ლომებს ზელანდიელი უსარდლებს

   2013 წელს ბრიტანეთის "ლომებს" ავსტრალიაში ზელანდიელი გურუ ვორენ გეთლენდი ჩაიყვანს, აფრიკა კი იოჰანესბერგის "ლაიონზის" ნაცვლად პორტ-ელიზაბეთის "ქინგზს" ჩააბამს ზე რაგბში (ზე 15)

ოთხი ბრიტანული ქვეყნის (ინგლისი უელსი ირლანდია შოტლანდია) ნაკრები, "ლომები" ყოველ ოთხ წელში სამხრეთის ბუმბერაზთან ერთ-ერთს ესტუმრება ხოლმე. გაისად ბრიტთა მასპინძლობის რიგი ავსტრალიას უწევს. ტურნეს პროგრამაში ჰონკონგური პრელუდია, ექვსი მოსათელი თამაში და სამი ტესტია (ბრისბენი მელბურნი სიდნეი)

"ლომები" მოძღვრის გამოცხადებას გაზაფხულზე, "ექვსი ერის" შემდეგვე აპირებდნენ, მაგრამ აღდგომაზე შინ, ვაიქათოში რომ ჩაბრძანდა ფავორიტი, პირველობის სლემით მომგები უელსის გურუ ვორენ გეთლენდი, მამულში კიბეზე დაგორდა და კოჭები მოიტეხა.

ამის გამო უელსს ივნისში თანაშემწემ, რობ ჰაულიმ უსარდლა სამ-ტესტა ავსტრალიურ ტურნეზე, გეთლენდი კი მას აქეთ მომჯობინდა და სამშაბათს, 4 სექტემბერს, მედიას ლონდონში წარუდგა.

დროებით ხელს აიღებს

გეთლენდი 48 წლისაა და უელსს 2007 წლის დეკემბრიდან წურთნის. "ურჩხულებმა" ექვს ერზე სლემი აიღეს 2008 წელსაც, შარშან კი, ზელანდიაში, მსოფლიო თასზე მეოთხე ადგილი დაიკავეს. ვორენი ლეგენდარული შოტლანდიელის, იენ მაკგიქანის თანაშემწე იყო 2009 წელს, ლომების აფრიკულ ლაშქრობაში (სერია 1-2, ბრიტებს კი ავსტრალიაში წინა ჯერზეც (2001) კივი, გრემ ჰენრი ჩაუძღვა (1-2)

გეთლენდი ასისტენტებს ოქტომბერში დაასახელებს, თავად კი ვალდებულია, უელსის გურუობაზე დროებით ხელი აიღოს. შემოდგომის ტესტებში ვორენი მხოლოდ ზელანდიას (24/11) და ავსტრალიას (1/12) გაუყვანს უელსს, არგენტინასა (10/11) და სამოასთან (16/11) რკენებსა და 2013 წლის ექვს ერზე კი ურჩხულებს ისევ ჰაული გაუძღვება.

მედია ვარაუდობს, რომ გეთლენდი აფრიკაში ნამყოფ ამალას - დაცვის ექსპერტს, ნალიგარ შონ ედვარდსს და მორკინალთა გადიას, ინგლისელ ბურჯ გრემ რაუნთრის უხმობს, საფრანგეთში მოღვაწე ბრიტებს კი ლომებში მოხვედრა გაუჭირდებათ, რადგან ტურნეს დაწყება, 1 ივნისი ტოპ 14-ის ფინალს ემთხვევა.

ორივე ნაწყენი დარჩა

ზე რაგბთან პორტ-ელიზაბეთის ზიარების საგა 2005 წელს დაიწყო. რეგიონი კლუბთა სიმრავლით მხოლოდ კეიპთაუნს (სთორმერზ) ჩამორჩება, რაგბში ზანგების მონაწილეობით კი პირველია. ამის გამოა, რომ კავშირს "ქინგზის" მარაქაში გარევა სწადია, და ფეხბურთის მსოფლიო თასისთვის აშენებული მანდელას უბის სტადიონიც დასატვირთია.

კავშირმა ქინგზი იანვარში გამოაცხადა 2013 წლის ზე 15-ის მონაწილედ, იმის გადაწყვეტა კი, თუ ვინ უნდა შეეცვალა ახალ გუნდს, ორჯერ გადადო. დილემა გაირჩა "ოთხი ერის" დაწყებამდე და 26 ხმით სამით წინააღმდეგ, დასიდან ერთი წლით გარიცხულ იქნა ქრონიკული მაჩანჩალა, ლაიონზი (იოჰანესბერგი)

ამით ორივე მხარე ნაწყენი დარჩა. უპერსპექტივო ლაიონზს მთლად გაწეწავენ კონკურენტები და მათ შორის, ქინგზიც, ახალბედა კი იმას შიშობს, ეგებ ვერ მოვასწრო ისეთი ანსამბლის შეკვრა, პირველსავე სეზონში აფრიკელებში ბოლო ადგილსა და კავშირის მიერვე ოღრაშულად მოფიქრებულ, ორ-მატჩა პლეი-დაუნს რომ ავცდეო.

 

ბრიტანეთის "ლომები" ავსტრალიაში 2013 წელს

0 შაბ

  1/06

ბარბერიანს ჰონკონგ
1 ოთხ

  5/06

ფორს პერთ
2 შაბ

  8/06

რედს ბრისბენ
3 ოთხ

12/06

ქომბაინდ ქანთრი ნიუქასლ
4 შაბ

15/06

ვორათაზ სიდნეი
5 სამ

18/06

ბრამბიზ კანბერა
6 შაბ

22/06

ავსტრალია (1ტ) ბრისბენ
7 სამ

25/06

რებელზ მელბურნ
8 შაბ

29/06

ავსტრალია (2ტ) მელბურნ
9 შაბ

  6/07

ავსტრალია (3ტ) სიდნეი
www.000webhost.com