ლიგაში იაპონიის გავლით

   სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) ბოლოსწინა, მე-17 რაუნდში, ლიდერ "ჩიფსის" კოლორიტმა, სონი-ბილ ვილიამსმა გუნდი ხომ აზარალა და მერე ეგეც ბრძანა, რომ პირველ "სამხრეთულ ფალავნობაზე" (ოთხი ერი) აღარც "ოლ ბლექსში" ითამაშებს.

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

"ჩიფსმა" ზელანდიის ჯილობა წინა რაუნდში დაიბევა, მაგრამ საერთო პირველობისთვის ბრძოლა ბოლომდე მოუწევს. ვაიქათოს გუნდი სირენის შემდეგ ბარემ ოთხი წუთი აწყდებოდა "ქრუსეიდერზის" ლელოს, სონი-ბილმა არად რომ ჩააგდო ფრთაზე მიღებული მეტობა, მარტომ შეუტია და ბურთი ზედახორაში ჩაამარხინა.

მატჩი წელს გამართულთაგან ეგებ საუკეთესოც იყო. 7-გზის ჩემპიონი სტუმრები მეტწილად ჯობდნენ მასპინძლებს და მეათე წუთიდან სულ წინაც იყვნენ. ქიარან რიდმა რობი ფრუენის რეიდს მოაყოლა ლელო; ლუქ რომანომ ენდი ელისის მიერ ოხრულად შეგორებულით იხეირა; თავად ჰავბექი კი ჯორჯ ვაითლოქმა წაქცეული გადაათრია ხაზს იქეთ და ტელი-რეფმაც დამიწება ჩათვალა.

სონი-ბილმაც სასწაული ლელო დადო, როცა ახლოდან ექვს (!) მბოჭავს მოერია, გაუსხლტა და ოვალი ხაზს იქეთ მაინც გადადო. ჩიფსი ბოლოს მთლად გადაირია და რაკი დერეფანსა და შერკინებას აგებდა, ჯარიმათა გათამაშება იწყო. ქრუსეიდერზმა 6-წუთა მიძალებას გაუძლო და პლეი-ოფში გასვლა ფაქტობრივად დაიბევა, ვილიამსმა კი ორშაბათს დაადასტურა ჭორი, იაპონიის გავლით ლიგაში ბრუნდებაო.

ყველა-ნაირის რეკორდი

სონი-ბილი 26 წლისაა. ბიჭი ოთხი წლის წინ (2008) უკვე ეროვნული ლიგის (ნრლ) ვარსკვლავი იყო, ფულის ხათრით რაგბში რომ გადმოვიდა და "ტულონში" მოეწყო. ვილიამსი მერე ზელანდიაში დაბრუნდა, ქრუსეიდერზში გაიწაფა და შარშან მსოფლიო თასიც შემართა, ახლა კი გამოტყდა, ნრლ-ის მავან კლუბს (სიდნი რუსთერზ) ადრევე შევპირდი, რომ 2013 წელს შევეხიდები, და ვერ ვუღალატებო.

ვიდრე გამზრდელ ლიგას დაუბრუნდებოდეს, სონი-ბილი ჯერ იაპონიაში შეივლის და "პანასონიკში" 10 მატჩს რომ გამართავს,
665
ათას ევროს მოიმკის. მორაგბე კვლავაც ავა პროფ-რინგზე, კრივის ჰონორარების მიუთვლელად კი 2013 წელს 1,7 მილიონ ევროს მოიხვეჭს, რაც, თუ უცხოურ მედიას დაეჯერება, ყველა-ნაირი რაგბის რეკორდია.

გაისად ბრიტანეთში ლიგის მსოფლიო თასია, რაც დიდი საცდურია. ვილიამსმა არა თქვა, მაგრამ მზირებმა დაადგინეს, რომ ვარსკვლავი "რუსთერზს" მხოლოდ ერთი წლით შეეკრა. ჰოდა, გამორიცხული არაა, რომ სონი-ბილი ზელანდიურ რაგბში კიდევ დაბრუნდეს და ხუთ წელში მესამე (2011 2013 2015) მსოფლიო თასზეც იბურთაოს.

