დიდი უპირატესობის მიუხედავად

   "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) მეორე რაუნდში ზელანდიამ ნულზე დატოვა ავსტრალია და "ბლედისლოუს თასი" მეათე წლითაც შეინარჩუნა, ხოლო არგენტინას ცოტა დააკლდა აფრიკის ძლევამდე.

კივებს ოზები ნულზე ბოლოჯერ ზუსტად ნახევარი საუკუნის წინ, ქულა-მწირ ხანაში, 3:0 ეძლიათ. ამჯერად ბურთაობის დრო რომ მეტია, ჯარიმა ბლომად ინიშნება და უკეთესი ოვალიც კარში იოლად ირტყმება, ანგარიში 22:0 გამოვიდა, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ დიდი უპირატესობის მიუხედავად, "ოლ ბლექსმა" ერთი ლელოღა დადო.

ნამატჩევს ზელანდიის გურუმ, სთივ ჰანსენმა აქო მეტოქე, დაცვაში ფხა გამოიჩინა, თორემ სხვას 50 ქულას გავუტანდითო. კივებმა ბურთის ფლობით 60-40% აჯობეს სტუმრებს და დროის 64% ოზთა ნახევარზე გაატარეს; პასთა ფარდობა 164-95 გამოვიდა, ოფლოუდისა (!) 24-2, რაქის 109-64, ნავარდით მოგებული მეტრებისა კი 485-198

წაქცეულმა ოფლოუდზე ჩაურტყა

ანგარიში მეორე მეოთხედში გაიხსნა, მანამდე კი დენ ქართერმა ააცილა ძნელი ჯარიმა და სტუმრებიც ლელოს ორჯერ დაუძვრნენ: სონი-ბილ ვილიამსის ოფლოუდიდან მა ნონუმ ფრთაზე რომ დაგეზა იზრაელ დეგი, ეს ადამ ეშლი-ქუპერმა ალამთან შებოჭა, ათი წუთის შემდეგ კი სიტალეკი ტიმანიმ ლაიემ მესამს დამიწების დროს წაღლიტა ბურთი.

გარდატეხა მაშინ მოხდა, "ვოლაბთა" ახალმა კაპიტანმა ვილ გენიამ ბოჭვის შემდეგ რომ შეაფერხა ქორი ჯეინი და ჯერაც წაქცეულმა, ოფლოუდზე ჩაურტყა. ავსტრალია 10 წუთით ჰავბექის გარეშე დარჩა და კიდევ ორი ჯარიმა გაუშვა, მეორე ნახევრის დასაწყისში კი ქართერმა 51 მეტრიდან 12:0 გახადა ანგარიში.

სამი სალელოე შანსიც

უმალ ლელოც გავიდა: სონი-ბილის ორი რეიდის შემდეგ არონ სმითმა წითელი ზოლიდან მიუშვა დეგი. 0:22-ზე ავსტრალია გააქტიურდა, მაგრამ ქიარან რიდმა დაიჭირა ბერიქ ბარნსი. ოზებს ჯარიმა კარში ეგრეც არ დაურტყამთ, ზელანდიამ კი ბოლო მეოთხედში სამი სალელოე შანსიც დაკარგა:

გენიას მიერ შებოჭილ რიდს გადადებისას წინ დაუვარდა ბურთი; ლელოში გამართულ ზედახორაში რიჩი მაკქოუსაც იგივე დაემართა, ბოლოს წინა წუთზე კი ქართერმა უმისამართო პასი გაუშვა მაშინ, როცა მიზანს თავადაც იოლად ეწეოდა.

