კივურ-ოზური რკენანი

   მეორე შაბათია, კივებმა და ოზებმა ქვინზლენდში ნაკრებებით უნდა ირაგბონ: წინაზე 13-კაცა ლიგა ავსტრალიამ მოიგო, ამაზე კი ზელანდიაა ფავორიტი 15-კაცა, ბლედისლოუს თასის თამაშში.

კენგურუმ კივი აპრილში, ოქლენდში 20:12 (ლელოებით 3/2) ძლია. სხვაობა და ფარდობაც იგივე იყო თაუნსვილში, ოღონდაც მატჩის ბედი ბოლო მეოთხედშიღა გადაწყდა, როცა ოზი რეფის თქმით, კრიშნან ინუმ გრეგ ინგლისს ბურთი წაღლიტა ჯგუფურ ბოჭვაზე და დაჯარიმდა, მერე კი ავსტრალიამ მესამე ლელოც გაიტანა.

პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. ინუს მიძალების შემდეგ აიზაქ ლუქმა რაქში ატაცებული ბურთი ლელოში გადადო. მერე შეუტია თაუნსვილელმა მეთ სქოთმა და ქემერონ სმითმა ლელოდან 10 მეტრზე მოაღორა ორი კივი მბოჭავი.

აყირავებულმაც ამოაგდო

კენგურუ დააწინაურა ძირით კივმა ჯეიმზ თამოუმ, ვინაც ქუპერ ქრონქმა სატყუარის გვერდით დაგეზა, ზედ შესვენების წინ კი ბენჯი მარშალის აბრაგანი სემ პერეთმა მოხსნა და კიდეზე ჩათამაშებული ბურთი ჯერარდ ბილმა დაამიწა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კივებს ზედიზედ სამი წყება მიეცათ, მაგრამ ოზები მაგრად დადგნენ, ინუს დაჯარიმებამდე კი ჯონათან სერსთონს ლელოში ჩაუწვა ჯოშ ჰოფმანი და არ დაადებინა. მერე რობი ფარამ ღრეჩოში შეუშვა ნეით მაილზი, ამან აყირავებულმაც ამოაგდო ოვალი, პოლ გალენმა კი ბევრი ირბინა და ჯვარზე შეიყვანა დარიუს ბოიდი.

სამივე თასი

სულ ბოლოს ოზ ჯოშ მორისს მეორე ცდით გადადებისთვის არ ჩაეთვალა ლელო. მატჩის გმირად გამრჯე ბურჯი, სქოთი ცნეს, სმითი კი შეიქნა ოდენ მესამე კაპიტანი, ვინც სეზონში სამივე თასი შემართა: ორიჯინის (ქვინზლენდი, ნრლ-ის (მელბურნი) და კივებთან საცილო.

სმითი საერთაშორისო ფედერაციამ (რლიფ) 2012 წლის საუკეთესო ლიგელადაც დაასახელა. ავსტრალაზიაში მომდევნო სეზონი
9 თებერვალს, ბრისბენში დანიშნული "ოლ სთარით" გაიხსნება,
2013 წელი კი დასრულდება 14-გუნდა მსოფლიო თასით, რომელიც ინგლისსა და უელსში (
26/10 - 30/11) მოეწყობა.

ფანობა შფოთავს

კივ ლიგელთა კვართზე თეთრი ელემენტი ბლომადაა, "ოლ ბლექსის" მაისურს კი მკერდზე ახლაღა დაეხატება რეკლამა - ამერიკული სადაზღვევო გოლიათ "ეი აი ჯის" ლოგო. კონტრაქტი ხუთ-ნახევარ წლიანია და ზელანდიის ექვს (ასაკობრივ, მაორთა, 7-კაცა, ქალთა) ნაკრებს ეხება.

კავშირს კვართის სპონსორის მოზიდვა გადააწყვეტინა იმან, რომ წლიური ხარჯი 82 მილიონი აქვს, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ ფანობა შფოთავს, სამყაროში ერთადერთნი ვიყავით, ვინც რაგბის ოდინდელ ფასეულობებს ერთგულობდა და ერის სიამაყეს არა ჰყიდდაო!