დიდი ალბათობით

მეტი მოგების ხარჯზე ჩიფსის გადასწრება შეეძლო "სთორმერზს, ვისაც ოთხი ლელოსთვის დაწესებული პრემია ჯერაც ვერ აუღია, მაგრამ ბლუმფონტეინში ცივ წვიმაში მოუხდა თამაში და უბრალო მოგებასღა დაჯერდა, ერთადერთ ლელოზე კი პითერ გრანთმა ვირტუოზულად გადაუკიდა ხიო აპლონს.

სთორმერზმა ამ გამარჯვებით აფრიკაში პირველობა გაინაღდა და თუ ჩიფსი პარასკევს "ჰარიქენზთან" წაიფორხილებს - პრემიით ვერ მოიგებს ან სულაც წააგებს - კეიპთაუნი დიდი ალბათობით ცხრილს კენწეროში მოექცევა. თავი თითქმის ქუდში აქვთ აფრიკისვე გუნდებს - "ბულზსა" და "შარქსს, რომლებიც შაბათ საღამოს მაჩანჩალებთან თამაშობენ და მათ მეოთხე ლელოებს ნაღდად დაუდებენ.

შარქსმა ბულზი თავიდანვე დაიბრიყვა: მარსელ კუციას მიძალება ბისმარკ დიუპლესიმ დააგვირგვინა; ფრანს სტეინმა თავისი ნახევრიდან შეაგდო ჯარიმა; შარლ მაკლაუდმა ალამთან შეუშვა ჯეი-პი პიტერსენი, ლუაზი მვოვომ კი კიდეზე დააბიჯებინა აკონა ნდუნხანეს. მეორე ტაიმში მიზანს ეწია ნატალელთა კაპიტანი ქიგან დენიელიც, ბოლოს კი ლუი ლუდიკმა რომ შეიტანა მეოთხე, "რედსი" ექვსეულიდან გავარდა.

პირველი უცხოელი მსაჯი

აბორიგენულ კვართებში გამოწყობილი შარშანდელი ჩემპიონი ებურთავებოდა "ჰაილენდერზს, მაგრამ ერთი ლელო ძლივს დაუდო, რაკი ჯონათან კაპლანი პედანტურად მსაჯობდა. კივებმა ხელი ბოლოსღა გამოიღეს და სირენის შემდეგ კინაღამ კიდევ დაალელოვეს ქვინზლენდი - რედსი იხსნა ჯეიქ შაცმა, ვინც ბურთი ხაზზე წაღლიტა ჯემი მაკინთოშს. 

რედსს თეორიულად კიდევ შეუძლია "ბრამბიზისთვის" გასწრება. კანბერამ 10-წლიანი სიდნეური ნავსი ზექ ჰოლმსისა და ჯესი მოგის გოლებით გატეხა, ზედიზედ მეშვიდედ დამარცხებული "ვორათაზის" მგეზავი ბერიქ ბარნსი კი ლელოს გატანისას ძელს ჯერ ზურგით დაეჯახა და მერეღა მოტრიალდა.

სონი-ბილის წასვლის ამბავი წინდაწინ თუ იცოდა და "პირველი კლასის მატჩებში" (ნაკრები, ზე-რაგბი, პროვინციათა პირველობა) გატანილი მეასე ლელოთიც გაიხარა "ბლუზის" შუამარბმა მა ნონუმ,
ზე 12/14/15-ის მე-17 სეზონში კი თამაში პირველად იმსაჯა უცხოელმა,  არგენტინელმა ფრანსისკო პასტრანამ.

