შფოთის-თავებს უხმეს

   სამხრეთელმა ბობოლებმა სამ-ტესტა სერიათა საწყისი წყვილი რკენა ვახტანგურად რომ მოუგეს ბრიტანელ სტუმრებს, ბოლო თამაშები შოუს კულმინაციის ნაცვლად საპრესტიჟო ღონისძიებაღა იქნება.

მესამე შაბათის პროგრამაში თამაშთა რიგითობა დაირღვა: მარად სიახლის მაძიებელი ავსტრალია ამ ერთი მატჩით უბრუნდება
40-ათასიან "ფუთბოლ (ბურთაობის) სთედიუმს, სადაც ოლიმპიურის გახსნამდე, 1989-98 წლებში მართავდა ტესტებს, და ძველებურადვე, სიდნეურად დღის სამზე (
09.00 საქ) დაუნიშნია დაწყება.

"ვოლაბებს" 15 ნომრად დაუბრუნდა ქერთლი ბილი, ვინც ორი კვირის წინ ბარის კარის-კაცი გალახა, მაგრამ ამასობაში ზე 15-ში ნატკენი ბეჭიც მოურჩა. ავსტრალიას ბოლო მსოფლიო თასიდან მოყოლებული, ზედიზედ ოთხჯერ უძლევია უელსი და შაბათის ტესტის ჩათვლით, მასვე წლის ბოლომდე კიდევ ორჯერ ერაგბება.

მსაჯის მოკითხვას აპირებს

"ურჩხულები" ირბ-ის რეიტინგში მეოთხე ადგილზე არიან და თუ დეკემბრის დამდეგსაც შეინარჩუნეს პოზიცია, 2015 წლის მსოფლიოს პულში სამხრეთის "სამ ერს" ასცდებიან. ტაფიებს ოზეთში ვერ გაუმარჯვნიათ 1969 წლის აქეთ. შაბათს მათ უცვლელი 15-ეული გაჰყავთ, დაცვის გურუ შონ ედვარდსი კი მსაჯის მოკითხვას აპირებს, რათა დააზუსტოს, თუ უფალი იუბერი როგორ განსჯის ბოჭვას.

ზელანდიამ ბოლო წამებზე გატანილი არეკნითღა რომ გაასაღა ირლანდია, მოძღვარი სთივ ჰანსენი დაიბოღმა და მეტოქეს გული მოუკლა, ამაზე უკეთ თამაშს ვეღარ შეძლებთო. "სამყურებმა" მეტოქეს წაუყრუეს. სტუმრებს კვლავაც ავდრის ეიმედებათ, რადგან ქრაისთჩერჩისა არ იყოს, ჰემილთონშიც წვიმს და ცივი ქარი ქრის.

სმიტს რეკორდში შეეზიარება

"ოლ ბლექსი" ასვენებს გარემარბებს და კანჭ-გაჭიმულ დენ ქართერს, ქიარან რიდს კი ტვინი რომ შეერყა, 8 ნომრად დადგება თვით რიჩი მაკქოუ, ვისაც წინა ტესტის მეორე ტაიმში ბურთი 4-ჯერ დაუვარდა. კივებს დაგეზავთ ზე 15-ის ლიდერის, ჰემილთონისვე "ჩიფსის" წევრი არონ ქრუდენი, ირლანდიელი ბრაიან ოდრისქოლი კი 83-ედ რომ უყოჩებს ნაკრებს, რეკორდში შეეზიარება აფრიკელ ჯონ სმიტს.

"ბოკე" თუ კიდევ მოუგებს ინგლისს, სარეკორდო წყებას ათამდე (!) გაწელავს. თეთრმა გურუმ, ჰეინეკე მეიერმა ჟან დეფილიერსი წლის ბოლომდე დაამტკიცა კაპიტნად. დაშავებული პეთ ლემბის ნაცვლად
15 ნომრად ხიო აპლონი დადგება, ინგლისმა კი 9 ნომრად აღადგინა დანი ქეა, ვისაც მსოფლიო თასი ტრავმის გამო გაუცდა, "ექვსი ერი" კი - ლოთობისა და ბარებში ჩხუბის გადამკიდე.

