გურუ - მეტოქის ბანაკში

   "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) მესამე რაუნდში "ოლ ბლექსის" ყოფილი გურუ, გრემ ჰენრი ზელანდიის წინააღმდეგ, არგენტინის ბანაკში იქნება, ავსტრალიამ და აფრიკამ კი, პერთში შებმის წინ, მწვადი ერთად მიირთვეს და დაძმობილდნენ.

საწყის წყვილ რაუნდში ზელანდიამ ორჯერვე უპრობლემოდ დაამარცხა აშლილი ავსტრალია და "ბლედისლოუს თასი" ზედიზედ მეათე წლითაც დაიბევა. მას აქეთ ოფლოუდის დიდოსტატი, სონი-ბილ ვილიამსი საშოვარზე იაპონიაში წავიდა, მაგრამ ნაოპერაციევი თვალი მოურჩა კონრად სმითს და 13 ნომრად დაბრუნდა.

კივებმა გარემარბად ისევ იხმეს ნორჩი ტალანტი ჯულიან სავეა, ვინც ირლანდიას დებიუტისას სამი ლელო დაუდო. ისედაც დაჭიმული კანჭი ვარჯიშით გაიმიზეზა დენ ქართერმა და მგეზავობა არონ ქრუდენს გადააბარა, ბიჭებმა კი რკინიგზის სადგურში ტანგო ხომ იცეკვეს და ახალი, ჭრელი საწურთნელი კვართებიც მოირგეს.

ჰანსენს ეხამუშა

არგენტინა ველინგთონში ბოლოჯერ რომ ბრძანდებოდა, რაგბი ჯერაც ქარიან "ათლეთიქ პარკზე" იმართებოდა. მოყვარულმა "პუმებმა" ის ტესტი 8:93 წააგეს ოლ ბლექსთან, მაგრამ მას აქეთ ევროპაში ბითუმად გადავიდნენ. ჰოდა, 2001 წელს შინ კინაღამ ძლიეს გრანდი (20:24) და ზელანდიას შარშანდელ მსოფლიო თასზეც მაგრად დაუდგნენ (10:33)

მისია-გასრულებული გრემ ჰენრი ამიერიდან "პუმათა" და ოქლენდის "ბლუზის" მრჩეველია. "თედისგან" არგენტინის გაწურთნა ცოტა კი ეხამუშა რვა წლის განმავლობაში მის თანაშემწეს, სთივ ჰანსენს, მაგრამ სიახლეს გაგებით მოეკიდა. ლათინებმა ორი კვირის წინ კინაღამ გაასაღეს "ბოკე" და ამჯერადაც შერკინებით მიეძალებიან მეტოქეს.

დიასპორის იმედად

სტუმრებს 10 ნომრად დაუბრუნდათ "ჯადოქარი" ხუან-მარტინ ერნანდესი, მესამე ხაზში კი დაემატათ ხუან-მანუელ ლეგისამონი. ავსტრალიას შუა კვირაში გამოაკლდა ხოტორა კვაჭი სთივენ მური, აფრიკამ კი ჰავბექად დააწინაურა ალსთერში მოღვაწე რუან პინარი.

ბოკემ 8 ნომრად აიმატა "სთორმერი" დვეინ ფერმიულენი, ოზებმა კი ფულბექად რომ აღიდგინეს შავტუხა ქერთლი ბილი, უნივერსალი ადამ ეშლი-ქუპერი მესამე მატჩს მესამე (!) პოზიციაზე დაიწყებს.

პერთი დასავლეთი ავსტრალიის დედაქალაქია და მრავალ-რიცხოვანი აფრიკული დიასპორა ჰყავს. ამის გამო თუა, რომ "სამი ერის" პროგრამით ბოკეს სამჯერვე მანდ მოუგია და ფრეც იქვე გაუხერხებია, აღმოსავლეთ სანაპიროზე კი "ვოლაბებთან" 12-ჯერვე დამარცხებულა.

