მთელ განს იყენებენო

   მსოფლიო თასის აქეთ ახალი ზელანდიის "ოლ ბლექსმა" არათუ მოუკლო, კიდევაც მოუმატა და უიოლესად მოიგო "ოთხ ერად" (ანუ ფალავნობად) განვრცობილი სამხრეთის შეჯიბრი.

ზელანდიამ მე-17 სეზონში მეთერთმეტედ იპირველა; ოდენ მეორედ მოიგო ტურნირის ექვსივე მატჩი; ზედიზედ მეათე წლითაც შეინარჩუნა ავსტრალიასთან საცილო "ბლედისლოუს თასი, ბებერი კაპიტანი რიჩი მაკქოუ კი შეიქნა პირველი მორაგბე, ვინც 100 ტესტში იმარჯვა.

"როიტერი" წერს, გურუ სთივ ჰანსენის ხელქვეით "ოლ ბლექსმა" გაზარდა ტემპი, მისი ბექები და ფორვარდები კი გეზის ცვლით მოედნის მთელ განს იყენებენ და მეტოქის დაცვას წელავენო.

ტაქტიკურად უბადლო

კივების 18 ლელოდან 17 უკანა ხაზზე მოდის, 13 კი ჩემპიონმა სტუმრად დადო, რაღაი ფინიშზე მთლად გალაღდა და არგენტინა და აფრიკა გემოზე გააბურთავა მათსავე მოედნებზე.

თვით აფრიკული "სუპერ სპორტიც" აღიარებს, რომ წლევანდელი ზელანდია სხვა დონეა; მგეზავი დენ ქართერი ტაქტიკურად უბადლოა მაშინ, როცა გუნდს უჭირს, ხოლო ჯეელ ჰავბექს, არონ სმითს სხარტი, უგრძესი პასი ეხერხება.

ტენდენცია გაგრძელდა

საითი იმასაც აღნიშნავს, რომ კივთა და იაპთა ბოლო რაუნდის რკენა ლამის ერთადერთი ბარაქიანი მატჩი იყო, ავსტრალიური "ჰევენ" კი წერს, რომ თუმც მოედანზე გასაქანი მოისპო, გაწაფულნი და საზრიანები გამოსავალს მაინც პოულობენ.

სტატისტიკაც მრავლის მთქმელია: შარშან, მსოფლიო თასის გადამკიდე, ტრადიციულად რომ იმატა მიწაზე ჭიდაობამ და დაცვამაც იძალა, მატჩის საშუალო ლელოიანობა 5.8-დან 4.3-მდე დაეცა. წელს ტენდენცია გაგრძელდა და მაჩვენებელი 3.7-მდეც დავიდა, მაგრამ ანტი-რეკორდამდე - 2.2 (2001) ჯერაც შორია.

ვეღარავის ააფორიაქებსო

"ბოკეს" ძველი ბურჯი, კობუს ფისახი "პლანეტში" შენიშნავს, რომ რაგბის მამათა გაუმაძღრობის გამო თამაშთა რიცხვი მატულობს, მაყურებელს კი მოყირჭდა ერთი და იგივე შოუ, რომლის წესებიც ვეღარ ესმის და მსაჯის გადაწყვეტილებას ხშირად ვერ ხვდება.

სხვები, თუნდაც "ი-ეს-პი-ენ სქრამ, მოვლენებს უფრო მსუბუქად უცქერენ, მეტადრე კი ოზურ ჭრილში, და ანგლობენ, რომ ავსტრალიამ მოიგო უზელანდიო "სამი ერი, გოულდ-ქოუსთზე ჯერაც უძლეველია (იქ ერთადერთი მატჩი გამართა) ბებერი ნეითან შარპი კვლავაც რაგბობს, მაუს-მწარე ქვეიდ ქუპერი კი ვეღარავის ააფორიაქებს. 

არჩევანი დაემთხვა

ბობოლა საითებმა რომ შეადგინეს სიმბოლური ნაკრებები, ორის არჩევანში ერთურთს დაემთხვა ერთბაშად ათი (!) ზელანდიელი და ჰაბანა. ყველა აქებს არგენტინას, ვინაც ახალი ელფერი შემატა შეჯიბრს.

