თავიდან ბოლომდე აზრიანი

   სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) ბოლო, მე-18 რაუნდში, აფრიკის "სთორმერზმა" ჯამური პირველობა ჩამოართვა ზელანდიის "ჩიფსს, ავსტრალიაში კი შარშანდელმა ჩემპიონმა "რედსმა" გაუსწრო "ბრამბიზს, ვინაც პლეი-ოფს მიღმა ზედიზედ მერვედაც დარჩა.

<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

მუღამიანი ფორმულის გამო დასკვნითი რაუნდი თავიდან ბოლომდე აზრიანი გამოვიდა. "ჩიფსმა" თვისტომებთან ზედიზედ მეორედ წააგო და ოთხი თვის ნაამაგარი წყალს გაატანა, კივთა ფალავნის მჯობნმა "ჰარიქენზმა" კი პრემია რომ ვერ აიღო, მაინც მერვე ადგილზე გავიდა.

ჩიფსის შეფერხების წყალობით ხელი გაეხსნა "სთორმერზს, ვისაც შინ უპრემიოდ მოგებაც ყოფნიდა საერთო პირველობისთვის. კონცხის გუნდი გამარტივებულ მიზანსაც წვალებით ეწია, ჯეელ "ბრამბიზს" კი შინვე მწარედ დაუცდა ფეხი. ჰოდა, "რედსმა" უეცრად მიღებული შანსი გამოიყენა და პლეი-ოფს შინ გახსნის.

კივურ საქმეს ევნო

ჩიფსსაც და ჰარიქენზსაც ოთხ-ოთხი ლელოს დადება რომ მართებდათ, გაჩაღდა ომი და გემრიელი ბურთაობა. სტუმართა ჰავბექმა ტავერა ქერ-ბარლოუმ რეფი ფარად გამოიყენა და ლელო ახლოდან გაიტანა. ამის პასუხად კონრად სმითმა გაიჯეჯილა და გადაწყობის შემდეგ პასიც დროული გაუშვა, ნორჩმა ჯულიან სავეამ კი თითო ლელო შეიტანა ბექურად - ალამთან შეფრენით და ფორვარდულადაც - დაყვინთვით.

მეორე ტაიმში არონ ქრუდენმა ბოდენ ბარეთს ჩაუჭრა პასი. მანამდე ჰარიქენზს გაუსინბინეს ბურჯი ბენ მეი, ესაო და სონი-ბილ ვილიამსს ბეჭებზე დაგდება როგორ ჰკადრეო. რომ გაისმა სირენა, ველინგთონი 4 ქულით აგებდა, მაგრამ წითელ ზოლში ოთხი (!) წუთი იჭიდავა და ზედახორაში რომ გადაიტანა ოვალი ხაზს იქეთ, ზელანდიელმა ტელი-რეფმა მაიქ ფრეზერმა ლელო ჩათვალა, რითაც კივურ საქმეს ევნო.

მეტი მოგებით

ბრამბიზი მაჩანჩალა "ბლუზს" მალევე 0:14 ჩამორჩა, მაგრამ მერე ერთ ქულამდე წამოეწია. საათის თავზე გაწვიმდა, რამაც ისედაც მოშლილ მასპინძლებს მთლად აუმღვრია გონება. ჰოდა, გუნდმა, რომელსაც ავსტრალიის კონფერენციის მოგებისთვის ერთი საცხრილო ქულაღა ჭირდებოდა, შინ უშანსოდ წააგო 14-ით!

რედსსაც ეგ უნდოდა. პირველსავე შეტევაში დიგბი იოანემ გაჭრა ხაზი და დომ შიპერლს ქვეიდ ქუპერმა გადაუკიდა, "ვორათა" ტატაფუ პოლოტა-ნაუმ კი თავის ლელოსთან, დერეფანში, მეტოქეს უძღვნა ბურთი და ვილ გენიამ ალამთან უპასა სქოთ ჰიგინბოთამს.

