ჩინებული შანსი

   "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) ბოლო, მეექვსე რაუნდში ჩემპიონობა-დაბევებული ზელანდია აფრიკას საზანგეთში ეწვევა, არგენტინას კი ჩინებული შანსი აქვს, რათა დალეწილ ავსტრალიასთან ამქარში მიღების აქეთ პირველი მოგება მიითვალოს.

აფრიკას ზელანდიასთან "სამ/ოთხ ერზე" შინაც კი უარყოფითი ბალანსი აქვს. შარშანწინდლის დარად, ძველი მეტოქეები შეიბმებიან იოჰანესბერგის ზანგურ გეტო სოუეტოში, სადაც 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო თასისთვის ვეება სტადიონი კეთილ-მოეწყო.

მაშინ "ბოკე" ბოლოს-წინა წუთამდე იგებდა, მაგრამ ორი ლელო გაუშვა და ფრესაც კი ვეღარ გამორჩა. იმ სეზონშივე კივებმა სამ-წრიან შეჯიბრში ერთადერთხელ მოიგეს ყველა, ექვსივე მატჩი და ამჯერადაც ეცდებიან შედეგის გამეორებას.

ქიქერთა უვარგისობა

წელს პირველად, აფრიკის დამწყები 15-ეული უცვლელია. გუნდში აღარ არიან სტეინები - მორნეი კარში ზუსტად ვეღარ ურტყამს, ფრანსს კი კოჭის ოპერაცია გაუკეთეს და ნოემბერშიც ვერ წავა ევროპულ ტურნეზე. ქიქერთა უვარგისობა (58%) ბოკეს ძვირად უჯდება. არადა, მათი გადია, ლუი კუნი ამტკიცებს, ვარჯიშზე ყველაფერი წესრიგშიაო. 

ზელანდიამ როტაციის გამო შეცვალა თითო გარემარბი და მეორე ხაზელი და მარქაფაშიც რაზმის სამი, დაუტვირთავი წევრი დაისვა. კივები ფიქრობენ, რომ მეტოქე უწინდელზე გაშლილად ეთამაშებათ, მაგრამ მათ ეგეც კარგად მოეხსენებათ, რომ ზეგნის გაუხშოებული ატმოსფერო აბრაგანების ასაწევად იდეალური გარემოა.

რონსეროს გამოსათხოვარი

არგენტინამ აქამდე გამართული ხუთი მატჩიდან ოდენ ორი წააგო უშანსოდ, სამში კი სრულიად რაგბეთს მოაწონა თავი. "პუმების" შემადგენლობა სტაბილურია; ალბათ ბოლოჯერ ირაგბებს ღვაწლ-მოსილი ბურჯი როდრიგო რონსერო, პარიზელ მარტინ როდრიგესს კი ბეჭი რომ ეღრძო, ნოემბრის ტესტებსაც გამოტოვებს.

არგენტინამ ავსტრალია ბოლოჯერ 15 წლის წინ, შინ 18:16 ძლია. ოზებს აფრიკაში რომ დაემტვრნენ ფულ-ბექები, ბერიქ ბარნსი და ადამ ეშლი-ქუპერი, 15 ნომრობა და კარში დარტყმაც მაიქ ჰარისს დაეკისრა. სხვა დაშავებულები სასწაულად მოკეთდნენ, მაგრამ "ვოლაბთა" შერკინება მაინც გამოუცდელია - სქრამ.კომ-ის თანახმად, რვეულის 257 კეპიდან 110 ნეითან შარფზე მოდის!

