ჩახლართული კომბინაციებით

   პირველი "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) სტარტზე ზელანდიამ სტუმრად დამაჯერებლად ძლია ავსტრალია, აფრიკამ კი გაკვეთილი ჩაუტარა ახალბედა არგენტინას.

რაგბი ჭიდილად და ბრიჯად რომ იქცა, ტასმანელ მეზობელთა ჯახშიც დაგვიძვირდა გემრიელი ბურთაობა. მიწაზე სამართალი რომ განეჩინა, ევროპელმა რეფმა შესვენებამდე 18 ჯარიმა დანიშნა, გაწაფულმა ტაქტიკოსებმა კი დარტყმაზე უარი თქვეს და ბურთს სულ 12-ჯერ შეახეს ბუცი.

პრაგმატულად მორაგბე ზელანდიამ საწყის 35 წუთში ბარაქიანი ფორა მოინაგრა და თამაში გამარჯვებამდე უპრობლემოდ მიიყვანა. ავსტრალია, ვის ბირთვსაც (?!) ზე-რაგბში მე-11 ადგილზეღა გასული "ვორათაზი" შეადგენდა, შეტევაში აშლილი ხომ იყო და ტექნიკური წუნიც მომრავლებოდა.

"სამი ერის" ბოლო ჩემპიონმა "ვოლაბიზმა" ისღა მოახერხა, რომ დასაწყისში სონი-ბილ ვილიამსს წინ პასი აიძულა და შერკინებაში მოპოვებული ჯარიმა შეაგდო. მსოფლიოს ჩემპიონმა "ოლ ბლექსმა" თანდათან ააწყო თამაში, ორივე ლელო კი შერკინებიდან, ბექთა ჩახლართული კომბინაციებით დადო.

მწყობრიდან ამოვარდა

პირველზე ჩარბენი ვილიამსმა და ჰოსეა გიარმა შეასრულეს, დენ ქართერმა კი კიდეზე დაგეზა ზურგი იზრაელ დეგი და ამანაც ფინტით გააბითურა ვიზავი ქერთლი ბილი. 3:13-ზე ვილ გენიამ გაუჭრა ხაზი კივებს, მაგრამ ოზები 8 ფაზის შემდეგ, წითელ ზოლში დაჯარიმდნენ, მეორე ლელოზე კი ორჯერ შეცდა მათი შავტუხა 15 ნომერი:

ჯერ თავის ლელოსთან ახლოდან ნაპასევი დააგდო, მერე კი არონ სმითი - ვილიამსი - დეგი - ჯეინის მარაოს ჩახურვისას მწყობრიდან ამოვარდა. ამით ზელანდია 15 ქულით დაწინაურდა, მაგრამ ზედ შესვენების წინ დიგბი იოანე ლელოსთანღა გააჩერა და უმალ ნეითან შარპმა იძალა. 

მეორე ტაიმში იმატა ფეხოსნობამ, ლელო კი აღარ გასულა. 68-ე წუთზე ლაიემ მესამის გარღვევის შემდეგ ადამ ეშლი-ქუპერმა ალამთან კიდეზე გადადენა გიარი. იქვე ქორი ჯეინს დაუვარდა სონი-ბილის ნაპასევი. ბოლოსკენ ავსტრალიამ ფაზები აკინძა, მაგრამ მიზნამდე ჯერაც 47 მეტრი რომ რჩებოდა, თერნოვერი შეემთხვა.

უფრო თამამად!

დეგმა ოვალი ზურგში გაუგორა მეტოქეს და ეშლი-ქუპერს დამიწება აიძულა, შერკინებაში კი ზელანდიამ ჯარიმა მოიპოვა და ვოლაბებს ერთი საცხრილო ქულაც აღარ დაანება. 17 ბოჭვა მოუგროვდა შეტევაშიც ერთობ აქტიურ რიჩი მაკქოუს, 14 ქართერს და 13 ნონუს. დეგმა ბურთით 92 მეტრი ინავარდა. მასვე "პლანეტ რაგბმა" 9.5 დაუწერა, ბილს კი გარჯა 4-ადღა შეუფასა.

ოლ ბლექსი 1-0 დაწინაურდა "ბლედისლოუს თასზეც, რომელსაც
2003 წლიდან ფლობს. დამდეგ შაბათს, ოქლენდის რე-მატჩზე, ოზებს უსარდლებს გენია, რაკი დევიდ პოქოქს მუხლი ეტკინა. კივებს ალბათ ვერ ეყოლებათ ნეკნ-დაჟეჟილი ბურჯი თონი ვუდქოქი, მედია კი ოზთა უფროსობისგან ქვეიდ ქუპერის ამატებას, დრუ მიჩელის დაწინაურებასა და უფრო თამამად რაგბობას ითხოვს.

არგენტინის ნათლობა კატასტროფული ვერა, მაგრამ წარუმატებელი კი გამოდგა. დამტკიცდა, სამხრეთი ნახევარ-სფერო ისეთ დონეზეა, რომ საფრანგეთის ტოპ 14-ის კლასიანი მოთამაშეები ჯერ ვერა წვდებიან, და სამხრეთელ რეფსაც ჯაფა დაადგა, რათა "პუმებისთვის" რაქში წესები დაეცვევინებინა.

ფეხოსნობა დარში

აფრიკას თავიდანვე ისე დაემტვრა კვაჭი ბისმარკ დიუპლესი, რომ წელს ვეღარ ირაგბებს. მისმა შემცვლელმა ადრიან სტრაუსმა 9 რეიდით მოაწონა პუბლიკას თავი, მორნეი სტეინმა კი ივნისში მოშლილი სამიზნე გაისწორა და კარში ძველებურად უნაკლოდ ურტყა, მაშინ როცა ხუან-მარტინ ერნანდესმა მეორე ტაიმის დასაწყისში ორი იოლი ააცილა.

