სენსაცია ჯოჯოხეთურ ავდარში

   ბობოლა ავსტრალია ისევ არა-სერიოზულად რომ მოეკიდა სეზონის პირველ ტესტს, ჯოჯოხეთურ ავდარში, სირენის შემდეგ, შინ დამარცხდა "ექვსი ერის" მაჩანჩალა შოტლანდიასთან.

სქოთებს მსოფლიო თასზე "ბორჯღალოსანთა" ჯობნის შემდეგ გამართული შვიდივე ტესტი წაეგოთ, ოზეთში კი ერთადერთხელ,
30 წლის წინ ემარჯვნათ და მას აქეთ 8-ჯერვე დამარცხებულიყვნენ.

"ვოლაბებს" ზედიზედ სამ შაბათს (9,16,23/06) "ექვსი ერის" სლემოსან ჩემპიონთან, უელსთან რომ ელით ბურთაობა, არიფ სტუმარს ნარევი გუნდი გაუყვანეს და დაისაჯნენ შარშანდლის დარად, როცა ეგრევე მოიქცნენ და წააგეს სამოასთან, მერე კი "სამ ერზე" იჩემპიონეს.

ინდუსტრიული ნიუქასლი შეიქნა მეათე ავსტრალიური ქალაქი, სადაც ნაკრებმა ტესტი გამართა. მთელი თამაში კოკისპირულად წვიმდა და მოედნის გასწვრივი ქარი ქროდა, რის გამოც ფორვარდებმა "აიღე და მიეძალე" გააჩაღეს, ბექები კი უსაქმობით გაითოშნენ.

ოზები დაპანიკდნენ

შესვენებამდე ზურქ-ქარში სტუმრები თამაშობდნენ და გრეგ ლეიდლოუმ, პირველი აცდენის შემდეგ, ორი ჯარიმა შეაგდო. მასპინძლებმა მეტოქის ნახევარზე ამის შემდეგღა გადააღწიეს და ლელოსთან ჯარიმა რომ გამოიმუშავეს, სამ ქულას დასჯერდნენ.

მეორე ტაიმში, ქარისვე გამო, ომი კარგა ხანს სქოთთა მეოთხედში მიმდინარეობდა. ოზებმა მალევე გაქვითეს ანგარიში. მერე მაიქ ჰარისის მიერ ცენტრიდან დარტყმული ხარიხის ქვეშ გავიდა, ტელი-რეფმა კი რობ სიმონსს ზედახორაში დამიწებული ვერ დაუმტკიცა მას შემდეგ, რაც ვოლაბებმა კარის ნაცვლად კუთხეში დაკრეს ჯარიმა.

ბოლო ათი წუთი დადგა და მაინც ფრე რომ იყო, ოზები დაპანიკდნენ. ბერიქ ბარნსმა არეკნი ააცილა, ჰარისმა 47 მეტრიდანაც ამაოდ უმიზნა კარს ჯარიმა, მერე კი აბრაგანი ლელოს გადააცილა და სქოთებს მეტოქის წყვეტილთან შერკინება ერგოთ.

ჰოუპთუნის თასი

ბრიტებმა ძალური ფაზები აკინძეს და მინი-გარღვევაც მოაწყვეს, მაგრამ არეკნი არ დაურტყამთ. სირენამ გუნდებს ოზთა მეოთხედთან, შერკინებაში მოუსწროთ. აფრიკელმა რეფმა მესამედაც რომ დააწყო გუნდები, მასპინძლები ჩაწვნენ და ლეიდლოუმ ჯარიმა გაიტანა.

შოტლანდიამ ასე შეინარჩუნა "ჰოუპთუნის თასი, რომელიც 2009 წლის ნოემბრიდან, მარიფილდზე ძნელად (9:8) გამარჯვების გამო ეპყრა. მაგრად გაისარჯა "ნარშავების" მღლეტელი როს რენი, ვისაც ბოჭვათა ბალანსი 24/0 გამოუვიდა.

სქოთები ამ შაბათს უქმობენ და მერე ფიჯსა (16/06) და სამოას (23/06) მოიხილავენ, ეს გუნდები კი მანამდე იაპონიაში მოაყომარებენ "წყნარი ოკეანის თასს"

 

ზაფხულის ტესტები

<<   ავსტრალია 6:9 შოტლანდია

ავს: მორაჰენ თომანი ე.ფაინგა ჰარის იოანე <10-9> ბარნს გენია / სლიპერ მურ პამერ (ელიგზანდერ 71) ტიმანი (სიმონს 55) შარპ; დენის (ჰუპერ 66) პოქოქ^კაპ ჰიგინბოთამ - 2ჯ: ჰარის

შტლ: ჰოგ შ.ლამონთ (თ.ბრაუნ 39) დელუკა სქოთ ანსბრო
<10-9>
ლეიდლოუ ბლერ (ქაზითერ 64) / გრანთ ფორდ
^კაპ მარი; გრეი ქელოქ; სთროქოშ რენი ბარქლეი - 3ჯ: ლეიდლოუ

რეფ პეიპერ (აფრ) 5/06 @ ნიუქასლი, ჰანთერ სთედიუმ (20 088)

0:3(23) 0:6(28) 3:6(33) / 6:6(43) 6:9(80+3) # ვიდეო

წყნარი ოკეანის თასი

პირველი რაუნდი 
5/06 @ ნაგოია, მიზუჰო პარკ (
$ პრემია)

<<   სამოა 20:18 ტონგა$

2ლ: ნ.ტუინგამალა ლემი; 2გ 2ჯ: ანუფე -
6ჯ: მორათ სბ ტაუფა

რეფ ბარნს (ინგ) (4 565)
3:0(3სბ) 3:3(6) 3:6(20) 3:9(35) 6:9(40) /
13:9(43) 13:12(46) 20:12(50) 20:15(54) 20:18(59)

<<   იაპონია$ 19:25 ფიჯი

ლ: საჯ: გ 4ჯ: გორომარუ -
3ლ: კატონიმბაუ ნაიათალევუ ნგონევა; 2გ 2ჯ: კოროილანგილანგი

რეფ ლეისი (ირლ) (6 036)
3:0(5) 6:0(10) 9:0(19) 9:7(21) 9:14(31) /
9:17(42) 12:17(44) 12:20(51) 12:25(59) 19:25(63)

<<   ქულა

4 ფიჯი სამოა - 1 ტონგა იაპონია

პირველი ვიქენდი  [საქ დროით]

8/06 რუმინეთი

17.00

ურუგვაი

ბუქარესტი

  9/06 ზელანდია

11.35

ირლანდია

ოქლენდი

  ავსტრალია

14.05

უელსი

ბრისბენი

  საქართველო

17.00

უკრაინა

ავჭალა

  აფრიკა

19.00

ინგლისი

დურბანი

  კანადა

22.00

შტატები

ქინგსთონი

  არგენტინა

22.40

იტალია

სან ხუანი

10/06 ფიჯი

07.10

სამოა

ტოკიო

  იაპონია

09.10

ტონგა

ტოკიო

www.000webhost.com