 

ფალავნობა 2012 (ოთხი ერი)

მესამე შაბათი

ბოლო ტესტის აქეთ
* დაემატა, ^ დააწინაურეს, $ დაძრეს, # დაამარქაფეს

ზელანდია - არგენტინა

<<   ოლ ბლექს

ბექ) 15 იზრაელ დეგ, 14 ქორი ჯეინ, 13 კონრად სმით* 12 მა ნონუ$ 11 ჯულიან სავეა* 10 არონ ქრუდენ^ 9 არონ სმით /

ფორ) 1 თონი ვუდქოქ* 2 ქევენ მეალამუ, 3 ოუენ ფრენქს; 4 ლუქ რომანო, 5 ბროდი რეთალიქ^ 6 ვიქთორ ვიტო^ 7 რიჩი მაკქოუ
_კაპ,
8 ქიარან რიდ

მრქ) 22 ბენ სმით, 21 ბოდენ ბარეთ* 20 პირი ვიპუ / 16 ენდრიუ ჰორ, 17 ჩარლი ფაუმუინა* 18 სემ ვაითლოქ# 19 ლაიემ მესამ#

<<   პუმას

ბექ) 15 მარტინ როდრიგეს, 14 გონსალო კამაჩო, 13 მარსელო ვოსხ, 12 სანტიაგო ფერნანდეს, 11 ორასიო აგუჯა; 10 ხუან-მარტინ ერნანდეს* 9 ნიკოლას ვერგაჯო /

ფორ) 1 როდრიგო რონსერო, 2 ეუსევიო გინიასუ, 3 ხუან ფიგაჯო;
4 მანუელ კარისა, 5 პატრისიო ალვასეტე; 6 ხულიო ფარიას-კავეჯო, 7 ხუან-მანუელ ლეგისამონ* 8 ხუან-მარტინ ფერნანდეს-ლოვე
_კაპ

მრქ) 22 ლუკას გონსალეს-ამოროსინო, 21 მარტინ ლანდახო /
16 აგუსტინ კრევი* 17 მარკოს აჯერსა, 18 ხუან-პავლო ორლანდი*
19 ლეონარდო სენატორე, 20 ტომას ლეონარდი

<<   მსაჯები

რეფ) რომენ პუატ (სფრ)
კიდ) ჯორჯ ქლენზი (ირლ) / ჯეიმზ ლექი (ავს)
ვიდ) ვილი მანრო (ზელ)

შაბ 8/09  ველინგთონ, ვესთ-პექ  11.35 საქ

<<   ბალანსი

ზელანდია (1903-2012)  489: 369-103*17 (12741:6176) +6565, 1672ლ
არგენტინა (1910-2012)  353:
199-144*10 (10369:6540) +3829, 1370ლ

პირისპირ (1985-2011)  14:
13-0*1 (618:190) ლ 82/16
ზელანდიაში (1987-2011)  8:
8-0 (451:90) ლ 63/9
ველინგთონში (1987-1997)  3: 3-0 (188:35) ლ 27/3

შარშან (2011) 1-0 * 33:10 (ოქლენდ 9/10 მსოფ)

ავსტრალია - აფრიკა

<<   ვოლაბიზ

ბექ) 15 ქერთლი ბილ^ 14 დომ შიპერლი* 13 ადამ ეშლი-ქუპერ$
12 ბერიქ ბარნს, 11 დიგბი იოანე; 10 ქვეიდ ქუპერ, 9 ვილ გენია
_კაპ /

ფორ) 1 ბენ რობინსონ, 2 ტატაფუ პოლოტა-ნაუ* 3 ბენ ელიგზანდერ;
4 სიტალეკი ტიმანი, 5 ნეითან შარპ; 6 დეივ დენის, 7 მაიქლ ჰუპერ,
8 რადიკე სამო^

მრქ) 22 ენთონი ფაინგა, 21 მაიქ ჰარის* 20 ნიქ ფიპს / 16 საია ფაინგა, 17 ჯეიმზ სლიპერ; 18 სქოთ ჰიგინბოთამ# 19 ლაიემ გილ

<<   ბოკე

ბექ) 15 ზეინ კერშნერ, 14 ბრაიან ჰაბანა, 13 ჟან დეფილიერს
_კაპ,
12 ფრანს სტეინ, 11 ფრანსუა ჰოუხარდ$ 10 მორნეი სტეინ, 9 რუან პინარ^ /

