ბოლო დარტყმებითღა

   სამხრეთული ტესტების მეორე შებმებში მასპინძელ ბობოლათა სამეულს თავს ფრიადი ბრძოლა გადახდა, მაგრამ ბოლოს მაინც ძლია ბრიტი სტუმარი და სერიაში გამარჯვებაც დაიბევა.

ზელანდიამ ირლანდიას და ავსტრალიამ უელსს მატჩის ბოლო დარტყმითღა აჯობეს, აფრიკამ კი კიდევ დაალელოვა ოთხ ქულამდე მიახლოებული ინგლისი. სერიათა მესამე რკენები ამ შაბათსაა და რადგან რაგბი ვაჟკაცთა ბრძოლაა, ევროპელები თავს არ დაზოგავენ, რათა საპრესტიჟო მოგებით გული მოიოხონ.

კივები "სამყურებს" ქრაისთჩერჩულ ავდარში დაუხვდნენ. ირლანდიამ დერეფანში მალევე ააგორა მოლი და ჰავბექი ქონორ მარი მოკლე ფრთაზე ეწია მიზანს. მერე "ოლ ბლექსმა" იძალა და სირენის შემდეგ დენ ქართერმა მეოთხე ჯარიმა კარს რომ ვეღარ უწია, ტაიმი სტუმრებმა 10:9-ღა მოიგეს.

განახლდა თამაში და სონი-ბილ ვილიამსის რეიდის შემდეგ კივთა ახალბედა ჰავბექმა, არონ სმითმა ოვალი ზედახორაში დაამიწა. კელტებმა ინიციატივა ისევ ხელთ იგდეს და ყეყეჩი ალი ვილიამსი რომ დაჯარიმდა, ბოლომდე ათი წუთით ადრე ანგარიში 19:19 გახდა.

27 წამით ადრე

აქ იზრაელ დეგი დარტყმის შემდეგ დაეჯახა რობ ქარნს და გაასინბინეს, ჯონათან სექსთონს კი 49 მეტრიდან ფეხში ღონე ვერ ეყო. მსოფლიოს ჩემპიონებმა თამაში დინჯად გადაიტანეს მეტოქის ნახევარზე და მეოთხედში გამართეს ჭიდილი.

შერკინებამ საარეკნე პლაცდარმი შეუმზადა ქართერს, მაგრამ ამან მარჯვენათი ააცილა. რეფმა შენიშნა, რომ დაფარებისას ბურთი ირლანდიელს შეეხო და კვლავ 5-მეტრა შერკინება დანიშნა. შავები ისევ მიეძალნენ და ქართერს ისე მიაწოდეს ოვალი, რომ ამას სირენამდე
27 წამით ადრე ცაციათი დაეკრა.

ჰოდა, ირლანდია 1905 წლიდან თუმც 26-ედ ერაგბა ზელანდიას, ვერც ამჯერად მოუგო და წახდა, დამდეგ შაბათს კი, ტრავმათა გამო, "სამყურებს" დააკლდებიან გორდონ დარსი და ჯემი ჰიზლიპი, ხოლო "ოლ ბლექსს" - ალი ვილიამსი და სავარაუდოდ, ქიარან რიდიც.

ბარემ ნახევარი ჩაება

ავსტრალიამ და უელსმა მელბურნში, მესამედით ცარიელ "ეთიჰადში, ჭერქვეშ იბურთავეს. უელსმა თავიდანვე შეუტია და ჯორჯ ნორსი გაუძვრა ორი ზორბა მორკინალს. უფერულ თამაშში ბერიქ ბარნსმა შეაგდო წყვილი ჯარიმა, ტაიმის ბოლო შეტევაში კი მღლეტელსა და შუამარბს შორის გაჭრა ხაზი და რობ ჰორნს უპასა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ვილ გენიას უზუსტო გადაცემას უელსელებმა ფეხი მიჰკრეს და ჯონათან დევისმა ლელომდე მიგორებულთან მიასწრო მორკინალებს. ლელო მეტად აღარ გასულა. ამხტარი ლი ჰაფპენის ჩამოგდებისთვის რომ გაასინბინეს ქუპერ ვუნა, დაზარალებულმა ბოლოს-წინა-ჯერაც დააწინაურა "ურჩხულები, სირანემდე 8 წუთით ადრე კი ფეხ-მტკივანი ბარნსი მოედნიდან არ გავიდა და იოლი ჯარიმა ააცილა.

