ჩემპიონური გაკვეთილი

   "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) ბოლოსწინა, მეხუთე რაუნდში ზელანდიამ არგენტინაში ბურთაობის გაკვეთილი რომ ჩაატარა,  ჩემპიონი ვადამდე გახდა, ავსტრალია კი აფრიკაში თან დაილეწა და თანაც მოისრა.

ზელანდიამ "სამი ერის" ჩათვლით, 1996 წლიდან, 17 სეზონში მეთერთმეტედ (!) იპირველა და ფინიშზე აფრიკას იმისთვისაც ეწვევა, რომ ძველი მეტოქის ძლევა ახალ თასს ჩაროზად დააყოლოს.

"ოლ ბლექსს" წლევანდელ ტურნირში ასე კარგად ჯერ არ უთამაშია - "პუმები" ბექებით 7-ჯერ (!) დაალელოვა. კარიერის პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა ქორი ჯეინმა; მომავალი კაპიტანი ქიარან რიდი უბადლო იყო შეტევაშიცა და დაცვაშიც, გუნდმა კი, შარშანდელი მსოფლიო თასის გახსნიდან მოყოლებული, ზედიზედ მე-15 ტესტი მოიგო.

არადა, ანგარიში არგენტინამ გახსნა ჩინებული ლელოთი: ლუკას გონსალეს-ამოროსინომ თავისი ნახევრიდან, შუაში გაარღვია ფრონტი, მარტინ ლანდახომ კი მიმყოლებს არ მისცა ბურთი და მიზანს თავად ეწია. ამან სტუმრები ისე გაახელა, რომ მათ შესვენებამდე ოთხი ლელო გაიტანეს და პრემია დაიბევეს.

დროულად გამოდიოდა

აფრიკელი მსაჯის, იაკო პეიპერის წყალობით, ბურთი რაქიდან დროულად გამოდიოდა. კივებმა კიდეზე მოგერიებული უცებ შემოაგდეს და ჯეინმა რომ შეუტია, მა ნონუმ ხეირზე, რაქის გვერდით გასერა დაცვა და ოვალი არონ სმითს გაატანა.

მეორე ლელოზე ბურთი დერეფნიდან ჩათამაშდა ფრთამდე, იქ კი რიდმა გაჭრა ხაზი და ჯეინს გარეთვე უპასა. მესამეზე გონსალო კამაჩოს დაუვარდა ოვალი, ჯულიან სავეამ ფეხით გაიგორა და ლელოს უკანა ხაზამდე დაახტა, მეოთხეზე კი, ზედ შესვენების წინ, რიდმა და დენ ქართერმა კიდეზე დაგეზეს ჯეელი გარემარბი.

ლაზერი დაუმიზნეს

მეორე ტაიმშიც ლელო პირველებმა ლათინებმა დადეს - კამაჩო ახლოდან ვერ გააჩერა ენდრიუ ჰორმა, მაგრამ მალევე, ხეირზე, ქართერმა და ნონუმ განდაგან მიუშვეს სავეა, ამან კი ორი მბოჭავი მიიზიდა და ბურთი ჯეინს გაატანა.

ბითუმი შეცვლების თანავე, ბურთის პირველივე შეხებით, არონ ქრუდენმა გაარღვია დაცვა და ნონუ კარისკენ გააჭენა, ბოლო წუთზე კი ჯეინმა ცალი ხელით ჩაჭრა პასი, მეორით ბურთი დაიმორჩილა და წამოწეული მბოჭავი ორჯერ მოიშორა ხელის კვრით, ხოლო ქრუდენს ხულიგნებმა გარდასახვისას თვალში ლაზერი დაუმიზნეს.  

ვეღარ დაუმტკიცა

ავსტრალია აფრიკას პრეტორიაში მეექვსედ ეწვია და ისევ დამარცხდა. საწყის მეოთხედში ბერიქ ბარნსმა ააცილა ერთი, "ბოკეს" 10 ნომრად პირველად დაყენებულმა იოჰან ხუსენმა კი - ორი ჯარიმა. მერე იაპთა აგორებულ მოლში ჩხუბი ატყდა; მასპინძლებმა გარისკეს, ჯარიმა კიდეზე დაკრეს და ზეინ კერშნერმა ახლოდან, კუთხეში გაიტანა ლელო.