ფორ) 1 ბისთ მთავარირა, 2 ადრიან სტრაუს, 3 იანი დიუპლესი;
4 იბენ ეცებეთ, 5 იონდრი კრიერ* 6 მარსელ კუცია, 7 ვილემ ალბერც$ 8 დვეინ ფერმიულენ*

მრქ) 22 ლუაზი მვოვო# 21 პეთ ლემბი, 20 იოჰან ხუსენ* /
16 ტიან ლიბენბერხ, 17 პეთ სილიე; 18 ფლიპ ფანდერმერვე,
19 ფრანსუა ლოუ*

<<   მსაჯები

რეფ) ნაიჯელ ოუენს (უელ)
კიდ) ვეინ ბარნს (ინგ) / გლენ ჯექსონ (ზელ)
ვიდ) მეთ გოდარდ (ავს)

შაბ 8/09  პერთ, პათერსონს (სუბიაკო)  14.35 საქ

<<   ბალანსი

ავსტრალია (1899-2012)  539: 274-250*15 (11029:8866) +2163, 1400
აფრიკა (1891-2012)  409:
258-130*21 (9282:6278) +3004, 1148ლ

პირისპირ (1933-2011)  74: 32-41*1 (1303:1385) ლ 135/166
ავსტრალიაში (1937-2011)  32:
20-11*1 (687:484) ლ 73/62
პერთში (1998-2009)  6:
2-3*1 (117:117) ლ 13/11

სამ ერზე (1996-2011)  36:
18-17*1 (839:777) 84/72
სამ ერზე ავსტრალიაში (1996-2011)  18: 14-3*1 (479:275) 51/
27

მანდელას სინზე (2000-2011)  20: 12-8 (523:451) ლ 59/45 ^ სინი 6-3

შარშან (2011) 3-0 * 39:20 (სიდნეი 23/07, 14:9 (დურბან 13/08,
11:9
(ველინგთონ
9/10 მსოფ)

ირბ-ის რეიტინგი

27/08 @ 1 ზელანდია 9243, 2 ავსტრალია 8605, 3 აფრიკა 8477,
4 ინგლისი 8309, 5 საფრანგეთი 8303, 6 უელსი 8226, 7 ირლანდია 7985,
8 არგენტინა 7934   *  +/-: ზელ 14 ავს, არგ 30 აფრ

ფალავნობა 2012 (ოთხი ერი)

საქართველოს თარიღითა და დროით
თარიღზე წკაპი = წინათქმა, ანგარიშზე = გარჩევა!

18/08

ავსტრალია

19:27

ზელანდია

სიდნეი

 

აფრიკა

27:6

არგენტინა

ქეიპთაუნ

25/08

ზელანდია

22:0

ავსტრალია

ოქლენდ

 

არგენტინა

16:16

აფრიკა

მენდოსა

2 რაუნდი

სხვ

გატ:გაშ

შინ

გარ

$

ზელანდია

8

+30

49:19

1-0

1-0

3/1

0

აფრიკა

6

+21

43:22

1-0

0*0

4/1

0

არგენტინა

2 -21 22:43 0*0 0-1 1/4 0

ავსტრალია

0

-30

19:49

0-1

0-1

1/3

0

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე (*) 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით
წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია ($)

8/09

ზელანდია

11.35

არგენტინა

ველინგთონ

 

ავსტრალია

14.35

აფრიკა

პერთ

15/09

ზელანდია

11.35

აფრიკა

დანიდინ

 

ავსტრალია

14.05

არგენტინა

გოულდ ქოუსთ

29/09

აფრიკა

19.00

ავსტრალია

პრეტორია

30/09

არგენტინა

03.10

ზელანდია

ლა პლატა

6/10

აფრიკა

19.00

ზელანდია

სოუეტო

7/10

არგენტინა

03.10

ავსტრალია

როსარიო

მესამე ბლედისლოუ

20/10

ავსტრალია

14.05

ზელანდია

ბრისბენ

www.000webhost.com