სამაგალითოდ გააბურთავეს

   სამხრეთული ტესტების ბოლო, მესამე შებმებში ზელანდიამ ნულზე მოსრა ირლანდია; ავსტრალიამ უელსს ისევ გვიანი გოლით აჯობა, აფრიკა კი ინგლისთან ფრესღა გამორჩა.

შაბათის პროგრამა გაიხსნა სიდნეიში, სადაც დღისით, ძველ, მომცრო სტადიონზე, ირბ-ული რაგბისთვის ჯერ-არნახულად ბევრი, ბარემ
43 ათასი მოსეირე შეიკრიბა და ერთობ გაწბილებულიც დარჩა, რაღაი პედანტმა აფრიკელმა რეფმა მოაშთო ბურთაობა.

თამაში საათის თავზეღა გახურდა, როცა მსაჯს სტვენა მოწყინდა და ბიჭებიც დაიღალნენ. ალექს ქასბერთის რეიდის შემდეგ რაიან ჯოუნზმა კარში რომ შეიტანა ლელო, უელსი პირველად დაწინაურდა.

მერე სტუმრებმა ვერ აიღეს ქიქოფი და რობ ჰორნი განდაგან რომ წავიდა, ჯონათან დევისმა კინაღამ გააგდებინა ბურთი, მაგრამ მოიერიშემ მაინც იმარჯვა.

უელსი ლი ჰაფპენის მიერ ძაან შორიდან გატანილით კიდევ გავიდა წინ, მაგრამ ჯერ შეტევაში დაჯარიმდა ბლოკისთვის, მერე დაცვაშიც და ბერიქ ბარნსმა რომ დინჯად დაარტყა, ავსტრალიამ სერია 3-0 მოიგო.

იდაყვის კვრით დაარეტიანა

წინა ტესტში წკიპზე გამარჯვებულმა ზელანდიამ 15-ეულში ჯეელები დააწინაურა და ამათაც სამაგალითოდ გააბურთავეს ირლანდია.

ვიდრე ტრავმის გამო შეცვლიდნენ, "ჩიფსის" მგეზავმა არონ ქრუდენმა ოთხი (!) ლელო შეამზადა, 8 ნომრად გადაყვანილი რიჩი მაკქოუს მემკვიდრემ, სემ ქეინმა კი 20 ბოჭვას ორი ლელოც დაურთო.

"ოლ ბლექსმა" "სამყურები" 9-ჯერ დაალელოვა. მეორეზე ქრუდენმა ლამის წაქცეულმა, მიწიდან გაუხერხა ოფლოუდი სონი-ბილს.

სტუმრები კაც-ნაკლულნი რომ დარჩნენ, ჰოსეა გიარმა 50 მეტრი იქროლა და დამხვდური ქის ერლსი იდაყვის კვრით დაარეტიანა, მერვე ლელოზე კი ვილიამსმა იზრაელ დეგს ფეხით შორიდან შეუცურა.

გაცუდებული ფულ-ჰაუსი

ინგლისის ჰავბექად აღდგენილმა დანი ქეამ ჯარიმა უცებ გაათამაშა და მიზანსაც ეწია. "ბოკე" დააღალატა მორნე სტეინმა, ვისაც ბოლო ხანს  სამიზნე მოეშალა.

"ვარდების" კაპიტანი დილან ჰართლი ბურთის ჩაკვლისთვის რომ გაასინბინეს, რუან პინარმა ძალურ სოლოთა შემდეგ კაცის გამოტოვებით უპასა ჯეი-პი პიტერსენს, ბოლო წუთებზე კი ჯერ სტეინმა ძაან ააცილა არეკნი, მერე კი ოუენ ფარელმა ფორვარდებს წყალში ჩაუყარა 19-ფაზიანი გარჯა.

ორი თვის (!) შემდეგ დასაწყები "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) ხათრით, არგენტინამ ოცი (!) ძირითადი დაასვენა და საფრანგეთის დუბლთანვე რე-მატჩში მოისრა. შოტლანდიამ ბოლო წუთზე რომ დაალელოვა სამოა, "ჰარიქენზის" სათადარიგო მგეზავს, ტუსი პისს ფულ-ჰაუსი (ლ+გ+ჯ+ა) გაუცუდდა, შტატების ცნობილმა შუამარბებმა კი იტალიასთან ურჯუკობისთვის წითელი (!) ბარათები მიიღეს.

