უტიტულოთა ფინალი

   სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) ნახევარ-ფინალებში ზელანდიის ჯილა "ჩიფსმა" სამაგიერო რომ გადაუხადა 7-გზის ფალავან "ქრუსეიდერზს, ხოლო აფრიკაში "შარქსმა" წრიული სტადიის გამარჯვებული, "სთორმერზი" სტუმრად ძლია, ფინალში ორი უტიტულო გუნდი გავიდა.

<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

"ჩიფსი" ბოლოსწინა, მე-17 რაუნდში შინ დამარცხდა "ქრუსეიდერზთან" და ფინიშზე ლიდერობაც დაკარგა, მაგრამ დასვენებულმა გემოზე ირაგბა და მეორე მეოთხედში გატეხა მრისხანე მეტოქე.

ულელოო მეორე ტაიმის ბოლოს ქრუსეიდერზი მიეძალა, მაგრამ დენ ქართერმა 47 მეტრიდან კარს ვერ უწია ჯარიმა, 3-წუთიანი და
22-ფაზიანი წყება კი იმით დასრულდა, რომ ვაიქათომ სტუმრებს აგრესიული დაცვით 28 მეტრიდან 55-მდე დაახევინა უკან და დენმა ეგრეც ვერ დაკრა მხსნელი არეკნი.

ქრუსეიდერზს პირველ მეოთხედშივე დაემტვრა მეორე ხაზელი ლუქ რომანო. ოთხჯერ ატყდა გაწევ-გამოწევა. 22-ე წუთზე თავის ნახევარზე ხაზი გაჭრა ლაიემ მესამმა. მალე სონი-ბილ ვილიამსმა და ტავერა ქერ-ბარლოუმ წაიპასავეს, ძალურ სოლოთა შემდეგ კი, გონჯ ზედახორაში, ტელი-რეფმა მორიგი, ფრიად საჭოჭმანო ლელო ჩაუთვალა ტონგელ არიზონა "სონა" ტაუმალოლოს.

23 გაცუდებული ბოჭვა

ჩიფსის მეორე ლელოზე რობი რობინსონმა გამოაქცუნა ქიქოფი და გზად ბევრი მოაღორა - სტუმრებს მაგ საღამოს ყოველი მეოთხე,
23 ბოჭვა გაუცუდდათ! იქვე სონი-ბილმა გაარღვია მწყობრი და ბურთი მესამს გაატანა * 17:6

ზედ შესვენების წინ სტუმრებს შეტევაში დაუვარდათ ოვალი და ჩიფსმა ფეხის მიკვრათა შემდეგ იზრაელ დეგი მისსავე ლელოში შეათრია, მაგრამ საქმეში კიდის მსაჯი ჩაერია და რეფს მდევრები ოფსაიდის გამო დააჯარიმებინა.

ქრუსეიდერზმა ბედის წყალობა შეიშნო და ქართერმა ახლოდან დაგეზა რაიან ქროთი, მაგრამ მესამე მეოთხედში ლელოს უკანა ხაზს გადააცილა ჯარიმა, შერკინებაში კი ვაიეთ ქროქეთი დაჯარიმდა და
6-ქულიანი ფორა აღდგა * 20:14

სამ კვირაში მესამედაც

ქრუდენმა მერე ძელსაც გაარტყა ცენტრის გაღმიდან, ფაზური ომი კი სირენიდან 96-ე წამზე დასრულდა. ჩიფსი მე-17 სეზონში ოდენ მეორედ გავიდა ფინალში და დღე-ნახევარი დაჭირდა ლოდინი, რომ მეტად გახარებოდა - აფრიკული დარბი სტუმარმა მოიგო, რის გამოს "შარქსს" სამ კვირაში მესამედაც (!) მოუწევს ინდოეთის ოკეანეზე გადაფრენა და ბიო-საათის გადაწევა.

"სთორმერზმა" წრიული სტადია პირველ ადგილზე, 14-2 ბალანსით დაასრულა, მაგრამ ყველაზე ცოტა, 28 ლელო კი გაიტანა და "შეტევითი პრემია" ერთხელაც ვერ აიღო. კეიპთაუნის გუნდმა ახლაც ერთობ ფრთხილად ირაგბა დასკვნით მეოთხედამდე, კლასიანმა შარქსმა კი თამამად უტია და ორი გარდასახული ლელოთი, 23:9 დაწინაურდა.

პითერ გრანთმა რომ შეაგდო პირველი ჯარიმა, იმ შეტევაში ნორჩმა იბენ ეცებეთმა დაარეტიანა "ბოკეს" კვაჭი ბისმარკ დიუპლესი. შარქსი ამაზე გამწარდა და ჯეი-პიტერსენმა გაჭრა ხაზი, მაგრამ ლუაზი მვოვო ჟან დეფილიერსმა გადადენა კიდეზე.