უმალ ხუსენმა გაჭრა ხაზი, მაგრამ ბარნსმა და პეთ მაკქეიბმა წითელ ზოლში შებოჭეს და ტელი-რეფმა ბოკეს ლელო ვეღარ დაუმტკიცა. ხუთ წუთში რუან პინარმა ახლოდან მაინც ახეირა ბრაიან ჰაბანა, ენთონი ფაინგა კი მესამედაც და საბოლოოდ შევიდა შეცვლაზე - ამჯერად ფილტვ-გაჩვრეტილი ბარნსის ნაცვლად.

საკაცით წაასვენეს

ტაიმის ბოლომდე პინარმა ჯარიმა ძელს გაარტყა, ლელოსკენ გაჭრილ კერშნერს კი ადამ ეშლი-ქუპერმა ზედ ალამთან კიდეზე დააბიჯებინა, მაგრამ თავადაც დაჰკარგა გონი და საკაცით წაასვენეს. მესამე მეოთხედში ბურჯი ჯეიმზ სლიპერი ბურთის ჩაკვლისთვის სინბინში მიაბრძანეს და აფრიკამ ერთბაშად ორი ლელოთი იხეირა:

ჯერ იყო და ფრანსუა ლოუმ დაშლილი მოლიდან დაალელოვა 13 კაცის ამარად დარჩენილი მეტოქე, მერე კი ქერთლი ბილის მიერ უზუსტოდ ნაპასევი კიდეზე რომ გადავიდა, ჰაბანამ უცებ შემოუგდო ადრიან სტრაუსს, კვაჭმა კი გაქუსლა და ოვალი გარემარბსვე დაუბრუნა.

ვეღარ დაგაბრუნებო

ბოკე შეიქნა პირველი გუნდი, ვინც ოთხ ერზე მეოთხე ლელოსთვის დაწესებული პრემია აიღო. ოზებს მესამე ბეკიც დაემტვრათ და ჰავბექი ნიქ ფიპსი ფრთად გადავიდა, მერე კი მათ უმაგალითო ფათერაკიც შეემთხვათ:

გამოცვლილი ბურჯი კვაჭის შეყვანამდე დააბრუნეს მოედანზე, რაც მეშვიდე შეცვლად ჩაეთვალათ, ოღრაშმა რეფმა კი გუნდი ამ ულოგიკო წესის ვერ-ცოდნაზე გამოიჭირა, დაშავებულ კვაჭსაც მიუგო, მოედნიდან რომ დამეთხოვე, ვეღარ დაგაბრუნებო, და ავსტრალია 14 კაცის ამარა დატოვა, ოღონდაც შერკინებაში მიწოლაც აკრძალა.

46 ლელო!

თამაში ფარსად იქცა. პინარმა კიდევ გაჭრა ხაზი, მაგრამ წაქცეულმა ჟოან დეიონხმა ბურთი ლელოში ვერ გადადო, ლოუს გარღვევითა და ოფლოუდით კი ჰაბანამ ჰეთ-თრიქი მიითვალა და სანაკრებო მონაგარი 46 ლელომდე აიყვანა.

აფრიკამ  ცხრილშიცა და ირბ-ის რეიტინგშიც მეორე ადგილიდან ჩამოსვა ავსტრალია. "ვოლაბებს" რაზმში ექვსი დაშავებული რომა ჰყავთ, მათ შინიდან იხმეს თითო ბექი და ფორვარდი, ოღონდაც სავიზო და სამგზავრო პრობლემათა გამო, ესენი გუნდთან უვარჯიშებლად თუღა ერაგბებიან არგენტინას.

 

ფალავნობა 2012 (ოთხი ერი)

მეხუთე შაბათი

აფრიკა$ 31:8 ავსტრალია

აფრ: კერშნერ (ლემბი 55) ჰაბანა ტაუტე (დეიონხ 76) დეფილიერს ^კაპ ჰოუხარდ <10-9> ხუსენ (იანკის 76) პინარ / მთავარირა სტრაუს (ლიბენბერხ 76) ი.დიუპლესი (სილიე 71) ეცებეთ (ფლ.ფანდერმერვე 59) ბეკერ; ლოუ ალბერც (კუცია 59) ფერმიულენ - 5ლ: კერშნერ ჰაბანა (2 4 5) ლოუ; 3გ: პინარ 

