დარბი ნახევარ-ფინალები

   სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) მესამედ-ფინალებში 7-გზის ფალავანმა "ქრუსეიდერზმა" უსიტყვოდ გააბითურა 3-გზის ჯილა "ბულზი, ძაან კლასიანმა "შარქსმა" კი სტუმრადაც ძლია უიღბლო "რედსი" და ჩემპიონის ტახტიდან ჩამოსვა.

<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

ქრუსეიდერზი იმარჯვებს, ქრაისთჩერჩის ახალი, მომცრო არენა კი მაინც ვერ ივსება. ქენთებრელებმა ბურებს აჯობეს არა მარტო ბურთაობაში, არამედ ჭიდაობაშიც; მოუგეს დერეფანიც და რაქიც, ბოლო ხანს დაწინაურებულმა აფრიკელმა რეფმა, იაკო პეიპერმა კი ინამუსა და თვისტომები არ დაზოგა - ბლომად აჯარიმა.

ზეინ კერშნერმა წაქცეულმა ითამაშა ბურთით, დინ ხრეილინმა ოფსაიდიდან გაიბრძოლა მე-12 ფაზაში და დენ ქართერმა ორივე ჯარიმა შეაგდო. მალე პროფესორმა მგეზავმა მორნეი სტეინი მიიზიდა და ღრეჩოში ზექ გილდფორდი შეუშვა, უკან დავარდნილი პასიდან კი არეკნი გლიჯა სუსტი, მარჯვენა ფეხით * 16:0

ბულზს საწყის 45 წუთში დაუშავდა კვაჭი და ორივე გარემარბი - ბიორნ ბასონი ნამატჩევს ჰოსპიტალშიც გააქანეს, მომწყდარ ნაწლავზე ოპერაცია გაუკეთეს და ათი დღით ზელანდიაში დაიტოვეს. მესამე მეოთხედში იონდრი კრიერი ჩარჩა თამაშგარეში კივთა აგრესიული ბოჭვებისა და თერნოვერის შემდეგ, სტეინი კი კისერში წაეტანა ქართერს, რითაც ანგარიში 22:3 გახდა.

ირაციონალური გადაწყვეტილება

ბულზმა მერეღა გაიტანა პრესტიჟის ორი ლელო: დევალდ პოტხიტერი დაშლილ მოლში ეწია მიზანს, ვეინანდ ულიფიეს კი კერშნერმა გაატანა უზუსტო პასიდან ატაცებული ოვალი. მუღამიანი ფორმულის გამო, ქრუსეიდერზის მომავალი სვლაგეზი მესამე და მეექვსე ნომრების ჯახს უნდა დაედგინა, მაგრამ იმთავითვე ცხადი იყო, რომ ბოლოს წინა რაუნდში, "ჩიფსთან" დაშავებული ქიარან რიდის ნაცვლად 8 ნომრად ისევ "ოლ ბლექსის" კაპიტანი, რიჩი მაკქოუ დადგება.

"შარქსს" ბრისბენში აკლდა დაშავებული პათრიქ ლემბი და გუნდში გვიან მიღებული ფრანს სტეინი, "რედსმა" კი არ გარისკა - აღარ გაასაჩივრა ქვეიდ ქუპერის ერთ-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და კოლორიტი მგეზავი თულუხჩადღა დაიყენა. შუა პირველ ტაიმში კოჭი იტკინა ქვეიდის დუბლიორმა ბენ ლუქასმა, გურუ იუენ მაკქენზიმ კი ირაციონალური გადაწყვეტილება მიიღო - 10 ნომრად, შუამარბ მაიქ ჰარისის ნაცვლად, ჰავბექი ვილ გენია გადაიყვანა.

