საერთო ფალავნობისთვის

   სამ-კვირიანი სანაკრებო არდადეგების შემდეგ განახლებული სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) მე-16 რაუნდში ლიდერმა "ჩიფსმა" კივეთის ჯილობა დაიბევა, 7-გზის ჩემპიონ "ქრუსეიდერზს" კი მწარე მარცხი აგემა დადევნებულმა "ჰარიქენზმა"

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

"ჩიფსმა" "ქრუსეიდერზი" 10 ქულით ჩამოიტოვა და რაღაი მასვე სამი მოგებით უსწრებს, თვისტომებში პირველობა და პლეი-ოფის შინ დაწყებაც გარანტირებული აქვს, მაგრამ ფინიშზე ორი ურთულესი დარბი კი ელის და ამად, საერთო ფალავნობისთვის გარჯა მოუწევს.

ჩიფსი "ჰაილენდერზს" ეახლა და თენოვერიდან, სონი-ბილ ვილიამსის რეიდის კვალად, ანგარიში 113-ე წამზე გახსნა. მეორე, იოლი ლელო მოგერიებაზე დაფარებას და პასაობას მოყვა, მეორე ტაიმში კი ლიგელი ვარსკვლავი მხრით რომ დაეჯახა მეტოქეს, მოედანზე ქალაქური კრივიც გაჩაღდა.

რეფმა ავტორიტეტს გასინბინება ვერ აკადრა. ჰაილენდერზმა ორივე ლელო ზედახორაში დადო, სირენის შემდეგ კი, სამ-ნახევარ წუთში,
17 უიმედო ფაზაც აკინძა, მაგრამ წინ ვერ წაიწია და დაკარგა ოვალი.

გადამწყვეტი ჯარიმა

"ქრუსეიდერზს" აკლდნენ ირლანდიასთან დაშავებული "ოლ ბლექები" - დენ ქართერი, იზრაელ დეგი და ქიარან რიდი. "ჰარიქენზი" სეზონის ბოლომდე მოისაკლისებს ნორჩ ჰავბექს, თი-ჯეი პერენარას.

მატჩის სამივე ლელო შესვენებამდე გავიდა. სტუმართა კაპიტანი კონრად სმითი პირველზე ანდრე თეილორმა (რეიდით) და ჯულიან სავეამ (აშკარა ბლოკით) ახეირეს, მასპინძელთაგან კი ზექ გილდფორდმა მოაწყო 65-მეტრა სლალომი.

დასკვნით ათ წუთში გადამწყვეტი ჯარიმა სავეასა და ჯეიდენ ჰეივორდის მიხდომებს მოყვა, სირენის შემდეგ კი ქრუსეიდერზმა მეტოქეს თუმც დაუქცია შერკინება, თაილერ ბლაინდელმა შუა ხაზიდან კარს ვერ უწია ბურთი.

მორთლოქი და შარპიც

ჰარიქენზი ბოლოს-წინა რაუნდში რომ უქმობს და მაგად პრემიას ვერ მიითვლის, მისი გასწრება შეუძლია ფორმაში ჩამდგარ "რედსს, ვისაც წლის ბოლომდე გამოკლებული ჯეიმზ ჰორვილის ნაცვლად ვილ გენია კაპიტნობს. ნელ-ნელა ათამაშდა ქვეიდ ქუპერიც და გრძელი პასითა და ოფლოუდით ორი ლელო გამოაცხო "რებელზთან, ვინც ღვაწლ-მოსილი "ვოლაბი" სთერლინგ მორთლოქი პენსიაზე გააცილა.

რებელზს წლეულს მესამედაც დაუშავდა ჯეიმზ ოქონორი და შეიძლება "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) სტარტამდე ვეღარც მოკეთდეს. პრემიის მომტანი ლელო გენიას მომსხეპი პასით, ალამთან დაიდო, ოზეთის ლიდერმა "ბრამბიზმა" კი "ფორსის" მოედანზე პირველი ლელო 106-ე წამზე გაიტანა და პრემია პირველ ტაიმშივე გაინაღდა.

ფორსმაც გააცილა ნეითან შარპი და ერთი პირობა 8 ქულამდეც წამოეწია სტუმარს, მაგრამ ორი დროული ჯარიმა დაკრა ჯეელმა ზექ ჰოლმსმა, ვინც მანამდე თითო ლელო შეამზადა და დადო. 