ექსპერტებს უკვირთ აფრიკის ქიქერთა უზუსტობა და დაცვის მოშლაც, ავსტრალიის გამო ყველა შენიშნავს, საოცარია, ტრავმული ეპიდემიით მოცულმა "ვოლაბებმა" მაინც როგორ აიღეს მეორე ადგილიო.

 

ფალავნობა 2012 (ოთხი ერი)

საქართველოს თარიღითა და დროით
თარიღზე წკაპი = წინათქმა, ანგარიშზე = გარჩევა!

18/08

ავსტრალია

19:27

ზელანდია

სიდნეი

 

აფრიკა

27:6

არგენტინა

ქეიპთაუნ

25/08

ზელანდია

22:0

ავსტრალია

ოქლენდ

 

არგენტინა

16:16

აფრიკა

მენდოსა

8/09

ზელანდია

21:5

არგენტინა

ველინგთონ

 

ავსტრალია

26:19

აფრიკა$

პერთ

15/09

ზელანდია

21:11

აფრიკა

დანიდინ

 

ავსტრალია

23:19

არგენტინა$

გოულდ ქოუსთ

29/09

$აფრიკა

31:8

ავსტრალია

პრეტორია

 

არგენტინა

15:54

ზელანდია$

ლა პლატა

6/10

აფრიკა

16:32

ზელანდია$

სოუეტო

 

$არგენტინა

19:25

ავსტრალია

როსარიო

საბოლოო

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

შინ

გარ

$

ზელანდია

26

6-0

+111

18/06

177:066

3-0

3-0

2

ავსტრალია

12

3-3

-36

07/12

101:137

2-1

1-2

0

აფრიკა

12

2-3*1

+11

12/10

120:109

2-1

0*2

2

არგენტინა

4

0-5*1

-86

07/16

080:166

0*2

0-3

2

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე (*) 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით
წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია ($)

ტოლობისას: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი

მესამე ბლედისლოუ

20/10

ავსტრალია

14.05

ზელანდია

ბრისბენ

ირბ-ის რეიტინგი

8/10 @ 1 ზელანდია 9335, 2 ავსტრალია 8592, 3 აფრიკა 8469,
4 ინგლისი 8309, 5 საფრანგეთი 8303, 6 უელსი 8226, 7 ირლანდია 7985, 8
არგენტინა 7863   *  +/-: ზელ 92 აფრ, ავს 71 არგ

სტატისტიკურად უკეთესნი

(სადაურობის მიუთითებლად: ზელ)

ქულა (მხოლოდ ქიქერები) 58 დენ ქართერ; 40 ბერიქ ბარნს (ავს;
34 მონრეი სტეინ (აფრ; 29 ხუან-მარტინ ერნანდეს (აფრ, არონ ქრუდენ (ზელ; 25 მაიქ ჰარის (ავს) 

ლელო: 7 ბრაიან ჰაბანა (აფრ; 5 ქორი ჯეინ; 3 იზრაელ დეგ, ჯულიან სავეა, არონ სმით; 2 დიგბი იოანე (ავს, ზეინ კერშნერ (აფრ, მა ნონუ

მედიის რჩეული

ჰევენ: 15 იზრაელ დეგ, 14 ქორი ჯეინ, 13 ქონრეიდ სმით,
12 მა ნონუ, 11 ბრაიან ჰაბანა (აფრ; 10 დენ ქართერ, 9 არონ სმით /
1 როდრიგო რონსერო (არგ, 2 ადრიან სტრაუს (აფრ,
3 იანი დიუპლესი (აფრ; 4 ლუქ რომანო, 5 სემ ვაითლოქ; 6 ლაიემ მესამ,
7 რიჩი მაკქოუ, 8 ქიარან რიდ 

პლანეტ: ... 3 ბენ ელიგზანდერ (ავს; 4 იბენ ეცებეთ (აფრ,
5 პატრისიო ალვასეტე (არგ; 6 ხუან-მარტინ ფერნანდეს-ლოვე (არგ,..
დანარჩენები იგივე!

უწინ ...

შეჯამება     2011   2010   2009   2008

დაფა     2008    2007    2006    2005    2004    2003

www.000webhost.com