უსარგებლო 70 პროცენტი

ამ დროისთვის ლაღად მობურთალი შარქსი უკვე 10:0 იგებდა: იაპებმა მიღებული ქიქოფიდან აათამაშ-ჩაათამაშეს ოვალი და კვაჭმა ბისმარკ დიუპლესიმ ოფლოუდი მიართვა ჯეი-პი პიტერსენს. გენიას დაძვრის შემდეგ, თერნოვერიდან, გემოზე წაიბურთავეს იმავე გარემარბმა და მარსელ კუციამ, რაც პოლ იორდანის რეიდით დაგვირგვინდა * 17:0

მალე ფრანგმა ფრედი მიშალაკმა არეკნით გაქვითა ჰარისის მიერ შორიდან გატანილი ჯარიმა, მაგრამ გენიამაც წაიპასავა სქოთ ჰიგინბოთამთან და ჩამორჩენა ათამდე დაიყვანა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი, პივოტად თამაშს უჩვევმა, გრძელი გადაცემა შარლ მაკლაუდს მიართვა და ამან 60-მეტრა სპრინტით იქეთ დაალელოვა. 

17 ქულით ჩამორჩენილი რედსი გახელდა და ბარემ 30 წუთი უტია, რის გამოც ბურთის ფლობის მაჩვენებლად 70 პროცენტი დაეწერა. შარქსი წითელ ზოლში მტკიცედ იცავდა თავს, ოღრაში რეფი ჯონათან კაპლანი კი თავისივე ქალაქის (!) გუნდის სერიულ დარღვევებზე ჯარიმებსღა ნიშნავდა და არავის ასინბინებდა.

ვირ-ეშმაკული შეკითხვა

რედსმა გონჯი ჭიდაობით მაინც შეიტანა ლელო, მაგრამ კაპლანმა ოზ ტელი-რეფს შეკითხვა ისე ვირ-ეშმაკულად (პირველი და არა მეორე მიძალების შესახებ) დაუსვა, რომ ამას დამიწება ვერ ჩაეთვალა.

ინციდენტმა ქვინზლენდს გული გაუტეხა და მატჩის გადარჩენის შანსიც ხელიდან გამოაცალა, ლუაზი მვოვოს კონტრ-იერიშის შემდეგ კი ბისმარკმა ცალი ხელით რომ მაინც გადაუგდო ბურთი მეირ ბოსმანს, სტუმარი შეუბოჭავადაც (!) წაიქცა ლელოსთან.

დურბანელთა მოგებით ნატვრა აუხდათ ორგანიზატორებს - ორივე ნახევარ-ფინალი დარბი იქნება. ჩიფსი ქრუსეიდერზს ისევ უმასპინძლებს და რევანშს დაეშურება, შარქსი კი ეახლება დასვენებულ "სთორმერზს, ვისაც 8 ნომრად ალბათ დაუბრუნდება მეცხრე რაუნდში დაშავებული დვეინ ფერმიულენი.

<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

 

ზე რაგბი

"მესამედ" ფინალები

წინა რაუნდები >>  0 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18

<<  ქრუსეიდერზ 28:13 ბულზ

#4 ქრაისთჩერჩ (ზელ)  ლ: გილდფორდ; გ 6ჯ ა: ქართერ -
#5 პრეტორია (აფრ)
 2ლ: დ.პოტხიტერ ულიფიე; ჯ: მ.სტეინ

რეფ პეიპერ (აფრ)
3:0(7) 6:0(12) 13:0(27) 16:0(34ა) 16:3(38) /
19:3(48) 22:3(53) 22:8(63) 25:8(71) 25:13(77) 28:13(80)

<<  რედს 17:30 შარქს

#3 ბრისბენ (ავს)  2ლ: გენია სამო; 2გ: ჰარის გენია; ჯ: ჰარის -
#6 დურბან (აფრ)
  3ლ: ჯპ.პიტერსენ იორდან მაკლაუდ;
3გ 2ჯ ა: მიშალაკ სბ საიქს

რეფ კაპლან (აფრ)
0:3(10) 0:10(13) 0:17(24) 3:17(28) 3:20(30ა) 10:20(39) /
10:27(44) 10:30(78) სბ(80+1) 17:30(80+2)

>>   ნახევარ ფინალები

პარ

27/07

#2

ჩიფ(ზელ

11.35

#4

ქრს)ზელ

იუბერ (აფრ)

შაბ

28/07

#1

სთო(აფრ

19.05

#6

შრქ)აფრ

ვოლშ (ავს)

>>   დიდი ფინალი

შაბ 4/08 @ უკეთესი #-ის მოედანზე

<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

www.000webhost.com