ბიჭებმა გურუს უჩივლეს

ზელანდიისა არ იყოს, დოღში აფრიკიდანაც სამი გუნდია ჩაბმული. ლიდერმა "სთორმერზმა" ვერც ამჯერად დადო ოთხი ლელო - არადა, ეთამაშებოდა მაჩანჩალა "ლაიონზს, ვის კივ გურუს, ჯონ მიჩელსაც ბიჭებმა უჩივლეს, უდიერად მოგვმართავსო, და მოახსნევინეს.

სთორმერზმა მესამე ლელო ბოლოსღა დადო და რაკი პროფი პითერ გრანთი წესების ცოდნაზე აქამდეც მწყრალადაა, უაზრო გარდასახვას მაინც დაახარჯა ერთი წუთი.

სამიზნე გაისწორა "ბულზისა" და "ბოკეს" ქიქერმა მორნეი სტეინმა, "ჩიტაზმა" კი ბოლო მეოთხედში მას შემდეგღა გამოიღო ხელი და ოთხი ლელო დადო, რაც მანამდე, საათში, ექვსი (!) გაუშვა და 0:40 ჩამორჩა.

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

 

ზე რაგბი

XVI რაუნდი ($ პრემია)

წინა რაუნდები >>   0  1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15

<<  ჰაილენდერზ$ 21:27 ჩიფს

2ლ: ჰორ გიარ; გ: დელენი; 3ჯ: ნოუქს -
2ლ: ნანაი-ვილიამს რობინსონ; გ 5ჯ: ქრუდენ

რეფ ვილიამსონ (ზელ)
0:7(3) 3:7(8) 3:10(12) 6:10(19) 9:10(30) 9:15(38) 9:18(40+3) /
9:21(42) 14:21(46) 14:24(64) 14:27(68) 21:27(76) ბოლო(80+4)

<<  რებელზ 17:32 რედს$

2ლ: ბილ ლ.მიჩელ; 2გ: ჰაქსლი ბილ; ჯ: ოქონორ -
4ლ: ფეაუაი-საუტია შიპერლი ვოლის-ჰარისონ ფრისბი;
3გ 2ჯ:
ჰარის

რეფ ბრაუნ (ზელ)
3:0(15) 3:7(17) 3:10(20) 3:17(27) 3:24(36) /
3:27(50) 10:27(57) 17:27(68) 17:32(74პ)

<<  ქრუსეიდერზ$ 22:23 ჰარიქენზ

ლ: გილდფორდ; გ 5ჯ: თ.თეილორ -
2ლ: კ.სმით; 2გ 3ჯ: ბარეთ

რეფ ბ.ლორენს (ზელ)
3:0(8) 6:0(11) 6:3(14) 6:10(18) 9:10(28) 16:10(37) 16:17(40) /
19:17(42) 22:17(54) 22:20(66) 22:23(74) ბოლო(80+2)

<<  ფორს 17:28 ბრამბიზ$

3ლ: ქამინს (1 2) ლინ; გ: ჰარვი -
4ლ: მოგ ელიგზანდერ სპეით ზ.ჰოლმს; გ 2ჯ: ჰოლმს

რეფ სმით (ავს)
0:5(2) 0:12(12) 0:17(28) 0:22(38პ) /
5:22(43) 10:22(51) 10:25(56) 17:25(69) 17:28(73)

<<  სთორმერზ 27:17 ლაიონზ

3ლ: აპლონ სინქლერ ფანდენჰიფერ; 3გ 2ჯ: გრანთ -
2ლ: ჯ.სტრაუს ფრ.ფანდერმერვე; 2გ ჯ: იანკის

რეფ მ.ლორენს (აფრ)
3:0(4) 3:3(24) 6:3(27) 13:3(31) /
13:10(49) 20:10(72) 27:10(77) 27:17(80+)

<<  ბულზ$ 40:24 ჩიტაზ$

6ლ: სპის ხრეილინ კერშნერ ჰოუხარდ ვ.კრიერ ბასონ; 5გ: მ.სტეინ -
4ლ: ვპ.ნელ (1 3) ვ.ლერუ ბრიუსო; 2გ: ს.ებერზონ სბ ან.სტრაუს

რეფ იონკერ (აფრ)
7:0(19) 14:0(23) 19:0(28) 26:0(37პ) /
სბ(52ჩ) 33:0(56) 40:0(59) 40:7(61) 40:12(63) 40:19(69) 40:24(78პ)

<<   უქმობდნენ

შარქს, ვორათაზ, ბლუზ

პლეი-ოფში გადის ექვსი მოწინავე:
სამივე ქვეყნის ჯილა (ზედა სამეულში ერგებათ ადგილი)
და სამიც სხვებში უკეთესი

ად გუნდი (ქალაქი) ქვეყ (წინაზე)