რედსმა მეორე ლელო "აიღე და მიეძალეთი" შეიტანა, მესამე - ისევ ტატაფუს უზუსტობით, მეოთხეზე დრუ მიჩელს დაუვარდა ბერიქ ბარნსის ნაპასევი, მეხუთეზე კი გენია შერკინებიდან მოკლე ფრთაზე გაძვრა. ქვინზლენდმა კანბერა მეტი მოგებით ჩამოიტოვა, მაგრამ ამ შაბათს მოისაკლისებს ქვეიდს, ვინც ბარნსი კინაღამ წელში გადატეხა.    

თანა-მსაჯმა იხსნა

7-გზის ჩემპიონმა "ქრუსეიდერზმა" შესვენებამდე ოთხჯერ დაალელოვა "ფორსი" და დენ ქართერი და რიჩი მაკქოუ შეცვალა. პერთის გუნდი მეორე ტაიმში გახალისდა და სამი ლელო დადო, რითაც წაგება ძაანაც აღარ ემწარებოდა ნეითან შარპს, ვინც კარიერის 162-ე და ბოლო ზე-მატჩი გამართა.

პრაგმატიკოსმა სთორმერზმა ტაიმი 16:0 მოუგო "რებელზს, მაგრამ მეორე ნახევარში მაგრად შეაშინა ფანობა. ქეიპთაუნი 5 ქულითღა იგებდა, ათამაშებული მელბურნი რომ უტევდა, მაგრამ აქ იაპები იხსნა თანა-მსაჯმა მარკ ლორენსმა, ვისაც მოლში ამტყდარი მუშტი-კრივი არ გამორჩენია და რეფს სტუმარი ბურჯი, ჯონო ოუენი დააჯარიმებინა.

მღერა-მღერით ვერც "შარქსმა" მოიგო, ვისაც ბრამბიზის გასასწრებად 5 ქულით გამარჯვებაც ყოფნიდა. "ჩიტაზი" დურბანში 15:6 დაწინაურდა, გარდატეხა კი მოხდა საათის თავზე, ჯეი-პი პიტერსენის სოლოს შემდეგ, როცა დამიწებამდე ბურთი მუხლში მოხდა ჰავბექ შარლ მაკლაუდს, მერე კი მარსელ კუციამაც გაინავარდა.

40 მილიონი მიუთვალესო

წრიული სტადიის ბოლო, 120-ე რკენის წინ "ბულზმა" იცოდა, რომ თუ მეზობელ "ლაიონზს" უპრემიოდ ძლევდა, ქრაისთჩერჩის ნაცვლად ბრისბენში ჩავიდოდა, მაგრამ წინა წლებისგან განსხვავებით, ბურებმა ინამუსეს, ბოლომდე დაიხარჯნენ, მაინც პრემიით მოიგეს და რედსის ნაცვლად, უფრო ძლიერად შერაცხულ ქრუსეიდერზს დაუწყვილდნენ.

ბრისბენში ჩავა შარქსი, ვისაც ვერ ეყოლება დაშავებული პათრიქ ლემბი და განაცხადში გვიან ჩამატებული ფრანს სტეინი, აფრიკის კავშირმა კი მეორედაც, 16 აგვისტომდე გადადო ზე-რაგბში გაისად ჩასაბმელი ხუთეულის დადგენა.

ამას მედიაში ჭორად მოყვა, ლაიონზის გადასარჩენად ახალ, ზანგურ "ქინგზს" 40 მილიონი რანდი მიუთვალეს, რათა პორტ-ელიზაბეთის გუნდი მარაქაში 2016 წლამდე აღარ გაერიოსო.

<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

 

ზე რაგბი

ბოლო, XVIII რაუნდი ($ პრემია)

წინა რაუნდები >>  0 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17

<<  ჰარიქენზ 28:25 ჩიფს$

3ლ: სავეა (1 2) ქოულზ; 2გ 3ჯ: ბარეთ სბ ბ.მეი -
3ლ: ქერ-ბარლოუ ტამეიფუნა ქრუდენ; 2გ 2ჯ: ქრუდენ

რეფ კაპლან (აფრ)
0:7(4) 3:7(7) 8:7(12) 15:7(25) სბ(28ჰ) 15:10(32) 15:15(38) 18:15(40+) /
18:22(58) 21:22(62) 21:25(66) 28:25(80+5)