ქურციკეთი დავაღალატეთო

"პლანეტ რაგბმა" ქართერსა და რიდს 10-ბალიანი სისტემით 9 დაუწერა, დეგსა და იაპონიაში მიმავალ სონი-ბილს კი 8. დაბეჩავებულ ოზთაგან მხოლოდ ხოტორა კვაჭი, სთივენ მური შეწვდა შვიდს. ვოლაბებმა 1986 წლის აქეთ ოქლენდში ზედიზედ მე-14 ჩასვლაზეც წააგეს; ზელანდია ბლედისლოუს 2003 წლიდან ფლობს, ავსტრალიის კივ გურუს, რობი დინსს კი სამშობლოს წინააღმდეგ ბალანსი 3-14 გაუხდა.

არგენტინა ჩილეს საზღვართან, მენდოსაში ხუთშაბათსღა ჩაფრინდა, აფრიკა კი ეტყობა მთის ჰაერმა დასცადა. "ბოკემ" "პუმებს" ჯანით რომ ვეღარ აჯობა, გაირკვა, ბულზელ მოძღვარს, ჰეინეკე მეიერს არსენალში სხვა არაფერი ჰქონია. ფრეთი კმაყოფილი აშკარად აფრიკა უნდა იყოს, მაგრამ ზვიადმა გურუმ მაინც ბრძანა, ქურციკეთი დავაღალატეთო.

რეფმა მიწაზე აჭიდავა

არგენტინა მალე დაწინაურდა და ბოლო მეოთხედამდეც იგებდა. ირბ-ელ ტრადიციონალისტთა გასახარად, უფალმა ვოლშმა გუნდები მიწაზე გემოზე აჭიდავა. რეფი შერკინების დაწყობასაც კარგა ხანს ანდომებდა, მაგრამ ისეთი იყო პუმათა საშინაო დებიუტის აურა, რომ შოუს ხარისხზე კამათი უსაგნოა.

ქიქერებმა კარს ბლომად აცილეს. პირველი მეოთხედის ბოლოს ლათინებმა აკინძეს ფაზები და ბურჯმა ხუან ფიგაჯომ ოფლოუდით კარში შეუშვა შუამარბი სანტიაგო ფერნანდესი. მეორე ტაიმში რეფი მასპინძლებს გაუწყრა, ბოჭვაზე ბურთს ნუ ანელებთო, ბოკე კი ცოტა უფრო აგრესიულად ათამაშდა.

ფორის აღდგენის ნაცვლად

9:16-ზე აფრიკა მიზანთან ახლოს იყო, მაგრამ პატრისიო ალვასეტემ გაახერხა თერნოვერი. მალე არგენტინამ იქეთ წამოიწყო ფაზური შტურმი, ფრთიდან კარისკენ გადაინაცვლა და ფერნანდესს საარეკნედ ხონჩით მიართვა ოვალი, მაგრამ ამან 28 მეტრიდან ააცილა.

10-ქულიანი ფორის აღდგენის ნაცვლად, ანგარიში უცებ გათანაბრდა - ფრანს სტეინმა მოგერიებაზე დაუფარა მარსელო ვოსხს და დაუმიწა. საომარი 6 წუთი რომ რჩებოდა, მორნეი სტეინმა 35 მეტრიდან, ოღონდაც მარჯვენა კიდიდან, ააცილა ჯარიმა.

პლანეტმა 9 დაუწერა პუმათა დაუღალავ კაპიტანს, ხუან-მარტინ ფერნანდეს-ლოვეს და 8.5 ჭაღარა ბურჯ როდრიგო რონსეროს, აფრიკელთაგან კი იბენ ეცებეთს თუ 7 ერგო, 208-სანტიმეტრა ანდრის ბეკერის გარჯა 2-ზეღა (!) შეფასდა.

