უცებ დააშამათეს

   "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) ფინიშზე ჩემპიონობა დაბევებულმა ზელანდიამ აფრიკა საზანგეთში მეორე ტაიმში უცებ დააშამათა, ავსტრალიამ კი არგენტინას უღიმღამო რკენაში აჯობა და მეორე ადგილზე გავიდა.

"ოლ ბლექსმა" მოიგო ზედიზედ მე-16 მატჩი, კაპიტანმა რიჩი მაკქოუმ კი, რაგბეთში პირველმა, მეასე (!) გამარჯვება მიითვალა. კივთა ლიდერმა ეს კარიერის 112-ე ტესტში შეიძლო, მაგრამ თვალიც დაულურჯდა, რაკი თანაგუნდელმა ბურჯმა შეცდომით უთავაზა.

აფრიკა პირველი მეოთხედის შემდეგ 10:0 დაწინაურდა და მერე თუმც ორი ლელო გაუშვა, ტაიმი მაინც მოიგო ოთხი ქულით. განახლდა თამაში და ზელანდიამ უცებ, 22 წამში (!) დადო ლელო. კივებმა მალე პრემიაც აიღეს, გამარჯვება კი არეკნით გაიფორმეს.

სამი პასით

წინა შაბათისა არ იყოს, "ბოკეს" ჯეელმა მგეზავმა იოჰან ხუსენმა თავიდან ისევ ააცილა ორი ჯარიმა. ვილემ ალბერცმა დერეფნიდან შუაში გაარღვია ფრონტი და ნაპასევი კივ მარბიელთაგან რომ ასხლტა, ჟან დეფილიერსმა ბრაიან ჰაბანა გააქცუნა, ხოლო ბროდი რეთალიქს სახიფაოდ ბოჭვისთვის ნამატჩევს ყვითელი ბარათი გამოუწერეს.

სტუმრები მეორე მეოთხედში აბურთავდნენ. იაკო ტაუტემ კიდეს რომ ვერ უწია დარტყმა, ზელანდიამ სამი პასით იქეთა ფრთაზე ჰოსეა გიარს მიაწვდინა ოვალი და ქიარან რიდმა გააქანა სემ ვაითლოქი, ვინც ორ დამხვდურთან დაჯახებით, ვარდნაში გადადო ბურთი ხაზს იქეთ.

აქედან რვა წუთის შემდეგ ჰაბანამ გადაცემის ჩაჭრა ამაოდ სცადა, დენ ქართერმა ბურთი გიარს გაატანა, ამან კი შიგნით უპასა არონ სმითს. იქვე ხუსენი შეცვალა ელტონ იანკისმა და მეორე ჯარიმა ძაან შორიდან შეაგდო, მაგრამ სტუმრებმა ბოკეს უცებ წაუხდინეს ხასიათი.

ნაადრევად დაიშალნენ

მეორე ტაიმის საწყისი დარტყმა იხელთა რეთალიქმა, იზრაელ დეგი გაუსხლტა ტაუტეს, რიდმა კი ოფლოუდი გაუხერხა მა ნონუს.

50-ე წუთზე ჯარიმათა თანაფარდობა 9/0 (!) გახდა იაპთა სასარგებლოდ, მაგრამ იანკისის დარტყმული ძელს მოხვდა და ანგარიში ვერ გათანაბრდა, მეტოქის 22-ში მოგებული შერკინებიდან კი გიარმა და ქართერმა ახეირეს კონრად სმითი.

ქართერის არეკნამდე და შემდეგაც აფრიკა თითოჯერ დაბანაკდა წითელ ზოლში, მაგრამ ჯერ ჰაბანა აცდა პასს, მერე კი ადრიან სტრაუსს ძალურ სოლოთა წყებაში ბურთი დაუვარდა. ხალხმა ზელანდიის უძლეველობა რომ იგრძნო, ნაადრევად იწყო დაშლა, "პლანეტმა" კი
10-ბალიანი სისტემით 9 დაუწერა კონრადს, ქართერსა და რიდს.

მეტი მოგებით

როსარიოში ტენიანობა 93% იყო, აფრიკელმა რეფმა კი პირველ ტაიმში 16, ხოლო სულ 28 ჯარიმა დანიშნა. ოზთაგან ხუთივე გაიტანა მაიქ ჰარისმა, პუმათაგან კი ხუან-მარტინ ერნანდესმა ააცილა ბოლო ორი. ჰოდა, 15:9 მორჩა პირველი ნახევარი, რომელშიც ერთადერთი სალელოე მომენტი შეიქმნა: ნიქ ფიპსმა ძელის ძირს ვერ მიადო ბურთი.

მესამე მეოთხედში "ვოლაბთა" მღლეტელმა მაიქლ ჰუპერმა თავისი მეოთხედიდან შეუტია და ბევრი ირბინა, მაგრამ ბენ ტაპუაიმ გაფლანგა მეტობა. ჰარისი ლაზერმა ძაან რომ შეაწუხა, იოლი ჯარიმა კარს აცდა, საათის თავზე კი არგენტინამ ახლოდან ბევრი უტრიალა ლელოს, მაგრამ ბოლოს მაინც სამ ქულას დაჯერდა (12:15)

კვანძი იქვე გაიხსნა: ქერთლი ბილმა სატყუარად გამოიყენა ტაპუაი და დიგბი იოანე ფრონტის შუაში გააძვრინა. სტუმრები 13 ქულით რომ იგებდნენ, არგენტინამ დაშლილი მოლით შეიტანა ლელო, ბოლოსწინა წუთზე კი მარტინ ლანდახომ უდროოდ გაათამაშა ჯარიმა და ხსნის ბოლო შანსიც დაკარგა, ხოლო ავსტრალიამ მეტი მოგებით გადაუსწრო აფრიკას.