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

 

ზე რაგბი

ბოლოს წინა, XVII რაუნდი ($ პრემია)

წინა რაუნდები >>  0 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16

<<  ჩიფს$ 21:28 ქრუსეიდერზ

2ლ: რეთალიქ სბ.ვილიამს; გ 3ჯ: ქრუდენ -
3ლ: რიდ რომანო ელის; 2გ 2ჯ ა: ქართერ

რეფ ვოლშ (ავს)
3:0(2) 3:3(7) 3:10(11) 6:10(17) 6:13(18ა) 6:20(22) 13:20(31) 16:20(36) /
16:25(52) 21:25(56) 21:28(62) ბოლო(80+4)

<<  რედს 19:13 ჰაილენდერზ$

ლ: სლიპერ; გ 4ჯ: ჰარის - 2ლ: თომსონ ქინგ; ჯ: დელენი

რეფ კაპლან (აფრ)
0:3(7) 3:3(10) 6:3(32) /
9:3(48) 16:3(58) 16:8(63) 19:8(71) 19:13(74)

<<  შარქს$ 32:10 ბულზ

4ლ: ბ.დიუპლესი ჯპ.პიტერსენ დენიელ ლიუდიკ: 3გ: მიშალაკ 2, ბოსმან; 2ჯ: ფ.სტეინ მიშალაკ - ლ: კერშნერ; გ ჯ: მ.სტეინ

რეფ პეიპერ (აფრ)
7:0(13) 7:3(16) 10:3(18) 17:3(27) 20:3(32) /
25:3(44) 25:10(52) 32:10(79პ)

<<  ბლუზ$ 32:9 ფორს

4: ლუატუა პიატაუ ნონუ ლ.ბრეიდ; 3გ 2ჯ: მანრო - 3ჯ: სიმორ

რეფ ფრეიზერ (ზელ)
0:3(5) 3:3(8) 3:6(23) 10:6(30) 10:9(38) 13:9(40+3) /
20:9(56) 27:9(59) 32:9(71პ)

<<  ვორათაზ$ 15:19 ბრამბიზ

2ლ: პოლოტა-ნაუ ბარნს; გ ჯ: ბარნს -
ლ: სპეით; გ: ჰოლმს; 4ჯ: ჰოლმს (1 3) მოგ (2 4)

რეფ ბრაუნ (ზელ)
0:3(13) 0:6(24) 5:6(31) 5:9(40) /
8:9(50) 15:9(58) 15:16(63) 15:19(65)

<<  ჩიტაზ$ 6:13 სთორმერზ

2ჯ: რ.სმიტ სბ ვ.ლერუ - ლ: აპლონ; გ 2ჯ: გრანთ

რეფ იონკერ (აფრ)
0:3(17) 3:3(38) / სბ(45ჩ) 3:6(47) 6:6(53) 6:13(55)

<<  ლაიონზ$ 37:32 რებელზ$$

4ლ: მარი მინი (2 3) კრილ; 4გ 3ჯ: იანკის -
4ლ: ჯ.რობინსონ პაილ (2 3) ჰილგენდორფ; 3გ 2ჯ: ჰაქსლი

რეფ პასტრანა (არგ)
7:0(3) 14:0(11) 17:0(17) 24:0(37) 24:7(40+) / 24:14(48) 24:19(50) 24:22(59) 27:22(62) 27:29(65პ) 27:32(71) 34:32(75პ) 37:32(80+)

<<   უქმობდა ჰარიქენზ

პლეი-ოფში გადის ექვსი მოწინავე:
სამივე ქვეყნის ჯილა (ზედა სამეულში ერგებათ ადგილი)
და სამიც სხვებში უკეთესი

ად გუნდი (ქალაქი) ქვეყ (წინაზე)

მ-წ$უ

სხვ

გატ:გაშ

პრ

1

ჩიფ

(ჰემილთონ)

ზელ

(1)

63

12-3$2

+89

44/27

419:330

7

2

სთო

(ქეიპთაუნ)

აფრ

(2)