<<  ბრამბიზ 16:30 ბლუზ

: სპეით; გ: ზ.ჰოლმს; 3ჯ: ჰოლმს 2, მოგ -
3ლ: მოლი დ.ბრეიდ პარქს; 3გ: ვიპუ; 3ჯ: ვიპუ 2, ჰობს

რეფ ჯნ.ვაით (ზელ)
0:7(12) 0:14(17) 3:14(20) 10:14(24) 13:14(28) 13:21(38) /
16:21(46) 16:24(48) 16:27(51) 16:30(78)

<<  ქრუსეიდერზ$ 38:24 ფორს

4ლ: დეგ მეითლენდ ელის თოდ; 3გ: დ.ქართერ; 4ჯ: ქართერ 2, თეილორ 2 სბ ჯ.ვაითლოქ - 3ლ: გოდვინ მაფი ჯ.ჰოლმს; 3გ: შიან 2, გოდვინ; ჯ: სიმორ

რეფ ჯექსონ (ზელ)
7:0(2) 12:0(15) 12:3(28) 15:3(31) 22:3(36) 29:3(39პ) 32:3(40+2) /
35:3(50) 35:10(54) 35:17(61) 38:17(65) სბ(75ქ) 38:24(79)

<<  რედს$ 32:16 ვორათაზ

5ლ: ჰიგინბოთამ გილ სლიპერ შიპერლი გენია; 2გ ჯ: ჰარის სბ ქ.ქუპერ - 2ლ: დ.მიჩელ თ.ქართერ; ჯ: ფოლი; ა: ეშლი-ქუპერ
სბ
რაიან

რეფ ვოლშ (ავს)
7:0(4) 7:3(6) სბ(23ვ) 12:3(24) 12:8(28) 12:11(33ა) /
17:11(44) 24:11(51პ) 29:11(59) სბ(64რ) 29:16(73) 32:16(78)

<<  სთორმერზ 26:21 რებელზ$

2ლ: დეიონხ; 2გ 4ჯ: გრანთ -
3ლ: ბლეიქ ფიპს ვუნა; 3გ: ჰაქსლი

რეფ ლ.ფანდერმერვე (აფრ)
3:0(3) 6:0(8) 13:0(15) 16:0(40+2) /
16:7(52) 16:14(55) 23:14(58) 23:21(71) 26:21(76)

<<  შარქს$ 34:15 ჩიტაზ

4: დენიელ მაკლაუდ კუცია კანკოვსკი; 4გ 2ჯ: მიშალაკ სბ ფ.სტეინ - 5ჯ: რ.სმიტ

რეფ პეიპერ (აფრ)
3:0(14) 3:3(16) 3:6(20სბ) 3:9(24) 6:9(31) 6:12(34) 6:15(40+) /
13:15(45) 20:15(60) 27:15(62) 34:15(75პ)

<<  ბულზ$ 37:20 ლაიონზ

4ლ: ა.ნდუნხანე ბასონ ჰოუხარდ ჟ.პოტხიტერ; 4გ 3ჯ: მ.სტეინ სბ ხრეილინ - 2ლ: ბონდიზიო ჯ.სტრაუს; 2გ 2ჯ: იანკის

რეფ იუბერ (აფრ)
0:3(4) 3:3(15) 10:3(17) 10:6(24) 17:6(31) 17:13(37) 20:13(38) 20:20(40+2) /
27:20(44) 34:20(49პ) 37:20(65) სბ(79ბ)

<<   უქმობდა ჰაილენდერზ

პლეი-ოფში გავიდა ექვსი მოწინავე:
სამივე ქვეყნის ჯილა (ზედა სამეულში ერგებათ ადგილი)
და სამიც სხვებში უკეთესი

ად გუნდი (ქალაქი) ქვეყ (წინაზე)

მ-წ$უ

სხვ

გატ:გაშ

პრ

1

სთო

(ქეიპთაუნ)

აფრ

(2)

66

14-2$2

+96

28/21

350:254

2

2

ჩიფ

(ჰემილთონ)

ზელ

(1)

64

12-4$2

+86

47/30

444:358

8

3

რედ

(ბრისბენ)

ავს

(7)

