თედის ბოლო თქმა

   ზელანდიის "ოლ ბლექსის" ყოფილმა მოძღვარმა, გრემ ჰენრიმ ავტობიოგრაფიაში გული მოიოხა; იაპონიის გავლით ლიგაში მიმავალმა სონი-ბილ ვილიამსმა "ოთხი ერის" ორ საწყის მატჩში შეიძლება მაინც ირაგბოს, აფრიკაში კი მსოფლიო თასის შესარჩევი ფარსად იქცა.

ჰენრის თავკაცობით კივებმა შარშან რომ გატეხეს 24-წლიანი ნავსი და მსოფლიო თასი შინ აიღეს, 65 წლის "თედი" პოსტიდან მორჭმული წავიდა. ბერიკაცი მერე ზელანდიის რაინდად შერაცხეს და ირბ-ის "რაგბის კომიტეტშიც" შეიყვანეს, გურუმ კი "ოთხი ერის" ახალბედას, არგენტინის მრჩევლობა იკისრა.

ჰენრის ამალამ "ოლ ბლექსი" მეორე ცდითღა აჩემპიონა, რაღაი 2007 წლის 6 ოქტომბერს, კარდიფის მეოთხედ-ფინალში, თავზარდამცემი მარცხი (18:20) შეემთხვა საფრანგეთთან. ამ უცნაური მატჩის გამო ფანობამ თავიდანვე განგაშის ზარს შემოჰკრა, ესაო და საფსონო მაფიამ კივები სასტიკად მოაღორაო, მედიამ კი დაასკვნა, ახია ოლ ბლექსზე, უსწოროდ რომ ემზადა და ეგრევე ითამაშაო.

ვექილებმა ამოაღებინეს

ჰენრიმ მაშინ წინდახედულად იყუჩა, ამ კვირაში კი რომ გამოვა მისი ავტობიოგრაფია "ბოლო თქმა, შიგ სულ მაგარ-მაგარი რამეები უწერია. ვებ-მედიამ და ტელევიზიებმა უკვე გაარჩიეს ნაშრომი, რომელიც დაბეჭდვამდე ვექილებს განუხილავთ და ავტორისთვის ამოუღებინებიათ ბარემ 400 სიტყვა, რათა ირბ-სა და მსაჯებს თედისთვის სასამართლოში ვერ ეჩივლათ.

გურუ წერს, მწურთნელად დავბერდი, მაგრამ ეგზომ პარადოქსული თამაში სხვა ვერ მახსენდებაო. რეფმა ბოლო 50 წუთში ერთი ჯარიმაც აღარ გამოიმეტა; ბურთი დროის 73% გვეპყრა; რაქთა თანაფარდობა 166/42 იყო, ბოჭვებისა 331/73; ფრანგებს 40 ჯარიმა და გადამწყვეტი წინ პასი ეპატიათ. ჰოდა, იმის ნაცვლად, რომ 42:6 მოგვეგო, წავაგეთო.

შეურყვნელობა სჯერათო

ამაზე სხვა რა უნდა მეფიქრა და უმალ ტოტალიზატორზე ავიღე ეჭვი, მაგრამ თავადვე უარვყავიო; ისე, მაინც ვურჩიე ჩვენს კავშირს, ირბ-ს გამოძიება მოთხოვეთო; ამათ ჩივილი შორს დაიჭირეს და მომიგეს, დაწყნარდი და ოთხი წლის შემდეგ გვაჩემპიონეო. ჰოდა, მეც რაღა მრჩებოდა, მით უფრო, რომ ბიჭები მომჩერებოდნენ, აბა, ბებერი თედი ჭირში რარიგ გამაგრდებაო.

ჰენრი ბრძანებს, მაშინ ეგეც გამიკვირდა, რომ ირბ-ს საეჭვო მატჩების ძიების არც მექანიზმი ჰქონდა და არც სურვილიო. თედი აკრიტიკებს მახვშებს, ესაო და რაგბის შეურყვნელობა აქამდე ბრმადა სჯერათ და საზოგადოებასაც თვალში ნაცარს აყრიან, ხოლო თუ ვინმემ მიკერძოებულ მსაჯობაზე კრინტი დაძრა, შარს გადაეყრებაო.

