წყება ფრით დასრულდა

   "ბლედისლოუს თასის" მესამე, აღარაფრის მომცემ რკენაში უტეხმა ავსტრალიამ ფრეს რომ დააჯერა ყველაფრის ჩემპიონი ზელანდია, "ოლ ბლექსს" ზედიზედ გამარჯვებათა წყება 16-ზე დაუსრულდა.

მიყოლებით მოგების ბობოლური რეკორდი (17) საზიაროდ ეკუთვნით ზელანდიასა (1965-69) და აფრიკას (1997-98, ირბ-ს კი აღრიცხული აქვს ლიტვის 18-გამარჯვებიანი მარშიც (2006-10, რომელიც უკრაინამ (!) შეწყვიტა.

კივებმა ბრისბენში რამდენიმე სალელოე შანსი გაფლანგეს და დენ ქართერმაც ორი ჯარიმა გააფუჭა, სირენის შემდეგ კი, 85 წუთზე, არეკნიც ააცილა კარს. ერთი კია, მანამდე, წამატებულ დროშივე, ოზებმა არეკნით დარტყმას ვერ დააყენეს საშველი და გაჭიანურებულ ფაზურ შტურმში დაჯარიმდნენ, ანალიტიკური სტატისტიკების ბარემ ნახევარში კი ცოტათიც აჯობეს ნაქებ სტუმრებს:

სქრამ @ ბურთის ფლობა 58-42, ტერიტორია 59-41%; გაქცევა 110-72 (272-282 მეტრი, გარღვევა 1-3; პასი 84-88, კონტაქტში 6-7; ფეხით
18-26, სადგამიდან 6/7-6/8; ბურთი რაქიდან 92-60, აცლა 17-19;
ბოჭვა 78-124, გატარება 8-13; დაჯარიმება 16-13; თავისი*მეტოქის შერკინება 7*0-10*1; დერეფანი 7*3-4*3

ულელოოდაც ბარაქიანი

ლელო არ დადებულა და 12 ჯარიმა გავიდა, მაგრამ რაგბი მაინც ბარაქიანი გამოვიდა. კივთა გურუს, სთივ ჰანსენს მამა რომ გარდაეცვალა, გუნდი ვერ ავარჯიშა. მეასე კეპი მიითვალა კვაჭმა ქევენ მეალამუმ, "ვოლაბთა" ვეტერანმა ნეითან შარპმა კი ბოლოჯერ იბურთავა ავსტრალიელი და ქვინზლენდელი პუბლიკის წინაშე.

ოლ ბლექსმა უხამსი ჰაკა, "კაპა ოპანგო" შეასრულა, მაგრამ თავიდანვე კინაღამ ლელო მიიღო, რაღაი ადამ ეშლი-ქუპერმა მოგერიებაზე დაუფარა არონ სმითს. 3:3-ზე ზელანდიის ჰავბექს დამიწებამდე დაუვარდა ბურთი და სტუმრები ხეირზე რგებული ჯარიმით დაწინაურდნენ, 3:6-ზე კი, ქერთლი ბილის გარღვევის შემდეგ, ქიარან რიდმა რეკა ტატაფუ პოლოტა-ნაუს და ოვალი გააგდებინა.

მუხლი და თავიც

იზრაელ დეგმა ჰოსეა გიარს რომ დაუგორა, ოზმა ტელი-რეფმა თვისტომებს ლელო დაცულად ფრიად საჭოჭმანოდ ჩაუთვალა. მალევე გიარი ვერ შეელია ბურთს და მაიქ ჰარისმა შებოჭა, მერე კი სქოთ ჰიგინბოთამმა ზედახორაში ჯერ მუხლი უთავაზა რიჩი მაკქოუს, მერე კი თავიც აძგერა.

აქედან მოყოლებული, ოზებმა იძალეს, სტუმრებს კი ბურთის ჩაკვლა სამ გოლად და სინბინად დაუჯდათ. ქართერს წყვილი "ხაია" ტაიმთა შესაყარზე შეემთხვა, მეორეს დასაწყისში კი, მა ნონუს რეიდის შემდეგ, ქონრეიდ სმითმა ცუდად, ერთობ დაბლა მიაწოდა ჯეინს.