დასაბამიდან მეასედ?

სხვანი სპონსორს იმიჯს უწუნებენ, ესაო და ხაზინამ 182 მილიარდი შეაწია და მაგით გაკოტრებას გადაარჩინაო. ლოგო თავიდან ბიჭებსაც არ მოწონებიათ, რადგან დიდი და თეთრსავე ჩარჩოში ჩასმული იყო, მაგრამ მერე დააპატარავეს და სამი ასოღა წააწერეს გულისპირს.

ზელანდიას ბოლო მსოფლიო თასის დაწყებიდან ზედიზედ 16 მატჩი მოუგია, ბობოლათა რეკორდი კი 17 გამარჯვებას უდრის (ზელანდია 1965-69, აფრიკა 1997-98. ოლ ბლექსი იმასაც დაეშურება, რომ ვოლაბები დასაბამიდან მეასედ (!) ძლიოს, კივთა 33 წლის კვაჭი ქევენ მეალამუ კი შაბათს 22-ე ცენტურიონი ხდება - მეასე (!) კეპს იხვეჭს.

მიზერული შანსები

ზელანდია ამჯერად დროის მეტი წილი მწურთნელის თანაშემწემ, იენ ფოსთერმა ამზადა, რაკი სთივ ჰანსენი სნეულ მამას თავზე ადგა. ოლ ბლექსი ბოლოჯერ - შარშან სწორედ რომ ბრისბენში დამარცხდა. საფსონო კანტორათა თანახმად, ავსტრალიის შანსები თუმც მიზერულია (7/1, კივები მაინც ფრთხილობენ, რაკი შინ, ქვინზლენდში, უკანასკნელად რაგბობს ბებერი მეორე-ხაზელი ნეითან შარპი.

ოთხი ერის აქეთ ვოლაბებს გამოაკლდნენ გარემარბი დიგბი იოანე და ბურჯი ბენ ელიგზანდერი, რადიკე სამოს ნაცვლად კი 8 ნომრად ბრუნდება ტრავმებით გაწამებული ვაიქლიფ პალუ. ეგეც გაირკვა, რომ ვუნდერკინდი ჯეიმზ ოქონორი ნოემბრის ტურნეზეც ვერ გაყვება გუნდს ევროპაში, მედიამ კი შენიშნა, რომ ოზებს მატჩში საშუალოდ თუ 3.17 ლელო გაჰქონდათ, წელს ეგ მაჩვენებელი 1.2-ღა აქვს. 

ონილი ირბ-ში დარჩება

ბრისბენშივე კავშირის მთავარ მოხელედ ბოლოჯერ წარსდგება 61 წლის ჯონ ონილი. ავსტრალიური რაგბის "ოქროს ხანის" შემოქმედს პოსტი გაისად უნდა დაეტოვებინა, მაგრამ ოქტომბრის ბოლომდეღა იმუშავებს, რათა ახლავე გაჩაღდეს შემცვლელის გლობალური ძიება.

ონილმა კავშირს ორი ვადით (1995-2004, 2007-2012) უხელმძღვანელა. ვოლაბებმა 1999 წელს მსოფლიო თასი აიღეს, 2003 წელს კი ქვეყანამ მსოფლიო თასს უმასპინძლა. ჯონმა სამი წელი იღვაწა 11-კაცა სოქერში და იქაც დიდ საქმეებს დაადგა თავი, ამიერიდან კი კაზინოთა ქსელს მიხედავს და ირბ-შიც დარჩება აღმასკომის წევრად.