გათარხნების საბუთი

ჰენრის მემკვიდრემ, სთივ ჰანსენმა ბრძანა, ეგ ამბავი დიდი ხანია გადავხარშე და წარსულზე მეტად მომავალი მადარდებსო. ზე 15-ის ფინალი ამ შაბათსაა და მაქედან ორ კვირაში პირველი "სამხრეთის ფალავნობაც" (ოთხი ერი) იწყება.

"ჩიფსის" კოლორიტმა, სონი-ბილ ვილიამსმა სამი კვირის წინ რომ გაამხილა გეგმა, ხალხს გული ერთობ დაწყდა, მაგრამ მას აქეთ კორნად სმითს გაუკეთეს თვალის ბადურის ოპერაცია და რაკი რიჩარდ კაჰუიც დაშავებულია, ნალიგარმა ვარსკვლავმა თქვა, ეგებ ავსტრალიას მაინც ვერაგბო ორჯერო.

სონი-ბილი "პანასონიკში" მოეწყო. კლუბს პირველი თამაში
1 სექტემბერს უწევს, ფინალი კი 27 იანვარსაა, რისი წყალობითაც ვილიამსს ეროვნული ლიგის (ნრლ) 2013 წლის სეზონში არაფერი გაუცდება. სმითი ოზებს ვერასგზით ვერ ებურთავება და კავშირიც ყაბულსაა რენეგატის შეწყალებაზე, მაგრამ მერე გაირკვა, რომ სონი-ბილმა იაპონელებს თურმე გათარხნების საბუთიც უნდა მოაცემინოს.

 

ზე რაგბის დიდი ფინალი

შაბ 4/08 @ 11.35 საქ

ჩიფს (ჰემილთონ) ზელ #2 - შარქს (დურბან) აფრ #6

ჩიფ: ბექ) 15 რობი რობინსონ, 14 თიმ ნანაი-ვილიამს,
13 ენდრიუ ჰორელ, 12 სონი-ბილ ვილიამს, 11 ასაელი ტიკოიროტუმა; 10 არონ ქრუდენ, 9 ტავერა ქერ-ბარლოუ /

ფორ) 1 სონა ტაუმალოლო, 2 მო შვოლგერ, 3 ბენ ტამეიფუნა; 4 ქრეიგ ქლარქ
^კაპ, 5 ბროუდი რეთალიქ; 6 ლაიემ მესამ,
7 ტანერაუ ლათიმერ, 8 ქეინ თომპსონ

მრქ) 22 ლელია მასანგა, 21 ჯექსონ ვილისონ, 20 ბრენდონ ლენარდ / 16 ჰიკა ელიოთ, 17 ბენ აფეაკი; 18 მაიქლ ფითსჯერალდ, 19 სემ ქეინ

შრქ: ბექ) 15 პეთ ლემბი, 14 ლუი ლუდიკ, 13 ჯეი-პი პიტერსენ, 12 პოლ იორდან, 11 ლუაზი მვოვო; 10 ფრედი მიშალაკ, 9 შარლ მაკლაუდ /

ფორ) 1 ბისთ მთავარირა, 2 ბისმარკ დიუპლესი, 3 იანი დიუპლესი; 4 ვილემ ალბერც, 5 ანტონ ბრესლერ; 6 ქიგან დენიელ^კაპ, 7 მარსელ კუცია, 8 რაიან კანკოვსკი

მრქ) 22 რიან ფილიუნ, 21 მეირ ბოსმან / 16 ქრეგ ბერდენ,
17 ვიჰან ჰერბსტ; 18 სთივ საიქს, 19 ჟან დეისელ, 20 ჟაკ ბოტეს

რეფ სთივ ვოლშ (ავს)
კიდ: ქრეიგ იუბერ (აფრ) / ქის ბრაუნ;
ვიდ
გერეთ ვილიამსონ (ზელ)

