ჭიდილი და ბურთაობა

   ევროპული რაგბის ელიტარულ-კლუბური "ჰაინეკენის თასის" სტარტზე იმარჯვეს წინა სეზონის ირლანდიელმა ფინალისტებმა და სამ-სამმა ბობოლა ფრანგულმა და ინგლისურმა გუნდმაც. 

ბოლო ოთხ წელში სამჯერ ნაჩემპიონარ ლენსთერს მაგრად დაუდგა ინგლისელი ახალბედა ექსეთერი. დუბლინის ყოფილ ჰიპოდრომზე ლელო ეგრეც არ დადებულა, სტუმართა არგენტინელ ქიქერს, იგნასიო მიერესს კი სირენის შემდეგ შორიდან რომ შეეგდო ჯარიმა, რკენა ფრედ დასრულდებოდა.

ალსთერმა ბელფასთის "ყორნი-გორაზე" გემოზე გააბურთავა კასტრი, მაგრამ პრემია იღბლად, მას მერეღა აიღო, რაც ფრანგებმა სირენის შემდეგვე ყარაჩოხლურად შეუტიეს და ირლანდიელთა აფრიკელი ჰავბექი, რუან პინარი თერნოვერიდან გაექცა ზურგში ჩარჩენილებს.

ლიგელის ვაჟი

ინგლისის ჩემპიონ ჰარლიქვინზს პირველ მეოთხედშივე დაემტვრა ზელანდიელი მგეზავი ნიქ ევანსი, მაგრამ შევიდა ლიგელი ფრანო ბოტიკას ვაჟი, ბენი და შვიდი გოლით 18 ქულა მოკრიფა. სხარტად თამაშობდა "ჯამბაზების" ჰავბექი დანი ქეა, ფრედ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ კი ლონდონელებმა სამი ლელოც დადეს.

რაგბის სამშობლოს წინა წლის ფალავანმა, სარასენსმა ცარიელ მარიფილდზე 45 უპასუხო ქულა მიართვა გაზაფხულზე თვით ტულუზის გამგდებ ედინბურგს, ვინც აფრიკელი სხალკ ბრიცის სინბინითაც ვერ იხეირა, ნორსჰემპთონი კი შინ თუმც 0:15 ჩამორჩა გლაზგოს, სამოელი ჯორჯ პისის წყვილი ლელოთი სტუმარს შესვენებამდევე წამოეწია და მეორე ტაიმში პრემიაც გაიფორმა.

პროფესიული ფოლები

ჰაინეკენის ერთადერთ 4-გზის ჯილას, ტულუზს ავდარში ჭიდილი და ფეხბურთი გაუმართა ლესთერმა და ჯარიმებით სამჯერაც გაუსწრო, მაგრამ მერე 18 წლის მულატმა გაელ ფიკუმ ოვალის გაგორებითა და აღებით დაუდო ლელო. ფრანგთა კივმა მგეზავმა, ლუქ მაკალისთერმა ექვსი გოლი შეაგდო, პომთა ჰავბექმა, ბენ იანგსმა კი 9:14-ზე ჯარიმა უცებ გაათამაშა და გუნდმა ვეღარაფერი იხეირა.

კლერმონმა მას შემდეგ გააპამპულავა ჰლანეჰლი, რაც უელსელებს ორი პროფესიული ფოლისთვის პირველი ნახევრის ბოლოსვე წითლით გაუგდეს გარემარბი მორგან სთოდართი. ტულონმა უპრობლემოდ გაასაღა მონპელიე, ვისაც ჰაინეკენი თურმე (!) არ ადარდებს, რასინგმა კი ბოლოსკენ კიდევ დაწინაურებული მანსთერი ორი ჯარიმით ძლია.

პირველი ჯონორ მარის ბრალი იყო, ვინც საკუთარი 22-დან გამოაქცუნა ბურთი და ტყვედ ჩავარდა, რაუნდი კი სოლფორდის თრილერმა დაამშვენა - კარდიფი ვირგლა ალექს ქასბერთის ჰეთ-თრიქით ლამის სულ ბოლომდე უგებდა სეილს, მაგრამ ამან ბრძოლაში დროზე ჩააბა მელბურნიდან დაბრუნებული დენი სიპრიანი.

