ურთულესი მისია

   "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) მეორე რაუნდში იგივე წყვილები ხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ ძნელად, რომ სტარტზე წაგებულებმა რევანში აიღონ.

ავსტრალია ურთულეს მისიას შეჭიდებია - თუ "ბლედისლოუს თასისა" და პირველობის მოპოვების შანსთა შენარჩუნება სწადია, მსოფლიოს ჩემპიონი ზელანდია უნდა ძლიოს ოქლენდის "იდენ პარკზე, სადაც "ოლ ბლექსს" 1995 წლიდან მოყოლებული, ზედიზედ მოუგია 28 ტესტი, "ვოლაბიზი" კი 1986 წლის აქეთ, 13-ვე ჩასვლაზე დამარცხებულა.

კივებმა ოზებს სიდნეიში დამაჯერებლად რომ აჯობეს, ავსტრალიაში პესიმიზმმა დაისადგურა. ძველი 10 ნომრის, მარკ ელას აზრით, ზელანდია ზედიზედ მეათედ ხომ მოიგებს ბლედისლოუს და მას მერე კიდევ ათი წლით შეინარჩუნებს, ელას მოძღვარი ალან ჯოუნზი კი ემდურის ვოლაბთა კივ გურუს, რობი დინსს, ესაო და შეგირდებს ზღუდავს და იმაზეღა ფიქრობს, რომ ოლ ბლექსთან ცოტათი წააგოსო.

სასწრაფო ოპერაცია

უშანსო მარცხმა დინსი აიძულა, 10 ნომრად ეხმო კოლორიტი ქვეიდ ქუპერი, ვინც ნაკრებში ბოლოჯერ მსოფლიო თასის ბრინჯაოს მატჩში ირაგბა და მუხლი დაიშავა. აქამდელი მგეზავი ბერიქ ბარნსი 12 ნომრად ჩაიჩოჩებს, მარქაფაში გადაყვანილი ქერთლი ბილის ნაცვლად კი 15-ზე უნივერსალი, ადამ ეშლი-ქუპერი დადგება.

ოზებმა პირველ ხაზში ორი ტრავმირებული - კვაჭი და მარჯვენა ბურჯი შეცვალეს, კაპიტან დევიდ პოქოქს კი სასწრაფოდ რომ გაუკეთეს მუხლის ოპერაცია, მღლეტელი მწყობრიდან სეზონის ბოლომდე გამოვიდა. ჰოდა, რიჩი მაკქოუს ნორჩი მაიქლ ჰუპერი გაეჯიბრება, გუნდს კი ჰავბექი ვილ გენია უყოჩებს. 

ერნანდესი კიდევ დაშავდა

კივებს არა უჭირთ რა: 22-ეულში შეიცვალა მხოლოდ ნეკნებ-ნატკენი მარცხენა ბურჯი თონი ვუდქოქი. ლიგაში იაპონიის გავლით მიმავალი სონი-ბილ ვილიამსი გაურკვეველი ხნით ეთხოვება ზელანდიურ რაგბს, მრავლის მნახველი მაკქოუ კი მაინც ფრთხილობს და წლევანდელ მაგალითს იხსენებს, როცა პირველ ტესტში ნაჯობნმა ირლანდიამ შემდეგსავე შაბათს კინაღამ შეიწირა თავ-დაჯერებული ოლ ბლექსი.

არგენტინას მორიგი, აწ უკვე საშინაო დებიუტიც ელის - ჩილეს საზღვართან, მენდოსაში უხვდება აფრიკას, ვისაც კეიპთაუნში ვერაფერი დააკლო. "პუმები" აღტაცებული დარჩნენ "ბოკეს" ძალითა და ბრძოლის უნარით.

მასპინძელთა შერკინება უცვლელია. 15 ნომრად დაიწყებს მარტინ როდრიგესი, "რასინგის" უიღბლო მგეზავი, ხუან-მარტინ ერნანდესი კი ვარჯიშზე რომ დაშავდა, ბორდოელი ნიკოლას სანჩესი შეეხიდება.

