზელანდია

11.35

ირლანდია

ქრაისთჩერჩი

 

ავსტრალია

14.05

უელსი

მელბურნი

 

აფრიკა

19.00

ინგლისი

იოჰანესბერგი

23/06

ავსტრალია

09.00

უელსი

სიდნეი

 

ზელანდია

11.35

ირლანდია

ჰემილთონი

 

აფრიკა

19.00

ინგლისი

პორთ ელიზაბეთი

<<   XVI რაუნდი (საქ დროით)

პარ 29/06

ჰლნ(ზელ

11.35

ჩიფ)ზელ

რბლ(ავს

13.40

რედ)ავს

უქმ:
შრქ_აფრ, ვრთ_ავს, ბლუ_ზელ

შაბ 30/06

ქრს(ზელ

11.35

ჰრქ)ზელ

ფორ(ავს

13.40

ბრმ)ავს

სთო(აფრ

19.05

ლნზ)აფრ

ბულ(აფრ

21.10

ჩტზ)აფრ

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

www.000webhost.com