ჯანი ვერ ეყოთ

   "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) მეოთხე რაუნდში ზელანდიამ დასკვნით მეოთხედშიღა გაუსწრო აფრიკას და პირველობა თითქმის დაიბევა, არგენტინას კი ბოლოსკენ ჯანი ვეღარ ეყო, არეული ავსტრალია რომ აელაგმა და ისტორიული გამარჯვება მოეპოვებინა.

აფრიკამ ზელანდიას აჯობა ჯახებში, მაგრამ ქიქერებმა დააღალატეს - სამმა ოსტატმა ცხრა ცდით ორი (!) გოლიღა გაიტანა. ამას დაერთო უსწორო ტაქტიკა - მეტოქის ზურგში ბურთის უაზროდ გადაკიდება და უდისციპლინობაც - ბურჯმა დინ ხრეილინმა ორი საგოლე ჯარიმა მიიღო და რიჩი მაკქოუს იდაყვიც რომ უთავაზა, სინბინში მიაბრძანეს.

ზელანდიამ ძველ მეტოქეთა საცილო, "თავისუფლების თასი" შეინარჩუნა. ბობოლა საითმა "პლანეტ რაგბმა" 10-ბალიანი სისტემით 8.5 დაუწერა დაუღალავ კაპიტანს, მაკქოუს და ეშხიან ფულბექს, იზრაელ დეგს, და 8 - ქიარან რიდსა და შეცვლაზე შესულ არონ სმითს.

იაპთაგან 8 დაიმსახურა ბრაიან ჰაბანამ, ვინც სოლოთი 43-ე სანაკრებო ლელო დადო. მორნე სტეინმა მიიღო 3, ხრეილინმა 1 და ტრიბუნალმაც რაგბიდან ორი კვირით განკვეთა, კაპიტანმა ჟან დეფილიერსმა კი შენიშნა, ბინძურ თამაშს ვერასგზით ვერ შევიწყნარებთო.

ფორვარდთა ოფლოუდები

მატჩის მეტი წილი ირბ-ულ ჭიდილსა და გაუვალი დაცვით ერთურთის მოშთობაში გაილია. "ბოკემ" შესვენებამდე ხუთი ჯარიმა გააფუჭა. მაგათგან ნამდვილად გასატანი იყო ბოლო ორი, რითაც სტუმრები წინ გავიდოდნენ, ერთადერთი ლელო კი კივ ფორვარდთა (!) ოფლოუდებით დაიდო: ენდრიუ ჰორმა ბურთი გაატანა ქიარან რიდს, ამან კი, ლამის მიწიდან, დეგს აუგდო.

შესვენებაზე "ოლ ბლექსმა" შეცვალა ჰაკას დირიჟორი პირი ვიპუ (პლანეტურად 3) მის მაგივრად შესულმა სმითმა კი ჰაბანა ლელოსთან შებოჭა. ბოკეს კოლორიტმა მალე მაინც იყოჩაღა - დერეფნიდან გაქუსლა, ოვალი ჩახვეულად გადაიკიდა და ალამთან დაახტა, მაგრამ ჩაება ბრძოლაში ხრეილინი და უმალ დაჯარიმდა (8:8)

მაკქოუ გახელდა

ფრე დაარღვია გახურებულმა ჰავბექმა - 25 მეტრიდან რაქის გვერდით შეუტია. მერე გადაყრაზე ურჯუკობისთვის გააგდეს ხრეილინი. არონ ქრუდენმა კიდიდან ვერ შეაგდო ჯარიმა. იაპთა გურუს, ჰეინეკე მეიერსაც მობეზრდა მორნესთან ლოლიაობა და რომ შეცვალა, ჯეელმა იოჰან ხუსენმა მეორე ცდითვე გაიტანა გოლი.

ოთხით (11:15) ჩამორჩენილმა აფრიკამ ფაზები აკინძა, მაგრამ თავად დაჯარიმდა. სხვაობამ შვიდს (11:18) რომ უწია, ქრუდენს მოგერიებაზე დაუფარეს, მაგრამ კივები ლელოს გადაურჩნენ. ბოლოსკენ გახელდა მაკქოუ და მაგრად მიეძალა. ქრუდენმა ჯარიმა ძელს გაარტყა და რიჩიმ ეგ ბურთიც იხელთა, მაგრამ საქმეში ისევ ხრეილინი ჩაერია და ბოკემ სანუგეშო ქულაც ვეღარ აიღო.