 

ფალავნობა 2012 (ოთხი ერი)

ბოლო, მეექვსე შაბათი

ბოლო ტესტის აქეთ
* დაემატა, ^ დააწინაურეს, $ დაძრეს, # დაამარქაფეს

აფრიკა - ზელანდია

<<   ბოკე

ბექ) 15 ზეინ კერშნერ, 14 ბრაიან ჰაბანა, 13 იაკო ტაუტე, 12 ჟან დეფილიერს
_კაპ, 11 ფრანსუა ჰოუხარდ; 10 იოჰან ხუსენ, 9 რუან პინარ /

ფორ) 1 ბისთ მთავარირა, 2 ადრიან სტრაუს, 3 იანი დიუპლესი;
4 იბენ ეცებეთ, 5 ანდრის ბეკერ; 6 ფრანსუა ლოუ, 7 ვილემ ალბერც, 8 დვეინ ფერმიულენ

მრქ) 22 პეთ ლემბი, 21 ჟოან დეიონხ, 20 ელტონ იანკის / 16 ტიან ლიბენბერხ, 17 კუნი უსტჰეიზენ* 18 ფლიპ ფანდერმერვე, 19 მარსელ კუცია

<<   ოლ ბლექს

ბექ) 15 იზრაელ დეგ, 14 ქორი ჯეინ, 13 კონრად სმით, 12 მა ნონუ,
11 ჰოსეა გიარ* 10 დენ ქართერ, 9 არონ სმით /

ფორ) 1 თონი ვუდქოქ, 2 ენდრიუ ჰორ, 3 ოუენ ფრენქს; 4 ბროდი რეთალიქ^ 5 სემ ვაითლოქ; 6 ლაიემ მესამ, 7 რიჩი მაკქოუ
_კაპ,
8 ქიარან რიდ

მრქ) 22 ტამატი ელისონ* 21 არონ ქრუდენ, 20 პირი ვიპუ / 16 ქევენ მეალამუ, 17 ბენ ფრენქს* 18 ლუქ რომანო# 19 ადამ თომსონ*

<<   მსაჯები

რეფ) ალენ როლან (ირლ)
კიდ) რომენ პუატ (სფრ) / გრეგ გარნერ (ინგ)
ვიდ) შონ ფელცმან (აფრ)

შაბ 6/10  სოუეტო, სოქერ სითი  19.00 საქ

<<   ბალანსი

აფრიკა (1891-2012)  412: 259-132*21 (9343:6333) +3010, 1155ლ
ზელანდია (1903-2012)  492:
372-103*17 (12837:6207) +6630, 1683ლ

პირისპირ (1921-2012)  84: 34-47*3 (1297:1580) 126/164
აფრიკაში (1928-2011)  43:
24-18*1 (760:756) ლ 70/76
იოჰანესბერგში (1928-2004)  11:
8-3 (255:206) ლ 26/19
სოუეტოში (2010) 
22:291/3

სამ/ოთხ ერზე (1996-2012)  37:
11-26 (714:1013) ლ 63/96
სამ ერზე აფრიკაში (1996-2011)  18:
8-10 (409:479) ლ 36/46
სამ ერზე ჯო'ბერგ-სოუეტოში (1997-2010) 4:
2-2 (140:130) ლ 14/13

შარშან (2011) 1-1
7:40 (ველინგთონ 30/10, 18:5 (პორტ ელიზაბეთ 20/08)

არგენტინა - ავსტრალია

<<   პუმას

ბექ) 15 ლუკას გონსალეს-ამოროსინო, 14 გონსალო კამაჩო,
13 მარსელო ვოსხ, 12 სანტიაგო ფერნანდეს, 11 ორასიო აგუჯა;
10 ხუან-მარტინ ერნანდეს, 9 მარტინ ლანდახო /

ფორ) 1 როდრიგო რონსერო, 2 ეუსევიო გინიასუ, 3 ხუან ფიგაჯო;
4 მანუელ კარისა, 5 პატრისიო ალვასეტე; 6 ხულიო ფარიას-კავეჯო, 7 ხუან-მანუელ ლეგისამონ, 8 ხუან-მარტინ ფერნანდეს-ლოვე
_კაპ