კაპიტანმა იდედლა

ნატალელები ფრანგმა მგეზავმა, ფრედი მიშალაკმა დააწინაურა არეკნით. 30-ე წუთზე დეფილიერსს ვილემ ალბერცმა არ დაამიწებინა ლელოში შეტანილი, მალე კი რიან ფილიუნის აბრაგანი ლუი ლუდიკმა ნახტომში მოუხსნა ორივე პიტერსენს და ლელო გაიტანა.

შარქსის მეორე ლელოზე ჯეი-პი მიშალაკმა შეუშვა ღრეჩოში. კატასტროფის წინაშე მდგარი კონცხი ათამაშდა. კეიპთაუნელებმა
13 ფაზა რომ წელეს დურბანელთა დაცვა, დეფილიერსმა ხიო აპლონი ახეირა, შემდეგსავე, 10-ფაზიან წინსვლაზე კი კაპიტანმა იდედლა და იმის ნაცვლად, რომ 5-მეტრიანი ჯარიმიდან ისევ მიძალებოდა დაღლილ სტუმრებს, გრანთს კარში დაარტყმევინა * 19:23

შარქსმა ამით სული მოითქვა, თავად გადააბა ფაზები და მიშალაკმა მეორე არეკნიც გაიტანა, სთორმერზმა კი ფრეს იმედად ბოლომდე უტია, მაგრამ შუამარბი (!) ჯეი-პი რაქში ოსტატურად მიაწვა, ბურთი კი ქიგან დენიელმა იხელთა. სთორმერზმა მესამედაც ასე წააგო საშინაო ნახევარ-ფინალი, ხოლო შარქსი ფინალში მეოთხედ გავიდა და უტიტულო ნავსის გატეხვას შეეცდება.

<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

 

ზე რაგბი

ნახევარ ფინალები

წინა რაუნდები >>   0  1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15 
                          16
  17  18  მფ

<<  ჩიფს 20:17 ქრუსეიდერზ

#2 ჰემილთონ (ზელ: რობინსონ ნანაი-ვილიამს ჰორელ სბ.ვილიამს ტიკოიროიტუმა <10-9> ქრუდენ ქერ-ბარლოუ / ტაუმალოლო შვოლგერ ტამეიფუნა (აფეაკი 61) ქლარქ^კაპ რეთალიქ; მესამ ლათიმერ თომპსონ (ქეინ 61) - 2ლ: ტაუმალოლო მესამ;
2გ 2ჯ: ქრუდენ

#4 ქრაისთჩერჩ (ზელ: დეგ ა.ვაითლოქ ფრუენ ქროთი გილდფორდ <10-9> ქართერ ელის / ქროქეთ ფლინ (მაკდონალდ 22-26) ბ.ფრენქს (ო.ფრენქს 55) რომანო (დონელი 16) ს.ვაითლოქ; ჯ.ვაითლოქ თოდ მაკქოუ^კაპ - ლ: ქროთი; 4ჯ: ქართერ

რეფ იუბერ; კიდ: კაპლან (აფრ) / ბრაუნ; ვიდ ვილიამსონ (ზელ)
@ ვაიქათო (25 ათასი)

3:0(3) 3:3(15) 10:3(26) 10:6(32) 17:6(34) 17:11(40+) /
17:14(45) 20:14(50) 20:17(62) ბოლო(80+2)

<<  სთორმერზ 19:26 შარქს

#1 კეიპთაუნ (აფრ: ჯო.პიტერსენ (ფანდენჰიფერ 57) აპლონ დეიონხ დეფილიერს^კაპ ჰაბანა <10-9> გრანთ დიუფენახე (შროდერ 69) / კიცჰოფ (კარსტენს 77) ლიბენბერხ (არმანდ 77) ჰარის (მალჰერბე 61) ეცებეთ ბეკერ (დ.სტენკამპ 70) კოლისი ელსტატ დ.ფური -
ლ:
აპლონ; გ 4ჯ: გრანთ

#6 დურბან (აფრ: ფილიუნ ლუდიკ ჯპ.პიტერსენ ვაითჰედ (ბოსმან 69) მვოვო <10-9> მიშალაკ მაკლაუდ / მთავარირა ბ.დიუპლესი ი.დიუპლესი (ჰერბსტ 61) ალბერც (საიქს 57) ბრესლერ; დენიელ^კაპ კუცია (ბოტეს 70) კანკოვსკი (დეისელ 74) - 2ლ: ლუდიკ პიტერსენ; 2გ 2ჯ 2ა: მიშალაკ

რეფ ვოლშ (ავს; კიდ: პეიპერ / იონკერ; ვიდ ფელცმან (აფრ)
@ ნუველანდს (48 ათასი)

3:0(7) 3:3(13) 3:6(19ა) 3:13(36) 6:13(40) /
6:16(45) 9:16(57) 9:23(60) 16:23(68) 19:23(73) 19:26(76ა) ბოლო(80+1)

>>   დიდი ფინალი (საქ დროით)

შაბ 4/08  #2 ჩიფ(ზელ  11.35  #6 შრქ)აფრ  *  რეფ ვოლშ (ავს)

<<   ფოქსის 50-წუთა ჰაილაითები

www.000webhost.com