ქვეიდი ურევდა

ავსტრალიას არგენტინასთან ცხრა წელი იყო, აღარ ეტესტა, რადგან "პუმებს" რაგბობის ყაიდას უწუნებდა. ოზებმა ლათინთა გაცნობაც დიდი ქალაქის ნაცვლად ოკეანის-პირა კურორტზე დანიშნეს. ჰოდა, თავ-მოყვარე მეტოქე გაგულისდა, "ვოლაბებს" ბურთაობაში ტოლი არ დაუდო და კინაღამ მოუგო.

ოზთაგან მაგრად ურევდა მგეზავი ქვეიდ ქუპერი. ბერიქ ბარნსმა ორი ჯარიმა ძელს რომ მოარტყა, მათ შორის დიგბი იოანემ დაკარგა ბურთი, ლელოსკენ გაჭრილი გონსალო კამაჩო კი შებოჭა პეთ მაკქეიბმა, ვინც იქვე გაასინბინეს პროფესიული ფოლისთვის.

დაბიჯება გამორჩა

შესვენებამდე ავსტრალიამ ლელოში შეტანილი ბურთი ორჯერ ვერ დაამიწა: რადიკე სამოს 0:3-ზე მბოჭავმა გააგდებინა ოვალი, კაპიტან ნეითან შარპს კი 3:6-ზე კამაჩო ჩაუწვა. მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში გათანაბრდა, მაგრამ ქვეიდს სათადარიგო ტომას ლეონარდიმ დაუფარა და იქვე დაუმიწა.

პუმებმა უმალ თავიანთი მეოთხედიდან შეუტიეს და ხუან-ხოსე იმოფი ისე გაჭენდა კიდეზე, რომ თანა-მსაჯ ნაიჯელ ოუენსს ხაზზე თეთრი ბუცის დაბიჯება გამორჩა, ლელო კი ხულიო ფარიას-კავეჯომ შეიტანა. დირიჟორ ხუან-მარტინ ერნანდესს ორივე გარდასახვა გაუცუდდა, რამაც, როგორც მერეღა გაირკვა, გადაწყვიტა მატჩის ბედი.

უანგარიშო შტურმი

ავსტრალია 6:19 ჩამორჩა და ბებერი შარპიც დაემტვრა, მაგრამ კაპიტანი ტკვილს მოერია. გაჩაღდა უანგარიშო შტურმი, რომელშიც ბექებიც ფორვარდებივით ეძალებოდნენ. ქვეიდმა ახლოდან ახეირა მაკქეიბი, დებიუტანმა ნიქ ფიპსმა კი მოკლე ფრთაზე შეუტია და იოანე მიყვა. ბარნსმა ორივე გარდასახვა შეაგდო და სპაზმი რომ დაეწყო, შეცვალეს.

არგენტინა ერთით (19:20) აგებდა და უტევდა, მაგრამ ჯერ რაქში დაჯარიმდა, მერე კი დერეფანში სწორად ვერ ააგდო ბურთი. ავსტრალიამ ტერიტორიით 73-27% იძალა, ბურთის ფლობაში 71-29%, ბოჭვათა ფარდობა კი 49/122 გამოვიდა.

პლანეტმა ქვეიდს 2 დაუწერა, შარპს 7.5 და იოანეს 8, გაწბილებულ პუმათაგან კი 7 დაისახურა ერთბაშად სამმა - ერნანდესმა, იმოფმა და კაპიტანმა, ხუან-მარტინ ფერნანდეს-ლოვემ.