 

ზაფხულის ტესტები

ბოლო, მესამე ვიქენდი * შაბ 23/06 [საქ დროით]

! დააწინაურეს, % დაემატა, # დაამარქაფეს, = დაძრეს

<<   ავსტრალია - უელსი

ავს: ბილ% ეშლი-ქუპერ= ჰორნ მაკქეიბ იოანე <10-9> ბარნს გენია / რობინსონ პოლოტა-ნაუ კეპუ; თიმანი% შარპ; ჰიგინბოთამ პოქოქ^კაპ პალუ * მრქ) ე.ფაინგა ვაით / მურ ელიგზანდერ; სიმონს# დენის ჰუპერ

უელ: ჰაფპენი ქასბერთ ჯ.დევის ბექ ნორს <10-9> პრისთლენდ ფილიპს / ჯენქინს რის ად.ჯოუნზ; ბ.დევის ავ.ჯოუნზ ლიდიეთ ვორბერთონ^კაპ რ.ჯოუნზ * მრქ) ს.ვილიამს ჰუქ ვებ / ოუენს% ჯეიმზ; ჩართერის თიპურიქ

რეფ იუბერ; კიდ: პეიპერ (აფრ) / ვაით; ვიდ მანრო (ზელ) @
სიდნეი, ალიანს
09.00

სერია 2-0 (27:19 ბრისბენი, 25:23 მელბურნი)
აქამდე (1908-2012) 34:
23-10*1 (800:505) ლ 102/50
ავსტრალიაში (1969-2012) 11:
10-1 (356:153) ლ 45/16
სიდნეიში (1969-2007) 5:
4-1 (136:72) ლ 18/8
ალიანსზე (ეს-ეფ-ეს)
42:3 (1996)

<<   ზელანდია - ირლანდია

ზელ: დეგ ბ.სმით! კ.სმით სბ.ვილიამს გიარ% <10-9> ქრუდენ! ა.სმით / ვუდქოქ ჰორ ო.ფრენქს; რომანო% ს.ვაითლოქ; მესამ% ქეინ! მაკქოუ=^კაპ * მრქ) ელისონ% ბარეთ% ვიპუ / მეალამუ% ბ.ფრენქს; რეთალიქ# თომსონ# 

ირლ: ქარნი მაკფადენ ოდრისქოლ^კაპ პ.ვოლეს% ერლს%
<10-9> სექსთონ მარი / ჰილი ბესთ როს; თუი რაიან; მაკლოჰლინ ობრაიენ ომაჰონი! * მრქ) თრიმბლ# ოგარა რედენ / ქრონინ ფითსპათრიქ; ოქალაჰენ ჰენრი%

რეფ პუატ; კიდ: გოზერ (სფრ) / ლექი; ვიდ გოდარდ (ავს) @
ჰემილთონი, ვაიქათო
11.35

სერია 2-0 (42:10 ოქლენდი, 22:19 ქრაისთჩერჩი)
აქამდე (
1905-2012) 26: 25-0*1 (728:288) ლ 94/30
ზელანდიაში (1976-2012) 11:
11-0 (361:152) ლ 47/16
ჰემილთონში
34:23 (2006)

<<   აფრიკა - ინგლისი

აფრ: აპლონ% ჯპ.პიტერსენ დეფილიერს^კაპ ულიფიე! ჰაბანა
<10-9>
მ.სტეინ ჰოუხარდ / მთავარირა ბ.დიუპლესი ი.დიუპლესი; ეცებეთ ი.კრიერ; კუცია ჟ.პოტხიტერ
% სპის * მრქ) ბასონ იანკის% პინარ / სტრაუს ვ.კრიერ; ფლ.ფანდერმერვე კანკოვსკი%

ინგ: გუდ! ეშთონ ჯოზეფ ტუილანგი ფოდენ= <10-9> ფლად ქეა% / კორბისიერო! ჰართლი^კაპ ქოულ; პამერ! პარლინგ; ჯონსონ ჰესქელ% ვოლდრომ%  * მრქ) ბარით% ფარელ დიქსონ / მირს მარლერ# მ.ბოთა# დოუსონ

რეფ ვოლშ (ავს) კიდ: ოუენს (უელ) / ლეისი (ირლ) ვიდ დესანტის (იტა) @ პორთ ელიზაბეთი, ნელსონ მანდელა ბეი 19.00

სერია 2-0 (22:17 დურბანი, 36:27 იოჰანესბერგი)
აქამდე (
1906-2012) 34: 21-12*1 (719:535) ლ 67/38
აფრიკაში (1972-2012) 12:
9-3 (348:199) ლ 35/10
პორთ ელიზაბეთში
33:15 (1984)

ამავე ვიქენდზე

23/06

სამოა

06.30

შოტლანდია

აპია

 

ფიჯი

07.40

ტონგა

ლაუტოკა

24/06

კანადა

01.00

საქართველო

ვანკუვერი

 

არგენტინა

01.10

საფრანგეთი

ტუკუმანი

 

შტატები

04.30

იტალია

ჰიუსთონი

www.000webhost.com