 

ფალავნობა 2012 (ოთხი ერი)

მეორე შაბათი

ბოლო ტესტის აქეთ
* დაემატა, ^ დააწინაურეს, $ დაძრეს, # დაამარქაფეს

ზელანდია - ავსტრალია

<<   ოლ ბლექს

ბექ) 15 იზრაელ დეგ, 14 ქორი ჯეინ, 13 მა ნონუ, 12 სონი-ბილ ვილიამს, 11 ჰოსეა გიარ; 10 დენ ქართერ, 9 არონ სმით /

ფორ) 1 ვაიეთ ქროქეთ* 2 ქევენ მეალამუ, 3 ოუენ ფრენქს; 4 ლუქ რომანო, 5 სემ ვაითლოქ; 6 ლაიემ მესამ, 7 რიჩი მაკქოუ
_კაპ,
8 ქიარან რიდ

მრქ) 22 ბენ სმით, 21 არონ ქრუდენ, 20 პირი ვიპუ / 16 ენდრიუ ჰორ, 17 ბენ ფრენქს; 18 ბროდი რეთალიქ, 19 ვიქთორ ვიტო

<<   ვოლაბიზ

ბექ) 15 ადამ ეშლი-ქუპერ$ 14 დრუ მიჩელ^ 13 რობ ჰორნ, 12 ბერიქ ბარნს$ 11 დიგბი იოანე; 10 ქვეიდ ქუპერ* 9 ვილ გენია
_კაპ /

ფორ) 1 ბენ რობინსონ, 2 სთივენ მურ^ 3 ბენ ელიგზანდერ*
4 სიტალეკი ტიმანი, 5 ნეითან შარპ; 6 დეივ დენის, 7 მაიქლ ჰუპერ^ 8 სქოთ ჰიგინბოთამ

მრქ) 22 ქერთლი ბილ# 21 ენთონი ფაინგა# 20 ნიქ ფიპს / 16 საია ფაინგა* 17 ჯეიმზ სლიპერ; 18 რადიკე სამო, 19 ლაიემ გილ*

<<   მსაჯები

რეფ) ნაიჯელ ოუენს (უელ)
კიდ) ალენ როლან (ირლ) / ლოურენს ფანდერმერვე (აფრ)
ვიდ) ბენ სქინ (ზელ)

შაბ 25/08  ოქლენდ, იდენ პარკ  11.35 საქ

<<   ბალანსი

ზელანდია (1903-2012)  488: 368-103*17 (12721:6174) +6547, 1671
ავსტრალია (1899-2012)  538:
274-249*15 (11027:8846) +2181, 1400

პირისპირ (1903-2012)  144:
98-41*5 (2821:1945) ლ 374/221
ზელანდიაში (1905-2011)  66:
50-15*1 (1340:794) ლ 168/98
ოქლენდში (1931-2011)  24:
20-4 (530:334) ლ 46/39

სამ/ოთხ ერზე (1996-2012)  37: 26-11 (973:709) ლ 94/69
ბლედისლოუზე (1931-2012)
 124: 86-34*4 (2536:1773) ლ 312/195
              ^ თასი
40-12

შარშან (2011) 2-1 * 30:14 (ოქლენდ 6/08, 20:25 (ბრისბენ 27/08, 20:6 (ოქლენდ 16/10 მსოფ)

არგენტინა - აფრიკა

<<   პუმას

ბექ) 15 მარტინ როდრიგეს^ 14 გონსალო კამაჩო, 13 მარსელო ვოსხ, 12 სანტიაგო ფერნანდეს, 11 ორასიო აგუჯა; 10 ნიკოლას სანჩეს*
9 ნიკოლას ვერგაჯო /

ფორ) 1 როდრიგო რონსერო, 2 ეუსევიო გინიასუ, 3 ხუან ფიგაჯო;
4 მანუელ კარისა, 5 პატრისიო ალვასეტე; 6 ხულიო ფარიას-კავეჯო, 7 ალვარო გალინდო, 8 ხუან-მარტინ ფერნანდეს-ლოვე
_კაპ