62

13-2$2

+91

26/18

324:233

2

3

ბრმ

(კანბერა)

ავს

(3)

58

10-5$2

+87

40/28

388:301

10

4

ქრს

(ქრაისთჩერჩ)

ზელ

(5)

56

10-5$2

+128

43/31

447:319

8

5

ბულ

(პრეტორია)

აფრ

(4)

54

  9-6$2

+86

46/36

435:349

10

6

შრქ

(დურბან)

აფრ

(8)

54

  9-6$2

+69

43/31

402:333

10

7

რედ

(ბრისბენ)

ავს

(7)

53

10-5$2

-4

33/34

327:331

5

8

ჰრქ

(ველინგთონ)

ზელ

(6)

53

  9-6$2

+57

55/36

461:404

9

9

ჰლნ

(დანიდინ)

ზელ

(9)

46

  9-7$1

-26

36/31

359:385

6

10

ჩტზ

(ბლუმფონტეინ)

აფრ

(10)

38

  5-10$2

-48

35/43

376:424

10

11

ვრთ

(სიდნეი)

ავს

(11)

35

  4-11$2

-45

31/38

330:375

11

12

რბლ

(მელბურნ)

ავს

(12)

31

  4-11$2

-153

34/57

341:494

7

13

ბლუ

(ოქლენდ)

ზელ

(14)

28

  3-12$2

-85

31/49

329:414

8

14

ფორ

(პერთ)

ავს

(13)

27

  3-12$2

-120

27/45

282:402

7

15

ლნზ

(იოჰანესბერგ)

აფრ

(15)

25

  3-12$2

-126

28/48

297:423

5

ქულათა (მ-წ*ფ$უ) ნიხრი: მოგება და უქმობა 4, ფრე 2, წაგება 0
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა -
თითო პრემია ($)

ტოლობისას: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი

>>   ქულა (# დაშავდა)

209 არონ ქრუდენ (ჩიფ; 208 მორნეი სტეინ (ბულ; 184 ბოდენ ბარეთ (ჰრქ; 145 იოჰან ჰუსენ# (ჩტზ; 141 პათრიქ ლემბი# (შრქ; 140 თომ თეილორ (ქრს; 137 მაიქ ჰარის (რედ; 116 ელტონ იანკის (ლნზ;
114
პითერ გრანთ (სთო; 109 ქრისჩან ლეალიფანო# (ბრმ; 102 გარეს ენსქომ# (ბლუ)

>>   ლელო

10 ანდრე თეილორ (ჰრქ; 9 ბიორნ ბასონ (ბულ; 8 ლუაზი მვოვო (შრქ, სონა ტაუმალოლო (ჩიფ; 7 ხიო აპლონ (სთო, ზექ გილდფორდ (ქრს, ვილი ლერუ (ჩტზ, თი-ჯეი პერენარა# (ჰრქ, ჯულიან სავეა (ჰრქ, კონრად სმით (ჰრქ, ჰენრი სპეით (ბრმ, ასაელი ტიკოიროტუმა (ჩიფ, დომ შიპერლი (რედ; 6 ქუპერ ვუნა (რბლ, ადამ თომსონ (ჰლნ, ზეინ კერშნერ (ბულ, რობი ფრუენ (ქრს)

>>   ბოლო, XVIII რაუნდი  (საქ დროით)

პარ 13/07

ჰრქ(ზელ

11.35

ჩიფ)ზელ

შაბ 14/07

ბრმ(ავს

09.30

ბლუ)ზელ

ქრს(ზელ

11.35

ფორ)ავს

რედ(ავს

13.40

ვრთ)ავს

სთო(აფრ

17.00

რბლ)ავს

შრქ(აფრ

19.05

ჩტზ)აფრ

ბულ(აფრ

21.10

ლნზ)აფრ

უქმ: ჰლნ_ზელ

<<   2012 წლის ქართული განრიგი
<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

www.000webhost.com