სინი ტრავმების ფასად

   "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) მესამე რაუნდში ზელანდიამ ავდარში ბოლოსღა გატეხა ახალბედა არგენტინა, ავსტრალიამ კი, ტრავმების ფასად, მეორე ტაიმში თავდადებით აჯობა აფრიკას.

ველინგთონში მატჩის დაწყებისას მაგრად გაწვიმდა და ძლიერი ქარი ამოვარდა, შესვენების ბოლოს კი შუქიც რომ ჩაქრა, თამაშის განახლება 17 წუთით დაგვიანდა. ამ ყველაფერმა "ოლ ბლექსი" რიტმიდან ამოაგდო, არგენტინამ კი ისე გულიანად ბოჭა მეტოქე, რომ კივებმა ბექებით წყვილი ლელო ბოლო მეოთხედშიღა გაიტანეს.

ავდარში არონ ქრუდენმა ააცილა გასატანი ჯარიმა, მა ნონუ კი მისსავე ლელოსთან რომ შებოჭეს, ჯულიან სავეამ ძლივს გააჩერა გონსალო კამაჩო, ბებერმა როდრიგო რონსერომ კი კუთხეში მაინც შეიტანა ლელო. ზედ შესვენების წინ მარსელო ვოსხმა ალამთან შებოჭა ვიქტორ ვიტო, 5:9-ზე კი მარტინ როდრიგესს გაუცუდდა იოლი ჯარიმა.

მეორე ტაიმში ტაროსი ჩაცხრა და ზელანდიამ იძალა. ქორი ჯეინს ხულიო ფარიას-კავეჯომ რომ ჩაუკრა პასზე ხელი, სინბინში გაამწესეს. ქრუდენის დარტყმული ჯარიმიდან ოვალი ორივე ძელს მოხვდა და არ გავიდა, მაგრამ კაც-ნაკლულმა "პუმებმა" ბოლომდე მაინც ვერ გაძლეს.

მესამე კაპიტანიც

მასპინძელთა პირველ ლელოზე კონრად სმითმა მიიზიდა სამი დამხვდური და ნონუმ უშურველად უპასა სავეას, მეორეზე კი, შერკინებიდან დამუღამებული მოტივით, პირი ვიპუმ და ქრუდენმა გრძელი, მომსხეპი პასით ბურთი ფრთაზე მიაწვდინეს ჯეინს.

"პლანეტ რაგბმა" 10-ბალიანი სისტემით 8 დაუწერა კონრადსა და დერეფანში მოპარპაშე ლუქ რომანოს, წაგებულთაგან კი 9 ერგო რონსეროს და 8 - გამრჯე კაპიტანს, ხუან-მარტინ ფერნანდეს-ლოვეს.

ავსტრალიამ აფრიკა ზედიზედ მეხუთედ ძლია, "ოთხ ერზე" პირველი მოგება ახლაღა ჩაიწერა და გარდამავალი "მანდელას სინიც" შეინარჩუნა, მაგრამ წლეულს ეს უკვე მესამე კაპიტანიც მოისაკლისა - ჯეიმზ ჰორვილისა და დევიდ პოქოქის ხვედრი გაიზიარა პაპუასმა ჰავბექმა ვილ გენიამ, ვინც მწყობრიდან ნახევარი წლით გამოვიდა.

აქსიომატიკა გაიხსენეს

პირველ ტაიმში ოზებმა ბექებით მიამიტურად "უტიეს" და უაზრო გადაკიდებებით ფლანგეს ბურთი, აფრიკამ კი ჯარიმები გაიტანა და ბრაიან ჰაბანამაც მწვავე ფაზური რუტინა ახლოდან დააგვირგვინა 42-ე ტესტ-ლელოთი. 

ოზებმა მეორე ტაიმში რაგბის აქსიომატიკა გაიხსენეს და ფორვარდებით მიეძალნენ. 13-ფაზიან შტურმს გოლი მოყვა, შეცვლაზე შესულმა სქოთ ჰიგინბოთამმა კი ლელოთი დაასრულა წინსვლა, რომელშიც ახალბედა გარემარბმა, დომ შიპერლიმ ორჯერ დაკრა.

მორნეი სტეინმა ტაიმთა დასაწყისში თითო არეკნი ხომ ააცილა და 13:9-ზე ჯარიმაც გააფუჭა, 16:13-ზე კი ადამ ეშლი-ქუპერმა ერთბაშად შებოჭა ლელოსკენ გაჭრილები, ლუაზი მვოვო და ჟან დეფილიერსი.

ბურჯის რეიდი

კვანძი ბოლო მეოთხედის შუაში გაიხსნა: გენიამ აბრაგანის აღებისას მუხლი იტკინა, ჰიგინბოთამის, ტატაფუ პოლოტა-ნაუს და დეივ დენისის სოლოებს კი რეიდი ბურჯმა ბენ ელიგზანდერმა მოაყოლა.