"ვოლაბებმა" მაინც იმარჯვეს. მათ ბოლო ბურთზე, დერეფანში ააგორეს მოლი, რომელშიც ბარემ ნახევარი გუნდი ჩაება, და დაიმსახურეს ჯარიმა, რომელიც შეცვლაზე შესულმა კივმა, მაიქ ჰარისმა შეაგდო. მესამე თამაში დღისითაა სიდნეიში. მასში ავსტრალიას 15 ნომრად ეყენება ხულიგნობის გამო პასუხის-გებაში მიცემული ქერთლი ბილი.

ქორწილი ტესტის დღეს

აფრიკამ მაღალ მთაში, საწყის მეოთხედში წალეკა ინგლისი და სამჯერ დაალელოვა: ვილემ ალბერცმა შერკინებიდან გამოვარდნილი ბურთი აიტაცა; ბისმარკ დიუპლესი სამი აკიდებული მეტოქითურთ ეწია მიზანს, ფრანსუა ჰოუხარდმა კი 17-ფაზიანი შტურმი დააგვირგვინა.

ინგლისის ჰავბექმა ბენ იანგსმა უცებ გაათამაშა ჯარიმა და ქრის ეშთონს თობი ფლადი მიყვა. მეორე ტაიმის დასაწყისში სხვაობა
18 ქულა გახდა, მაგრამ იანგსის დუბლის წყალობით ოთხამდე დავიდა. აქ ივაჟკაცა ჯეი-პი პიტერსენმა, ვინც საკუთარი წყვეტილიდან მოაწყო სლალომი, ბარემ ხუთი ფაზის შემდეგ კი ალამთანაც შეხტა.

ინგლისს ბოლო, პრესტიჟის ტესტში დააკლდებიან დაშავებულები - იანგსი და კაპიტანი ქრის რობშოუ, ვისგანაც ყოჩობას დილან ჰართლი გადაიბარებს. "ბოკეს" ვერ ეყოლება ფრანს სტეინი, რაკი ქორწილი ტესტისთვის დაუმთხვევია, და ტრავმირებულნიც, ალბერცი და პეთ ლემბი.

ოფლოუდი ვერ შეიშნო

არგენტინამ ისევ მოშალა საფრანგეთი, ვინც ქიქერებმაც დააღალატეს. "პუმათა" პირველი ლელო ველისარიო აგუჯამ დადო ფრანსუა ტრენ-დიუკის პასის ჩაჭრით, მეორე, გამარჯვებისა კი, მანუელ მონტერომ, ვისაც ოვალი მას შემდეგ მიუვიდა, რაც ფიულჟანს უდრაოგომ ფრედი მიშალაკის ოფლოუდი ვერ შეიშნო.

წაგებულმა "ლე ბლემ" უკეთესი ლელო დადო - ბრაის დიულენის სოლოდან ტრენ-დიუკმა ფრთაზე გადაუკიდა იოან იუჟეს, ამან კი ლუი პიკამოლს ჩამოუგდო. შოტლანდიას ფიჯზე ჰოლანდიელმა დებიუტანტმა, თიმ ფისერმა დაუბევა მოგება, იტალიამ კი კანადა შერკინებით დაიბრიყვა.