 

ზაფხულის ტესტები

მესამე ვიქენდი * 23/06

<<   ავსტრალია 20:19 უელსი

ავს: ბილ ეშლი-ქუპერ ჰორნ მაკქეიბ (ე.ფაინგა 35) იოანე <10-9> ბარნს გენია / რობინსონ პოლოტა-ნაუ (მურ 57) კეპუ (ელიგზანდერ 57) თიმანი (სიმონს 73) შარპ; ჰიგინბოთამ (დენის 57) პოქოქ^კაპ პალუ - ლ: ჰორნ; 5ჯ: ბარნს

უელ: ჰაფპენი ქასბერთ ჯ.დევის ბექ (ს.ვილიამს 66) ნორს <10-9> პრისთლენდ (ჰუქ 70) ფილიპს / ჯენქინს (ჯეიმზ 41) რის (ოუენს 66) ად.ჯოუნზ; ბ.დევის ავ.ჯოუნზ (ჩართერის 66) ლიდიეთ ვორბერთონ^კაპ (თიპურიქ 29) რ.ჯოუნზ (ჩართერის 50-56) -
ლ:
რ.ჯოუნზ; გ 4ჯ: ჰაფპენი

რეფ იუბერ (აფრ) @ სიდნეი, ალიანს (42 889)

3:0(4) 3:3(8) 6:3(10) 6:6(14) 9:6(17) 9:9(25) 12:9(39) /
12:16(62)
17:16(65) 17:19(71) 20:19(75)  # ვიდეო

სერია 3-0 (27:19 ბრისბენ, 25:23 მელბურნ)

<<   ზელანდია 60:0 ირლანდია

ზელ: დეგ ბ.სმით კ.სმით (ელისონ 61) ვილიამს გიარ <10-9> ქრუდენ (ბარეთ 24) ა.სმით (ვიპუ 61) / ვუდქოქ (ბ.ფრენქს 77) ჰორ (მეალამუ 41) ო.ფრენქს; რომანო ს.ვაითლოქ (რეთალიქ 60) მესამ ქეინ (თომსონ 70) მაკქოუ^კაპ - 9ლ: ქეინ (1 5) ვილიამს (2 3) ბ.სმით გიარ მესამ დეგ თომსონ; 6გ: ქრუდენ 2, დეგ, ბარეთ 3; ჯ: ბარეთ

ირლ: ქარნი სბ 40+ მაკფადენ ოდრისქოლ^კაპ პ.ვოლეს (ოგარა 55) ერლს (თრიმბლ 51-54, 75) <10-9> სექსთონ მარი (რედენ 60) / ჰილი ბესთ (ქრონინ 69) როს (ფითსპათრიქ 60) თუი (ოქალაჰენ 56) რაიან; მაკლოჰლინ (ჰენრი 55) ობრაიენ ომაჰონი

რეფ პუატ (სფრ) @ ჰემილთონ, ვაიქათო

7:0(8) 14:0(13) 21:0(20) 26:0(23) 29:0(40+2სბ) /
36:0(45) 41:0(50) 46:0(58) 53:0(64) 60:0(74) #
ვიდეო

სერია 3-0 (42:10 ოქლენდ, 22:19 ქრაისთჩერჩ)

<<   აფრიკა 14:14 ინგლისი

აფრ: აპლონ ჯპ.პიტერსენ დეფილიერს^კაპ ულიფიე ჰაბანა <10-9> მ.სტეინ ჰოუხარდ (პინარ 50) / მთავარირა ბ.დიუპლესი (სტრაუს 64) ი.დიუპლესი (ვ.კრიერ 76) ეცებეთ (ფლ.ფანდერმერვე 55) ი.კრიერ; კუცია ჟ.პოტხიტერ (კანკოვსკი 55) სპის - ლ: პიტერსენ; 3ჯ: სტეინ

ინგ: გუდ ეშთონ ჯოზეფ (ბარით 64) ტუილანგი ფოდენ <10-9> ფლად (ფარელ 13, ბარით 28-35) ქეა / მარლერ ჰართლი^კაპ სბ 52, ქოულ; პამერ (მ.ბოთა 67) პარლინგ; ჯონსონ (მირს 55-62, დოუსონ 67) ჰესქელ ვოლდრომ - ლ: ქეა; 3ჯ: ფლად, ფარელ 2

რეფ ვოლშ (ავს) @ პორთ ელიზაბეთ, ნელსონ მანდელა ბეი

0:3(2) 3:3(7) 3:8(11) 6:8(16) 9:8(28) /
9:11(45) სბ(52ი) 14:11(62) 14:14(72) #
ვიდეო

