თამაშს კითხულობსო

   ირბ-მა კარგად მივიწყებული ძველი რომ გაიხსენა, ამ შაბათიდან მოყოლებული, თვის ბოლომდე, ზელანდია სამჯერ უმასპინძლებს ირლანდიას, ავსტრალია - უელსს, აფრიკა კი - ინგლისს.

ზელანდია სეზონს ხსნის "იდენ პარკზე, სადაც ოქტომბერში 24-წლიანი ნავსი გატეხა და მსოფლიო თასი დაიბრუნა. მალევე ჭარმაგი გრემ ჰენრის ნაცვლად მისივე თანა-შემწე, 53 წლის სთივ ჰანსენი დაინიშნა "ოლ ბლექსის" მწურთნელად, ნაკრები კი, ტესტ-რაგბის სეზონურობის გადამკიდე, ახლაღა შედგა.

კივთა 15-ეულში სამი ახალბედაა: 9 ნომერია არონ სმითი (ჰაილენდერზ; მეორე ხაზში დგას ბროუდი რეთალინქი (ჩიფს, გარემარბად კი ჯულიან სავეა (ჰარიქენზ. დაშავებულნი არიან ჯერომ კაინო (ბლუზ, რიჩარდ კაჰუი (ჩიფ) და ქორი ჯეინ (ჰრქ, მა ნონუს (ბლუ) ნაცვლად კი 12 ნომრად სონი-ბილ ვილიამსი დააწინაურა უფროსობამ.

ამ ნალიგარ ვარსკვლავს სრულიად რაგბეთი ეთაყვანება. გურუ ჰანსენმა მოსწრებულად შენიშნა, სანამ რაგბში ხამად იყო, ბიჭმა ვერ იცოდა, როდის რა ფანდი ეხმარა, ეხლა კი თამაშს რომ კითხულობს, კონტაქტსაც დროულად აკეთებს და ოფლოუდსაც, რის გამოც სონი-ბილის ბადალი აღარავინააო.

მამულში კიბეზე დაგორდა

ირლანდია ზელანდიას 1905 წლიდან ერაგბება, მაგრამ ერთხელაც ვერ დაუმარცხებია. "სამყურათა" აქტივში 1973 წელს, დუბლინში გახერხებული ფრეღაა. კივეთში წინა სტუმრობაზე კელტებმა
28:66 წააგეს მეორე ტესტი, ამჯერად კი მათ აკლიან დაშავებულნი - ბექი თომი ბოუ და ფორვარდები, პოლ ოქონელი და სთივენ ფერისი.

სამაგიეროდ, მოკეთდა 117 კეპის პატრონი, 33 წლის შუამარბი ბრაიან ოდრისქოლი. სონი ბილს მისი მეწყვილე, ქის ერლსი დაუდგება. მწყობრში ჩადგა უელსის კაპიტანი სემ ვორბერთონიც. "ექვსი ერის" სლემით მომგებ თაფიებს ავსტრალიასთან თითქმის იგივე შერკინება გაჰყავთ და უკანა ხაზშიც ერთადერთი სიახლეა - ტრავმირებულ ჯემი რობერთსს სქოთ ვილიამსი ცვლის.

უელსის უდიდესი დანაკლისი ზელანდიელი მწურთნელი ვორენ გეთლენდია, ვინც აღდგომაზე სამშობლოში ჩასული, მამულში კიბეზე დაგორდა და ისე დაიმტვრა, რომ აქამდე ვერ მოკეთდა. კოხტად მობურთავე "ურჩხულებს" მათივე ალი-კვალ "ვოლაბებთან" ბოლო ოთხი თამაში წაუგიათ და მათ წელსაც ოთხჯერ ხვდებიან.