58

11-5$2

+12

38/36

359:347

6

4

ქრს

(ქრაისთჩერჩ)

ზელ

(4)

61

11-5$2

+142

47/34

485:343

9

5

ბულ

(პრეტორია)

აფრ

(5)

59

10-6$2

+103

50/38

472:369

11

6

შრქ

(დურბან)

აფრ

(6)

59

10-6$2

+88

47/31

436:348

11

7

ბრმ

(კანბერა)

ავს

(3)

58

10-6$2

+73

41/31

404:331

10

8

ჰრქ

(ველინგთონ)

ზელ

(8)

57

10-6$2

+60

58/39

489:429

9

9

ჰლნ

(დანიდინ)

ზელ

(9)

50

  9-7$2

-26

36/31

359:385

6

10

ჩტზ

(ბლუმფონტეინ)

აფრ

(10)

38

  5-11$2

-67

35/47

391:458

10

11

ვრთ

(სიდნეი)

ავს

(11)

35

  4-12$2

-61

33/43

346:407

11

12

ბლუ

(ოქლენდ)

ზელ

(13)

32

  4-12$2

-71

34/50

359:430

8

13

რბლ

(მელბურნ)

ავს

(12)

32

  4-12$2

-158

37/59

362:520

8

14

ფორ

(პერთ)

ავს

(14)

27

  3-13$2

-134

30/49

306:440

7

15

ლნზ

(იოჰანესბერგ)

აფრ

(15)

25

  3-13$2

-143

30/52

317:460

5

ქულათა (მ-წ*ფ$უ) ნიხრი: მოგება და უქმობა 4, ფრე 2, წაგება 0
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა -
თითო პრემია ($)

ტოლობისას: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი

>>   ქულა (# დაშავდა)

225 მორნეი სტეინ (ბულ; 224 არონ ქრუდენ (ჩიფ; 197 ბოდენ ბარეთ (ჰრქ; 146 თომ თეილორ (ქრს; 145 იოჰან ჰუსენ# (ჩტზ; 144 მაიქ ჰარის (რედ; 141 პათრიქ ლემბი# (შრქ; 130 პითერ გრანთ (სთო; 126 ელტონ იანკის (ლნზ; 109 ქრისჩან ლეალიფანო# (ბრმ; 102 გარეს ენსქომ# (ბლუ)

>>   ლელო

10 ბიორნ ბასონ (ბულ, ანდრე თეილორ (ჰრქ; 9 ჯულიან სავეა (ჰრქ;
8 ლუაზი მვოვო (შრქ, ჰენრი სპეით (ბრმ, სონა ტაუმალოლო (ჩიფ, დომ შიპერლი (რედ; 7 ხიო აპლონ (სთო, ზექ გილდფორდ (ქრს, ქუპერ ვუნა (რბლ, ვილი ლერუ (ჩტზ, თი-ჯეი პერენარა
# (ჰრქ, კონრად სმით (ჰრქ, ასაელი ტიკოიროტუმა (ჩიფ; 6 ქიგან დენიელ (შრქ, ადამ თომსონ (ჰლნ, ზეინ კერშნერ (ბულ, რობი ფრუენ (ქრს)

პლეი-ოფი  (საქ დროით)

>>   "მესამედ" ფინალები

შაბ 21/07

 

#4 ქრს(ზელ

11.35

#5 ბულ)აფრ

პეიპერ(აფრ)

#3 რედ(ავს

13.40

#6 შრქ)აფრ

კაპლან(აფრ)

>>   ნახევარ ფინალები

თუ გავიდა რედ, მაშინ
პარ 27/07 #2 ჩიფ(ზელ 11.35 #3 რედ(ავს
შაბ 28/07 #1 სთო(აფრ 19.05 #4 ქრს(ზელ|#5 ბულ)აფრ

თუ გავიდა
შრქ, მაშინ
პარ 27/07   #2 ჩიფ(ზელ 11.35 #4 ქრს(ზელ|#5 ბულ)აფრ
შაბ 28/07   #1 სთო(აფრ 19.05 #6 შრქ(აფრ

>>   "დიდი" ფინალი

შაბ 4/08 @ უკეთესი #-ის მოედანზე

<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

www.000webhost.com