ფალავნობა (ოთხი ერი) 2012

18/08

ავსტრალია

14.05

ზელანდია

სიდნეი

 

აფრიკა

19.00

არგენტინა

ქეიპთაუნ

25/08

ზელანდია

11.35

ავსტრალია

ოქლენდ

 

არგენტინა

23.10

აფრიკა

მენდოსა

8/09

ზელანდია

11.35

არგენტინა

ველინგთონ

 

ავსტრალია

14.35

აფრიკა

პერთ

15/09

ზელანდია

11.35

აფრიკა

დანიდინ

 

ავსტრალია

14.05

არგენტინა

გოულდ ქოუსთ

29/09

აფრიკა

19.00

ავსტრალია

პრეტორია

30/09

არგენტინა

03.10

ზელანდია

ლა პლატა

6/10

აფრიკა

19.00

ზელანდია

სოუეტო

7/10

არგენტინა

03.10

ავსტრალია

როსარიო

მესამე ბლედისლოუ

20/10

ავსტრალია

14.05

ზელანდია

ბრისბენ

"სვავები" აღზევდნენ

აფრიკაში კი დომხალი ახალ სიმაღლეზე ავიდა. 2015 წლის მსოფლიო თასის მესამე შესარჩევ დონეზე (1გ) ექვს გუნდს ერთ კვირაში რომ უნდა ეთამაშა, ირბ-მა უკეთესი ვერაფერი მოიაზრა და შექმნა ორი პული, რომლებიც ერთმანეთს ჯვარედინად, ჩვენთვის ბუქარესტის ტურნირიდან ნაცნობი მეთოდით, შეებმებოდნენ.

ამით ყოველი მონაწილე სამჯერ ირაგბებდა, სულ 9 მატჩი მოეწყობოდა და თეორიულად სამ გუნდს შეეძლო სამი მოგების მოგროვება. მერე იყო და შეჯიბრს გამოაკლდა კამერუნი, რის გამოც ბრძენმა ორგანიზატორებმა კალენდრიდან ოთხი თამაში ამოშალეს, ხუთიღა დატოვეს და გამარჯვებული ორი რაუნდის შედეგად გამოავლინეს.

ჰოდა, დატრიალდა დრამა: ორივე თამაში რომ მოიგო 1995 წლის მსოფლიოზე ნამყოფმა სპილოს ძვლის ნაპირმა, მის კვალად მოასპარეზე მასპინძელი, ბოცვანა 72-ე წუთზე, ჩოგანეცო კაცეს ლელოთი და ედი უსტჰეიზენის გარდასახვით ეწია მიზანს - "სვავებმა" კონკურენტს ერთი, კინკილა ქულით გადაუსწრეს და მეორე დონეზე აღზევდნენ, კოდ-დივუარი კი მაროკოს დარად გამოეთიშა პროცესს.

 

აფრიკის თასი 2012

<<   "1გ" ჯგუფი @ გაბორონე (ბოცვანა)

22/07

მავრიკეთი

26:22

ნაიჯერია$

 

ბოცვანა

23:15

ზამბია

25/07

სპ.ძვლ.ნაპ

29:17

ნაიჯერია

28/07

სპ.ძვლ.ნაპ

24:18

ზამბია$

 

ბოცვანა

25:14

მავრიკეთი

2 რაუნდი

სხვ

მ-წ

გტ:გშ

$

ბოცვანა

8

+19

2-0

48:29

0

სპ.ძვლ.ნაპ

8

+18

2-0

53:35

0

მავრიკეთი

4

-7

1-1

40:47

0

ზამბია

1

-14

0-2

33:47

1

ნაიჯერია

1

-16

0-2

39:55

1

კამერუნი

არ გამოცხადდა

>>   გაისად 2013

1ა: ზიმბაბვე უგანდა კენია მადაგასკარი
1ბ: ტუნისი ნამიბია სენეგალი ბოცვანა
     მსოფლიოს შესარჩევი =
1ა 2014

www.000webhost.com