იგი მალევე შეცვალეს. ისევ დაიმტვრა ბერიქ ბარნსიც, "ბოკემ" კი ბოლოსკენ მაგრად უტია, მაგრამ შეტევაში დაჯარიმდა. პლანეტმა
8.5
დაუწერა "ვოლაბთა" ნორჩ მღლეტელს, მაიქლ ჰუპერს და წაგებულთაგანაც მისი კოლეგა, მარსელ კუცია გამოარჩია (8)

 

ფალავნობა 2012 (ოთხი ერი)

მესამე შაბათი

ზელანდია 21:5 არგენტინა

ზელ: დეგ ჯეინ კ.სმით (ბ.სმით 77) ნონუ სავეა <10-9> ქრუდენ (ბარეთ 76) ა.სმით (ვიპუ 62) / ვუდქოქ მეალამუ (ჰორ 50) ო.ფრენქს (ფაუმუინა 74) რომანო რეთალიქ (ვაითლოქ 65) ვიტო (მესამ 44) მაკქოუ^კაპ რიდ - 2ლ: სავეა ჯეინ; გ 3ჯ: ქრუდენ 

არგ: როდრიგეს (გონსალეს-ამოროსინო 68) კამაჩო ვოსხ (ლანდახო 78) ს.ფერნანდეს აგუჯა <10-9> ერნანდეს ვერგაჯო / რონსერო (აჯერსა 52) გინიასუ (კრევი 74) ფიგაჯო (ორლანდი 52) კარისა ალვასეტე; ფარიას-კავეჯო სბ 59 (სენატორე 74) ლეგისამონ (ლეონარდი 42) ხმ.ფერნანდეს-ლოვე^კაპ - ლ: რონსერო

რეფ პუატ (სფრ) @ ველინგთონ, ვესთ-პექ   ვიდეო

3:0(9) 3:5(13) 6:5(24) / 9:5(51) სბ(59ა) 14:5(67) 21:5(73)

ავსტრალია 26:19 აფრიკა$

ავს: ბილ (ე.ფაინგა 72) შიპერლი ეშლი-ქუპერ ბარნს (ჰარის 72) იოანე <10-9> ქუპერ გენია^კაპ (ფიპს 71) / რობინსონ (სლიპერ 32) პოლოტა-ნაუ (ს.ფაინგა 74) ელიგზანდერ (რობინსონ 74) ტიმანი (გილ 64) შარპ; დენის ჰუპერ სამო (ჰიგინბოთამ 53) - 2ლ: ჰიგინბოთამ ელიგზანდერ; 2გ 4ჯ: ბარნს

აფრ: კერშნერ (ლემბი 72) ჰაბანა (მვოვო 53) დეფილიერს^კაპ ფ.სტეინ ჰოუხარდ <10-9> მ.სტეინ (ხუსენ 72) პინარ / მთავარირა სბ 34, სტრაუს (ლიბენბერხ 76) ი.დიუპლესი (სილიე 54) ეცებეთ (ფლ.ფანდერმერვე 61) კრიერ; კუცია (ლოუ 58) ალბერც ფერმიულენ (სილიე 36-43) - ლ: ჰაბანა; გ: მ.სტეინ; 4ჯ: მ.სტეინ (1 4) ფ.სტეინ (2 3)

რეფ ოუენს (უელ) @ პერთ, სუბიაკო (34 377)   ვიდეო

0:3(4) 3:3(18) 3:10(20) 3:13(26) 6:13(29) სბ(34აფ) /
9:13(47) 16:13(56) 16:16(60) 19:16(63) 19:19(68) 26:19(70)

ფალავნობა 2012 (ოთხი ერი)

საქართველოს თარიღითა და დროით
თარიღზე წკაპი = წინათქმა, ანგარიშზე = გარჩევა!

18/08

ავსტრალია

19:27

ზელანდია

სიდნეი

 

აფრიკა

27:6

არგენტინა

ქეიპთაუნ

25/08

ზელანდია

22:0

ავსტრალია

ოქლენდ

 

არგენტინა

16:16

აფრიკა

მენდოსა

8/09

ზელანდია

21:5

არგენტინა

ველინგთონ

 

ავსტრალია

26:19

აფრიკა$

პერთ

3 რაუნდი

სხვ

გატ:გაშ

შინ

გარ

$

ზელანდია

12

+46

70:24

2-0

1-0

5/2

0

აფრიკა

7

+14

62:48

1-0

0*1

5/3

1

ავსტრალია

4

-23

45:68

1-1

0-1

3/4

0

არგენტინა

2 -37 27:64 0*0 0-2 2/6 0

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე (*) 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით
წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია ($)

15/09

ზელანდია

11.35

აფრიკა

დანიდინ

 

ავსტრალია

14.05

არგენტინა

გოულდ ქოუსთ

29/09

აფრიკა

19.00

ავსტრალია

პრეტორია

30/09

არგენტინა

03.10

ზელანდია

ლა პლატა

6/10

აფრიკა

19.00

ზელანდია

სოუეტო

7/10

არგენტინა

03.10

ავსტრალია

როსარიო

მესამე ბლედისლოუ

20/10

ავსტრალია

14.05

ზელანდია

ბრისბენ

www.000webhost.com