კრძალვა შეეტყოთ

მაკქოუ ბოჭვაზე რომ დაჯარიმდა, ბილმა თავისი ნახევრიდან
15:6 გახადა ანგარიში. ამან ზელანდია გააგულისა. ქართერმა წყვილი გოლით სამამდე დაიყვანა ჩამორჩენა, მაიქლ ჰუპერი კი, არონ სმითის უბურთოდ გაკავებისთვის, კიდეც გაასინბინეს.

პოლოტა-ნაუმ საკუთარ წითელ ზოლში მაკქოუს რომ უძღვნა დერეფანი, ვოლაბები ლელოს გადაურჩნენ, ანგარიში კი გათანაბრდა. მალე ოზებს მეტოქისადმი კრძალვა შეეტყოთ: ეშლი-ქუპერმა თავის
22-ში დააგდო ბურთი და ნიქ ფიპსმა აიღო, რასაც ქართერის მეექვსე გოლი მოყვა - 18:15 ზელანდიის სასარგებლოდ.

ფრე იუკადრისა

ჰარისმა თამაში მაშინ გააფრევა, ბენ სმითი ჩახურვაზე ოფსაიდისთვის რომ დაჯარიმდა. ოვალი დაუვარდა ბილსაც, მაგრამ ოზებმა ბოლოსკენ ძალა მოიკრიბეს და ფაზები აკინძეს. ბარემ 20-მიძალებიანი ალყა სირენის შემდეგ ორ წუთს გაგრძელდა და სეკორე კეპუს დაჯარიმებით დასრულდა, ბილმა და ჰარისმა კი საარეკნედ არ მოითხოვეს ბურთი.

აქ კაპიტანმა მაკქოუმ ფრე იუკადრისა, უმაგალითოდ გარისკა და თავის 22-ში შერკინება აიღო. სტუმრებმა კიდევ ორი ჯარიმით ვოლაბთა ნახევარს უწიეს, ბენ სმითის გარღვევას კი ფაზები მოყვა. ქართერმა არეკნი ჩინებული პოზიციიდან დაკრა, მაგრამ ავსტრალია ბედმა აღარ გაწირა და ბურთი კარს ოდნავ აცდა.

"მარიაჟობა" იყოო

ნამატჩევს ვოლაბთა კივმა გურუმ, რობი დინსმა მიღწევად ჩაითვალა ის, რომ ოლ ბლექსმა ლელო ვერ დადო. კაპიტან შარპს გაუბედაობისთვის აღარ გაუკილავს პოტენციური მეარეკნეები, ჰანსენი კი მაკქოუს გალახვის გამო გაბრაზებული იყო.

გურუს მერე ჰარისის ზელანდიელობაც გაახსენდა და ოზებს უცხოელთა გადაბირება დააბრალა, რაზეც ამათ იქეთ შეახსენეს, რომ უელსის მწურთნელობისას თავად მოჩანგლა ექვსი უცხოტომელი და რომ ოლ ბლექსიც მულღაზანზრელებითაა სავსე.

ჰიგინბოთამს ტრიბუნალმა 4-კვირიანი დისკვალიფიკაცია აკმარა, რადგან ბიჭმა დანაშაული აღიარა, მსაჯულ იანი ლიუბეს თქმით კი, კვრაცა და ძგერებაც "მარიაჟობა" იყო და მაკქოუს არაფერი დაშავებია. ჰოდა, 26 წლის მარბიელს ორი ტესტიღა (სფრ ინგ) გაუცდება.

 

მესამე ბლედისლოუ

ავსტრალია 18:18 ზელანდია

ავს: ჰარის ეშლი-ქუპერ ტაპუაი მაკქეიბ ქამინს (მიჩელ 68)
<
10-9> ბილ ფიპს (შიან 72) / რობინსონ პოლოტა-ნაუ (ჰენსონ 73) სლიპერ (კეპუ 41) ტიმანი (დაგლას 21, გილ 65) შარპ
^კაპ; ჰიგინბოთამ ჰუპერ სბ 55, პალუ (დენის 46) - 6ჯ: ჰარის 5, ბილ (5)

ზელ: დეგ ჯეინ ქ.სმით (ბ.სმით 52) ნონუ (ქრუდენ 62) გიარ
<
10-9> ქართერ ა.სმით (ვიპუ 60) / ვუდქოქ სბ 40, მეალამუ (ჰორ 57) ფაუმუინა (ო.ფრენქს 50) რეთალიქ (რომანო 68) ვაითლოქ; მესამ (ფრენქს 46-49, ვიტო 72) მაკქოუ
^კაპ რიდ - 6ჯ: ქართერ

