უსიტყვოდ, ოთხი ლელოთი

   სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) ფინალში შინ დაბუდებულმა "ჩიფსმა" იოლად გააბითურა ფრენით გათანგული "შარქსი, და "ბლუზისა" და "ქრუსეიდერზის" კვალად, მე-17 სეზონში მესამე კივი ჩემპიონი შეიქნა.

<<   ფინალის ვიდეო

"ჩიფსმა" რომ მოიგო ზელანდიის კონფერენცია, მესამედ-ფინალში იუქმა, ნახევარში კი "ქრუსეიდერზი" მიიღო და ბრძოლაში ძლია.

"შარქსი" პლეი-ოფში ბოლო, მეექვსე ნომრად შევიდა, რის გამოც სულ სტუმრად (ბრისბენ, კეიპთაუნ, ჰემილთონ) მოუხდა რაგბობა. ჰოდა, ზედიზედ სამ კვირაში სამჯერ რომ გადაუფრინა ინდოეთის ოკეანეს, ბიო-რიტმის ცვლის ჯამი 26 (8+8+10) საათი მოუგროვდა.

ჰემილთონში არა-ზამთრულად თბილოდა (+13, მაგრამ გადაუღებლად წვიმდა და მოედნის გარდიგარდმო ქარიც ქროდა. ამის გამო გაჩაღდა ფეხოსნობა და წუნმაც იმატა, მაგრამ ჩიფსმა ასეთ პირობებშიც გემოზე იბურთავა და უსიტყვოდ, ოთხი ლელოთი იმარჯვა.

ზანგ და ქერა ბურჯებზე

მასპინძლებმა ავდარში დინჯად დაიწყეს თამაში, შარქსი კი ბარემ 15 წუთი ცოტათი ჯობდა მეტოქეს. იაპები რომ დაწინაურდნენ, დადგნენ, ზურგში გადაკიდება დაიწყეს და პასის ჩაჭრაზე გამეცადინდნენ, კივებმა კი ინიციატივა ხელთ იგდეს და ქულები თანდათან დააზვინეს.

პეთ ლემბიმ რომ ვერ აიღო არონ ქრუდენის გადაკიდებული, ბურთი ენდრიუ ჰორელმა იხელთა; ქრუდენმა სონი-ბილ ვილიამსს ჯვრით, ზანგ ბურჯთან გააჭრევინა ხაზი; მერე წინ რობი რობინსონი გაიჭრა, რაქიდან კი ტავერა ქერ-ბარლოუმ შორს მიაწოდა ჰორელს და ამან ჩია თიმ ნანაი-ვილიამსი ქერა ბურჯზე მიუშვა.

3:10-ზე ლაიემ მესამმა მოიგერია პოლ იორდანის მიხდომა, ქრუდენმა კი ძმებ დიუპლესების ორი შეცოდება 6 ქულად აქცია. მეორე ტაიმის დასაწყისში შარქსის შერკინება დადედლდა - თავის ლელოსთან ძლივს გამოიტანა ბურთი, ფრედი მიშალაკს კი მოგერიებაზე დაუფარეს.

ტრიბუნაზე ავარდა

5-მეტრა შერკინებიდან სამოელი ქეინ თომპსონი ორ ვიზავთან ჭიდილში, კართან ეწია მიზანს. საათის თავზე სონი-ბილი რომ იჭერდა ქიგან დენიელს, ამან უდროოდ მოისროლა ოვალი და ლელია მასანგამ გაინავარდა, ბოლოს კი ვილიამსი ლელოსთან, მარცხნივ გააჩერეს, მაგრამ შემდეგსავე ფაზაში მარჯვენა ძელზე დაიჭირა გეზი და ვაიქათოელ ფანებთან დასამშვიდობებლად ტრიბუნაზეც ავარდა.

დამარცხებულებს სამახსოვრო ჟეტონები დაურიგეს, გამარჯვებულებს კი - ლუდის ტოლჩები. უთუოდ სტომატოლოგის დიზაინით შექმნილი ზე-რაგბის ახალი თასი ჩიფსის თანა-კაპიტნებმა, მესამმა და ქრეიგ ქლარქმა შემართეს და გუნდმაც სახელდახელო ჰაკა ჩააატარა.