მრქ) 22 ხუან-ხოსე იმოფ, 21 ნიკოლას სანჩეს* 20 ნიკოლას ვერგაჯო / 16 აგუსტინ კრევი, 17 ხუან-პავლო ორლანდი; 18 ლეონარდო სენატორე* 19 ტომას ლეონარდი

<<   ვოლაბიზ

ბექ) 15 მაიქ ჰარის^ 14 ნიქ ქამინს* 13 ბენ ტაპუაი* 12 პეთ მაკქეიბ,
11 დიგბი იოანე; 10 ქერთლი ბილ, 9 ნიქ ფიპს /

ფორ) 1 ჯეიმზ სლიპერ^ 2 ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 3 ბენ ელიგზანდერ; 4 ქეინ დაგლას, 5 ნეითან შარპ
_კაპ; 6 სიტალეკი ტიმანი* 7 მაიქლ ჰუპერ, 8 რადიკე სამო

მრქ) 22 დომ შიპერლი# 21 ბრეთ შიან / 16 საია ფაინგა, 17 ბენ რობინსონ# 18 დეივ დენის# 19 სქოთ ჰიგინბოთამ* 20 ლაიემ გილ

<<   მსაჯები

რეფ) ქრეიგ იუბერ (აფრ)
კიდ) იაკო პეიპერ (აფრ) / პასკალ გოზერ (სფრ)
ვიდ) ფრანსისკო პასტრანა (არგ)

კვი 7/10  როსარიო, ხიგანტე დე აროჯიტო  03.10 საქ

<<   ბალანსი

არგენტინა (1910-2012)  356: 199-147*10 (10408:6638) +3770, 1375
ავსტრალია (1899-2012)  542:
276-251*15 (11086:8935) +2151, 1405

პირისპირ (1979-2012)  18: 4-13*1 (268:468) ლ 22/56
არგენტინაში (1979-2002)  7:
3-3*1 (121:124) ლ 7/13
როსარიოში
პირველად ახლაღა

ირბ-ის რეიტინგი

1/10 @ 1 ზელანდია 9243, 2 აფრიკა 8561, 3 ავსტრალია 8521,
4 ინგლისი 8309, 5 საფრანგეთი 8303, 6 უელსი 8226, 7 ირლანდია 7985,
8 არგენტინა 7934   *  +/-: აფრ 141 ავს, ზელ 0 არგ

ფალავნობა 2012 (ოთხი ერი)

საქართველოს თარიღითა და დროით
თარიღზე წკაპი = წინათქმა, ანგარიშზე = გარჩევა!

18/08

ავსტრალია

19:27

ზელანდია

სიდნეი

 

აფრიკა

27:6

არგენტინა

ქეიპთაუნ

25/08

ზელანდია

22:0

ავსტრალია

ოქლენდ

 

არგენტინა

16:16

აფრიკა

მენდოსა

8/09

ზელანდია

21:5

არგენტინა

ველინგთონ

 

ავსტრალია

26:19

აფრიკა$

პერთ

15/09

ზელანდია

21:11

აფრიკა

დანიდინ

 

ავსტრალია

23:19

არგენტინა$

გოულდ ქოუსთ

29/09

$აფრიკა

31:8

ავსტრალია

პრეტორია

30/09

არგენტინა

15:54

ზელანდია$

ლა პლატა

5 რაუნდი

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

შინ

გარ

$

ზელანდია

21

5-0

+95

14/5

145:050

3-0

2-0

1

აფრიკა

12

2-2*1

+27

11/6

104:077

2-0

0*2

2

ავსტრალია

8

2-3

-42

6/11

076:118

2-1

0-2

0

არგენტინა

3

0-4*1

-80

6/15

061:141

0*1

0-3

1

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე (*) 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით
წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია ($)

ტოლობისას: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი

6/10

აფრიკა

19.00

ზელანდია

სოუეტო

7/10

არგენტინა

03.10

ავსტრალია

როსარიო

მესამე ბლედისლოუ

20/10

ავსტრალია

14.05

ზელანდია

ბრისბენ

www.000webhost.com