რეფ იუბერ (აფრ) 20/10 @ ბრისბენი, სანქორპ (51 888)   ვიდეო

3:0(3) 3:3(7) 3:6(11) 6:6(28) 9:6(32) 12:6(40+სბ) /
15:6(51) 15:9(53) 15:12(55სბ) 15:15(67) 15:18(71) 18:18(75) ბოლო(
80+5)

ირბ-ის რეიტინგი

22/10 @ 1 ზელანდია 9291, 2 ავსტრალია 8637, 3 აფრიკა 8469,
4 ინგლისი 8309, 5 საფრანგეთი 8303, 6 უელსი 8226, 7 ირლანდია 7985, 8 არგენტინა 7863, 9 შოტლანდია 7797, 10 სამოა 7623,
11
იტალია 7603, 12 ტონგა 7479  * 
+/-: ავს 45 ზელ

ბლედისლოუს თასი

1931-1997

ზელანდია

62 მოგება

31 თასი

4 ფრე

ავსტრალია

21 მოგება

07 თასი

1998

ავსტრალია

3-0

24:16 მ

27:23 ქ

19:14 ს

 

1999

ავსტრალია

1-1

15:34 ო

28:07 ს

 

 

2000

ავსტრალია

1-1

35:39 ს

24:23 ვ

 

 

2001

ავსტრალია

2-0

23:15 დ

29:26 ს

 

 

2002

ავსტრალია

1-1

06:12 ქ

16:14 ს

 

 

1998-2002

ავსტრალია

8 მოგება

5 თასი

 

ზელანდია

3 მოგება

0 თასი

2003

ზელანდია

2-0

50:21 ს

21:17 ო

 

 

2004

ზელანდია

1-1

16:07 ვ

18:23 ს

 

 

2005

ზელანდია

2-0

30:13 ს

34:24 ო

 

 

2006

ზელანდია

3-0

32:12 ქ

13:09 ბ

34:27 ო

 

2007

ზელანდია

1-1

15:20 მ

26:12 ო

 

 

2008

ზელანდია

3-1

19:34 ს

39:10 ო

28:24 ბ

19:14 ჰ

2009

ზელანდია

4-0

22:16 ო

19:18 ს

33:06 ვ

32:19 ტ

2010

ზელანდია

3-1

49:28 მ

20:10 ქ

23:22 ს

24:26 ჰ

2011

ზელანდია

1-1

30:14 ო

20:25

 

 

2012

ზელანდია

2-0

27:19

22:00 ო

18:18 ბ

 

2003-2012

ზელანდია

22 მოგება

10 თასი

1 ფრე

ავსტრალია

05 მოგება

00 თასი

სულ

ზელანდია

87 მოგება

41 თასი

5 ფრე

ავსტრალია

34 მოგება

12 თასი

ბ ბრისბენ (ავს, დ დანიდინ (ზელ, ვ ველინგთონ (ზელ,
მ მელბურნ (ავს, ო ოქლენდ (ზელ, ს სიდნეი (ავს,
ტ ტოკიო (იაპ, ქ ქრაისთჩერჩ (ზელ, ჰ ჰონკონგ (ჩინ)

ოთხი ერის ჩრდილოური ტესტები

საქართველოს თარიღითა და დროით!

10/11

უელსი

18.30

არგენტინა

კარდიფი

 

ირლანდია

21.30

აფრიკა

დუბლინი

 

საფრანგეთი

23.45

ავსტრალია

პარიზი

11/11

შოტლანდია

18.30

ზელანდია

ედინბურგი

17/11

იტალია

18.00

ზელანდია

რომი

 

ინგლისი

18.30

ავსტრალია

ლონდონი

 

შოტლანდია

18.30

აფრიკა

ედინბურგი

 

საფრანგეთი

23.45

არგენტინა

ლილი

24/11

იტალია

18.00

ავსტრალია

ფლორენცია

 

ირლანდია

18.00

არგენტინა

დუბლინი

 

ინგლისი

18.30

აფრიკა

ლონდონი

 

უელსი

21.15

ზელანდია

კარდიფი

01/12

ინგლისი

18.30

ზელანდია

ლონდონი

 

უელსი

18.30

ავსტრალია

კარდიფი

www.000webhost.com