ბურთა აბრაგანებს უფრთხიან

უელსს ოზეთში ცხრიდან ერთადერთხელ, 1969 წელს მოუგია ტესტი. კივი მოძღვრის, რობი დინსის თავ-კაცობით "ვოლაბიზი" ეგრეც ვერ იქცა მძლეთამძლე ძალად. ავსტრალიამ ზელანდიელის ხელ-ქვეით გამართული 57 ტესტიდან 23 წააგო - ორჯერ დამარცხდა სქოთებთან, ერთხელ - სამოასთან, და მსოფლიო თასზეც - თვით ირლანდიასთან.

დინსსა და მის დამსმელს უკვე აშკარად ერჩიან ავტორიტეტები - დევიდ ქემპიზი და კომპანია. ოზურ რაგბში დასადგურებული კრიზისის გამო ქენთებრელ ფერმერს არჩევანიც მწირი აქვს. აი ახლაც, უელსის გასამკლავებლად გამაჩანჩალებული "ვორათაზის" პირველ ხაზს უხმო, უკანა ხაზის აბურთავება კი კვლავაც რობოტ ბერიქ ბარნსს დააკისრა, რაკი მასზე უკეთესი სამივე (!) მგეზავი დაშავებულია.

აფრიკას ინგლისი ბოლო შვიდ (!) შეყრაზე უძლევია. "ვარდები" რესპუბლიკის ყველაზე ინგლისურ ქალაქში, დურბანში აქამდე არასოდეს შეხვედრიან "ბოკეს. მასპინძლებს პოსტზე ოთხი წლის დაგვიანებით დანიშნული თეთრი, ჰეინეკე მეიერი წურთნით. მეორე ხაზში დგანან ახალბედები - იბენ ეცებეთი და იონდრი კრიერი, ბრიტები კი ბურთა აბრაგანებს რომ უფრთხიან, უკანა სამუელში ორი ფულ-ბექი - მაიქ ბრაუნი და ბენ ფოდენი ჩაუწერიათ.

 

ზაფხულის ტესტები

პირველი ვიქენდი * შაბ 9/06 [საქ დროით]

<<   ზელანდია - ირლანდია

ზელ: დეგ გილდფორდ კ.სმით სბ.ვილიამს სავეა <10-9> ქართერ ა.სმით / ვუდქოქ ჰორ ო.ფრენქს; რეთალიქ ს.ვაითლოქ; ვიტო მაკქოუ^კაპ რიდ * მრქ) ბ.სმით ქრუდენ ვიპუ / ელიოთ ბ.ფრენქს; ა.ვილიამს თომსონ

ირლ: ქარნი მაკფადენ ოდრისქოლ^კაპ ერლს ზებო <10-9> სექსთონ მარი / ჰილი ბესთ ფითსპათრიქ; თუი რაიან; ომაჰონი ობრაიენ ჰიზლიპ * მრქ) ქეივ ოგარა რედენ / ქრონინ ლაფნი; ოქალაჰენ მაკლოჰლინ  

რეფ ოუენს (უელ) კიდ: პეიპერ (აფრ) / ლექი (ავს) ვიდ გოდარდ (ავს) @ ოქლენდი, იდენ პარკ 11.35

აქამდე (1905-2010) 24: 23-0*1 (664:259) ლ 88/28
ზელანდიაში (1976-2010) 9:
9-0 (297:123) ლ 41/14
ოქლენდში (1976-2006) 4:
4-0 (137:34) ლ 21/4

<<   ავსტრალია - უელსი

ავს: ეშლი-ქუპერ ვუნა ჰორნ მაკქეიბ იოანე <10-9> ბარნს გენია / რობინსონ პოლოტა-ნაუ კეპუ; სიმონს შარპ; ჰიგინბოთამ პოქოქ^კაპ პალუ * მრქ) ჰარის ე.ფაინგა ვაით / მურ ელიგზანდერ; დენის ჰუპერ