შარქსმა მეოთხედაც წააგო ფინალი და სტუმრად - კვლავ უშანსოდ (1996 ბლუზ 21:45, 2001 ბრამბიზ 6:36. კვირას რომ გამოქვეყნდა "ოლ ბლექსის" 28-კაცა რაზმი, სონი-ბილი სიაში ვერ მოხვდა. ერთი კია, გურუ სთივ ჰანსენი ირწმუნება, თუ ნალიგარი ვარსკვლავი იაპონიის "პანასონიკმა" გაათარხნა, "ოთხ ერზე" ავსტრალიასთან ვათამაშებთო.

@ შარშანდელის-ნაირი (2011) შეჯამება და ცხრილები ხუთშაბათს (9/08)

<<   ფინალის ვიდეო

 

ზე რაგბის ფინალი

წინა რაუნდები >>    0  1  2  3  4  5  6  7  8  
                            9  10  11  12  13  14  15 
                         
16  17  18  მფ 
ნფ

>>   ჩიფს 37:6 შარქს

#2 ჰემილთონ (ზელ: რობინსონ (ვილისონ 73) ნანაი-ვილიამს (მასანგა 58) ჰორელ სბ.ვილიამს ტიკოიროტუმა <10-9> ქრუდენ
ქერ-ბარლოუ (ლენარდ 68) / ტაუმალოლო შვოლგერ (ელიოთ 68) ტამეიფუნა (აფეაკი 68) ქლარქ
^კაპ, რეთალიქ (ფითსჯერალდ 73) მესამ ლათიმერ ქ.თომპსონ (ქეინ 58) - 4ლ: ნანაი-ვილიამს თომპსონ მასანგა ვილიამს; 4გ 3ჯ: ქრუდენ

#6 დურბან (აფრ: ლემბი ლუდიკ ჯპ.პიტერსენ (ბოსმან 63) იორდან მვოვო <10-9> მიშალაკ (ფილიუნ 73) მაკლაუდ / მთავარირა ბ.დიუპლესი (ბერდენ 71) ი.დიუპლესი (ჰერბსტ 53) ალბერც (საიქს 53) ბრესლერ; დენიელ^კაპ კუცია (ბოტეს 63) კანკოვსკი (დეისელ 53) - 2ჯ: მიშალაკ

რეფ ვოლშ (ავს) @ ვაიქათო (25 100)

0:3(7) 7:3(21) 10:3(25) 13:3(34) /
20:3(46) 20:6(52) 27:6(62) 30:6(72) 37:6(78)

<<   ფინალის ვიდეო

ზე 12/14/15-ის ჩემპიონები

ქრუსეიდერზ

(ქრაისთჩერჩ)

ზელ

7

1998

1999

2000

2002

 

 

 

 

2005

2006

2008

ბლუზ

(ოქლენდ)

ზელ

3

1996

1997

2003

ბულზ

(პრეტორია)

აფრ

3

2007

2009

2010

ბრამბიზ

(კანბერა)

ავს

2

2001

2004

რედს

(ბრისბენ)

ავს

1

2011

ჩიფს

(ჰემილთონ)

ზელ

1

2012

ფალავნობა (ოთხი ერი)  *  საქ თარიღითა და დროით

18/08

ავსტრალია

14.05

ზელანდია

სიდნეი

 

აფრიკა

19.00

არგენტინა

ქეიპთაუნ

25/08

ზელანდია

11.35

ავსტრალია

ოქლენდ

 

არგენტინა

23.10

აფრიკა

მენდოსა

8/09

ზელანდია

11.35

არგენტინა

ველინგთონ

 

ავსტრალია

14.35

აფრიკა

პერთ

15/09

ზელანდია

11.35

აფრიკა

დანიდინ

 

ავსტრალია

14.05

არგენტინა

გოულდ ქოუსთ

29/09

აფრიკა

19.00

ავსტრალია

პრეტორია

30/09

არგენტინა

03.10

ზელანდია

ლა პლატა

6/10

აფრიკა

19.00

ზელანდია

სოუეტო

7/10

არგენტინა

03.10

ავსტრალია

როსარიო

მესამე ბლედისლოუ

20/10

ავსტრალია

14.05

ზელანდია

ბრისბენ

www.000webhost.com