 

ზაფხულის ტესტები

მეორე ვიქენდი * 16/06

<<   ზელანდია 22:19 ირლანდია

ზელ: დეგ სბ 73, გილდფორდ კ.სმით სბ.ვილიამს სავეა (ბ.სმით 74) <10-9> ქართერ ა.სმით (ვიპუ 65) / ვუდქოქ ჰორ ო.ფრენქს (ბ.ფრენქს 58) რეთალიქ (ა.ვილიამს 65) ვაითლოქ; თომსონ (რეთალიქ 66-69) მაკქოუ^კაპ რიდ (ქეინ 41) - ლ: ა.სმით; გ 4ჯ ა: ქართერ

ირლ: ქარნი მაკფადენ ოდრისქოლ^კაპ დარსი (ოგარა 52) თრიმბლ
<10-9> სექსთონ მარი (რედენ 65) / ჰილი ბესთ როს; თუი (ოქალაჰენ 59) რაიან; მაკლოჰლინ (ომაჰონი 63) ობრაიენ ჰიზლიპ -
ლ: მარი;
გ 4ჯ: სექსთონ

რეფ ოუენს (უელ) @ ქრაისთჩერჩი, ეი-ემ-აი

0:7(11) 0:10(19) 3:10(22) 6:10(30) 9:10(34) / 16:10(43) 16:13(45) 19:13(62) 19:16(64) 19:19(69) სბ(73ზ) 22:19(80ა) ^ სერია 2-0 # ვიდეო

<<   ავსტრალია 25:23 უელსი

ავს: ეშლი-ქუპერ ვუნა სბ 60 (ე.ფაინგა 71) ჰორნ მაკქეიბ იოანე
<10-9>
ბარნს (ჰარის 73) გენია / რობინსონ (ელიგზანდერ 66) პოლოტა-ნაუ (მურ 51) კეპუ; სიმონს (ჰუპერ 70) შარპ; ჰიგინბოთამ პოქოქ
^კაპ პალუ (დენის 54) - ლ: ჰორნ; გ: ბარნს; 6ჯ: ბარნს 5, ჰარის

უელ: ჰაფპენი ქასბერთ ჯ.დევის ბექ ნორს <10-9> პრისთლენდ ფილიპს (ვებ 66) / ჯენქინს რის (ჰიბარდ 68) ად.ჯოუნზ; ბ.დევის ავ.ჯოუნზ (ჩართერის 68) ლიდიეთ ვორბერთონ^კაპ რ.ჯოუნზ -
2ლ:
ნორს ჯ.დევის; 2გ 3ჯ: ჰაფპენი

რეფ პოლოქ (ზელ) @ მელბურნი, ეთიჰად (33 888)

0:7(4) 3:7(20) 6:7(30) 13:7(40) / 13:14(44) 16:14(48) 16:17(50) 19:17(59) 19:20(61სბ) 22:20(65) 22:23(67) 25:23(80+2) ^ სერია
2-0 # ვიდეო

<<   აფრიკა 36:27 ინგლისი

აფრ: ლემბი (ულიფიე 54) ჯპ.პიტერსენ დეფილიერს^კაპ ფ.სტეინ ჰაბანა (პინარ 58) <10-9> მ.სტეინ ჰოუხარდ / მთავარირა ბ.დიუპლესი (სტრაუს 61) ი.დიუპლესი (ვ.კრიერ 60) ეცებეთ ი.კრიერ (ფლ.ფანდერმერვე 63) კუცია ალბერც (დენიელ 53) სპის -
4ლ: ალბერც ბ.დიუპლესი ჰოუხარდ პიტერსენ; 2გ 3ჯ ა: მ.სტეინ

ინგ: ფოდენ ეშთონ ჯოზეფ (ალ.გუდ 78) ტუილანგი სთრეთლ (ფარელ 60) <10-9> ფლად იანგს (დიქსონ 75) / მარლერ (ქოულ 57) ჰართლი (მირს 75) ქოულ (კორბისიერო 50) მ.ბოთა (პამერ 45) პარლინგ; ჯონსონ რობშოუ^კაპ მორგან (ვოლდრომ 48) -
3ლ:
ფლად იანგს (2 3) 3გ 2ჯ: ფლად