მრქ) 22 ხუან იმოფ* 21 ლუკას გონსალეს-ამოროსინო# 20 მარტინ ლანდახო / 16 ვრუნო პოსტილიონი, 17 მარკოს აჯერსა;
18 ლეონარდო სენატორე, 19 ტომას ლეონარდი

<<   ბოკე

ბექ) 15 ზეინ კერშნერ, 14 ბრაიან ჰაბანა, 13 ჟან დეფილიერს
_კაპ,
12 ფრანს სტეინ, 11 ლუაზი მვოვო; 10 მორნეი სტეინ, 9 ფრანსუა ჰოუხარდ /

ფორ) 1 ბისთ მთავარირა, 2 ადრიან სტრაუს^ 3 იანი დიუპლესი;
4 იბენ ეცებეთ, 5 ანდრის ბეკერ; 6 მარსელ კუცია, 7 ჟაკ პოტხიტერ^
8 ვილემ ალბერც$

მრქ) 22 ჯეი-ჯეი ენგელბრეხტ, 21 პეთ ლემბი, 20 რუან პინარ /
16 ტიან ლიბენბერხ*  17 პეთ სილიე; 18 ფლიპ ფანდერმერვე,
19 ქიგან დენიელ#

<<   მსაჯები

რეფ) სთივ ვოლშ (ავს)
კიდ) ჟერომ გარსეზ (სფრ) / ჯონ ლეისი (ირლ)
ვიდ) ფრანსისკო პასტრანა (არგ)

შაბ 25/08  მენდოსა, მალვინას  23.10 საქ

<<   ბალანსი

არგენტინა (1910-2012)  352: 199-144*9 (10353:6524) +3829, 1369ლ
აფრიკა (1891-2012)  408:
258-130*20 (9266:6262) +3004, 1147

პირისპირ (1993-2012)  14: 0-14 (278:573) ლ 26/73
არგენტინაში (1993-2005)  7:
0-7 (148:281) ლ 15/37
მენდოსაში
 პირველად ახლაღა

ირბ-ის რეიტინგი

20/08 @ 1 ზელანდია 9229, 2 ავსტრალია 8619, 3 აფრიკა 8508,
4 ინგლისი 8309, 5 საფრანგეთი 8303, 6 უელსი 8226, 7 ირლანდია 7985,
8 არგენტინა 7904   *  +/-: ზელ 86 ავს, აფრ 21 არგ

ფალავნობა 2012 (ოთხი ერი)

საქართველოს თარიღითა და დროით
თარიღზე წკაპი = წინათქმა, ანგარიშზე = გარჩევა!

18/08

ავსტრალია

19:27

ზელანდია

სიდნეი

 

აფრიკა

27:6

არგენტინა

ქეიპთაუნ

1 რაუნდი

სხვ

გატ:გაშ

შინ

გარ

$

აფრიკა

4

+21

27:06

1-0

0-0

3/0

0

ზელანდია

4

+8

27:19

0-0

1-0

2/1

0

ავსტრალია

0

-8

19:27

0-1

0-0

1/2

0

არგენტინა

0 -21 06:27 0-0 0-1 0/3 0

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 * რვაზე ნაკლებით
წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია ($)

25/08

ზელანდია

11.35

ავსტრალია

ოქლენდ

 

არგენტინა

23.10

აფრიკა

მენდოსა

8/09

ზელანდია

11.35

არგენტინა

ველინგთონ

 

ავსტრალია

14.35

აფრიკა

პერთ

15/09

ზელანდია

11.35

აფრიკა

დანიდინ

 

ავსტრალია

14.05

არგენტინა

გოულდ ქოუსთ

29/09

აფრიკა

19.00

ავსტრალია

პრეტორია

30/09

არგენტინა

03.10

ზელანდია

ლა პლატა

6/10

აფრიკა

19.00

ზელანდია

სოუეტო

7/10

არგენტინა

03.10

ავსტრალია

როსარიო

მესამე ბლედისლოუ

20/10

ავსტრალია

14.05

ზელანდია

ბრისბენ

www.000webhost.com