 

ლიგა * წლის ბოლო ტესტი

ავსტრალია 18:10 ზელანდია

ქულა: ლელო 4, გოლი (გარდასახვა ჯარიმა) 2, არეკნი 1

ავს: სლეითერ ბოიდ ინგლის ჯ.მორის ბ.მორის <6-7> სერსთონ ქრონქ / მ.სქოთ ქ.სმით^კაპ თამოუ; ბერდ გალენ მაილზ
*
მრქ) ფარა რ.ჰოფმან შილინგთონ ვილიამს -
3ლ: სმით თამოუ ბოიდ; 3გ: სერსთონ

ზელ: ჯ.ჰოფმან პერეთ ინუ ფარე ჯ.ბილ <6-7> მარშალ^კაპ ფორან / ბრომიჩ ლუქ კასიანო; პრიჩარდ პროქთორ მენერინგ
*
მრქ) თეილორ მატულინო
ისთვუდ ბლეარ - 2ლ: ლუქ ბილ; გ: ინუ

რეფ: ქამინს (ავს; კიდ: თერნერ (ავს, რემ (ზელ;
ვიდ: სიმპქინს (ავს, ვილიამსონ (ზელ)

13/10  თაუნსვილ, დეირი ფარმერზ (26 479)   ვიდეო

0:6(8) 4:6(23) 10:6(36) 10:10(38) / 12:10(62ჯ) 18:10(72)

 

რაგბი * მესამე ბლედისლოუ

ავსტრალია - ზელანდია

ბოლო ტესტის აქეთ
* დაემატა, ^ დააწინაურეს, $ დაძრეს, # დაამარქაფეს

 

<<   ვოლაბიზ

ბექ) 15 მაიქ ჰარის, 14 ნიქ ქამინს, 13 ბენ ტაპუაი, 12 პეთ მაკქეიბ,
11 ადამ ეშლი-ქუპერ* 10 ქერთლი ბილ, 9 ნიქ ფიპს /

ფორ) 1 ბენ რობინსონ^ 2 ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 3 ჯეიმზ სლიპერ$
4 სიტალეკი ტიმანი$ 5 ნეითან შარპ
_კაპ; 6 სქოთ ჰიგინბოთამ^
7 მაიქლ ჰუპერ, 8 ვაიქლიფ პალუ*

 

მრქ) 22 დრუ მიჩელ* 21 ბრეთ შიან / 16 ჯეიმზ ჰენსონ* 17 სეკორე კეპუ* 18 ქეინ დაგლას# 19 დეივ დენის, 20 ლაიემ გილ

<<   ოლ ბლექს

ბექ) 15 იზრაელ დეგ, 14 ქორი ჯეინ, 13 ქონრეიდ სმით, 12 მა ნონუ,
11 ჰოსეა გიარ; 10 დენ ქართერ, 9 არონ სმით /

ფორ) 1 თონი ვუდქოქ, 2 ქევენ მეალამუ^ 3 ჩარლი ფაუმუინა*
4 ბროდი რეთალიქ, 5 სემ ვაითლოქ; 6 ლაიემ მესამ, 7 რიჩი მაკქოუ
_კაპ, 8 ქიარან რიდ

მრქ) 22 ბენ სმით* 21 არონ ქრუდენ, 20 პირი ვიპუ / 16 ენდრიუ ჰორ# 17 ოუენ ფრენქს# 18 ლუქ რომანო, 19 ვიქთორ ვიტო*

<<   მსაჯები

რეფ) ქრეიგ იუბერ; კიდ) იაკო პეიპერ / ლოურენს ფანდერმერვე (აფრ; ვიდ) მეთ გოდარდ (ავს)

შაბ 20/10  ბრისბენი, სანქორპ  14.05 საქ

<<   ბალანსი

პირისპირ (1903-2012)  145: 41-99*5 (1947:2841) ლ 221/375
ავსტრალიაში (1903-2012)  74:
24-46*4 (1078:1398) ლ 114/199

ბრისბენში (1907-2011)  19: 3-14*2 (244:347) ლ 27/55
სანქორპზე (1996-2011)  4:
1-3 (83:93) ლ 8/9

25:32 ლ 2/2 (1996, 9:13 ლ 0/1 (2006,
24:28 ლ 3/4 (2008,
25:20 ლ 3/2 (2011)

ბლედისლოუზე (1931-2012)  

125: 34-87*4 (1775:2556) ლ 195/313 ^ თასი 12-41

წელს, ოთხ ერზე 0-2  *  19:27 (სიდნეი 18/08 0:22 (ოქლენდ 25/08)

www.000webhost.com