გეგმის გადაჭარბებით

   საქართველოს "შვიდკაცამ" პორტუგალიაში, საგაისო მსოფლიო თასის შესარჩევში ზედიზედ რომ ძლია ოთხი მეტოქე, ლუჟნიკის საგზური შაბათს, ჩვენებურად საღამოს ცხრაზე დაიბევა.

ოლიმპიურ რაგბს წელს მეტი ყურადღება მიექცა. ნაკრები მოითელა რომსა და ბენიდორმში, მერე კი ევროპის "გრან პრის" სამ ეტაპზე იჩაუქა და რაკი უფროსობამ 21 კანდიდატი გამოსცადა, საქართველო სერიაში მერვე ადგილზეღა გავიდა.

ამ რვეულიდან მსოფლიოზე ასპარეზობა სამს ისედაც ეკუთვნოდა, რაც გვაფიქრებინებდა, რომ პორტუგალიაში გამსვლელ ხუთეულში უნდა მოვხვედრილიყავით. ვარაუდი გამართლდა: პარასკევს, პულში, ბრძოლით ვაჯობეთ ორ სუსტს და მეოთხედ-ფინალი დავიბევეთ, მერე კი გეგმის გადაჭარბებით, ბობოლა საფრანგეთიც გავაბურთავეთ.

შაბათს ბრძოლა გაგვიმართა უკრაინამ და ცოტაც გვანერვიულა, მაგრამ მაინც დამაჯერებლად მოვუგეთ და მიზანს ვეწიეთ. მერე ტოლი არ დავუდეთ მასპინძლებსაც, მაგრამ თემიდამ დაასკვნა, საგზური უნდა იკმაროთო და სცენარის მეორედაც არევა აღარ დაგვანება.

სამი საათით ადრეღა

შეჯიბრი ალგარვში მოეწყო. სტადიონი მეხუთედითღა შეივსო, რაც დიდ წარმატებად ჩაითვალა. ჩვენგან ევრო სერიის სამივე ეტაპი სამ კაცს (ბიწაძე ღვინჯილია მახარაშვილი) ეთამაშა, სამი ოსტატი კი შესარჩევისთვისღა დავიმატეთ და ოპტიმალური დუჟინი მივიღეთ.

ტურნირი ამპარტავანმა ირბ-მა ჩამოართვა ფირას და ფორმულაც გაურთულა, მაგრამ ვიდეო-სთრიმინგის მოწყობა არც უფიქრია. ამაზე მონაწილეებმა იჩივლეს. დავა გაჯანჯლდა. ირბ-მა ტურნირის დაწყებამდე სამი საათით ადრეღა დათმო, მაგრამ მასპინძლები ტექნიკაში ჩაიჭრნენ და ნაკადი დროულად ვერ გაუშვეს.

ამით გაიტანჯა ვებ-მაყურებელი - მთელი შეჯიბრი არსებობდა სამი, კონკურენტი წყარო და ერთი რომ გაჭედავდა, და ანაც პროგრამაში სხვა რამ ეწერა, უმალ სხვაზე უნდა გადაგერთო ...

 

შვიდკაცის მსოფლიო თასის ევროპის შესარჩევი

20-21 (22 საქ) /07 @ ალგარვ (პორტუგალია)

საქართველო -     [წკაპი ანგარიშზე  >>  ოქმი]

პულში) გერმანია 21:10, ბელგია 19:7, საფრანგეთი 33:17
პლეი-ოფში) უკრაინა 19:12, პორტუგალია 12:19, საფრანგეთი 12:24
მეოთხე ადგილი

<<    პულური სტადიის შემდეგ

1

გ1

ესპანეთი

6

+51

2

ბ1

საქართველო

6

+39

3

ა1

პორტუგალია

5

+76

4

გ2

შოტლანდია

4

+62

5

ბ2

საფრანგეთი

4

+55

6

ა2

იტალია

3

+2

7

ა3

უკრაინა

2

-13

8

ბ3

გერმანია

2

-38

9

გ3

რუმინეთი

2

-39

10

ა4

ლიტვა

2

-65

11

ბ4

ბელგია

0

-56

12

გ4

ჰოლანდია

0

-74

<<    პლეი-ოფი

>>    მეოთხედ-ფინალი

 

საქართველო 19:12 უკრაინა
პორტუგალია 28:7 იტალია
შოტლანდია 14:26 საფრანგეთი
ესპანეთი 31:7 გერმანია


>>    ნახევარ-ფინალი


# სინი
იტალია 10:7 უკრაინა
შოტლანდია 33:0 გერმანია


# თასი

პორტუგალია 19:12 საქართველო
ესპანეთი 24:0 საფრანგეთი

 

>>    ფინალი

 

5/6  შოტლანდია 22:14 იტალია
3/4  საფრანგეთი 24:12
საქართველო 
1
/პორტუგალია 7:5 ესპანეთი

<<    საქართველოს შვიდკაცა 2012

#

ალგარვის დუჟინი

ეს

სულ

1

ბექა ბიწაძე

3

1

0

1

2

მერაბ შარიქაძე

1

3

2

5

3

ირაკლი მაჩხანელი

0

.

4

4

4

ირაკლი ღვინჯილია

3

0

0

0

5

მერაბ კვირიკაშვილი^კაპ

1

2

2

4

6

ირაკლი გეგენავა

2

5

4

9

7

ლევან გოგოლაშვილი

0

.

2

2

8

გიორგი ფრუიძე

2

1

3

4

9

თედო ზიბზიბაძე

1

3

0

3

10

შავლეგ მახარაშვილი

3

4

0

4

11

ლაშა ხმალაძე

1

2

1

3

12

ბაჩო კოლელიშვილი

0

.

0

0

მწ) კახა ალანია, პალიკო ჯიმშელაძე; მნჯ) გიორგი ასათიანი
ეს = ევრო სერიის რამდენ ეტაპზე ითამაშა

შვიდკაცის VI მსოფლიო თასი

28-30/06  2013  @  ლუჟნიკი, მოსკოვი

24 გუნდი

პირდაპირ (9) უელსი (ჩემპიონი, არგენტინა სამოა კენია ზელანდია აფრიკა ინგლისი ფიჯი; რუსეთი (მასპინძელი)

ევროპა (5) პორტუგალია ესპანეთი საფრანგეთი საქართველო შოტლანდია

ზღვისრეთი

(2)

25-26/08

სიდნეი

(ავს)

ჩრდ.ამერიკა

(2)

25-26/08

ოტავა

(კან)

აფრიკა

(2)

28-30/09

მარაქეშ

(მარ)

აზია

(3)

    2-3/11

სინგაპურ

(სინ)

სმხ.ამერიკა

(1)

23-24/02

რიო

(ბრა)

<<    აქამდელი ჩემპიონები

ფიჯი 1997 2005; ინგლისი 1993, ზელანდია 2001, უელსი 2009

<<    საქართველო მსოფლიო შვიდკაცაზე

2001 X (არგენტინა, 2005 XI (ჰონკონგი, 2009 XXI (არაბეთი)

www.000webhost.com