 

XVIII "ჰაინეკენის თასი"

პირველი რაუნდი

ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება
ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო (!) პრემია

<<   პირველი პული

ედინბურგ (შტლ) 0:45 სარასენს$(ინგ)

5ლ: თომქინს ფარელ ეშთონ გუდ ჰოჯსონ; 4გ 4ჯ: ჰოჯსონ სბ ბრიც

რეფ ლეისი (ირლ) @ მარიფილდ (6 543)

 

0:7(15) 0:10(24) 0:13(31) 0:16(40) /
სბ(44ს) 0:19(51) 0:24(60) 0:31(66) 0:38(70პ) 0:45(77)

რასინგ (სფრ) 22:17 მანსთერ$(ირლ)

ლ: მაშნო; გ: ბარქლი; 5ჯ: ბარქლი 4, მი.ბერგამასკო -
2ლ:
დუგალ ზებო; 2გ: ოგარა ქითლი; ჯ: ოგარა

რეფ გარნერ (ინგ) @ პარიზი, სტად დე ფრანს (21 102)

0:3(9) 0:10(16) 3:10(19) 10:10(33) 13:10(39) /
16:10(51) 16:17(73) 19:17(77) 22:17(79)

ქულა: 5 სარ, 4 რას, 1 მნს, 0 ედნ

<<   მეორე პული

ოსპრეიზ$(უელ) 38:17 ტრევიზო (იტა)

4ლ: ვოქერ დირქსენ (2 3) ბექ; 3გ 4ჯ: ბიგარ სბ ად.ჯოუნზ -
2ლ: ვოსავაი მაკლეინ; 2გ ჯ: ბერთონ სბ პავანელო ვოსავაი ფავარო

 

რეფ პათერსონ (შტლ) @ სვონზი, ლიბერთი (8 746)

3:0(4) 6:0(8) 9:0(15) 9:3(18) 16:3(21) სბ-სბ(26) სბ(34ტ) /
23:3(46) 23:10(57) 23:17(59) 26:17(64) სბ(70ტ) 31:17(73) 38:17(80+პ)

ტულუზ (სფრ) 23:9 ლესთერ (ინგ)

ლ: ფიკუ; 6ჯ: მაკალისთერ სბ სტენკამპ - 3ჯ: ფლად

რეფ ოუენს (უელ) @ მუნისიპალ (28 ათასი)

0:3(15) 3:3(18) 3:6(23) 6:6(27) სბ(29ტ) 6:9(35) 11:9(38) /
14:9(48) 17:9(55) 20:9(58) 23:9(62)

ქულა: 5 ოსპ, 4 ტლზ, 0 ლსთ ტრვ

<<   მესამე პული

ძებრე (იტა) 10:19 ქონოთ (ირლ)

ლ: ფერარინი; გ ჯ: ჰალანგაჰუ სბ მა.ბერგამასკო -
ლ: მალდუნ; გ 4ჯ: პარქს

 

რეფ ჰოჯის (უელ) @ პარმა, 25 აპრილი (1 800)


0:3(5) 3:3(8) 3:6(18) 3:9(40+სბ) / 
3:12(61) 3:19(64) 10:19(74)

ჰარლიქვინზ$(ინგ) 40:13 ბიარიც (სფრ)

 

4ლ: ქეა ბიუქენან თერნერ-ჰოლ სტეხმან; 4გ: ევანს, ბოტიკა 3;
4ჯ: ბოტიკა -
ლ: ეგი; გ 2ჯ: პეირელონგ სბ ჰეილეთ-პეთი


რეფ ქლენზი (ირლ)
@ ლონდონი, თვიქნემ სთუპ (13 815)


7:0(8) 7:3(15) 10:3(19სბ) 10:10(25) 10:13(29) 13:13(32) /
20:13(46) 23:13(52) 26:13(65) 33:13(69) 40:13(80პ)


ქულა: 5 ჰრლ, 4 ქნთ, 0 ძბრ ბრც

<<   მეოთხე პული

ალსთერ$(ირლ) 41:17 კასტრ (სფრ)

4ლ: თრიმბლ მარშალ (2 3) პინარ; 3გ 5ჯ: ჯექსონ სბ ქორთ -
2ლ: ონდრო გარვი: 2გ ჯ: ტოლე სბ ფორესტიე

რეფ სმოლ (ინგ) @ ბელფასთი, რეივენჰილ (11 451)

