მრავალ-ფეროვნება მოგვიხდებაო

   ფანურ ჟარგონზე "ოთხ ერად" ცნობილი "სამხრეთის ფალავნობის" პირველსავე გათამაშებას სრულადა და პირდაპირ, 3-კაცა ქართული კომენტარით გადმოსცემს "ჯი ემ ჯის" არხი "სპორტ 1"

"სამი ერი" 1996 წლიდან ტარდებოდა და თუნდაც იმად მოყირჭდა ნეტარ რაგბეთს, რომ 16 სეზონში ზელანდიამ 10-ჯერ იპირველა.

სარფიანი ტელე-კონტრაქტი რომ შოუთი სათანადოდ "დაესაქონლებინათ, ორგანიზატორებმა ათი წლის თავზე მესამე წრეც მოიგონეს და განრიგი არიეს, მაგრამ მსოფლიო თასთა სეზონებში (2007 2011) მაინც კლასიკურ ორზე მოუხდათ დაბრუნება.

ამასობაში წამოიჩიტა არგენტინა და მახვშებმაც დაანამუსეს სამხრეთული სამეული, ეგებ ეს მზარდი ძალა მარაქაში გაირიოთო.

ბობოლები ახალი წევრის ამატებაზე ერთი ხანობა უარს იყვნენ, ესაო და "პუმათა" სტილი არ მოგვწონსო, მაგრამ რომ მიიღეს გარანტია, ტელე-სარფის წილი არ შეგიმცირდებოდათო, სხვა ჰანგზე ამღერდნენ, მრავალ-ფეროვნება მოუხდება შეჯიბრსო.

თანაბარ პირობებში

ოთხი მონაწილის ყოლით განრიგი გასწორდა და ყველა გუნდიც თანაბარ პირობებში ჩადგა.

წრე ორია, რაუნდი ექვსი და თითოში, შაბათობით, ორი მატჩია.

რაუნდები შეწყვილებულია, ანუ ყოველი ორის შემდეგ უქმე ვიქენდია, რისი წყალობითაც შორს მგზავრობა პრობლემა აღარაა.

საწყის ორ რაუნდში თითო მატჩი ეწყობა ოთხივე ქვეყანაში: მეზობლები (ავსტრალია - ზელანდია, აფრიკა - არგენტინა) შინ და გარეთ რაგბობენ.

შუა ორ რაუნდში აფრიკა და არგენტინა წყვილად ეწვევიან ზელანდიასა და ავსტრალიას, ბოლო ორ რაუნდში კი მათვე მიიღებენ.

ზელანდიაში ყველა მატჩი ჩვენებურად დღის თორმეტის ნახევარზეა, აფრიკაში კი - საღამოს შვიდზე.

ავსტრალიაც, ერთი გამონაკლისის გარდა, ტრადიციულად დღის ორზე რაგბობს, არგენტინაში კი ბოლო ორი თამაში ჩვენებურად კვირას გადადის, ღამის სამზე.

ფოლადი და ოქრო

"სამი ერის" ბოლო ჩემპიონი ავსტრალიაა, მაგრამ მსოფლიო თასის მფლობელი და აშკარა ფავორიტიც ზელანდიაა. ფალავნობის ტიპიური კოეები ასეთია: 1.45 ზელ, 4.50 აფრ, 4.75 ავს, 81.0 არგ

სამი ერის წევრები მსოფლიოს ორ-ორგზის ჩემპიონები არიან და ირბ-ის რეიტინგში სამ მოწინავე პოზიციაზეც სხედან, არგენტინას კი "ექვსი ერის" ოთხი უკეთესი წევრი უსწრებს:

1 ზელანდია 9143, 2 ავსტრალია 8705, 3 აფრიკა 8487, 4 ინგლისი 8309,
5 საფრანგეთი 8303, 6 უელსი 8226, 7 ირლანდია 7985,
8 არგენტინა 7925

ახალი შეჯიბრისთვის თასიც ახალი დამზადდა. ოთხ ფეხზე შემდგარი ჯილდოს სიმაღლე 56 სანტიმეტრია, წონა კი ხუთი კილო. მასალად გამოყენებულია უჟანგავი ფოლადი, საკუთრივ თასს კი ოქროს ნაკვეთებიც ამკობს.

 

სამი ერის 16 სეზონი

წელი

96

97

98

99

00

01

02

03

04

05

06

07

08

09

10

11

სულ

ზელ

17 18 2 12 12 9 15 18 9 15 23 13 19 13 27 10 232

10

ავს

6 6 10 10 14 11 11 6 10 3 11 9 14 7 11 13 152

3

აფრ

6 7 17 4 6 6 7 4 11 13 9 5 10 21 7 5 138

3

*  2006  2008  2009  2010  სამ წრედ

72თ

  მ-წ*

$

სხვ

გატ:გაშ

ზელ

50-22

32

+541

1936:1395

186

128

242

8

ავს

29-42*1

34

-190

1531:1721

152

102

180

9

აფრ

28-43*1

24

-351

1480:1831

134

93

190

18

ფალავნობა 2012 (ოთხი ერი)  *  საქ თარიღითა და დროით

18/08

ავსტრალია

14.05

ზელანდია

სიდნეი

 

აფრიკა

19.00

არგენტინა

ქეიპთაუნ

25/08

ზელანდია

11.35

ავსტრალია

ოქლენდ

 

არგენტინა

23.10

აფრიკა

მენდოსა

8/09

ზელანდია

11.35

არგენტინა

ველინგთონ

 

ავსტრალია

14.35

აფრიკა

პერთ

15/09

ზელანდია

11.35

აფრიკა

დანიდინ

 

ავსტრალია

14.05

არგენტინა

გოულდ ქოუსთ

29/09

აფრიკა

19.00

ავსტრალია

პრეტორია

30/09

არგენტინა

03.10

ზელანდია

ლა პლატა

6/10

აფრიკა

19.00

ზელანდია

სოუეტო

7/10

არგენტინა

03.10

ავსტრალია

როსარიო

მესამე ბლედისლოუ

20/10

ავსტრალია

14.05

ზელანდია

ბრისბენ

www.000webhost.com