რეფ როლან (ირლ) @ იოჰანესბერგი, კოკა კოლა პარკ (65 ათასი)

5:0(3) 12:0(8) 12:3(10) 15:3(16) 22:3(20) 22:10(24) 25:10(27ა) / 28:10(47) 28:17(52) 31:17(59) 31:24(62) 31:27(65) 36:27(73) ^ სერია 2-0 # ვიდეო

<<   არგენტინა 23:20 საფრანგეთი

არგ: მირაჯეს (ურდაპიჯეტა 41) აგუჯა ტუკულეტ კონტეპომი^კაპ მონტერო <10-9> მიერეს ლანდახო (კუვეჯი 49) / გინასუ პოსტილიონი (ვორდოი 58) ტეტას-ჩაპარო (ენ 58) მაკომე (ვრუნო 66) ლოსადა (ვაეს 58) ფარიას-კავეჯო დელავეგა ლეონარდი სბ 52 -
2
: აგუჯა მონტერო; 2გ 3ჯ: კონტეპომი

სფრ: დიულენ ბუტენ ფოფანა ფრიც (მერმოზ 79) იუჟე
<10-9>
ტრენ-დიუკ (მიშალაკ 59) პარა / ვატრემე (დებატი 41) შარჟევსკი (ტოლოფუა 67) ატუბ; პაპე
^კაპ მაესტრი (ტაოფიფენუა 75) ლორე უდრაოგო პიკამოლ (ლაპონდრი 67) - ლ: პიკამოლ;
5ჯ: პარა 4, ტრენ-დიუკ

რეფ ქლენზი (ირლ) @ კორდოვა, მარიო კემპეს

0:3(4) 7:3(6) 7:6(11) 7:9(23) 10:9(25) 10:14(27) 13:14(40) /
13:17(44) 13:20(53სბ) 16:20(57) 23:20(78) ^ სერია
1-0

<<   კანადა 16:25 იტალია

ლ: თრეინორ; გ 3ჯ: პრიჩარდ -
ლ:
დაპიჩე; გ 6ჯ: ბერთონ

რეფ პირსონ (ინგ) @ ტორონტო, ბი-ემ-ოუ ფილდ (12 210) # ვიდეო
3:0(3) 3:3(11) 3:6(25) 6:6(28) 13:6(33) 13:9(40) /
13:12(43) 13:19(50) 16:19(53) 16:22(62) 16:25(72)

<<   ფიჯი 25:37 შოტლანდია

3ლ: ნდომოლაილაი ნაიათალევუ ტალემბულამაიჯაინა; 2გ 2ჯ: რალულუ - 4ლ: ლეიდლოუ საჯ ფისერ (3 4) 4გ 3ჯ: ლეიდლოუ

რეფ პეიპერ (აფრ) @ ლაუტოკა, ჩერჩილ პარკ # ვიდეო
3:0(6) 6:0(8) 6:7(18) 6:14(23) 11:14(25) 11:17(33) 11:24(38) /
11:27(47) 18:27(50) 25:27(66) 25:30(70) 25:37(74)

ბოლო, მესამე ვიქენდი  [საქ დროით]

23/06

სამოა

06.30

შოტლანდია

აპია

 

ფიჯი

07.40

ტონგა

ლაუტოკა

 

ავსტრალია

09.00

უელსი

სიდნეი

 

ზელანდია

11.35

ირლანდია

ჰემილთონი

 

აფრიკა

19.00

ინგლისი

პორთ ელიზაბეთი

24/06

კანადა

01.00

საქართველო

ვანკუვერი

 

არგენტინა

01.10

საფრანგეთი

ტუკუმანი

 

შტატები

04.30

იტალია

ჰიუსთონი

www.000webhost.com