სერია 2-0*1 (22:17 დურბან, 36:27 იოჰანესბერგ)

<<   არგენტინა 10:49 საფრანგეთი

ლ: დელავეგა; გ ჯ: კონტეპომი - 6ლ: ფოლ იუჟე (2 5) მაშნო მერმოზ ლაპონდრი; 5გ 3ჯ: მიშალაკ სბ ტოლოფუა

რეფ ქლენზი (ირლ) @ ტუკუმან, ხოსე ფიერო

0:7(13) 0:10(18) 3:10(26) 3:13(28) 3:16(31) 3:23(34) 3:30(40+) / 3:37(57) 3:42(63) 3:49(69) სბ(73) 10:49(75) ^ სერია
1-1 (23:20 კორდოვა)

<<   სამოა 16:17 შოტლანდია

ლ გ 2ჯ ა: ტ.პისი - 2ლ: ანსბრო ჰარლი; 2გ ჯ: ლეიდლოუ

რეფ პოლოქ (ზელ) @ აპია, პარკ

3:0(21ა) 3:7(24) 6:7(28) / 9:7(42) 9:10(48) 16:10(58) 16:17(80)

<<   შტატები 10:30 იტალია

ლ: ემერიქ; გ ჯ: ვაილზ წბ ე.სუნიულა ემერიქ -
3ლ:
ფესტუჩა გორი ბერთონ; 3გ 3ჯ: ბოკინო

რეფ გარსეზ (სფრ) @ ჰიუსთონ, ქომპას (17 241)

0:7(3) 3:7(11) 3:10(13) 10:10(27) 10:13(32) 10:20(34) /
წბ(44შ) 10:23(67წბ) 10:30(77)

წყნარი ოკეანის თასი

ბოლო, მესამე რაუნდი ($ პრემია)

<<   ფიჯი$ 29:17 ტონგა

4: ტალემბულა (1 3) ნაურეურე მოთეტანდრა; 3გ: რალულუ 2, ტალემბულა; ჯ: ტალემბულა - ლ: პიუტაუ; 4ჯ: მორათ

რეფ ბრაუნ (ზელ) @ ლაუტოკა, ჩერჩილ პარკ (4 529)

7:0(20) 7:3(21) 7:6(28) 7:9(31) /
7:14(43) 14:14(48) 14:17(61) 19:17(64) 26:17(72პ) 29:17(77)
# ვიდეო

ზღვისრეთი

მ-წ

გტ:გშ

$

სამოა

12

3-0

76:70

8/7

0

ფიჯი

10

2-1

80:65

10/5

2

ტონგა

5

1-2

59:69

4/8

1

იაპონია

4

0-3

65:76

7/9

4

ირბ-ის რეიტინგი (25/06)

1 ზელანდია 9143, 2 ავსტრალია 8705, 3 აფრიკა 8487,
4 ინგლისი 8309, 5 საფრანგეთი 8303, 6 უელსი 8226,
7 ირლანდია 7985, 8 არგენტინა 7925, 9 შოტლანდია 7797,
10 სამოა 7623, 11 იტალია 7603, 12 ტონგა 7479

13 კანადა 7230, 14 ფიჯი 7060, 15 საქართველო 6795,
16 იაპონია 6793, 17 შტატები 6661, 18 რუმინეთი 6454,
19 რუსეთი 6205, 20 ესპანეთი 6163, 21 ნამიბია 6124,
22 ურუგვაი 6113, 23 ბელგია 5917, 24 ჩილე 5832,
25 კორეა 5672, 26 პორტუგალია 5658

+/-:  სფრ 197 არგ, შტლ 141 სამ, ფიჯ 139 ტონ, იტა 77 აშშ,
ინგ 60 აფრ,
კან 56 საქ (31:12 შ, ავს 28 უელ * ზელ 0 ირლ

ზე რაგბი

<<   XVI რაუნდი (საქ დროით)

პარ 29/06

ჰლნ(ზელ

11.35

ჩიფ)ზელ

რბლ(ავს

13.40

რედ)ავს

უქმ:
შრქ_აფრ, ვრთ_ავს, ბლუ_ზელ

შაბ 30/06

ქრს(ზელ

11.35

ჰრქ)ზელ

ფორ(ავს

13.40

ბრმ)ავს

სთო(აფრ

19.05

ლნზ)აფრ

ბულ(აფრ

21.10

ჩტზ)აფრ

 

www.000webhost.com