სამეზობლო ჯახი და გამოცდა

   პირველი "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) სტარტზე ავსტრალია და ზელანდია ერთურთს კბილს მეზობლურად, "ბლედისლოუს თასზეც" მოუსინჯავენ, ახალბედა არგენტინა კი აფრიკაში გამოიცდება.

ზელანდია მსოფლიოს ჩემპიონია, ავსტრალია კი ბოლო "სამი ერისა. ოზებმა კივები მსოფლიოს დაწყებამდე, ბრისბენში ძლიეს ბოლო მატჩში, ოთხწლედის მთავარი შეჯიბრის ნახევარ-ფინალში კი "ოლ ბლექსმა" უპირველეს კონკურენტთან უთუმცაო რევანში აიღო და ფინალში გულიანად ვეღარ ერაგბა მეტიჩარა საფრანგეთს.

წელს, სამხრეთის ტესტებში, ზელანდიამ სამგზის ძლია ირლანდია (42:10 22:19 60:0) და ავსტრალიამაც წკიპზე აჯობა უელსს (27:19 25:23 20:19. ზე 15-ში კივეთის ჯილა "ჩიფსმა" ეშხიანად იჩემპიონა, ოზთა ფალავანმა "რედსმა" კი ტიტულზე შინ, მესამედ-ფინალში აიღო ხელი.

რელიკვიის დასაუნჯებლად

სამეზობლო, გარდამავალი "ბლედისლოუ" 2003 წლიდან ზელანდიას უპყრია. რაგბი ფრედ რომ უიშვიათესად სრულდება, ოზებს ვერცხლის რელიკვიის დასაუნჯებლად შინ ორივე მატჩის მოგება ჭირდებათ, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ სიდნეის დამწყებ 15-ეულთა ჯამური ნამსახურობა აშკარად კივთა სასარგებლოდაა (625:494)

"ოლ ბლექსს" ტრავმების გამო აკლიან 13 ნომერი კონრად სმითი და მარბიელი ჯერომ კაინო. "ვოლაბებს" წლის ბოლომდე გამოაკლდა მეორე-ხაზელი კაპიტანი ჯეიმზ ჰორვილი; მგეზავი ქვეიდ ქუპერი ჯერ ვერაა სათანადო ფორმაში, უნივერსალი ბექი ჯეიმზ ოქონორი კი მესამე რაუნდისთვის თუღა მოკეთდება.

რონსერო პენსიაზე გადის

ლიგაში იაპონიის გავლით მიმავალი სონი-ბილ ვილიამსის საწყის ორ რაუნდში მონაწილეობა ორშაბათს, კლუბის მიერ დასტურის გაცემით გადაწყდა. არგენტინამ ივნისში ოცი (!) ძირითადი დაასვენა, ივლისში კი ფლორიდაში გამოაწრთო. დამწყებთაგან 11 კაცი ევროპაში (სფრ 9, ინგ 2) რაგბობს, სამი შინაურია, ბურჯი როდრიგო რონსერო კი "ოთხი ერის" შემდეგ პენსიაზე გადის.

"ბოკემ" "პუმებს" ბოლო შეყრაზე, ოთხი წლის წინ, 63:9 მოუგო. აფრიკამ ინგლისს ივნისში 2-0 აჯობა (22:17 36:27 14:14. მორნეი სტეინს ამ მატჩებში 20 დარტყმიდან 12 გაუცუდდა. იაპებს მაშინვე აკლდათ მარბიელი სხალკ ბერგერი, ამ კვირაში კი 8 ნომერი პიერ სპისიც წლის ბოლომდე გამოვიდა მწყობრიდან. ჰოდა, შერკინებაში ერთბაშად ექვსი "შარქი" (პირველი და მესამე ხაზები) მოხვდა.

 

ფალავნობა 2012 (ოთხი ერი)

პირველი შაბათი

ავსტრალია - ზელანდია

<<   ვოლაბიზ

ბექ) 15 ქერთლი ბილ, 14 ადამ ეშლი-ქუპერ, 13 რობ ჰორნ,
12 ენთონი ფაინგა, 11 დიგბი იოანე; 10 ბერიქ ბარნს, 9 ვილ გენია /

ფორ) 1 ბენ რობინსონ, 2 ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 3 სეკორე კეპუ;
4 სიტალეკი ტიმანი, 5 ნეითან შარპ; 6 დეივ დენის, 7 დევიდ პოქოქ
_კაპ, 8 სქოთ ჰიგინბოთამ

მრქ) 22 დრუ მიჩელ, 21 ნიქ ფიპს / 16 სთივენ მურ, 17 ჯეიმზ სლიპერ; 18 რობ სიმონს, 19 რადიკე სამო, 20 მაიქლ ჰუპერ

<<   ოლ ბლექს

ბექ) 15 იზრაელ დეგ, 14 ქორი ჯეინ, 13 მა ნონუ, 12 სონი-ბილ ვილიამს, 11 ჰოსეა გიარ; 10 დენ ქართერ, 9 არონ სმით /

ფორ) 1 თონი ვუდქოქ, 2 ქევენ მეალამუ, 3 ოუენ ფრენქს; 4 ლუქ რომანო, 5 სემ ვაითლოქ; 6 ლაიემ მესამ, 7 რიჩი მაკქოუ
_კაპ,
8 ქიარან რიდ