მ-წ$უ

სხვ

გატ:გაშ

პრ

1

ჩიფ

(ჰემილთონ)

ზელ

(1)

62

12-2$2

+96

42/24

398:302

6

2

სთო

(ქეიპთაუნ)

აფრ

(2)

58

12-2$2

+84

25/18

311:227

2

3

ბრმ

(კანბერა)

ავს

(3)

54

  9-5$2

+83

39/26

369:286

10

4

ბულ

(პრეტორია)

აფრ

(5)

54

  9-5$2

+108

45/32

425:317

10

5

ქრს

(ქრაისთჩერჩ)

ზელ

(4)

52

  9-5$2

+121

40/29

419:298

8

6

ჰრქ

(ველინგთონ)

ზელ

(6)

49

  9-6$1

+57

55/36

461:404

9

7

რედ

(ბრისბენ)

ავს

(9)

49

  9-5$2

-10

32/32

308:318

5

8

შრქ

(დურბან)

აფრ

(7)

49

  8-6$2

+47

39/30

370:323

9

9

ჰლნ

(დანიდინ)

ზელ

(8)

45

  9-6$1

-20

34/30

346:366

5

10

ჩტზ

(ბლუმფონტეინ)

აფრ

(10)

37

  5-9$2

-41

35/42

370:411

9

11

ვრთ

(სიდნეი)

ავს

(11)

34

  4-10$2

-41

29/37

315:356

10

12

რბლ

(მელბურნ)

ავს

(12)

29

  4-10$2

-148

30/53

309:457

5

13

ფორ

(პერთ)

ავს

(13)

27

  3-11$2

-97

27/41

273:370

7

14

ბლუ

(ოქლენდ)

ზელ

(15)

23

  2-12$2

-108

27/49

297:405

7

15

ლნზ

(იოჰანესბერგ)

აფრ

(14)

20

  2-12$2

-131

24/44

260:391

4

ქულათა (მ-წ*ფ$უ) ნიხრი: მოგება და უქმობა 4, ფრე 2, წაგება 0
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა -
თითო პრემია ($)

ტოლობისას: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი

>>   ქულა (# დაშავდა)

203 მორნეი სტეინ (ბულ; 198 არონ ქრუდენ (ჩიფ; 184 ბოდენ ბარეთ (ჰრქ; 145 იოჰან ჰუსენ# (ჩტზ; 141 პათრიქ ლემბი (შრქ; 140 თომ თეილორ (ქრს; 123 მაიქ ჰარის (რედ; 109 ქრისჩან ლეალიფანო# (ბრმ; 106 პითერ გრანთ (სთო; 102 გარეს ენსქომ# (ბლუ)

>>   ლელო

10 ანდრე თეილორ (ჰრქ; 9 ბიორნ ბასონ (ბულ; 8 ლუაზი მვოვო (შრქ, სონა ტაუმალოლო (ჩიფ; 7 ზექ გილდფორდ (ქრს, ვილი ლერუ (ჩტზ, თი-ჯეი პერენარა# (ჰრქ, ჯულიან სავეა (ჰრქ, კონრად სმით (ჰრქ, ასაელი ტიკოიროტუმა (ჩიფ, დომ შიპერლი (რედ; 6 ხიო აპლონ (სთო, ქუპერ ვუნა (რბლ, ჰენრი სპეით (ბრმ, რობი ფრუენ (ქრს)

<<   XVII რაუნდი (საქ დროით)           >>   ბოლო, XVIII რაუნდი

პარ 6/07

ჩიფ(ზელ

11.35

ქრს)ზელ

რედ(ავს

13.40

ჰლნ)ზელ

შრქ(აფრ

21.10

ბულ)აფრ

შაბ 7/07

ბლუ(ზელ

11.35

ფორ)ავს

ვრთ(ავს

13.40

ბრმ)ავს

ჩტზ(აფრ

17.00

სთო)აფრ

ლნზ(აფრ

19.05

რბლ)ავს

უქმ: ჰრქ_ზელ

პარ 13/07

ჰრქ(ზელ

11.35

ჩიფ)ზელ

შაბ 14/07

ბრმ(ავს

09.30

ბლუ)ზელ

ქრს(ზელ

11.35

ფორ)ავს

რედ(ავს

13.40

ვრთ)ავს

სთო(აფრ

17.00

რბლ)ავს

შრქ(აფრ

19.05

ჩტზ)აფრ

ბულ(აფრ

21.10

ლნზ)აფრ

უქმ: ჰლნ_ზელ

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

www.000webhost.com