კეიპთაუნში საბურთაო დარი იდგა, მაგრამ მაინც ფეხოსნობა გაჩაღდა - შესრულდა 76 დარტყმა! არგენტინას ვერ არგო აბრაგანებმა. ბილის ნაირად იდედლა ლუკას გონსალეს-ამოროსინომ და ვილემ ალბერცმა რომ შეუტია, მორნეიმ ახლოდან დაგეზა ზეინ კერშნერი.

"ბოკეს" მეორე ლელოზე, მოლით მეორე მიძალებაზე, მოკლე ფრთაზე მოწყდა მარსელ კუცია, მესამეზე კი მორნეის აბრაგანი ორასიო აგუჯას მოუხსნა ბრაიან ჰაბანამ. ამით გარემარბმა 41-მდე აიყვანა ტესტ-რეკორდი, მაგრამ აფრიკა მაინც გულ-ნაკლელი დარჩებოდა, რადგან ბოლო მეოთხედში ვერაფრით შეიტანა პრემიის მომტანი მეოთხე.

 

ფალავნობა 2012 (ოთხი ერი)

პირველი შაბათი

ავსტრალია 19:27 ზელანდია

ავს: ბილ ეშლი-ქუპერ ჰორნ ე.ფაინგა იოანე <10-9> ბარნს გენია / რობინსონ (სლიპერ 69) პოლოტა-ნაუ (მურ 61) კეპუ; ტიმანი (სიმონს 41-44, 67-70) შარპ; დენის (სამო 65) პოქოქ^კაპ ჰიგინბოთამ -
ლ: შარპ; გ 4ჯ: ბარნს

ზელ: დეგ ჯეინ ნონუ სბ. ვილიამს ჰ.გიარ <10-9> ქართერ ა.სმით (ვიპუ 80+) / ვუდქოქ (ბ.ფრენქს 65) მეალამუ (ჰორ 77) ო.ფრენქს; რომანო (რეთალიქ 53) ს.ვაითლოქ; მესამ მაკქოუ^კაპ რიდ -
2ლ:
დეგ ჯეინ; გ 5ჯ: ქართერ

რეფ როლან (ირლ) @ სიდნეი, ეი-ენ-ზედ (76 877)   ვიდეო

3:0(3) 3:3(11) 3:10(14) 3:13(20) 3:18(33) 10:18(40) /
13:18(44) 13:21(48) 16:21(50) 16:24(53) 19:24(76) 19:27(80+2)

აფრიკა 27:6 არგენტინა

აფრ: კერშნერ ჰაბანა (ენგელბრეხტ 70) დეფილიერს^კაპ ფ.სტეინ მვოვო (პინარ 61) <10-9> მ.სტეინ ჰოუხარდ / მთავარირა ბ.დიუპლესი (სტრაუს 5) ი.დიუპლესი (სილიე 32-35, 67) ეცებეთ ბეკერ (ფლ.ფანდერმერვე 59) კუცია ალბერც დენიელ (ჟ.პოტხიტერ 53) - 3ლ: კერშნერ კუცია ჰაბანა; 3გ 2ჯ: მ.სტეინ

არგ: გონსალეს კამაჩო ვოსხ ს.ფერნანდეს (როდრიგეს 70) აგუჯა
<
10-9> ერნანდეს ვერგაჯო (ლანდახო 66) / რონსერო (აჯერსა 61) გინიასუ ფიგაჯო (ორლანდი 61) კარისა ალვასეტე; კავეჯო (სენატორე 70) გალინდო (ლეონარდი 43) ხმ.ფერნანდეს-ლოვე
^კაპ -
2ჯ: ერნანდეს

რეფ ვოლშ (ავს) @ კეიპთაუნ, ნუველანდს (
38 843)   ვიდეო

3:0(4) 3:3(14) 10:3(18) 13:3(25) 20:3(29) 20:6(31) / 27:6(58)

ფალავნობა 2012 (ოთხი ერი)

საქართველოს თარიღითა და დროით
თარიღზე წკაპი = წინათქმა, ანგარიშზე = გარჩევა!

18/08

ავსტრალია

19:27

ზელანდია

სიდნეი

 

აფრიკა

27:6

არგენტინა

ქეიპთაუნ

1 რაუნდი

სხვ

გატ:გაშ

შინ

გარ

$

აფრიკა

4

+21

27:06

1-0

0-0

3/0

0

ზელანდია

4

+8

27:19

0-0

1-0

2/1

0

ავსტრალია

0

-8

19:27

0-1

0-0

1/2

0

არგენტინა

0 -21 06:27 0-0 0-1 0/3 0

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 * რვაზე ნაკლებით
წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია ($)

25/08

ზელანდია

11.35

ავსტრალია

ოქლენდ

 

არგენტინა

23.10

აფრიკა

მენდოსა

8/09

ზელანდია

11.35

არგენტინა

ველინგთონ

 

ავსტრალია

14.35

აფრიკა

პერთ

15/09

ზელანდია

11.35

აფრიკა

დანიდინ

 

ავსტრალია

14.05

არგენტინა

გოულდ ქოუსთ

29/09

აფრიკა

19.00

ავსტრალია

პრეტორია

30/09

არგენტინა

03.10

ზელანდია

ლა პლატა

6/10

აფრიკა

19.00

ზელანდია

სოუეტო

7/10

არგენტინა

03.10

ავსტრალია

როსარიო

მესამე ბლედისლოუ

20/10

ავსტრალია

14.05

ზელანდია

ბრისბენ

www.000webhost.com