0:3(5) 3:3(8) 10:3(10) 13:3(17) 20:3(23) 20:10(34) 23:10(37) /
28:10(43) 31:10(46) 31:17(53) სბ(58ა) 34:17(61) სბ(76კ) 41:17(80+3პ)

ნორსჰემპთონ$(ინგ) 24:15 გლაზგო (შტლ)

 

4ლ: ჯ.პისი (1 2) მაილერ არწემიევ; 2გ: მაილერ ლემბ -
2ლ: ჯ.სტრაუს შ,ლამონთ; გ ჯ: ჰორნ

 

რეფ პუატ (სფრ) @ ფრენქლინ გარდენზ (12 115)

0:3(19) 0:10(26) 0:15(29) 5:15(37) 12:15(40+) /
17:15(44) 24:15(72პ)

 

ქულა: 5 ალს ნორ, 0 გლზ კსტ

<<   მეხუთე პული

ლენსთერ (ირლ) 9:6 ექსეთერ$(ინგ)

 

3ჯ: სექსთონ - 2ჯ: სთინსონ


რეფ გოზერ (სფრ)
@ დუბლინი, არ-დი-ეს (18 500)

3:0(11) 3:3(40) / 6:3(54) 6:6(65) 9:6(74)

 

კლერმონ$(სფრ) 49:16 ჰლანეჰლი (უელ)

 

6ლ: სივივატუ საჯ ბერნ შული ბონერ ნალანგა; 5გ: პარა 4, ჯეიმზ; 3ჯ: პარა - ლ: ჯ.დევის; გ 2ჯ ა: პრისთლენდ სბ წბ სთოდართ

რეფ ფითსგიბონ (ირლ)
@ მარსელ მიშელენ (17 520)

0:7(5) 3:7(8) 6:7(17სბ) 6:10(20) 6:13(22ა) 13:13(33) 16:13(39
წბ) /
23:13(43) 23:16(47) 30:16(49) 37:16(55პ) 42:16(71) 49:16(80)

 

* დავით ზირაქაშვილი (კლრ) 60 წუთზე შეცვალეს

ქულა: 5 კლრ, 4 ლნს, 1 ექს, 0 ჰლნ

<<   მეექვსე პული

სეილ (ინგ) 34:33 კარდიფ$(უელ)

 

3ლ: სიპრიანი ჯენინგს ბაქლი; 2გ: მილერ; 5ჯ: მაკლაუდ 4, მილერ -
3ლ: ქასბერთ; 3გ 4ჯ: ჰაფპენი სბ ლ.ჯოუნზ

 

რეფ გარსეზ (სფრ) @ სოლფორდ სითი (5 853)

0:3(3) 3:3(13) 3:10(17) 3:17(20) 6:17(27) 9:17(37) 9:24(39) 12:24(40+) /
12:27(46) 17:27(56) 17:30(60) 24:30(64) სბ(74კ) 31:30(76) 34:30(78) 34:33(79) ბოლო(80+3)

 

ტულონ$(სფრ) 37:16 მონპელიე (სფრ)

 

5ლ: გიუნტერ ბ.ბოთა დ.არმითიჯ (3 4) ბასტარო; 3გ: ვილქინსონ 2, გიტო; 2ჯ: ვილქინსონ - ლ: გორგოძე; გ: პაიოგ; 3ჯ: პერო 2, პაიოგ

 

რეფ ბარნს (ინგ) @ ფელიკს მეიოლ (12 547)

0:3(8) 3:3(10) 8:3(16) 15:3(32) 18:3(38) /
18:6(45) 23:6(47) 23:9(61) 30:9(67პ) 30:16(73) 37:16(80)


* გიორგი ჟღენტი (მნპ) 49 წუთზე შევიდა, მამუკა გორგოძე (მნპ) 58, ხოლო დავით ქუბრიაშვილი (ტლნ) 68

 

ქულა: 5 ტლნ, 4 სელ, 1 კდფ, 0 მნპ

>>   მომდევნო რაუნდები

19-21/10
7-9 და 14-16/12
11-13 და 18-20/01

>>   პლეი ოფი

5-7/04  მეოთხედ-ფინალი
26-28/04  ნახევარ-ფინალი
18/05  ფინალი @ ავივა, დუბლინი (ირლ)  20.00 საქ

www.000webhost.com