 

ფალავნობა 2012 (ოთხი ერი)

ბოლო, მეექვსე შაბათი

აფრიკა 16:32 ზელანდია$

აფრ: კერშნერ (ლემბი 65) ჰაბანა ტაუტე (დეიონხ 77) დეფილიერს ^კაპ ჰოუხარდ <10-9> ხუსენ (იანკის 35) პინარ / მთავარირა სტრაუს (ლიბენბერხ 73).დიუპლესი (უსტჰეიზენ 54) ეცებეთ (ფანდერმერვე 60) ბეკერ; ლოუ (კუცია 38-42) ალბერც (კუცია 60) ფერმიულენ -
: ჰაბანა; : ხუსენ; 3ჯ: ხუსენ, იანკის 2  

ზელ: დეგ სბ 67, ჯეინ კ.სმით ნონუ (ელისონ 63) გიარ <10-9> ქართერ (ქრუდენ 77) ა.სმით (ვიპუ 66) / ვუდქოქ ჰორ (მეალამუ 52) ო.ფრენქს (ბ.ფრენქს 63) რეთალიქ (რომანო 59) ვაითლოქ; მესამ (თომსონ 66) მაკქოუ^კაპ (მესამ 70-72) რიდ - 4ლ: ვაითლოქ ა.სმით ნონუ კ.სმით; 3გ ჯ ა: ქართერ

რეფ როლან (ირლ) @ სოუეტო, სოქერ სითი   ვიდეო

7:0(14) 10:0(21) 10:5(26) 10:12(34) 13:12(37) 16:12(40) /
16:19(42) 16:26(53პ) 16:29(64) სბ(67ზ) 16:32(73)

არგენტინა$ 19:25 ავსტრალია

არგ: გონსალეს კამაჩო ვოსხ ს.ფერნანდეს (სანჩეს 46-52) აგუჯა (იმოფ 67) <10-9> ერნანდეს (სანჩეს 60) ლანდახო / რონსერო (გინიასუ 75) გინიასუ (კრევი 63) ფიგაჯო (ორლანდი 71) კარისა ალვასეტე სბ 25; ფარიას-კავეჯო (სენატორე 75) ლეგისამონ (ლეონარდი 47) ხმ.ფერნანდეს-ლოვე^კაპ - ლ: იმოფ; გ: ვოსხ;
4ჯ:
ერნანდეს 3, ვოსხ

ავს: ჰარის ქამინს ტაპუაი მაკქეიბ იოანე <10-9> ბილ ფიპს (შიან 75, სბ 76) / სლიპერ (რობინსონ 41) პოლოტა-ნაუ ელიგზანდერ; დაგლას (ჰიგინბოთამ 9) შარპ^კაპ; ტიმანი (გილ 70) ჰუპერ სამო (დენის 63) - ლ: იოანე; გ 6ჯ: ჰარის

რეფ იუბერ (აფრ) @ როსარიო, ხიგანტე დე აროჯიტო   ვიდეო

0:3(3) 0:6(8) 3:6(11) 3:9(14) 6:9(16) 6:12(24) სბ(25არ) 6:15(27) 9:15(29) /
12:15(62) 12:22(66) 12:25(74)
სბ(76ავ) 19:25(77)

ფალავნობა 2012 (ოთხი ერი)

საქართველოს თარიღითა და დროით
თარიღზე წკაპი = წინათქმა, ანგარიშზე = გარჩევა!

18/08

ავსტრალია

19:27

ზელანდია

სიდნეი

 

აფრიკა

27:6

არგენტინა

ქეიპთაუნ

25/08

ზელანდია

22:0

ავსტრალია

ოქლენდ

 

არგენტინა

16:16

აფრიკა

მენდოსა

8/09

ზელანდია

21:5

არგენტინა

ველინგთონ

 

ავსტრალია

26:19

აფრიკა$

პერთ

15/09

ზელანდია

21:11

აფრიკა

დანიდინ

 

ავსტრალია

23:19

არგენტინა$

გოულდ ქოუსთ

29/09

$აფრიკა

31:8

ავსტრალია

პრეტორია

 

არგენტინა

15:54

ზელანდია$

ლა პლატა

6/10

აფრიკა

16:32

ზელანდია$

სოუეტო

 

$არგენტინა

19:25

ავსტრალია

როსარიო

საბოლოო

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

შინ

გარ

$

ზელანდია

26

6-0

+111

18/06

177:066

3-0

3-0

2

ავსტრალია

12

3-3

-36

07/12

101:137

2-1

1-2

0

აფრიკა

12

2-3*1

+11

12/10

120:109

2-1

0*2

2

არგენტინა

4

0-5*1

-86

07/16

080:166

0*2

0-3

2

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე (*) 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით
წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია ($)

ტოლობისას: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი

მესამე ბლედისლოუ

20/10

ავსტრალია

14.05

ზელანდია

ბრისბენ

www.000webhost.com