მრქ) 22 ბენ სმით, 21 არონ ქრუდენ, 20 პირი ვიპუ / 16 ენდრიუ ჰორ, 17 ბენ ფრენქს; 18 ბროდი რეთალიქ, 19 ვიქთორ ვიტო

<<   მსაჯები

რეფ) ალენ როლან (ირლ)
კიდ) ნაიჯელ ოუენს (უელ) / ლოურენს ფანდერმერვე (აფრ)
ვიდ) მეთ გოდარდ (ავს)

შაბ 18/08  სიდნეი, ეი-ენ-ზედ (ოლიმპიური)  14.05 საქ

<<   ბალანსი

ავსტრალია (1899-2012)  537: 274-248*15 (11010:8817) +2193, 1399ლ
ზელანდია (1903-2012)  487:
367-103*17 (12692:6157) +6535, 1669ლ

პირისპირ (1903-2011)  143: 41-97*5 (1928:2792) ლ 220/372
ავსტრალიაში (1903-2011)  73:
24-45*4 (1059:1371) ლ 113/197
სიდნეიში (1903-2010)  50:
19-29*2 (725:911) ლ 77/128
ოლიმპიურზე (1999-2010)  11:
6-5 (261:255) ლ 22/26

სამ ერზე (1996-2011)  36: 11-25 (692:944) ლ 68/92
ბლედისლოუზე (1931-2011)  123:
34-85*4 (1756:2507) ლ 194/310
              ^ თასი
12-40

შარშან (2011) 1-2 * 14:30 (ოქლენდ 6/08, 25:20 (ბრისბენ 27/08, 6:20  (ოქლენდ 16/10 მსოფ)

აფრიკა - არგენტინა

<<   ბოკე

ბექ) 15 ზეინ კერშნერ, 14 ლუაზი მვოვო, 13 ჟან დეფილიერს
_კაპ,
12 ფრანს სტეინ, 11 ბრაიან ჰაბანა; 10 მორნეი სტეინ, 9 ფრანსუა ჰოუხარდ /

ფორ) 1 ბისთ მთავარირა, 2 ბისმარკ დიუპლესი, 3 იანი დიუპლესი;
4 იბენ ეცებეთ, 5 ანდრის ბეკერ; 6 მარსელ კუცია, 7 ვილემ ალბერც, 8 ქიგან დენიელ

მრქ) 22 ჯეი-ჯეი ენგელბრეხტ, 21 პეთ ლემბი, 20 რუან პინარ /
16 ადრიან სტრაუს, 17 პეთ სილიე; 18 ფლიპ ფანდერმერვე, 19 ჟაკ პოტხიტერ

<<   პუმას

ბექ) 15 ლუკას გონსალეს-ამოროსინო, 14 გონსალო კამაჩო,
13 მარსელო ვოსხ, 12 სანტიაგო ფერნანდეს, 11 ორასიო აგუჯა;
10 ხუან-მარტინ ერნანდეს, 9 ნიკოლას ვერგაჯო /

ფორ) 1 როდრიგო რონსერო, 2 ეუსევიო გინიასუ, 3 ხუან ფიგაჯო;
4 მანუელ კარისა, 5 პატრისიო ალვასეტე; 6 ხულიო ფარიას-კავეჯო, 7 ალვარო გალინდო, 8 ხუან-მარტინ ფერნანდეს-ლოვე
_კაპ

მრქ) 22 მარტინ როდრიგეს, 21 მარტინ ლანდახო / 16 ვრუნო პოსტილიონი, 17 მარკოს აჯერსა, 18 ხუან-პავლო ორლანდი;
19 ტომას ლეონარდი, 20 ლეონარდო სენატორე

<<   მსაჯები

რეფ) სთივ ვოლშ (ავს)
კიდ) ჟერომ გარსეზ (სფრ) / ჯონ ლეისი (ირლ)
ვიდ) იოჰან მევესენ (აფრ)

შაბ 18/08  კეიპთაუნ, ნუველანდს  19.00 საქ

<<   ბალანსი

აფრიკა (1891-2012)  407: 257-130*20 (9239:6256) +2983, 1144ლ
არგენტინა (1910-2012)  351:
199-143*9 (10347:6497) +3850, 1369ლ

პირისპირ (1993-2008)  13: 13-0 (544:272) ლ 70/26
აფრიკაში (1994-2008)
 5: 5-0 (226:111) ლ 29/10
კეიპთაუნში
 პირველად ახლაღა

ფალავნობა 2012 (ოთხი ერი)  *  საქ თარიღითა და დროით

18/08

ავსტრალია

14.05

ზელანდია

სიდნეი

 

აფრიკა

19.00

არგენტინა

ქეიპთაუნ

25/08

ზელანდია

11.35

ავსტრალია

ოქლენდ

 

არგენტინა

23.10

აფრიკა

მენდოსა

8/09

ზელანდია

11.35

არგენტინა

ველინგთონ

 

ავსტრალია

14.35

აფრიკა

პერთ

15/09

ზელანდია

11.35

აფრიკა

დანიდინ

 

ავსტრალია

14.05

არგენტინა

გოულდ ქოუსთ

29/09

აფრიკა

19.00

ავსტრალია

პრეტორია

30/09

არგენტინა

03.10

ზელანდია

ლა პლატა

6/10

აფრიკა

19.00

ზელანდია

სოუეტო

7/10

არგენტინა

03.10

ავსტრალია

როსარიო

მესამე ბლედისლოუ

20/10

ავსტრალია

14.05

ზელანდია

ბრისბენ

www.000webhost.com