 

ფალავნობა 2012 (ოთხი ერი)

მეოთხე შაბათი

ზელანდია 21:11 აფრიკა

ზელ: დეგ ჯეინ კ.სმით ნონუ სავეა <10-9> ქრუდენ ვიპუ (.სმით 41) / ვუდქოქ ჰორ (მეალამუ 50) .ფრენქს (ფაუმუინა 71) რომანო (რეთალიქ 50) ვაითლოქ; მესამ მაკქოუ^კაპ რიდ - 2: დეგ ა.სმით;
გ 3ჯ:
ქრუდენ

აფრ: კერშნერ (ლემბი 76) ჰაბანა დეფილიერს^კაპ ფ.სტეინ ჰოუხარდ <10-9> .სტეინ (ხუსენ 60) პინარ / მთავარირა (ხრეილინ 51 სბ 64-75) სტრაუს (ლიბენბერხ 76).დიუპლესი; ფლ.ფანდერმერვე (ბეკერ 40-42) კრიერ (ბეკერ 54) ლოუ ალბერც (კუცია 62) ფერმიულენ -
: ჰაბანა; 2ჯ: .სტეინ ხუსენ

რეფ ქლენზი (ირლ) @ დანიდინ, ფორსაით ბარ   ვიდეო

0:3(18) 5:3(20) /
5:8(48) 8:8(52) 15:8(61) სბ(64ა) 15:11(70) 18:11(75) 21:11(80+)

ავსტრალია 23:19 არგენტინა$

ავს: ბ.ბარნს (ე.ფაინგა 71) შიპერლი (ბილ 31-40, 67) ეშლი-ქუპერ მაკქეიბ სბ 13-23, იოანე <10-9> ქუპერ ფიპს / რობინსონ (სლიპერ 31) პოლოტა-ნაუ ელიგზანდერ; დაგლას შარპ^კაპ; დენის (გილ 76) ჰუპერ სამო (ჰიგინბოთამ 53) - 2: მაკქეიბ იოანე: 2გ: ბარნს;
3ჯ:
ბარნს 2, ბილ

არგ: გონსალეს-ამოროსინო კამაჩო (იმოფ 40) ვოსხ ს.ფერნანდეს აგუჯა <10-9> ერნანდეს ლანდახო (ვერგაჯო 62) / რონსერო (ფიგაჯო 74) გინიასუ (კრევი 62) ფიგაჯო (ორლანდი 41) კარისა ალვასეტე; ფარიას-კავეჯო (სენატორე 74) ლეგისამონ (ლეონარდი 50) ხმ.ფერნანდეს-ლოვე^კაპ - 2: ლეონარდი კავეჯო; 3ჯ: ერნანდეს

რეფ ვ.ბარნს (ინგ) @ გოულდ ქოუსთ, სქილდ პარკ (22 278)   ვიდეო

0:3(3) სბ(13ავ) 3:3(26) 3:6(29) /
6:6(49) 6:11(50) 6:16(52) 6:19(57) 13:19(61) 20:19(70) 23:19(79)

ფალავნობა 2012 (ოთხი ერი)

საქართველოს თარიღითა და დროით
თარიღზე წკაპი = წინათქმა, ანგარიშზე = გარჩევა!

18/08

ავსტრალია

19:27

ზელანდია

სიდნეი

 

აფრიკა

27:6

არგენტინა

ქეიპთაუნ

25/08

ზელანდია

22:0

ავსტრალია

ოქლენდ

 

არგენტინა

16:16

აფრიკა

მენდოსა

8/09

ზელანდია

21:5

არგენტინა

ველინგთონ

 

ავსტრალია

26:19

აფრიკა$

პერთ

15/09

ზელანდია

21:11

აფრიკა

დანიდინ

 

ავსტრალია

23:19

არგენტინა$

გოულდ ქოუსთ

4 რაუნდი

სხვ

გატ:გაშ

შინ

გარ

$

ზელანდია

16

+56

91:35

3-0

1-0

7/3

0

ავსტრალია

8

-19

68:87

2-1

0-1

5/6

0

აფრიკა

7

+4

73:69

1-0

0*2

6/5

1

არგენტინა

3 -41 46:87 0*0 0-3 4/8

1

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე (*) 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით
წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია ($)

29/09

აფრიკა

19.00

ავსტრალია

პრეტორია

30/09

არგენტინა

03.10

ზელანდია

ლა პლატა

6/10

აფრიკა

19.00

ზელანდია

სოუეტო

7/10

არგენტინა

03.10

ავსტრალია

როსარიო

მესამე ბლედისლოუ

20/10

ავსტრალია

14.05

ზელანდია

ბრისბენ

www.000webhost.com