უელ: ჰაფპენი ქასბერთ ჯ.დევის ს.ვილიამს ნორს
<10-9>
პრისთლენდ ფილიპს / ჯენქინს ოუენს ად.ჯოუნზ; ბ.დევის ჩართერის; ლიდიეთ ვორბერთონ
^კაპ ფალეტაუ * მრქ) ბექ ჰუქ ჰლ.ვილიამს / რის ჯეიმზ; ავ.ჯოუნზ რ.ჯოუნზ

რეფ იუბერ (აფრ) კიდ: ბრაუნ / ვილიამსონ; ვიდ მანრო (ზელ)
@ ბრისბენი, სანქორპ
14.05

აქამდე (1908-2011) 32: 21-10*1 (748:463) ლ 98/47
ავსტრალიაში (1969-2007) 9:
8-1 (304:111) ლ 41/13
ბრისბენში (
1978-2007) 4: 4-0 (168:39) ლ 23/5

<<   აფრიკა - ინგლისი

აფრ: კერშნერ ჯპ.პიტერსენ დეფილიერს^კაპ ფ.სტეინ ჰაბანა
<10-9>
მ.სტეინ ჰოუხარდ / მთავარირა ბ.დიუპლესი ი.დიუპლესი; ეცებეთ კრიერ; კუცია ალბერც სპის * მრქ) ულიფიე ლემბი პინარ / სტრაუს უსტჰეიზენ; ფლ.ფანდერმერვე დენიელ

ინგ: ბრაუნ ეშთონ ტუილანგი ბარით ფოდენ <10-9> ფარელ იანგს / მარლერ ჰართლი ქოულ; მ.ბოთა პარლინგ; ჯონსონ რობშოუ^კაპ მორგან * მრქ) ჯოზეფ ფლად დიქსონ / მირს დორან-ჯოუნზ; პამერ დოუსონ

რეფ ვოლშ (ავს) კიდ: როლან / მაკდაუელ (ირლ) ვიდ რემიჯ (შტლ) @ დურბანი, ქინგზ პარკ 19.00

აქამდე (1906-2010) 32: 19-12*1 (661:491) ლ 61/34
აფრიკაში (1972-2007) 10:
7-3 (290:155) ლ 29/6
დურბანში პირველად ახლაღა!

<<   არგენტინა - იტალია

არგ: ტუკულეტ აგუჯა ასკარატე კონტეპომი^კაპ გოსიო
<10-9>
მიერეს ლანდახო / რონსერო გინასუ გომეს-კოდელა; ლოსადა ფარიას-კავეჯო; ფესია ლეონარდი სენატორე * მრქ) მირაჯეს მონტერო კუვეჯი / პოსტილიონი ტეტას-ჩაპარო; მაკომე დელავეგა

იტა: მაკლეინ ვენდიტი კარტაროლი სგარბი ბენვენუტი
<10-9>
ბერთონ გორი / დემარკი ფესტუჩა კასტროჯოვანი; პავანელო ბორტოლამი
^კაპ; ძანი მა.ბერგამასკო ბარბიერი * მრქ) ტონიოლატი ბოკინო ტებალდი / ჯაძონ რომანო; ფურნო ფავარო 

რეფ გარსეზ (სფრ) კიდ: ქლენზი (ირლ) / კ.დიუპრე; ვიდ ფელცმან (აფრ) @ სან ხუანი, ვისენტენარიო 22.40

აქამდე (1978-2010) 17: 11-5*1 (420:290) ლ 36/19
არგენტინაში (1989-2008) 7:
5-2 (185:109) ლ 14/6
სან ხუანში პირველად ახლაღა!

ამავე ვიქენდზე

8/06

რუმინეთი

17.00

ურუგვაი

ბუქარესტი

9/06

საქართველო

17.00

უკრაინა

ავჭალა

 

კანადა

22.00

შტატები

ქინგსთონი

10/06

ფიჯი

07.10

სამოა

ტოკიო

 

იაპონია

09.10

ტონგა

ტოკიო

www.000webhost.com