 

ფალავნობა 2012 (ოთხი ერი)

მეორე შაბათი

ზელანდია 22:0 ავსტრალია

ზელ: დეგ (ქრუდენ 71) ჯეინ ნონუ (ბ.სმით 56) სბ.ვილიამს ჰ.გიარ <10-9> ქართერ ა.სმით (ვიპუ 65) / ქროქეთ (ბ.ფრენქს 56) მეალამუ (ჰორ 48) ო.ფრენქს; რომანო (რეთალიქ 48) ვაითლოქ; მესამ (ვიტო 65) მაკქოუ^კაპ რიდ - ლ: დეგ; გ 5ჯ: ქართერ

ავს: ეშლი-ქუპერ მიჩელ (ბილ 35) ჰორნ (ე.ფაინგა 41) ბარნს იოანე <10-9> ქუპერ გენია^კაპ სბ 29 / რობინსონ (სლიპერ 43) მურ (ს.ფაინგა 73) ელიგზანდერ; ტიმანი შარპ; დენის (გილ 55) ჰუპერ ჰიგინბოთამ (სამო 47)

რეფ ოუენს (უელ) @ ოქლენდ, იდენ პარკ   ვიდეო

3:0(26) 6:0(30სბ) 9:0(39) / 12:0(42) 19:0(46) 22:0(49)

არგენტინა 16:16 აფრიკა

არგ: როდრიგეს კამაჩო ვოსხ ს.ფერნანდეს აგუჯა <10-9> სანჩეს (გონსალეს 55) ვერგაჯო (ლანდახო 57) / რონსერო (აჯერსა 57) გინიასუ ფიგაჯო; კარისა ალვასეტე; ფარიას-კავეჯო (სენატორე 76) გალინდო (ლეონარდი 37) ხმ.ფერნანდეს-ლოვე^კაპ -
ლ: ს.ფერნანდეს; გ 3ჯ: როდრიგეს

აფრ: კერშნერ ჰაბანა (პინარ 58) დეფილიერს^კაპ ფ.სტეინ მვოვო <10-9> მ.სტეინ ჰოუხარდ / მთავარირა სტრაუს (ლიბენბერხ 76) ი.დიუპლესი (სილიე 69) ეცებეთ ბეკერ (ფლ.ფანდერმერვე 50) კუცია (დენიელ 67) ჟ.პოტხიტერ ალბერც - ლ: ფ.სტეინ; გ 3ჯ: მ.სტეინ

რეფ ვოლშ (ავს) @ მენდოსა, მალვინას   ვიდეო

3:0(12) 10:0(18) 10:3(33) 13:3(36) / 13:6(49) 16:6(51) 16:9(54) 16:16(66)

ფალავნობა 2012 (ოთხი ერი)

საქართველოს თარიღითა და დროით
თარიღზე წკაპი = წინათქმა, ანგარიშზე = გარჩევა!

18/08

ავსტრალია

19:27

ზელანდია

სიდნეი

 

აფრიკა

27:6

არგენტინა

ქეიპთაუნ

25/08

ზელანდია

22:0

ავსტრალია

ოქლენდ

 

არგენტინა

16:16

აფრიკა

მენდოსა

2 რაუნდი

სხვ

გატ:გაშ

შინ

გარ

$

ზელანდია

8

+30

49:19

1-0

1-0

3/1

0

აფრიკა

6

+21

43:22

1-0

0*0

4/1

0

არგენტინა

2 -21 22:43 0*0 0-1 1/4 0

ავსტრალია

0

-30

19:49

0-1

0-1

1/3

0

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე (*) 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით
წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია ($)

8/09

ზელანდია

11.35

არგენტინა

ველინგთონ

 

ავსტრალია

14.35

აფრიკა

პერთ

15/09

ზელანდია

11.35

აფრიკა

დანიდინ

 

ავსტრალია

14.05

არგენტინა

გოულდ ქოუსთ

29/09

აფრიკა

19.00

ავსტრალია

პრეტორია

30/09

არგენტინა

03.10

ზელანდია

ლა პლატა

6/10

აფრიკა

19.00

ზელანდია

სოუეტო

7/10

არგენტინა

03.10

ავსტრალია

როსარიო

მესამე ბლედისლოუ

20/10

ავსტრალია

14.05

ზელანდია

ბრისბენ

www.000webhost.com