ავს: ბარნს (ე.ფაინგა 31) შიპერლი ეშლი-ქუპერ (ჰარის 39) მაკქეიბ (ფაინგა 6-13) იოანე (ფაინგა 20-23, შიან 63) <10-9> ბილ ფიპს / რობინსონ (სლიპერ 31, სბ 53) პოლოტა-ნაუ (_ 73) ელიგზანდერ (რობინსონ 68) დაგლას (სიმონს 52) შარპ^კაპ; დენის ჰუპერ სამო (გილ 55) - ლ: ჰარის; ჯ: ბილ

რეფ როლან (ირლ) @ პრეტორია, ლოფტუს (44 463)   ვიდეო

7:0(23) 14:0(30) 14:3(35) /
სბ(53ავ) 19:3(54) 26:3(62პ) 26:8(66) 31:8(79)

არგენტინა 15:54 ზელანდია$

არგ: გონსალეს-ამოროსინო (როდრიგეს 66, ვერგაჯო 74) კამაჩო ვოსხ ს.ფერნანდეს აგუჯა (იმოფ 49) <10-9> ერნანდეს ლანდახო / რონსერო გინიასუ (კრევი 59) ფიგაჯო (ორლანდი 68) კარისა (ვაჯეხოს 58) ალვასეტე; ფარიას-კავეჯო ლეგისამონ (ლეონარდი 52) ხმ.ფერნანდეს-ლოვე^კაპ - 2ლ: ლანდახო კამაჩო; გ ჯ: ერნანდეს

ზელ: დეგ ჯეინ კ.სმით (ბ.სმით 55) ნონუ სავეა <10-9> ქართერ (ქრუდენ 58) ა.სმით (ვიპუ 58) / ვუდქოქ ჰორ (მეალამუ 49) ო.ფრენქს (ფაუმუინა 58) რომანო (რეთალიქ 6-16, 37) ვაითლოქ; მესამ მაკქოუ^კაპ (ქეინ 58) რიდ - 7ლ: ა.სმით ჯეინ (2 5 7) სავეა (3 4) ნონუ; 5გ: ქართერ 3, ქრუდენ 2; 3ჯ: ქართერ 2, ქრუდენ

რეფ პეიპერ (აფრ) @ ლა პლატა, უნიკო (53 ათასი)   ვიდეო

5:0(8) 5:7(16) 5:10(20) 5:17(24) 8:17(27) 8:20(29) 8:25(31) 8:32(40პ) /
15:32(48) 15:37(51) 15:44(60) 15:47(66) 15:54(80)

ირბ-ის რეიტინგი

1/10 @ 1 ზელანდია 9243, 2 აფრიკა 8561, 3 ავსტრალია 8521,
4 ინგლისი 8309, 5 საფრანგეთი 8303, 6 უელსი 8226, 7 ირლანდია 7985,
8 არგენტინა 7934   *  +/-: აფრ 141 ავს, ზელ 0 არგ

ფალავნობა 2012 (ოთხი ერი)

საქართველოს თარიღითა და დროით
თარიღზე წკაპი = წინათქმა, ანგარიშზე = გარჩევა!

18/08

ავსტრალია

19:27

ზელანდია

სიდნეი

 

აფრიკა

27:6

არგენტინა

ქეიპთაუნ

25/08

ზელანდია

22:0

ავსტრალია

ოქლენდ

 

არგენტინა

16:16

აფრიკა

მენდოსა

8/09

ზელანდია

21:5

არგენტინა

ველინგთონ

 

ავსტრალია

26:19

აფრიკა$

პერთ

15/09

ზელანდია

21:11

აფრიკა

დანიდინ

 

ავსტრალია

23:19

არგენტინა$

გოულდ ქოუსთ

29/09

$აფრიკა

31:8

ავსტრალია

პრეტორია

30/09

არგენტინა

15:54

ზელანდია$

ლა პლატა

5 რაუნდი

სხვ

გატ:გაშ

შინ

გარ

$

ზელანდია

21

+95

145:050

3-0

2-0

14/5

1

აფრიკა

12

+27

104:077

2-0

0*2

11/6

2

ავსტრალია

8

-42

076:118

2-1

0-2

6/11

0

არგენტინა

3 -80 061:141 0*1 0-3 6/15

1

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე (*) 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით
წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია ($)

6/10

აფრიკა

19.00

ზელანდია

სოუეტო

7/10

არგენტინა

03.10

ავსტრალია

როსარიო

მესამე ბლედისლოუ

20/10

ავსტრალია

14.05

ზელანდია

ბრისბენ

www.000webhost.com